“როგორც 2012 წელს ბატონი ბიძინა დადგა საზოგადოების გვერდში, ისე საზოგადოება დგას დღეს მის გვერდში და თუ საჭირო გახდა, ბატონი ბიძინას ინტერესებს, როგორც სახელმწიფო ინტერესებს, რა თქმა უნდა, მთლიანად საზოგადოება დაიცავს”.
განაცხადა “ხალხის ძალის” წევრმა, დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ “იმედის” ეთერში.
ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ კონსერვატიული პარტიის ლიდერობას და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობისთვის ბრძოლას არ აპირებს. ჯონსონის განცხადებით, მას საკმარისი მხარდაჭერა ჰქონდა იმისთვის, რომ შემდეგ ეტაპზე გადასულიყო, თუმცა ბევრად ნაკლები, ვიდრე – რიში სუნაკს.
“ძალიან კარგი შანსია, რომ კონსერვატიული პარტიის წევრებთან ერთად არჩევნებში წარმატებული ვიყო და პარასკევს მართლაც დავბრუნდე დაუნინგ სტრიტზე, მაგრამ ბოლო დღეების განმავლობაში მე სამწუხაროდ მივედი დასკვნამდე, რომ ეს უბრალოდ არ იქნებოდა სწორი. ვერ მართავთ ეფექტურად, თუ არ გეყოლება ერთიანი პარტია პარლამენტში”, – თქვა ჯონსონმა.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ლიზ ტრასი თანამდებობიდან 20 ოქტომბერს გადადგა.
საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას 13 ოქტომბრელს ვაკის პარკის შადრევანში მომხდარ ტრაგედიაზე ილაპარაკა, რომელსაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილი ემსხვერპლა.
„ამ წლების განმავლობაში მრავალ ჩვენგანს შეემთხვა უბედურება. რამდენი კაცი დაიღუპა ბრძოლის ველზე, რამდენი გარდაიცვალა ავადმყოფობით, რამდენი ბავშვი დაიღუპა უდროოდ და ტრაგიკულად! დღეს საკურთხეველში შემოვიდა ერთი ადამიანი, რომელმაც შვილი, ახალგაზრდა ბიჭი, დაკარგა სულ ცოტა ხნის წინ. თუნდაც გავიხსენოთ, რაც მოხდა ვაკის პარკში, როგორ ტრაგიკულად დაიღუპა შესანიშნავი გოგონა… და აი, ყველა ჭირისუფალს, ყველა დედას უფალი იესო ქრისტე იმავე სიტყვებს ეუბნება: „ნუ სტირი!“ – განაცხადა შიო მუჯირმა, – რატომ მოსთხოვა უფალმა, რომ არ იტიროს? თქვენ გახსოვთ, სხვა ადგილას იგი ამბობს, რომ „ნეტარ არიან მგლოვარენი“, აქ კი ამბობს, არ იტიროო. იმიტომ, რომ იქ სხვა ტირილზე, სხვა გლოვაზეა საუბარი; ის ადამიანები, ვისაც უფალი წარმართებს უწოდებს, სხვაგვარად ტირიან, სხვაგვარად გლოვობენ და სხვაგვარად ხარობენ, ვიდრე ღმერთის ადამიანები და მორწმუნეები. ამაზე წერს პავლე მოციქული: „ნუ გლოვობთ, როგორც წარმართები, რომლებსაც არ აქვთ სასოება“. აი, სწორედ ასეთ გლოვაზე საუბრობს უფალი იესო ქრისტეს – სასოებამოკლებულზე, სწორედ ასე ტიროდა ეს ქვრივი – სასოწარკვეთით“.
მიტროპოლიტმა შიომ გაიხსენა ძველი აღთქმის ერთი ეპიზოდი, რომელშიც დავით წინასწარმეტყველს შვილი უკვდება ავადმყოფობისგან.
„როცა იგებს ბავშვის ავადმყოფობის ამბავს , წმინდა დავით წინასწარმეტყველი იწყებს მარხვას, განმარტოვდება, ღამეებს მიწაზე ათევს და შვიდი დღის შემდეგ მას ეტყვიან, რომ ბავშვი გარდაიცვალა. მაშინ დავითი დგება მიწიდან, იბანს, ზეთს იცხებს, მიდის ტაძარში, იქ ლოცულობს და შემდეგ მოითხოვს, რომ მოუტანონ საჭმელი და ჭამს. მსახურები ჰკითხავენ, თუ რას ნიშნავს მისი ასეთი ქცევა; სანამ ბავშვი ცოცხალი იყო, შენ მარხულობდი და გლოვობდი, ხოლო როდესაც გარდაიცვალა, შეწყვიტე მარხვა, საჭმელს ჭამ, ზეთი იცხე და პირი დაიბანეო? დავითი უპასუხებს, რომ სანამ ის ცოცხალი იყო, მე ვლოცულობდი და ვმარხულობდი, ვინაიდან ვფიქრობდი, რომ ვინ იცის, იქნებ ღმერთმა შემიწყალოს და გადაარჩინოს, მაგრამ როდესაც მოკვდა, რაღად ვიმარხულო, ვინაიდან ვიცი, რომ მე მას ვერ დავაბრუნებ, მე მასთან წავალ, ის კი ჩემთან ვერ მოვაო. ამიტომ უფალი როდესაც ამბობს – „ნუ სტირი“, ამით ამბობს, რომ ნუ ეძიებ სიყვარულს წარსულში, შენს საყვარელ ადამიანს, შენს ახლობელს წარსულში, წარსულში მხოლოდ წარსულია, სიყვარული კი უკვდავია, სულიც უკვდავია და ეს სიყვარული სიკვდილზე ძლიერია და ჩვენ გვაერთებს, გვაკავშირებს ჩვენს ახლობელთან როგორც მიწიერ ცხოვრებაში, ისე მარადიულ ცხოვრებაში. დავითის საიდუმლოებაც ეს იყო, მან იცოდა ეს, მან იცოდა ღმერთის არსებობა, სწამდა ღმერთის და ვინც ეს არ იცის, ისინი, რა თქმა უნდა, შიშითა და ძრწოლით უყურებენ კარს მომდგარ სიკვდილს. და როდესაც ახლობელი გარდაეცვლებათ, უზომო გლოვას ეძლევიან“, – განაცხადა შიო მუჯირმა ქადაგებისას.
რუსული სამხედრო თვითმფრინავი, Cy-30 ირკუტსკში საცდელი ფრენისას ჩამოვარდა და ორსართულიან სახლს დაეცა. დაუდასტურებელი ინფორმაციით ეკიპაჟი დაიღუპა.
ინფორმაციას რუსული სააგენტო რია ნოვოსტი რეგიონის მეთაურზე დაყრდნობით ავრცელებს. ირკუტსკის საქალაქო საიტი ავიაკატასტროფაზე ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს.
“ირკუტსკის თავზე ზაფახულო ცდები მიმდინარეობდა. ფრენას ახორციელებდა ორი ბორტი Cy-30. ერთი დაფრინდა, მეორე კი ფრენას განაგრძობდა. ეკიპაჟი 20 წუთი კავშირზეარ გამოდიოდა. მეორე თვითმფრინავი ჰაერში აფრინდა და მიუახლოვდა თვითმფრინავს, რომელიც კავშირზე არ გამოდიდოდა. მფრინავებმა დაინახეს, რომ ეკიპაჟის წევრები ადგილებზე თავჩამოქინდრულები ისხდნენ. სავარაუდოდ ისინი გაიგუდნენ. მას შემდეგ კი რაც თვითმფრინავს საწვავი გაუთავდა, თვითმფრინავი ნოვო–ლენინოში ჩამოვარდა. ეკიპაჟი დაიღუპა“– წერს საიტი.
უკვე ცნობილია, რომ თვითმფრინავი კერძო ხის სახლს დაეცა, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა. ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
ექსპერტები თვლიან, რომ კრემლში ღრმავდება დაპირისპირება მათს შორის, ვინც პირადი ინტერესების გამო უკრაინაში ომის გაგრძელებას ეწინააღმდეგება და მათ შორის, ვინც რუსეთის სრულ გამარჯვებამდე ბრძოლის მომხრეა.
რუსი ოლიგარქი, ევგენი პრიგოჟინი, რომელიც კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერს“ აფინანსებს, უკრაინის ჩრდილო–აღმოსავლეთში გამაგრებების ხაზს ქმნის სახელწოდებით “ვაგნერის ხაზი“ და მისი აქტიური მონაწილეობით “სპეცოპერაციაში“ რუსეთის სამთავრობო წრეებში განხეთქილებას აღრმავებს.
ამერიკული ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ექსპერტების ინფორმაციით თავდაცვის ეშელონის შექმნა “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში“ არ არის თანხვედრაში ომის მსვლელობის შესახებ კრემლის ნარატივთან.
მიმომხილველები რუსულ ტელეგრამ არხებზე დაყრდნობით აღნიშნავენ, რომ რუსეთის რეგიონულმა ჩინოვნიკებმა შეაჩერეს “ვაგნერის ხაზის“ გამაგრებების გაფართოება, რომლებიც ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების, ასევე რუსეთის ბელგოროდის ოლქის ფრონტების შეხების ხაზის გასწვრივ გადის. პრიგოჟინმა საპასუოდ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ბიუროკრატიაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ის “პირდაპირ ეწინააღმდეგება მოსახლეობის ინტერესებს და არ იცავს რუს ადამიანებს“.
თავის ტელეგრამ არხზე პრიგოჟინმა კომენტარი გააკეთა “ვაგნერის ხაზის“ გარშემო არსებულ ვითარებაზე და დაადასტურა, რომ დამცავი ნაგებობები კრემლის დავალების გარეშე კეთდება.
“ვაგნერის ხაზი“
“ვაგნერის ხაზის“ გაკეთება არავის არავისთვის არ დაუვალებია. “ვაგნერი“ ფრონტის ხაზის გასამაგრებელ ნაგებობებს ოპერატიული ვითარებიდან და საკუთარი გეგმებიდან გამომდინარე აკეთებს. ის სევერსკი დონცის გასწვრივ გადის, რადგან ეშელონირებულ თავდაცვას გულისხმობს. სხვა დეტალების გამხელა არამიზანშეწონილად მიგვაჩნია“– დაწერა პრიგოჟინმა.
ISW ასევე აღნიშნავს, რომ კრემლი სავარაუდოდ შეეცდება ომის შეზღუდული ჩარჩოები შეინარჩუნოს. ამიტომაც, კრემლის სახელისუფლო წრეებში გრძელდება დაპირისპირება ჩინოვნიკებს შორის, რომლებიც ვერ ბედავენ ომის გაგრძელების გადაწყვეტილების მიღებას პირადი ინტერესების გამო და მათ შორის, ვინც მომხრეა რუსეთმა “სრული გამარჯვებისთვის“ იბრძოლოს.
გავრცელებულ რუსულ რუკებზე ჩანს, რომ პრიგოჟინის მიერ შეთავადებული “ვაგნერის ხაზის“ გაგრძელება რუსულ ბელგოროდის ოლქსა და უკრაინის სუმის, ხარკოვის და ლუგანსკის ოლქებს შორის საზღვრებს იცავს, თუმცა არ მოიცავს ლუგანსკის ოლქის ჩრდილოეთს ,რაც ეწინააღმდეგება კრემლის დაპირებებს, რომ ლუგანსკს დაიცავს.
ხაზი მოიცავს ზოგიერთ ცოტა ხნის წინ დაპყრობილ დასახლებულ პუნქტებს, როგორიც არის ლისიჩანსკი, ზოლოტოე და პოპასნაია, მაგრამ გამორიცხავს კრემენნაიას და სევეროდონეცკს.
პრიგოჟინი და ვაგნერის მეთაურები, როგორც ჩანს, იმ პოზიციების დაცვას აპირებენ, რომელთა შენარჩუნება მათი აზრით რეალურად შეუძლიათ, და არა მთელი ფრონტის ხაზისას დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში.
“ვაგნერის ხაზი“ – ეს არის მრავალშრიანი, ეშელონირებული დაცვის ელემენტი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვაგნერი გაჩერებას აპირებს… ეს უფრო იმ სამხედრო ფორმირებებს ჭირდებათ, რომლებიც ვაგნერის ზურგს უკან დგანან, რომ მაქსიმალურად უსაფრთხოდ იგრძნონ თავი–ასე პასუხობს პრიგოჟინი კითხვას გამაგრებების შექმნის აუცილებლობაზე.
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში გამოჩნდა “ვაგნერის ხაზის “ თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები. ხაზის სიგრძე თითქმის 2 კილომეტრია. გამაგრებები ტანკსაწინააღმდეგო ბეტონოის პირამიდების 4 რიგისგან შედგება, მათ უკან კი დიდი სანგარია. რუსული პროპაგანდა ამტკიცებს, რომ გამაგრებები უკრაინის არმიის კონტრშეტევის შესაჩერებლად გაკეთდა, თუმცა CNN–ის ჟურნალისტები თვლიან, რომ უკრაინულ ძალებს შეუძლიათ ამ გამაგრებებს გვერდი აუარონ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 6 პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“1967 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ფ.ა.-ს, 1964 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ მ.ჯ.-ს, 1954 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ მ.ბ.-ს, 1989 წელს დაბადებულ ნ.კ.-ს, 1982 წელს დაბადებულ ს.ფ.-ს და 1972 წელს დაბადებულ ბ.ა.-ს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემაში ედებათ ბრალი.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისში მდებარე სასტუმროების – „ჰოტელისა“ და „ტიტანიკის“ ნომრებს პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს, კლიენტების მომსახურების მიზნით, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, სისტემატურად გადასცემდნენ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს,”- აღნიშნულია განცხადეაში.
სამტრედიაში 23 წლის გოგო გლანდების ოპერაციის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა. ახალგაზრდა გოგომ ოპერაცია ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში 4 დღის წინ გაიკეთა. ის სახლში გაწერეს, თუმცა წუხელ სისხლდენა დაეწყო, რა დროსაც ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და ის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გლანდების ოპერაცია კლინიკა “გიდში” ჩატარდა. კლინიკაში განმარტავენ, რომ ოპერაციამდე პაციენტს ჩაუტარდა კვლევები. მათივე ინფორმაციით, ოპერაციას არანაირი გართულება არ მოჰყოლია, გოგონა კლინიკაში დაყოვნდა ერთი დღე და მეორე დღეს ყოველგვარი გართულების გარეშე გაეწერა. მისი მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელი იყო.
მათივე ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. კლინიკაც და ექიმიც გამოძიებასთან თანაამშრომლობენ.
“თუ აქამდე ეჭვი მეპარებოდა მართლა გადიოდა თუ არა რუსეთი ხერსონიდან, ახლა პრაქტიკულად დავრწმუნდი ამაში, ოღონდ ამავე დროს შეეცდებიან ეს მაქსიმალური ფასი დაუსვან ჩვენებს.
ასე თუ ისე ხერსონი საბოლოოდ წყვეტს ამ ომის ბედს.
რაც შეეხება ბელორუსიიდან ახალ შეტევას კიევზე, მე ამას 100%-ით გამოვრიცხავ. ვიცნობ რა კარგად ლუკაშენკოს და ბელორუსთა განწყობას. ბელორუსში ძალებს ანლაგებენ მხოლოდ ერთი მიზნით, რათა უკრაინამ სამხრეთში და აღმოსავლეთში გამოსაყენებელი ძალების ნაწილს მუდმივად ინარჩუნებდეს ბელორუსის საზღვრებზე.”
უკრაინაში ფრონტის ხაზზე, კერძოდ ხერსონის მიმართულებით არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელიც მის პირად Facebook გვერდზე ქვეყნდება.
უკრაინის გენშტაბით განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა მთლიანად დატოვეს ხერსონის ოლქის ორი დასახლება, ჩარივნე და ჩკალოვე.
“რუსეთის საოკუპაციო ძალების ცალკეული ნაწილები აგრძელებენ ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის დატოვებას. ხელმისაწვდომი ინფორმაციით, მტერმა მთლიანად დატოვა ჩარივნესა და ჩკალოვეს დასახლებები, ხოლო ოფიცრები და სამედიცინო პერსონალი ევაკუირებულია ბერისლავიდან.” – ნათქვამია გენშტაბის შეტყობინებაში
ლიკანში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. აფეთქება სავარაუდოდ გაზის დაგროვებამ გამოიწვია. ინფორმაციას “ტელეკომპანია ბორჯომი” ავრცელებს. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
დაშავებულია 75 წლამდე ასაკის ქალი, რომელიც აფეთქების დროს ბინაში იმყოფებოდა და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.