Category: სლაიდერი

  • საერთოდ არ გაინტერესებთ რა მოხდა, ოჯახის უბედურებაც არ გაინტერესებთ.პოლიტიკური დღის წესრიგი გაქვთ, რომ აჯანჯღაროთ ქვეყანა–კალაძე ჟურნალისტს

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით მცდარია ინფორმაცია, რომ ვაკის პარკში შადრევანი დასრულებული არ იყო. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ადგილზე მიმდინარეობდა ტესტირება და შესაბამისი სამუშაოები.

    „ტყუილია, თითქოს ვაკის პარკში შადრევანი დაუსრულებელი იყო. 26 აგვისტოს არის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი, პროექტი დასრულებული იყო. მთელი ის პერიოდი, სანამ მე მივიდოდი ადგილზე, ტესტირება მიმდინარეობდა, სანათების გასწორება და ასე შემდეგ”,- ამბობს კალაძე.

    ჟურნალისტის კითხვაზე, თუ შადრევანი გამართული იყო,  რატომ იყო  ხელით მართვაზე,  კალაძე განმარტავს, რომ ამასთან დაკავშირებით მისმა მოადგილემ განმარტება გააკეთა და გამოძიება ყველაფერს გასცემს პასუხს.

    „ამასთან დაკავშირებით მოგეცათ განმარტება, თუმცა გაქვთ პოლიტიკური დღის წესრიგი, რეალურად, საერთოდ არ გაინტერესებთ რა მოხდა, იმ ოჯახის უბედურებაც არ გაინტერესებთ. პოლიტიკური დღის წესრიგი გაქვთ, რომ გადადგეს კახა კალაძე, იმისთვის, რომ ახალი არჩევნები ჩატარდეს, აჯანჯღაროთ ქვეყანა. არ გაინტერესებთ სამართლებრივი მხარე.

    მე ვერ გეტყვით, რატომ ვერ იმუშავა დამცავმა რელემ, ამას გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი, თუ რა იყო პრობლემა და მიზეზი, რატიმ არ იმუშავა დამცავმა სისტემამ. რაც შეეხება გამოძიებას, გამოძიება მიმდინარეობს, თუ რაიმე დამატებითი ახალი გარემოებები გამოიკვეთება, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. პირველ რიგში ჩვენს ინტერესში შედის, რომ საზოგადოებამ სიმართლე გაიგოს, გავიგოთ რა მოხდა. არ მინდა ჩემი რაიმე განცხადებით ხელი შევუშალო გამოძიებას. რაც შეეხება ვახტანგიშვილს, ვახტანგიშვილის ფრაზა ეხებოდა ხარვეზის გამოსწორებას, როდესაც ასეთი მასშტაბური სამუშაო მიმდინარეობს ბევრია ხარვეზი და ბევრჯერ ხდება ხარვეზის გამოსწორებაზე მითითება“ -თქვა  კალაძემ.

  • ბახმუტთან ჩვენი ბიჭების სახით იბრძვიან ღმერთები და არა ადამიანები!უმძიმესი ბრძოლებია, I მსოფლიოს სანგრების ომი ამასთან ვერ მოვა – არესტოვიჩი

    “ბახმუტთან ჩვენი ბიჭების სახით იბრძვიან ღმერთები და არა ადამიანები.

    უმძიმესი ბრძოლებია, პირველი მსოფლიოს სანგრების ომი ამასთან ვერ მოვა.

    მოწინააღმდეგეს არტილერიის და ცოცხალი ძალის სახით ლოკალური უპირატესობა აქვს. იქ გადასროლილი ყავთ კადიროველები, ვაგნერელები, მობილიზებული “ზეკები”.

    და მიუხედავად ამისა, ჩვენებმა უბრალოდ კი არ გაუძლეს, მოწინააღმდეგეს უკან დახევაც კი აიძულეს.”

    აცხადებს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი.

  • ყირიმის ხიდი აუცილებლად დაინგრევა! როცა ყირიმს დავიბრუნებთ, ხიდი არსებობას შეწყვეტს! – ბუდანოვი

    ”ყირიმის ხიდი არის სიმბოლო, რომელიც აუცილებლად დაინგრევა.
    როცა ყირიმს დავიბრუნებთ, ხიდი არსებობას შეწყვეტს. ეს სატრანსპორტო არტერია არავის სჭირდება”.

    აცხადებს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი, კირილ ბუდანოვი.

  • რაც ხდება უკრაინაში, უნდა დარეგულირდეს მოლაპარაკების გზით – ღარიბაშვილი

    ”დღეს ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, რომელიც ეხება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ძლიერ პარტნიორობას და თანამშრომლობას. ასევე, რა თქმა უნდა, მიმოვიხილეთ მსოფლიოში არსებული რთული ვითარება, მიმდინარე პროცესები, შევეხეთ, ბუნებრივია, რეგიონში არსებულ ვითარებას და ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ ის, რაც ხდება უკრაინაში, უნდა დარეგულირდეს მოლაპარაკების გზით.

    ასევე, მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, რეგიონისა და მსოფლიოში სწრაფად ცვალებადი და რთული გამოწვევების პირობებში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობას და სტაბილურობას, რომელიც არის საკვანძო მოცემულობა ჩვენი რეგიონის განვითარების, და ზოგადად, ჩვენი ხალხების კეთილდღეობისთვის.”

    განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ.

  • მივალთ ჩვენი საზღვრების ყველა მონაკვეთზე და ვნახავთ მტრის ზურგს – ზელენსკი

    “ჩვენი გამარჯვების გზა ადვილი არ არის, მაგრამ დარწმუნებული ვართ, ჩვენ შეგვიძლია გავუმკლავდეთ მას. ჩვენ მივალთ ჩვენს საზღვარზე, მის ყველა მონაკვეთზე და ვნახავთ მტრის ზურგს. ვნახავთ, როგორ უბრწყინავს ჩვენ ხალხს თვალები და დავინახავთ გაცქეული ოკუპანტების ქუსლებს. ეს ჩვენი საერთო გამარჯვება იქნება!”

    ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

  • რუსეთში სუ-34, ძრავში თოლიების გაჭედვის გამო ჩამოვარდა – რუსული მედია

    რუსული მედიები, ავრცელებენ ინფორმაციას, რომ რუსეთის ქალაქ ეისკში, სუ-34 თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი, ძრავში თოლიების გაჭედვა გახდა.  რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავის ძრავში 2 თოლია აღმოაჩინეს.

    “სუ-34-ის ძრავებში აფრენის მომენტში ორი ზღვის თოლია გაიჭედა. მათი ნაწილები აღმოაჩინეს თვითმფრინავის ფრაგმენტების შესწავლისას. ამ გარემოებამ გამოიწვია ცეცხლის გაჩენა თვითმფრინავის ერთ-ერთ ძრავში, რასაც მისი ჩამოვარდნა მოჰყვა.” – აცხადებენ რუსული  სააგენტოები.

  • ხელისუფლებამ უარი თქვა რეკომენდაციების შესრულებაზე, რასაც უნდა მოჰყვეს სათანადო რეაგირება! – მელია

    “რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაცხადდეს პარტნიორების მხრიდან, რომ ხელისუფლებამ უკვე უარი თქვა რეკომენდაციების შესრულებაზე, რასაც უნდა მოჰყვეს სათანადო რეაგირება” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    “იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად აირჩიეს ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი.

    ვინ არის ლევან მურუსიძე და რა რეპუტაციითა და ავტორიტეტითაც სარგებლობს, ყველამ ვიცით და გამეორებით თავს არც შეგაწყენთ, უბრალოდ, სასამართლო სისტემამ და ამ ხელისუფლებამ მისი არჩევით ღიად განაცხადა უარი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე, სისტემის რეფორმირებაზე.

    ხელისუფლებას და თავად ამ მანკიერ სისტემას შეეძლოთ წამოეყენებინათ ვინმე ნაკლებად ცნობილი მურუსიძის კანდიდატურა და ის აერჩიათ, მაგრამ მათ ღიად, უტიფრად და თავხედურად სწორედ მურუსიძე აირჩიეს. მათ გამოიწვიეს საზოგადოება, დასავლეთი.

    ლევან მურუსიძე და გვრიტიშვილი აქამდეც იყვნენ სასამართლო სისტემაში გავლენიან პოზიციებზე, მაგრამ ეს არჩევა ნიშნავს იმას, რომ ახლა უკვე ისინი მოსამართლეებად უფრო მარტივად დანიშნავენ თავისნაირებს – მურუსიძის იუსტიციის საბჭოში არჩევა ნიშნავს ასობით მურუსიძეს სასამართლო სისტემაში!

    სასამართლო საბოლოდ ჩამოყალიბდა როგორც ყოველგვარ ავტორიტეტს მოკლებული, კორუფციულ-კლანური ინსტიტუცია, რომელიც მოსწონს მხოლოდ რუს ოლიგარქს და არავის სხვას.

    სოსო გოგაშვილი, რომელიც გახლდათ ამ ხელისუფლების საყრდენი ბურჯი წლების განმავლობაში, სწორედ მურუსიძესა და ჩინჩალაძეს ასახელებს პირადად ივანიშვილთან გარიგებულ მოსამართლეებად, რომელთანაც სუს-ი მუდმივ კოორდინაციაში უნდა ყოფილიყო „ოცნების სასარგებლოდ“ დავების გადასაწყვეტად, მათ უნდა შეესრულებინათ, ნებისმიერი დავალება, რომელიც პარტიიდან მივიდოდა, საჭიროების შემთხვევაში კი სუს-ი მათ გადასცემდა ოპერატიულ მასალას, მოსამართლეების შესახებ- ცხადია ზეწოლის განხორციელების მიზნით.

    როგორც უკვე ვთქვი ხელისუფლება დასავლეთს უცხადებს ღია ბრძოლას – უარს ამბობს იმ რეკომენდაციების შესრულებაზე, რაც იყო მიშელის დოკუმენტში და არის ევროკომისიის 12 პუნქტში.

    შარლ მიშელის შეთანხმების თანახმად, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრების შერჩევა უნდა შეჩერებულიყო სანამ რეალური რეფორმა არ ჩატარდებოდა; 12 პუნქტში კი გარკვევით წერია, რომ უნდა გატარდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჯეროვანი რეფორმა.

    აბსოლუტურად ყველა ელჩი მოუწოდებდა ხელისუფლებას შეჩერებულიყო საბჭოს მოსამართლე წევრების დანიშვნა, რეფორმების ჩატარებამდე და რით უპასუხა რუსულმა ოცნებამ დასავლეთს?

    2021 წლის ბოლოს, ახალი წლის დღეებში, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უგულებელყოფით, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში დაჩქარებული წესით შეიტანა ცვლილებები, რომ საბჭოს ყოფილი წევრების ხელახალი არჩევა ყოფილიყო შესაძლებელი.

    2022 წელს კი, ევროკავშირის რეკომენდაციების მიღებიდან 10 დღეში, ხელისუფლება ხელმეორედ ირჩევს ჩინჩალაძეს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მეორე ვადით.

    ამ ყველაფრის პარალელურად, ოლიგარქის სასამართლო კვლავ წარმატებით ახორციელებს პოლიტიკურ მართლმსაჯულებას და მიხეილ სააკაშვილის დატყვევების შემდეგ, უკვე ნიკა გვარამიას ატყვევებენ.

    მთელი დასავლეთი საუბრობს ჩვენს სასამართლოში არსებულ მძიმე ვითარებაზე, რუსული ოცნება აცხადებს, რომ სასამართლო დამოუკიდებელია და რეფორმირებას არ საჭიროებს.

    გუშინ მომხდარი ფაქტი ცხადყოფს, რომ ეს ხელისუფლება პრინციპულად არ აპირებს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას. მეტიც, მათი ქმედებებიდან ცალსახად იკვეთება რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ სწორედ იმისთვის, რომ ახდეს რუსული ოცნება და საქართველო არ გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.

    სწორედ ამიტომ, მოვუწოდებ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ და გვეხმარებიან საქართველოს ევროპული მისწრაფების განხორციელებაში, მოახდინონ დროული რეაგირება და შესაბამისი შეფასება მისცენ ამ ფაქტებს. ნათელია, რომ რეკომენდაციების შესრულების თეორიული შანსიც კი დაკარგულია და აქ გასაგები მიზეზების გამო მნიშვნელოვანია პარტნიორების მხრიდან სიცხადის შეტენა, რომ საზოგადოებამ მათგანაც იცოდეს, რომ ამ მთლიანად ყალბი პროცესის საპარლამენტო კენჭისყრებამდე მიყვანა და პარტნიორებისგან ამავე პროცესში ოპოზიციის სავალდებულო ჩართულობაზე საუბარი აზრს მოკლებულია. რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაცხადდეს პარტნიორების მხრიდან, რომ ხელისუფლებამ უკვე უარი თქვა რეკომენდაციების შესრულებაზე, რასაც უნდა მოჰყვეს სათანადო რეაგირება”,- აღნიშნა მელიამ.

  • წასასვლელად კი არა, ხერსონში თავდაცვისთვის ემზადებიან – ბუდანოვი

    “ქმნიან ილუზიას, რომ ყველაფერი გაქრა. და ამავდროულად, პირიქით, შემოჰყავთ იქ ახალი სამხედრო ნაწილები და ქალაქის ქუჩებს თავდაცვისთვის ამზადებენ.

    ისინი ამზადებენ ნიადაგს, რათა საჭიროების შემთხვევაში, ძალიან სწრაფად გავიდნენ იქიდან, თუმცა ახლა წასასვლელად კი არა, თავდაცვისთვის ემზადებიან,”

    აცხადებს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი, კირილ ბუდანოვი.

  • პაპუაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მიმართავს

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მარტინუს ტინი კოქსს წერილობით მიმართავს და აცხადებს, რომ რეზოლუციის დამატებაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოხსენიება ძირს უთხრის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფასეულობებს და ორგანიზაციის სანდოობას ევროპის მასშტაბით ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის საქმეში.

    „ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს პარლამენტსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის არსებული მრავალწლიანი პარტნიორობა მაძლევს შესაძლებლობას, მოგმართოთ N2463-ე რეზოლუციის („უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესცალაცია“) თაობაზე, რომლის შესახებ დებატები 2022 წლის სესიაზე მიმდინარეობდა.

    რუსული აგრესიის გამო უკრაინისადმი ჩვენი სრული სოლიდარობის მიუხედავად, ქვემოთ მოცემული ცვლილების დამტკიცებამ საქართველოს დელეგაციის წევრებს არ მისცათ რეზოლუციის მხარდაჭერის შესაძლებლობა: „ასამბლეა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს ვლადიმირ ყარა-მურზას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ. ასამბლეა ასევე მოუწოდებს პუტინის მოწინააღმდეგე სხვა პოლიტიკური პატიმრების საქმეების გადახედვას და მათ გათავისუფლებას რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში (მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის, უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის)“.

    ჩვენ ვთვლით, რომ აღნიშნულ დამატებაში მიხეილ სააკაშვილის მოხსენიება (ა) ცვლის რეზოლუციის არსსა და სულისკვეთებას; და (ბ) ძირს უთხრის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფასეულობებს და ორგანიზაციის სანდოობას ევროპის მასშტაბით ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის საქმეში.

    ბატონი სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ას განაჩენზე მეტი გამოიტანა, მათ შორის იყო 13 საქმე ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტალური თავისუფლებების დაცვის კონვენციის მეორე მუხლზე (სიცოცხლის უფლება), 34 საქმე მესამე მუხლზე (წამების აკრძალვა), 15 საქმე მეხუთე მუხლზე (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) და 44 საქმე მეექვსე მუხლზე (სამართლიანი სასამართლოს უფლება). მეტიც, სასამართლო ალექსანდრე გირგვლიანის მკვლელობის საქმეში (ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ) ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბ-მა სააკაშვილმა ხელი შეუშალა ეფექტიან გამოძიებას და სათანადო სასჯელის დაკისრებას.

    2004-2012 წლებში საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში, რომელიც ადამიანის უფლებების სფეროში ევროსაბჭოს ყოფილმა კომისარმა და საქართველოში საკონსტიტუციო და საკანონმდებლო რეფორმებისა და ადამიანის უფლებების თაობაზე ევროკავშირის სპეციალურმა მრჩეველმა თომას ჰამარბერგმა 2013 წელს მოამზადა, წარმოადგენს სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში აღნიშნულ კონვენციით დაცული უფლებების სისტემატური დარღვევების მტკიცებულებას. მასში იდენტიფიცირებულია საგანგაშო სიტუაცია სასამართლო, სასჯელაღსრულების, სამართალდამცავ სფეროებში, უმცირესობის უფლებების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებების, გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დაცვის, სოციალურ სამართლიანობის მიმართულებებში.

    საქართველოში ბატონი სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენია დამდგარი სისხლის სამართლის ორ საქმეზე (ერთი ეხება ზემოთხსენებულ გირგვლიანის საქმეს, ხოლო მეორე – პარლამენტის ოპოზიციურ წევრ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის ორგანიზებას), სისხლის სამართლის სამი საქმე კი ჯერ ისევ განხილვის პროცესშია (2007 წლის 7 ნოემბერს ანტი-სამთავრობო პროტესტის დარბევის დროს და დამოუკიდებელი ტელემაუწყებლის, ტელეკომპანია „იმედის“ მიტაცების საქმეში უფლებამოსილების გადაჭარბება და ბოროტად გამოყენება; სახელმწიფო დაცვის სამსახურის ბიუჯეტიდან პირადი მიზნებისთვის თანხის გაფლანგვა; და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).

    ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უარი განაცხადა საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის მიერ ბატონი სააკაშვილის მოპყრობის საქმის განხილვაში მიღებაზე. სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნულ საქმეში არ არსებობდა „განსაკუთრებული გარემოებები“, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა ადამიანის უფლებებთან და რომელიც მოითხოვდა სასამართლოსგან საქმის შესწავლის გაგრძელებას. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები და ინტერესები სასჯელაღსრულების სისტემაში სრულად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების შესაბამისად არის დაცული.

    საქართველო 2012 წლიდან აქვს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის კარგი ისტორია. აგრეთვე, ქვეყანა მჭიდროდ თანამშროლობს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან მის მიერ გამოტანილი განაჩენების აღსრულების საქმეში. მიხეილ სააკაშვილის მმართველობის 2004-2012 წლებთან შედარებით, 2013-2021 წლებში 5,5-ჯერ შემცირდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი საქმეები, რაც წარმოადგენს ქართული სასამართლოებისადმი გაზრდილი სანდოობის, მათი დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის შედეგს. აღნიშნული პროგრესი სათანადოდ იქნა აღნიშნული N2438-ე რეზოლუციაში („საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების პატივისცემა“), რომელიც ასამბლეამ 2022 წლის სესიაზე მიიღო.

    აღნიშნულის გათვალისწინებით, გვჯერა, რომ ბ-ნი სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდებებში არ არსებობს პოლიტიკური მოტივაციის არანაირი მტკიცებულება, გარდა პოლიტიკური მოტივით ნაკარნახევი სპეკულაციებისა.

    შესაბამისად, რეზოლუციის მეოთხე დამატებაში გამოყენებული ჩანაწერი წარმოადგენს საქართველოს სამართლის სისტემის დაუსაბუთებელ კრიტიკას, საერთაშორისო არენაზე ქვეყნის წინააღმდეგ იწვევს გაუმართლებელ ეჭვს და ძირს უთხრის საქართველოს მიერ 2012 წლიდან მიღწეულ პროგრესს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებებით განხორციელებულ რეფორმებში. და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მ. სააკაშვილის შესახებ უსაფუძვლო ჩანაწერი აზიანებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სანდოობას ქართულ საზოგადოებაში და აფერხებს ჩვენს მცდელობებს, კიდევ უფრო განვამტკიცოთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციების შესაბამისი ამბიციური რეფორმების დღის წესრიგისადმი მხარდაჭერა.

    იმედს ვიტოვებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები მომავალში იხელმძღვანელებენ მხოლოდ ორგანიზაციის საუკეთესო ინტერესებითა და ფუნდამენტური ღირებულებებით.

    მზად ვართ, მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია საქართველოს შესახებ თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე“,-ნათქვამია შალვა პაპუაშვილის მიმართვაში.

  • დააპატიმრეს უკრაინული ქარხნის დირექტორი, რომელიც ომის დროს რუსებს სამხედრო ვერტმფრენების ძრავებით ამარაგებდა

    უკრაინაში დააპატიმრეს ძრავმშენებელი ქარხანა “მოტორ სიჩის”  საპატიო პრეზიდენტი, უკრაინის გმირი ვიაჩესლავ ბოგუსლაევი, რომელიც  ომის დროს ძრავებით ამარაგებდა რუსეთის სამხედრო ავიასაწარმოებს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მისი სატელეფონო საუბრები გამოაქვეყნა.  მას ბრალად ედება კოლაბორაციონიზმი,აგრესორის ხელშეწყობა და სამშობლოს ღალატი.

    სატელეფონო საუბრებში ჩანს, რომ “მოტო სიჩის“ პრეზიდენტი ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე და ომის დაწრყების შემდეგაც მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთში რამდენიმე ტიპის ძრავების მიწოდებაზე საბრძოლო ვერტფრენების სხვადასხვა მოდელებისთვის, ასევე სხვა სათადარიგო ნაწილებზე.

    აუდიოჩანაწერიდან ჩანს, რომ ბოგუსლაევი – “რეგიონების პარტიიდან“ რადას ყოფილი დეპუტატი, ამართლებს რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე და გამოთქვამს იმედს, რომ რუსეთის არმია მივა, “ზელენსკის გააგდებს და წავა.“

    სატელეფონო საუბარში ბოგუსლაევი იმასაც ამბობს, რომ მისი ქარხნის ტერიტორიაზე რუსული რაკეტა ჩამოვარდა, თუმცა ის ამას “გაგებით ეკიდება“.