Category: სლაიდერი

  • 20 ბოთლი არაყი პუტინისგან და გულთბილი მიმოწერა– ბერლუსკონი აუდიოჩანაწერის გახმაურების გამო სანდალში გაეხვა

    იტალიაში სკანდალი მოყვა ყოფილი პრემიერის, სილვიო ბერლუსკონის საუბრის აუდიოჩანაწერს. გაზეთ La Presse–ის პუბლიკაციის მიხედვით, ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული იტალიელი პოლიტიკოსი თანაპარტიელებს მოუყვა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან საჩუქრების გაცვლა–გამცვლა ჰქონდა, არყის ყუთის და ღვინის ბოთლის სახით, ასევე  იყო “სასიამოვნო წერილების“ ურთიერთგაცვლა.

    ჩანაწერში, რომელიც გამოცემამ გამოაქვეყნა ბერლუსკონი კერძოდ ამბობს: “რუსმა მინისტრებმა უკვე რამდენჯერმე თქვეს, რომ ჩვენ მათთან ომის მდგომარეობაში ვართ, იმიტომ რომ უკრაინას იარაღს ვაწვდით და მხარს ვუჭერ. მე ჩემი პირადი აზრის გამოთქმა არ შემიძლია, იმიტომ რომ თუ პრესაში გაჟონა, კატასტროფა მოხდება. მაგრამ ძალიან შეშფოთებული ვარ“.

    ამის შემდეგ ბერლუსკონი ამბობს: “ისევ დავიწყე პუტინთან ხშირი ურთიერთოობა, ანუ, ჩემს დაბადების დღეზე 20 ბოთლი არაყი და ძალიან სასიამოვნო წერილი გამომიგზავნა. მე რამდენიმე ბოთლი ლამბრუსკო და ასევე გულთბილი წერილი გავუგზავნე.“

    გამოცემის ინფორმაციით, ეს გამოსვლა დეპუტატების და ბერლუსოკნის დახურულ შეხვედრაზე იყო, რომლებიც მისი პარტიიდან –“წინ იტალია“ პარლამენტში აირჩიეს.

    ოთხშაბათს ბერლუსკონის სიტყვებს გამოეხმაურა ევროკომისია. მისმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქვეყნებს აქვთ ნება თვითონ ააწყონ ორომხრივი ურთიერთობები, თუმცა ამავე დროს პატივი უნდა სცენ ევროკავშირის საერთო პოზიციას, რომელიც პუტინის შემთხვევაში ურთიერთობების მინიმუმამდე შემცირებას გულისხმობს.

    კონტაქტები ევროპელ და რუს პოლიტიკოსებს შორის აკრძალული არ არის, თუმცა მათი პრიორიტეტი უნდა იყოს “ევროკავშირის პოზიციის მიტანა უკრაინის მიმართ აგრესიისა და არალეგიტიმური შეჭრის მიმართ, და მოწოდება რუსი კოლეგებისადმი დაუყოვნებლივ შეწყვიტონ აგრესია და დაწყონ საერთაშორისო სამართლის დაცვა“– ამბობს ევროკკავშირის წარმომადგენელი.

    გაზეთის მიერ აუდიოჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ ბერლუსკონის პარტიამ განაცხადა, რომ ისინი, ისევე როგორც თავად ბერლუსკონი რუსეთის ომს უკრაინასთან ზუსტად ისევე აფასებენ, როგორც ევროპა და აშშ. “ამ საკითხში გარუკვევლობას ადგილი არ აქვს და არც არასდროს ქონია“– ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

    პარტიის ოფიციალური წარმომადგენელიც ამტკიცებს, რომ ბერლუსკონი გულისხმობდა არა მის ბოლო დაბადების დღეს – 2022 წლის 29 სექტემბერს, არამედ ძველი ისტორია გაიხსენა, რომელიც რამდენიმე წლის წინ მოხდა.

    86 წლის ბერლუსკონი პუტინთან სიახლოვის შესახებ პირველად არ საუბრობს. პრემიერის პოტსზეც ის პუტინს არაერთხელ შეხვდა. თავად პუტინი კი ბერლუსკონის მის მეგობარს და მოკავშირეს უწოდებს.

    წელს სექტემბერში ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ მოსკოვს უნდა უკრაინის ხელისუფლების სათავეში “წესიერი ხალხი“ მოიყვანოს. ამ განცხადებასაც სკანდალი მოჰყვა.

    “პუტინს რუსეთის მოსახლეობამ, მისმა პარტიამ, მისმა მინისტრებმა უბიძგეს, რომ ეს სპეცოპერაცია მოეფიქრებინა. ჯარები უნდა შესულიყვნენ, კიევამდე მისულიყვნენ ერთ კვირაში, ზელენსკის მთავრობა შეეცვალათ  წესიერი ხალხით და შემდეგ უკან გასულიყვნენ. ამის მაგივრად ისინი წინააღმდეგობას წააწყდნენ, რომელსაც დასავლეთის მიერ იარაღის მიწოდებამ შეუწყო ხელი.“–თქვა ბერლუსკონიმ.

  • პედოფილიის სავარაუდო ბრალდებით ქუთაისში 2 პირი დააკავეს – ისინი სკოლებთან ბავშვებს ხვდებოდნენ და მოტყუებით მათთან წაყოლას სთხოვდნენ

    ქუთაისში პედოფილიის სავარაუდო ბრალდებით, პოლიციამ ორი პირი დააკავა.

    გაშიფრულია სქემაც, რომლის მიხედვით მამაკაცები ბავშვებს სკოლებთან ხვდებოდნენ და ფულისა და ტკბილეულის სანაცვლოდ არასრულწლოვნებს მათთან წაყოლას სთხოვდნენ. აღნიშნული ფაქტი მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა დააფიქსირეს და სამართალდამცველებს შეატყობინეს.

    გავრცელებული ინფორმაციით,  დაკავებულებს შორის ერთ-ერთი მამაკაცი  ანალოგიური ბრალდებით წარსულშიც ნასამართლევია,  თუმცა მან ციხე მოსამართლის გადაწყვეტილებით, გირაოს სანაცვლოდ, დატოვა.

  • უკრაინას იარაღს არ გადავცემთ! – ისრაელის თავდაცვის მინისტრი

    უკრაინის ტერიტორიაზე ირანული უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსული თავდასხმების მიუხედავად, ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ბენი განცი აცხადებს, რომ უკრაინას იარაღს არ მიაწვდიან.  ამის შესახებ, მან ისრაელის რადიოსადგურ “კოლ ჩაის” ეთერში განაცხადა და დასძინა, რომ ქვეყანა უკრაინას მხოლოდ სამედიცინო და ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს.

    დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ აპირებს ისრაელს სთხოვოს საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება. “ირანი არის წითელი ხაზი ისრაელისთვის და მას შემდეგ, რაც ირანი, ფაქტობრივად, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის თანამონაწილე გახდა, ვფიქრობ, ისრაელში ვისაც ჯერ კიდევ აქვს გარკვეული ეჭვი, დაეხმაროს თუ არა უკრაინას, ეს ეჭვები უნდა გაფანტოს” – ბენი განცი, ისრაელის თავდაცვის მინისტრი.

  • კულებას თქმით, საბერძნეთი უკრაინას ჯავშანტექნიკას მალე გადასცემს

    “თავისუფლება ან სიკვდილი” არის ბერძნული ეროვნული რევოლუციის სლოგანი. “უკრაინის თავისუფლება ან სიკვდილი” – ეს იყო მე-20 საუკუნის დასაწყისის უკრაინის რევოლუციის ლოზუნგი. საბერძნეთის მოსახლეობამ, ისევე როგორც სხვამ, იცის რას ნიშნავს თავისუფლებისთვის ბრძოლა და რის ფასად მოიპოვება გამარჯვება. მე და ნიკოსს გვქონდა პროდუქტიული მოლაპარაკებები, განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების ყველა ასპექტი, ევროკავშირის მხარდაჭერა რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად. […] არ დავმალავ, ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ იმ შეიარაღებას, რომელსაც საბერძნეთი გადასცემს უკრაინას, რათა დავიცვათ ჩვენი მიწა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საბერძნეთიდან უკრაინაში BMP-1 ჯავშანტექნიკის დიდი ხნის ნანატრი ტრანსპორტირება უკვე დაწყებულია. მალე ისინი ჩამოვლენ და მყისიერად გაზრდიან ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას. ჩვენ საბერძნეთის მადლიერი ვართ ამ დახმარებისთვის”,

    ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ კიევში საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ნიკოს დენდიასთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

  • ხერსონში უკრაინელები მასირებული კონტრშეტევებისათვის ემზადებიან – რუსლან შავაძე

    საერთაშორისო პოლიტიკის და უსაფრთხოების ექსპერტი რუსლან შავაძე, ხერსონში არსებულ ვითარებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ უკრაინელები მასირებული კონტრშეტევებისათვის ემზადებიან.

    “უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთის ფრონტის მიმართულებაზე(ხერსონის ოლქი) 18-19 ოქტომბრის განმავლობაში გაანადგურა საოკუპაციო ძალების 7 საბრძოლო მასალების საცავი და ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ადგლიმდებარეობა…

    სამხრეთის მიმართულებაზე ეფექტურად მოქმედებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები წუხელ ნიკოლაევის მიმართულებაზე გაანადგურეს 12 ერთეული ირანული წარმოების Shahed-136-ის დრონი, სავარაუდოდ გერმანული ახლო მანძილზე მოქმედი საზენიტო სისტემა Gepard-ი სწორედ სამხრეთის ფრონტის მიმართულებაზე გადაისროლეს რითაც საჰაერო ძალების ეფექტურობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

    დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან რუსული საოკუპაციო ძალების დატოვებასთან გავრცელებული ცნობები როგორც ჩანს ცრუ მანევრია ოკუპანტების მხრიდან, რადგან მათ დაიწყეს ინტენსიურად საბრძოლო მასალების ყველა შესაძლო გზით ხერსონში 76 საჰაერო სადესანტო ნაწილების მომარაგება ასევე ცოცხალი ძალის სახით, გავრცელებული ინფორმაციით მდინარე დნეპრზე მათ განათავსეს საწვავის გადასაქაჩად მილი ორ ნაპირს შორს, ჯავშანტექნიკის საწვავით მოსამარაგებლად, ამასთანავე იყენებენ ადგილობრივ უკრაინელებს საბრძოლო მასალების გადასატანად მცურავი ბარჟების გამოყენებით, რომელსაც ბუნებრივია უკრაინის არმია არ ბომბავს…

    რა ხდება ხერსონში(დნეპრის მარჯვენა სანაპირო) რეალურად?

    უკრაინის არმია ემზადება მასირებული კონტრშეტევებისათვის, ამ შეტევების მიმართულება ბუნებრივია უცნობია და ეს დამოკიდებულია ბრძოლის ველზე შექმნილ ოპერატიულ ვითარებაზე, წინა პოსტში ავღნიშნე რომ რამდენიმე დღის წინ დუდჩანიდან ბერისლავის მიმრთულებაზე უკრაინელთა კონტრშეტევა ცრუ მანევრი იყო და ეს სწორედ ასეც მოხდა, გამომდინარე იქედან რომ ხერსონის ფრონტზე უკრაინის არმია ფლობს უპირატესობას თითქმის ყველა კომპონენტში რუსმა პროპაგანდისტებმა დაიწყეს მოსახლეობის მომზადება რომ მოსალოდნელი მარცხის მასშტაბები გადაფარონ, რადგან დნეპრის მარჯვენა სანაპიროს დაკარგვა პუტინის რეჟიმის პრესტიჟს კიდევ უფრო დააკნინებს და შიდა აუდიტორიას გაუქარწყლებს გამარჯვების მოლოდინებს (ოკუპანტებს არ უნდათ განმეორდეს ლიმანის და ხარკოვში განცდილი კრახი), ამასთანავე კრმელის კარზე დაიწყებენ მარცხში დამნაშავის ძებნას რომელსაც პუტინი შეეცდება გენერლებს გადააბრალოს….

    ოკუპანტების მხრიდან უკრაინის ქალაქებისა და ენერგო ინფრასტრუქტურის მასშტაბური დაბმობვით შექმნილ ომში წარმატების იმიტაციას გენერალი სუროვიკინი კარგად ფუთავს ეს პუტინისათვის მაშველი რგოლი აღმოჩნდა ბრძოლის ველზე შექმნილი სავალალო მდგომარეობის გადასაფარად,თუმცა ამ დაბომბვებს არ მოჰყოლია ოკუპანტების მხრიდან ბრძოლის ველზე არც სტრატეგიული, ტაქტიკური და ოპერატიული ინიციატივის ხელში აღება, პირიქით ამან გამოიწვია უკურეაქცია რაც გამოიხატება უკრაინის არმიის დაჩქარებული ტემპით შეარაღების მიწოდებით და ევროპის საბჭოს მიერ(რომელსაც ნოემბერში ევროპარლამენტიც დაამტკიცებს) ტერორიზმის სპონსორ ქვეყნათა სიაში შეყვანით რაც მის გარდაუვალ კრახს დააჩქარებს…” – აცხადებს რუსლან შავაძე.

  • ირანელი ინსტრუქტორები ყირიმში არიან და რუს სამხედროებს დრონების გამოყენებაში წვრთნიან – NYT

    ირანმა ოკუპირებულ ყირიმში,’რევოლუციის გუშაგთა’ კორსპუსის ინსტრუქტორები გაგზავნა რათა რუსი სამხედროები დრონების გამოყენებაში გაწვრთნან. ინფორმაციას ამის შესახებ The New York Times-ი ავრცელებს.

    როგორც ამერიკული გამოცემა იუწყება, წვრთნებს რუსი სამხედროები, ყირიმის ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე გადიან, სადაც რუსეთის მიერ შეძენილი ირანული დრონებია დასაწყობებული.

    რუს სამხედროებისთვის შესაბამისი საჭიროება, ირანული დრონების გამოყენებებისას დაშვებული სისტემატური შეცდომების შემდეგ დადგა.

    უცნობია ყირიმში მყოფი ირანელი ინსტრუქტორების ზუსტი რაოდენობა.

    სავარაუდოდ, სწორედ ირანელი ინსტრუქტორების ჩასვლას უკავშირდება რუსი ოკუპანტების მიერ დრონების გამოყენების გახშირება, რადგან ბოლო კვირების განმავლობაში,  რუსეთის მიერ განხორციელებულ ყველა იერიშში აქტიურად გამოიყენებოდა ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატი, შაჰიდ-136-ი.

    ირანის რეჟიმი დრონების რუსეთისთვის გადაცემას უარყოფს.

  • პუტინმა უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა

    ვლადიმერ პუტინმა  საომარი მდგომარეობის რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინის ოთხ რეგიონში გამოაცხადა. ამის შესახებ მან ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

    “მე ხელი მოვაწერე განკარგულებას რუსეთის ფედერაციის ამ ოთხ შემადგენელ სუბიექტში სამხედრო მდგომარეობის შემოღების შესახებ. იგი დაუყოვნებლივ გადაეგზავნება დასამტკიცებლად ფედერაციის საბჭოს“, – თქვა ვლადიმერ პუტინმა.

  • ერმაკი ხერსონიდან მოსახლეობის ევაკუაციას “პროპაგანდისტული შოუს” უწოდებს

    უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, ხერსონიდან მოსახლეობის ევაკუაციას “პროპაგანდისტული შოუს” უწოდებს.  ერმაკი აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება ცდილობს დააშინოს ხერსონის მაცხოვრებლები “ქალაქის დაბომბვის შესახებ ყალბი ცნობით” და მოაწყოს “ევაკუაციასთან დაკავშირებული პროპაგანდისტული შოუ.”

    მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები უკრაინის ქალაქებს არ დაბომბავს.

    TASS-ი რეგიონის საოკუპაციო ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ხერსონში მაცხოვრებლების “ორგანიზებული მოძრაობა” დნეპრის მარჯვნიდან მარცხენა სანაპიროზე დაიწყო, სადაც დროებითი განსახლების ობიექტებია განლაგებული.

  • რას ნიშნავს რუსეთისთვის ხერსონის დათმობა? – ანალიტიკოსის განმარტება

    ანალიტიკოსი ზურა ბატიაშვილი განმარტავს, თუ რას ნიშნავს რუსეთისთვის, ხერსონის დათმობა.

    ”უკვე იმდენი რუსული წყარო წერს ხერსონიდან დაწყებულ ევაკუაციაზე, რომ დიდი ალბათობით, რუსები მას მალე დათმობენ. რას ნიშნავს ხერსონის დათმობა?

    პირველ რიგში, მას სიმბოლური დატვირთვა აქვს. რუსულმა ბიდლომ არ იცის იზიუმისა და ლიმანის შესახებ. მაგრამ პროპაგანდის წყალობით იცის, რომ ხერსონი ამ ომის წყალობით “მიიერთა” (4 “მიერთებული” ოლქიდან ერთ-ერთია) რუსეთმა. ახლა კი იკარგება იგი. ანუ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც ტელევიზორში უყვებიან.
    მართალია რუსული პროპაგანდა შეეცდება რაღაცნაირად ხერსონიდან გასვლის “გაპრავებას”, მაგრამ მაინც ძნელი იქნება. ეს უკვე დასასრულის დასაწყისია, რადგან ბიდლო დასვამს ტრადიციულ რუსულ კითხვას: “ვინაა დამნაშავე და რა ვაკეთოთ?”

    რუსეთში მზად არიან დიდი მსხვერპლისთვის, შიმშილისთვის, ახლობლების სიკვდილისთვისაც კი, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი იმარჯვებს (რისი მაგალითიც II მსოფლიო ომია). მაგრამ ვერ იტანენ იმ მმართველებს, რომლებიც ომს აგებენ (მაგალითად ნიკოლოზ II-ის ჩამოგდება).

    რუსეთის ისტორიის ეს ნიუანსები ძალიან კარგად იცის პუტინმა და ბუნებრივია, რომ ეშინია. ამ შიშის გამო დიდი მსხვერპლის მიუხედავად, დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე აჩერებდა რუსულ ნაწილებს. თორემ სამხედრო მოსაზრებებით რომ ეხელმძღვანელა, აქამდე უნდა გამოსულიყო იქიდან. ახლა კი სიტუაცია პირდაპირ აიძულებს რომ იქიდან გავიდეს.
    გასვლაც ვერ უშველის. საერთოდ, ვერაფერი უშველის, რადგან მას მხოლოდ ცუდი სვლები აქვს დარჩენილი.

    ისტორიის მსვლელობას ვერავინ შეაბრუნებს. პუტინიც დაემხობა და რუსეთის იმპერიაც!

    უკრაინა გაიმარჯვებს!” – აცხადებს ბატიაშვილი.

  • სოფელ ბერშუეთთან ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

    სოფელ ბერშუეთთან ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

    გორში, სოფელ ბერშუეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე.არსებული ინფორმაციით, დაკავებული ცხინვალის მილიციის იზოლატორშია გადაყვანილი.

    “მიმდინარე წლის ოქტომბერში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. უკანონო დაკავების ფაქტზე, მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი და განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება. მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.

    ამოქმედებულია ყველა არსებული ბერკეტი და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა უკანონო პატიმრობაში მყოფ პირთა გათავისუფლების მიზნით. საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას. აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას”- ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.