Category: სლაიდერი

  • ზამთრამდე უკრაინული გარღვევის ალბათობა საკმაოდ რეალისტურია –  21 ოქტომბრის შეჯამება უკრაინაში

    საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი, GIPA–ს პროფესორი გიორგი კობერიძე უკრაინის ფრონტებზე 21 ოქტომბრის მდგომარეობას აჯამებს:

    ”ბოლო 24 საათია მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს ხერსონის რაიონში. უკრაინული არმია წინსვლას რამდენიმე მიმართულებით ცდილობს, მაგრამ გარღვევაზე გასვლას ვერ ახერხებს. პიატიხატკისთან რუსულმა არტილერიამ უკრაინული შეტევა ჩაშალა. ჯერჯერობით უკრაინელებმა ვერ მოახერხეს ახლადშექმნილ რუსულ თავდაცვაში სუსტი წერტილის აღმოჩენა ან შექმნა. რუსებს იმდენად დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა ჰყავთ მობილიზებული დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე რომ უკრაინული შეტევა ამ ეტაპზე დიდ გამოწვევას აწყდება. თუმცა იმ ფონზე, რომ უკრაინული არტილერიაც საკმაოდ აქტიურად მუშაობს და რუსებიც დიდწილად ბორნებზე არიან დამოკიდებული, კიდევ ზამთრამდე უკრაინული გარღვევის ალბათობა საკმაოდ რეალისტურია.

    – წუხელ უკრაინელებმა ანტონოვის ხიდის ქვეშ შექმნილ რუსულ პონტონურ ხიდზე მიიტანეს იერიში. გარდა იმისა, რომ ხიდი დაზიანდა, მოკლულ იქნა რუსული სამხედრო პროპაგანდისტებიც. ხერსონში კომენდანტის საათი მოქმედებს.

    – დონეცკის რაიონში, რუსებმა დღეს ბახმუტის მიმართულებით ორი მხრიდან წამოიწყეს შეტევა. სამხრეთიდან ოპიტნეში შესვლა სცადეს, ხოლო აღმოსავლეთიდან ბახმუტის ინდუსტრიულ რაიონში. ორივე მიმართულებით უკრაინულმა თავდაცვამ გამორჩეულად კარგად იმუშავა. რუსულ რიგებში დიდია ცოცხალი ძალისა და ტექნიკის დანაკარგები.

    ის ძალა და დრო რაც რუსებმა ბახმუტის მისადგომებთან ბოლო თვეების განმავლობაში დაკარგეს პრაქტიკულად აუნაზღაურებელია. დონბასში რუსული შემტევი ნაწილები პისკის, ავდიივკას, მარიინკასა და ბახმუტის მიმართულებით იყო გადასროლილი, მაგრამ ბახმუტს რუსული რეგულარული არმიისა და სეპარატისტების გარდა შედარებით კარგად აღჭურვილი “ვაგნერიც” უტევს, თუმცა მოუხედავად ამისა, წინსვლა პრაქტიკულად არ აქვთ. ეს, გარდა გამოფიტვისა, სერიოზული ფსიქოლოგიური დარტყმაცაა მათთვის.

    – უკრაინულმა არტილერიამ კვლავ დაბომბა რუსეთის ბელგოროდის რაიონი. იერიშები რუსულ პოზიციებზე ჩვეულ ამბად იქცა. სასაზღვრო პერიმეტრთან არსებული რუსული სოფლები პრაქტიკულად დაცლილია მოსახლეობისაგან. რუსები ტერიტორიული თავდაცვის რაზმების განვითარებას (ჩანასახოვან მდგომარეობაში ზოგან სცადეს, ისიც საჩვენებლად) სერიოზულად განიხილავენ.

    – რუსული არმიის ნაწილები კვლავ ჩივიან საკვებისა და საწვავის დეფიციტზე, ისევე როგორც ოფიცრების უუნარობასა და ზოგად მძიმე მდგომარეობაზე. მობილიზებული რაზმები როგორც მოსალოდნელი იყო ტვირთად დააწვა რუსულ არმიას უკრაინაში. რა თქმა უნდა, მათი საზარბაზნე ხორცად გამოყენება კრემლს სულაც არ აწუხებს, მაგრამ თითოეულ სამხედროს კვება, აღჭურვა და საწვავი უნდა. ეს კი ისედაც რთულ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს.

    – ევროკავშირი გეგმავს უკრაინას ყოველთვიური 1.5 მილიარდი ევროს ეკონომიკური დახმარება გამოუყოს. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკრაინის ეკონომიკის მდგრადობისათვის.”-აცხადებს კობერიძე.

  • რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

    რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

    რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფრომაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირმა ცივი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა მიაყენა. ის კლინიკაშია გადაყვანილი.

    როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, აღნიშნული პირი სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

  • რუსეთმა უკრაინაში 67 070 ჯარისკაცი დაკარგა

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 67 070 ჯარისკაცი დაკარგა.

     

    • ტანკი – 2579
    • ჯავშანტექნიკა – 5266
    • საარტილერიო სისტემა – 1653
    • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 373
    • საჰაერო თავდაცვის სისტემა – 189
    • თვითმფრინავი – 270
    • ვერტმფრენი – 243
    • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1341
    • ფრთოსანი რაკეტა – 329
    • გემი/ნავი – 16
    • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 4021
    • სპეცტექნიკა – 148
  • ბაიდენის თქმით, ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭის ყრას გეგმავს

    ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას გეგმავს.

    “მიზეზი, რის გამოც არ ვადასტურებ, ვაპირებ თუ არა კენჭისყრას მომავალ არჩევნებზე, შემდგომი რეგულაციების მთელი სერიაა – გამოცხადების მომენტიდან, ჩემ თავს მოვეპყრობი ისე, როგორც კანდიდატს. ჯერჯერობით, ოფიციალურად ეს გადაწყვეტილება არ მიმიღია, თუმცა, ხელახლა კენჭისყრა ჩემი რეალური განზრახვაა. არჩევნებამდე, გადაწყვეტილების მისაღებად დრო ჯერ კიდევ გვაქვს”. – თქვა ბაიდენმა.

  • როდესაც ვამბობთ, უკრაინული მხრიდან რატომ კეთდება განცხადებები, ისიც უნდა დავუმატოთ, რის ფონზე კეთდება – ბქტიაშვილი

    „როდესაც ვამბობთ, რომ იქითა მხრიდან რატომ კეთდება ასეთი განცხადებები, ესეც უნდა დავუმატოთ, რის ფონზე კეთდება ასეთი განცხადებები. განცხადება კეთდება, მაშინ, როდესაც აქ ათასობით რუსული კომპანია შემოდის და ნახეთ მონაცემები როგორ არის გაზრდილი ვაჭრობის მონაცემები რუსეთსა და საქართველოში. ამათ ხელში მოსალოდნელიც იყო, ერთ ღამეში გავიღვიძეთ და დილით ქარხნები იყო აშენებული, რომელიც შევიტანეთ რუსეთში? რა ხდება, საიდანაა გაზრდილი ეს ვაჭრობა? ამას ხომ ყველაფერს ხედავენ და ამ ფონზე არესტოვიჩი, რა თქმა უნდა, გაბრაზდება, ხედავს, რომ რუსეთთან, რომელსაც დაწესებული აქვს სანქციები, შენთან ვაჭრობა გაეზარდა“,

    ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

  • პენტაგონი ადასტურებს, რომ აშშ–ს თავდაცვის მდივანი რუსეთის თავდაცვის მინისტრ შოიგუს ტელეფონით ესაუბრა

    ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტი ადასტურებს ინფორმაციას, რომ ამერიკის თავდაცვის მდივანსა და რუსეთის თავდაცვის მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

    საუბრის ბევრი დეტალი ამ დროისთვის ცნობილი არ არის, პენტაგონის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ საუბრის დროს ლოიდ ოსტინმა სერგეი შოიგუს უთხრა, რომ უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე კომუნიკაციის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. საუბარი რამდენიმე საათის წინ შედგა.

    ინფორმაციას სატელეფონო საუბრის შესახებ ადასტურებენ კრემლშიც. რუსული მედიასაშუალებების ცნობით, საუბრის მთავარი საკითხი უკრაინაში მიმდინარე ომია.

    „21 ოქტომბერს სატელეფონო საუბარი შედგა, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრს, არმიის გენერალ სერგეი შოიგუსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს შორის. განხილული იყო საერთაშორისო უსაფრთხოების აქტუალური საკითხები, მათ შორის ვითარება უკრაინაში,“ – წერს „ინტერფაქსი“.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • უკრაინაში დღეს მეორე ქართველი მებრძოლი დაიღუპა

    უკრაინაში პუტინის ომს დღეს მეორე  ქართველი მებრძოლი ალექსანდრე მარტიაშვილი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციაში უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ.

    ცოტა ხნის ცნობილი გახდა რომ უკრაინაში, ლუგანსკის ოლქში მიშა ყაფლანიშვილი დაიღუპა.

    ჯამში, უკრაინაში პუტინის ომს 22 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.

  • უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

    უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი  მიშა ყაფლანიშვილი დაიღუპა.

    ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ. როგორც ცნობილია, ის ლუგანსკში დაიღუპა.

    ის 21-ე ქართველი მებრძოლია, რომელიც უკრაინაში ბრძოლას შეეწირა

     

  • “გაფორმდა ფემიციდი” – ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი გადაწყვეტილებაზე

    “გაფორმდა ფემიციდი” – ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი გადაწყვეტილებაზე

    “გაფორმდა ფემიციდი!

    მიკერძოებულმა სისტემამ დღეს კიდევ ერთხელ ამხილა თავი და კიდევ ერთი ქალი გადააგდო საჯიჯგნად.

    თავად მოსამართლე – მგრძნობელობა 0. პასუხისმგებლობა – 0. ცოდნა – 0. ობიექტურობა – 0. ისტორიაში შევა მისი გადაწყვეტილების თოთოეული შეფასება.

    არავის მივცემთ მსხვერპლი ქალების მონელების უფლებას!

    გაგრძელდება ნელის დაცვა, სისტემა მხილებული იქნება. საქმე იმაშია ამ დროისთვის რამდენი ქალი იქნება მოკლული და გამწარებული.

    მადლობა პროკურორს რომელმაც ობიექტურად ყველაფერი გააკეთა რაც სამართლიანობას სჭირდებოდა.

    მადლობა ჩემ ყველა თანამშომელს თქვენ ხართ საამაყო ხალხი. ჩვენ სულ იქ ვიქნებით ვისთანაც არავინაა სიმართლის გარდა!!!

    განსაკუთრებული მადლობა ნელის და ბოდიში უსამართლო ადამიანების და არაკომპეტენტური და მიკერძოებული მოსამართლისთვის!”

    ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი, ანა აბაშიძე მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

  • პროკურატურა ბასილაშვილის გამამართლებელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

    პროკურატურა ძალადობაში ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის გამამართლებელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. შესაბამისი განცხადება, პროკურორმა, ნათია გურულმა გააკეთა. მისი თქმით,  მათ არაერთი მტკიცებულება წარადგინეს, რომელიც ჩოგბურთელის ბრალეულობას ადასტურებდა.

    “მიმაჩნია, რომ სასამართლომ არ შეაფასა ის მტკიცებულებები რაც ამხელდა ნიკოლოზ ბასილაშვილს დანაშაულს და ობიექტური მტკიცებულებები სუბიექტურად შეაფასა და ამასთან ბრალდებულის ადა მისი ოჯახის წევრების გაიზიარა. ბრალდების მხარე, როგორც აღვნიშნე, კატეგორიულად არ ეთანხმება გადაწყვეტილებას”, – თქვა პროკურორმა.

    ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გაამართლა და უდანაშაულოდ სცნო.

    ნეკა დოროყაშვილი ყოფილ ქმარს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.