Category: სლაიდერი

  • საქართველოს მთავრობის ქმედებებმა, დემოკრატიული რეფორმების შეფერხებამ, უკუსვლა გამოიწვია – პრაისი

    “ჩვენ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება ზოგიერთი შემაშფოთებელი განცხადებების გამო, რომელიც მოვისმინეთ საქართველოს პოლიტიკური სისტემისა და ქართული საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენლისგან. ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება მთავრობის ზოგიერთ ქმედებებთან დაკავშირებით. მთავრობის ქმედებებმა, მათ შორის მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების შეფერხებამ ან უკანდახევამ, უკუსვლა გამოიწვია. ამან ევროკავშირში გაწევრიანებისკენ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის მკაფიო მისწრაფებების და უფრო ფართოდ, მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების კუთხით, შეფერხება გამოიწვია.

    ჩვენ შეშფოთებული ვართ ამ ქმედებების გამო, რადგან ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძირითადი საკითხების გარშემო გაერთიანების ნაცვლად, ამან გააღრმავა პოლარიზაცია ქართულ საზოგადოებაში. დაფიქსირდა პოლარიზაციის მაღალი ხარისხი, რაც არ არის გამოსადეგი ქვეყნისთვის, ეს არაა სასარგებლო საქართველოს უფრო ფართო პოლიტიკური მისწრაფებებისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას საქართველოსთან, რათა განვახორციელოთ რეფორმები, რომლებიც საჭიროა მისი ევროატლანტიკური მიზნების მისაღწევად.  ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, გამოავლინოს თავისი ერთგულება ევროკავშირში ინტეგრაციისადმი, ამ გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების გატარებით”,

    აცხადებს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაის.

  • რუსეთმა “ბინძური ბომბის” შესახებ რიტორიკა, შესაძლოა ესკალაციის საბაბად გამოიყენოს – დასავლელი ლიდერები

    დასავლეთი აცხადებს, რომ რუსეთი ბირთვული მასალით სავსე, ე.წ. „ბინძური ბომბის“ გამოყენების საფრთხეს, უკრაინაში ესკალაციის საბაბად იყენებს. მოსკოვმა, უკრაინის ოკუპირებული სამხრეთის ქალაქებიდან, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.

    რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის რეგიონში, უკრაინული ძალების წინსვლის ფონზე, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ დასავლელ ლიდერებთან სატელეფონო საუბარი გამართა და მათ უთხრა, რომ მოსკოვის ვარაუდით, კიევი ე.წ. „ბინძური ბომბის“ გამოყენებას გეგმავს.

    შეერთებული შტატების, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების პირველმა პირებმა, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ისინი რუსეთის მიერ, კიევის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უარყოფენ და უკრაინის მიმართ სრულ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებენ.

    „ჩვენი ქვეყნები ნათლად აცხადებს, რომ თითოეული ჩვენგანი უარყოფს რუსეთის აშკარა ყალბ ბრალდებებს, თითქოს უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე, ბინძური ბომბის გამოსაყენებლად ემზადება“ – ნათქვამია განცხადებაში.

    უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდომირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ბრალდება იმის ნიაშანია, რომ მოსკოვის ასეთ თავდასხმას და შემდეგ უკრაინის დადანაშაულებას, თავად გეგმავს.

    „თუ რუსეთი რეკავს და ამბობს, თითქოს უკრაინა რაღაცას ამზადებს, ეს ნიშნავს ერთ ღამეს: რუსეთმა ეს ყველაფერი უკვე მოამზადა“ – განაცხადა გასულ ღამეს, ზელენსკიმ.

    კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ საფრთხე აშკარაა. „მათი ურწმუნობა არ ნიშნავს, რომ საფრთხე არ არსებობს.. საფრთხე აშკარაა“ – განაცხადა ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე პესკოვმა.

    კვირას, 23 ოქტომბერს, სატელეფონო საუბარი შედგა აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ, დმიტრო კულებას შორის. ენტონი ბლინკენმა, უკრაინელ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა, შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და უთხრა, რომ შშ უარყოფს რუსეთის აშკარად ცრუ მტკიცებას და მსოფლიო კარგად დაინახავს, თუ რუსეთი შეეცდება ეს ესკალაციის საბაბად გამოიყენოს.

    “ბინძური ბომბი” არის ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც რადიოაქტიური იზოტოპი კონტეინერისგან და ასაფეთქებელი მუხტისგან შედგება. მუხტის აფეთქების შედეგად, იზოტოპიანი კონტეინერი იშლება და გახლეჩილი რადიოაქტიური ნივთიერება დარტყმის ტალღით დიდ ფართობზე იფანტება.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • პრეზიდენტი არ ყოფილა ინფორმირებული ალიევის საქართველოში ვიზიტის შესახებ – ადმინისტრაცია

    საქართველოს პრეზიდენტი არ ყოფილა ინფორმირებული აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით – შესაბამის ინფორმაციას, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

    ”საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბატონი ილჰამ ალიევის სამუშაო ვიზიტს საქართველოში.

    საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიზანშეწონილად მიიჩნევს საზოგადოებას აცნობოს, რომ პრეზიდენტი არ ყოფილა ინფორმირებული ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტის, ბატონი ილჰამ ალიევის საქართველოში სამუშაო ვიზიტის შესახებ.

    საქართველოს პრეზიდენტის სურვილისა და მზაობის მიუხედავად, სამწუხაროდ, პრეზიდენტებს შორის ვერ შედგა შეხვედრა, რომელიც ქვეყანაში ყველა სახელმწიფო მეთაურის ვიზიტისას ტრადიციულად იმართება.

    საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გამოხატავს მზაობასა და სურვილს, უახლოეს მომავალში, ოფიციალური ვიზიტით უმასპინძლოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს.”- ნათქვამია განცხადებაში. 

  • გაუთავებელი რუსული შანტაჟის დასრულების ერთადერთი გზა უკრაინის გამარჯვებაა – პოდოლიაკი

    ”რუსეთის ფედერაციის სამყაროსთან კომუნიკაციის ერთადერთი ენა შანტაჟია. ადრე საკვებით, ენერგიით, მიგრანტებით. ახლა — “ბინძური ბომბით”, კაშხლის აფეთქებით. მიზეზები იცვლება, მაგრამ რუსული ტერორისტული არსი არა. გაუთავებელი რუსული შანტაჟის დასრულების ერთადერთი გზა უკრაინის გამარჯვებაა.”

    წერს Twitter-ზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი.

  • ნებისმიერი რამ, რაც ყოფს საქართველოსა და უკრაინას, სარგებელს აძლევს რუსეთს – დეგნანი

    “ჩვენ თანმიმდევრულად და მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, რაც გულისხმობს ევროკავშირის და ნატოს წევრობა და ამისათვის ვწევთ ყველანაირ ძალისხმევას, რომ საქართველომ მიაღწიოს თავის ამ მიზნებს. მე ვფიქრობ, რომ ახლა არსებობს რეალურის შესაძლებლობა ამისა, თუკი ლიდერები შეთანხმებიან და გადადგამენ რაც აუცილებელია 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის და ამისთვის ასევე მნიშვნელოვანია ფართო და ინკლუზიური ჩართულობა სამოქალაქო საზოგადოების, სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების იმისათვის, რომ ევროკავშირმა დაინახოს ეს მზაობა, სწორედ ეს არის საჭირო რომ მოხდეს სრული ინტეგრაცია და ეს ნაბიჯებია გადასადგმელი.

    ნებისმიერი რამ, რაც ყოფს საქართველოს და უკრაინას, ან ხელს უწყობს უთანხმოებას საქართველოსა და უკრაინას შორის, ეს სარგებელს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს იმიტომ რომ საქართველოშიც და უკრაინაშიც შეიჭრა რუსეთი და მის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს უქმნის საფრთხეს და მნიშვნელოვანია საქართველოში უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა”

    აცხადებს, საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი.

  • წარსულში ცხოვრება სიკვდილია, იმიტომ, რომ სიცოცხლე არის მხოლოდ მოძრაობაში – გვარამია

    “წარსულში ცხოვრება სიკვდილია, იმიტომ, რომ სიცოცხლე არის მხოლოდ მოძრაობაში ” – განაცხადა, “მთავარი არხის” გენერალურმა  დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სააპელაციო სასამართლოში, სიტყვით გამოსვლის დროს.

    “რამდენიმე სიტყვით მინდა ვთქვა რაც ხდება საქართველოში, ჩვენ როგორც ვხედავ, შეგვიძლია კონსოლიდაცია მარტივად მხოლოდ ერთადერთ საკითხზე, ეს არის წარსული, წარსულის შინაარსზეც არ შეგვიძლია კონსოლიდაცია, წარსულზე როგორც ასეთზე, შეგვიძლია ამის ირგვლივ კონსოლიდაცია.  ჩვენი თემა განხილვების, მართალია უკვე ბოლო 10 წელია ასეა თითქმის რაც ასეა, არის წარსული. რეფლექსია, ისტორია, კარგია, როცა მასზე მსჯელობ, დასკვნებს აკეთებ იმიტომ, რომ შეცდომები აღარ დაუშვა, მაგრამ წარსულში ცხოვრება, ეს არის სიკვდილი, საზოგადოების სიკვდილი, იმიტომ, რომ სიცოცხლე არის მხოლოდ მოძრაობაში, და ბრძოლა მოძრაობაა, ადამიანის ცხოვრება სტატიკური თუ არის, მკვდარია”, – განაცხადა  ნიკა გვარამიამ.

  • ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი იქნება

    ყოფილი ფინანსთა მინისტრი, რიში სუნაკი დიდი ბრიტანეთის მომდევნო პრემიერმინისტრი და კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერი იქნება.

    ბრიტანეთის პრემიერმინისტრობისთვის კიდევ ერთი კანდიდატი, სახელმწიფო ხაზინის ყოფილი მინისტრი, პენი მორდონტი იბრძოდა, თუმცა, დღეს, მორდონტმა კანდიდატურა უკან გაიწვია.

    BBC წერს, რომ სუნაკი პრემიერმინისტრი, ოფიციალურად, სავარაუდოდ, ხვალ გახდება.

  • ”სავარაუდოდ ჩვენ ვნახავთ მკვდარ პუტინს” – მარკ ფეიგინი

    რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინი  აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ”ცოცხლად დატოვება, მისი მოწმედ დატოვებას ნიშნავს”, ამიტომ “მისი მოცილება გარდაუვალია, რადგან არავის სურს, პასუხისმგებლობის მასთან გაზიარება”.

    “სავარაუდოდ ჩვენ ვნახავთ მკვდარ პუტინს. მან იმდენი რამ ჩაიდინა, რომ მისი ცოცხლად დატოვება, მისი მოწმედ დატოვებას ნიშნავს. ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ მისი მოცილება გარდაუვალი გახდება, რადგან არავის სურს, პასუხისმგებლობის მასთან გაზიარება. იმედი ვიქონიოთ, რომ უახლოეს კვირებში პუტინის დასასრულის კონტურებს დავინახავთ.”

    მარკ ფეიგინის  თქმით, პროპაგანდის დაბალი ეშელონებიდან მომავალი ისტერიკა შემთხვევითი არაა.

    “ეს ისტერიკა ინიცირებს პროცესებს, რომლებიც მომავალში რეალობად იქცევა; უპირველეს ყოვლისა – “ტურბოპატრიოტებისა” და მოზომილების წინააღმდეგობა, რომლებიც არმიაში არიან. ეს იქნება მომავალი დაპირისპირების წინაპირობა რუსეთის ფედერაციაში და ისინი იბრძოლებენ არა მხოლოდ პუტინის მემკვიდრეობისთვის, არამედ იბრძოლებენ იმისთვისაც, რომ არ დაკარგონ საკუთარი სიცოცხლე იმის გამო, რაც მათ ჩაიდინეს” – თქვა ფეიგინმა.

  • ხერსონის ოლქში დეოკუპირებულია 90-ზე მეტი დასახლება – უკრაინის თავდაცვა

    უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ხერსონის ოლქში, დეოკუპირებულია 90-ზე მეტი დასახლება.

    • “ხერსონის რეგიონში უკრაინის თავდაცვის ძალებმა 90-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს, სადაც 12 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს,” – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
  • გვარამია არ იყო მარტო დამოუკიდებელი მედია, მნიშვნელოვანი ძრავა იყო ოპოზიციური სპექტრის – ჯაფარიძე

    ”მოლოდინი რომ გქონდეს ამ ქვეყანაში ამ სასამართლოსგან ძალიან რთულია, ამიტომ კარგი მოლოდინი არ გვაქვს. რაც შეეხება თვითონ საქმეს, ჩვეულებრივი შეტევაა დამოუკიდებელ მედიაზე, თუმცა ნიკა გვარამია არ იყო მარტო დამოუკიდებელი მედია, რაღაცნაირად როგორც აღმოჩნდა, მნიშვნელოვანი ძრავა იყო ოპოზიციური სპექტრისაც. მისი დაკავების შემდეგ დაეტყო ეს ყველაფერი ოპოზიციურ აქტივობასაც, განსაკუთრებით, ამ შემთხვევაში ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის აქტივობას ვგულისხმობ”.

    განაცხადა, გირჩი-მეტი თავისუფების ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ.