თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე, ერთ-ერთ სასტუმროში მოქალაქემ ხელყუმბარა ააფეთქა. არსებული ცნობით, დაშავებული პირი კლინიკაშია გადაყვანილი.
გავრცელებული ცნობით, კაცს ფინანსური პრობლემები ჰქონდა. მან სასტუმროს ნომერი იქირავა და შემდეგ ამავე ნომერში ხელყუმბარა ააფეთქა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით დაიწყო, რაც აფეთქებას გულისხმობს.
”ბოროტება, რომელიც თითქოს საბოლოოდ დამარცხდა 1945 წელს, ფერფლიდან 80 წლის შემდეგ ხელახლა იბადება, თანაც ძალიან სწრაფად. მყისიერად მოდის ახალი დღე და ახალი ბოროტება სწორედ იმ მომენტში, როდესაც სამყარო ვერ ამჩნევს – ზოგს ეძინება, ზოგს ღრმად სძინავს, ზოგი ყურადღებას არ აქცევს, ზოგს არ აინტერესებს. ყველა ჩუმად არის და ერთნაირად ფიქრობს: ომი სადღაც შორს არის სადღაც დნესტრისპირეთში – ეს მოლდოველების პრობლემაა, სადღაც აფხაზეთსა და ოსეთში – ეს ქართველების პრობლემაა, სადღაც ყირიმსა და დონბასში – ეს უკრაინელების პრობლემაა, ჩვენ არ შეგვეხება და არ დაგვაზარალებს… სამწუხაროდ, ეს ყველას პრობლემა ხდება.”
ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა ტელეგრამ არხზე კიდევ ერთი პოსტი დაწერა, რომელშიც აღიარა, რომ მიმდინარე კვირის დასაწყისში ხერსონის ოლქში ერთ–ერთი ჩეჩნური ქვედანაყოფი არტილერიით დაბომბეს და შედეგად 23 მებრძოლი გარდაიცვალა, 58 კი დაიჭრა.
გარკვეული დეტალები ემთხვევა რუსული ტელეგრამ არხების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 24 ოქტომბერს 40 კადიროველი დაიღუპა, 60 კი დაიჭრა ხერსონში Himars-ის რაკეტის მოხვედრის შედეგად.
კადიროვი წერს, რომ ადგილზე სამაშველო სამუშაოები დასრულებულია.
“დიახ, იმ დღეს, ერთ საათში დიდი დანაკარგები იყო. მაგრამ ჩეჩნები ჯიხადში მონაწილეობენ და იბრძვიან იბლისის ძალების წინააღმდეგ. თუ წმინდა ომში სიკვდილი გვიწერია, ეს ყოველი ჭეშმარიტი მუსულმანისთვის დიდი პატივი და სიხარულია. ყველა ჩვენგანი ოცნებობს ალაჰისკენ მიმავალ გზაზე დავიღუპოთ.
ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ სატანისტები შურისძიებას გადაურჩებიან. მივწვდებით და დაუნდობლად გავანადგურებთ.“– წერს კადიროვი და დასძენს, რომ იზუნებენ გარდაცვლილების ოჯახებზე.
პლანეტის უმდიდრესმა ადამიანმა, SpaceX–ის და Tesla–ს დამფუძნებელმა ილონ მასკმა უკვე დახურა სოციალურ ქსელ ტვიტერის შეძენის თაობაზე გარიგება. 44 მილიარდ დოლარად ის კომპანიის მფლობელი გახდა და მას სათავეში ჩაუდგა.
იმის გამო, რომ სოციალური ქსელის მართვა მასკის ხელში გადავიდა, ტვიტერის გენერალურმა დირექტორმა, პარაგ აგრავალმა და ფინანსურმა დირექტორმა ნედ სიგალმა თანამდებობები დატოვეს.
ამერიკული მედია წერს, რომ ისინი უკან აღარ დაბრუნდებიან, რადგან კომპანიაში“მასკის ერა დაიწყო.“
Twitter–ის შეძენის შესახებ გარიგება პარასკევამდე უნდა დახურულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში მასკს სასამართლო გარჩევა ელოდა, რომლის მოგების შანსი ძალიან დაბალი იყო.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე ბანკმა გარიგების დაფინანსებისთვის შექმნილ სპეციალურ ანგარიშზე თანხების გადარიცხვა დაიწყო.
ვინაიდან ტვიტერი კერძო ხელში გადავიდა, სოციალური ქსელის აქციები ნიუ–იორკის საფონდო ბირჟის ვაჭრობიდან მოიხსნება.
მასკი ტვიტერის შეძენამდე აცხადებდა, რომ კომპანიაში სამუშაო ადგილებს და ხარჯებს შეამცირებს და ამ სოციალურ ქსელს უფრო ინოვაციურს გახდის. ის ამტკიცებდა, რომ მისი ინტერესი პლატფორმის მიმართ ფულის კეთებას არ უკავშირდება და მას უბრალოდ უნდა “კაცობრიობას დაეხმაროს, რომ მას ერთიანი ციფრული პლატფორმა“ ქონდეს.
ის ასევე პირობას დებდა, რომ შეასუსტებს პლატფორმაზე კონტენტის მოდერაციის წესებს და მოხსნის დაბლოკვებს, მათ შორის აშშ–ს ყოფლ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს.
ვარაუდობენ, რომ მასკი კომპანიის ხელმძღვანელის ფუნქციებს მანამ შეასრულებს, სანამ ახალ ხელმძღვანელობას არ შეარჩევს.
გუშინ ის სან–ფრანცისკოში ტვიტერის სათაო ოფისში მივიდა თანამშრომლებთან შესახვედრად. შენობაში ონკანის ნიჟარით ხელში შევიდა და ამგვარად პოპულარული მემი გაითამაშა.
გავრცელებული ინფორმაციით მან ზოგიერთ თანამშრომელს უთხრა, რომ სინამდვილეში არ აპირებს სამუშაო ადგილების 75 %–ით შემცირებას.
მასკი ტვიტერის თანამშრომლებთან ერთად ყავას სვამს
ილონ მასკი აპრილში ტვიტერის უმსხვილესი აქციონერი გახდა, როცა კომპანიის აქციების 9.1% ერთბაშად გამოისყიდა. გარიგების ღირებულებამ 2.64 მილიარდი დოლარი შეადგნა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ტვიტერის მთლიანი ღირებულება თითქმის 30 მილიარდ დოლარად ფასდებოდა.
ბიზნესმენმა განაცხადა, რომ მზად იყო დანარჩენი აქციები კიდევ უფრო ძვირად გამოესყიდა, რამაც გარიგების თანხა რეკორდულ 44 მილიარდ დოლარამდე გაზარდა.
თუმცა, ივლისში მასკმა გადაიფიქრა და თქვა, რომ კომპანიამ მას დეტალური ინფორმაცია არ მიაწოდა პლატფორმაზე არსებული ყალბი ანგარიშების შესახებ.
სოციალურ ქსელში განაცხადეს, რომ სინამდვილეში მასკმა სხვა მიზეზით გადაიფიქრა – იმ დროისთვის კომპანიის აქციების ფასი დაეცა და ამიტომაც მასთან სასამართლოში დავას აპირებდნენ.
ოქტომბრის დასაწყისში მასკმა ისევ გადაიფიქრა და ადვოკატების საშუალებით განაცხადა, რომ მზად იყო საკონტროლო პაკეტში იგივე ფასი გადაეხადა, რაც აპრილში თქვა, ანუ 44 მილიარდი დოლარი მთელ პაკეტში.
ბევრი ანალიტიკოსი თვლის, რომ მასკის მიერ სოციალურ ქსელში გადახდილი თანხა ძალიან მაღალია, თუ გავითვალისწინებთ ბევრი ტექნოლოგიური კომპანიის ღირებულების კლებას და ტვიტერის ბრძოლას მომხმარებელთა მოსაპოვებლად და გასაზრდელად.
თავად მასკი არ უარყოფდა, რომ ზედმეტს იხდის და ტვიტერი ამჟამად არცთუ მიმზიდველი აქტივია, თუმცა მისი თქმით, ამ ქსელს ზრდის წარმოუდგენელი პოტენციალი აქვს.
“საქართველო იმართება როგორც საკუთარი ეზო… ბრიუსელიდან გზავნილია, რომ ოლიგარქიზაცია უნდა დასრულდეს” – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარი აქცენტები” განაცხადა:
“ჩვენ ვფიქრობთ, რომ კანონის უზენაესობა და დემოკრატია ევროკავშირის ფუნდამენტური ფასეულობებია და ეს არ ეხება პერსონალიებს. ნიკა გვარამია იქნება თუ ვინმე სხვა, ჩვენ გვაქვს დიდი შეშფოთება იმის გამო, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და ამ მოსამართლეებმა, ამ განათლებულმა ხალხმა უნდა გაითავისოს, რომ ეს ევროკავშირის წევრობისთვის დაბრკოლება იქნება. არამხოლოდ მთავრობა და პოლიტიკოსები არიან პასუხისმგებელნი ამ პროცესზე, ეს არის პასუხისმგებლობა ნებისმიერი ადამიანის და ნებისმიერი საჯარო მოხელის, რომელიც პასუხს აგებს კანონის უზენაერობასა და დემოკრატიაზე და ეს ეხება მედიის თავისუფლებას და იმ ადამიანებს, რომლებიც აკრიტიკებენ მთავრობას.
…მე ძალიან მიკვირს, რომ მთავრობაში გონიათ, რომ ჩვენთან ყველა ბრმა არის ევროკავშირში და ვერ ხედავენ რა ხდება საქართველოში. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რა პროცესები მიდის საქართველოში და ვხედავთ, რომ მართლმსაჯულება ხდება იარაღი იმისთვის, რომ ზეწოლა განახორციელონ თავისუფალ მედიაზე. და ეს ევროკავშირის სამომავლო კანდიდატობა არის პასუხისმგებლობა ასევე მოსამართლეების, რომლებმაც უნდა გამოიტანონ სათანადო გადაწყვეტილება. თუ არ მიიღებთ კანდიდატის სტატუსს სამომავლოდ, ეს იქნება ყველას ბრალი, – ამბობს ევროპარლამენტარი.
მისივე თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოში განვითარებული მოვლენებისადმი თვალყურის დევნებას: “ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლოების მხარდაჭერა და ეს პროცესი არამხოლოდ ქუჩაში უნდა მიმდინარეობდეს, როცა ატარებ დემონსტრაციებს და ითხოვთ კანდიდატობის სტატუსს, მე მესმის, რომ თავისუფალი მედიის გარეშე ძალიან რთულია, თვალყური მიადევნო იმას, რაც ვითარდება ქვეყანაში”.
ევროპარლამენტარი ამბობს იმასაც, რომ “საქართველო გახდა მძევალი იმ პოლიტიკისა, რომელიც ტარდება ქვეყანაში – სახელმწიფო იმართება როგორც საკუთარი ეზო. ბრიუსელიდან გზავნილი არის, რომ ოლიგარქიცაზია უნდა დასრულდეს”.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე საშიში ათწლეულის წინაშეა. მისი თქმით, ამას დასავლური ელიტების მცდელობა იწვევს, თავიდან აიცილონ შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების გლობალური დომინირების გარდაუვალი ნგრევა.
ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების შესახებ საუბრისას, რომელიც მან უკრაინაში კონფლიქტის გაღვივებაში დაადანაშაულა, პუტინმა თქვა, რომ დასავლეთი თამაშობს „საშიშ, სისხლიან და ბინძურ“ გეოპოლიტიკურ თამაშს, რომელიც მთელ მსოფლიოში ქაოსს თესავს.
ვალდაის დისკუსიის ჯგუფის წინაშე გამოსვლისას, პუტინმა თქვა, რომ დასავლეთს მოუწევს რუსეთთან და სხვა დიდ სახელმწიფოებთან საუბარი მსოფლიოს მომავალზე. „მსოფლიო ცხოვრებაში დასავლეთის დომინირების ისტორიული პერიოდი დასასრულს უახლოვდება“, – განუცხადა პუტინმა, ვალდაის სადისკუსიო კლუბს.
„ჩვენ ვდგავართ ისტორიის ზღვართან, წინ არის მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ალბათ ყველაზე საშიში, არაპროგნოზირებადი და, ამავე დროს, მნიშვნელოვანი ათწლეული“, – თქვა მან.
რუსეთმა 24 თებერვალს, ფართომასშტაბიანი არაპროვოცირებული ომი წამოიწყო უკრაინაში, რომელსაც 8 თვის განმავლობაში, ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
კითხვაზე პოტენციური ბირთვული ესკალაციის შესახებ, პუტინმა განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე იარსებებს მანამ, სანამ ბირთვული იარაღი არსებობს.
რუსი დისიდენტის და მწერლის ალექსანდრე სოლჟენიცინის 1978 წლის ჰარვარდის ლექციაზე ციტირებით, პუტინმა თქვა, რომ დასავლეთს ღიად რასისტული მიდგომა აქვს და “ზემოდან უყურებს მსოფლიოს სხვა ხალხებს”.
„მსოფლიოზე ძალაუფლება არის ის, რაც ე.წ. დასავლეთმა დადო სასწორზე ამ თამაშში – მაგრამ ეს თამაში საშიშია, სისხლიანი და მე ვიტყოდი ბინძური“, – თქვა მან.
“მე ყოველთვის მჯეროდა და მჯერა საღი აზრის, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის ახალ ცენტრებს და დასავლეთს მოუწევთ თანასწორი საუბარი გამართონ მომავალზე“, – განაცხადა პუტინმა.
პუტინმა უკრაინაში კონფლიქტი შეაფასა, როგორც ბრძოლა დასავლეთსა და რუსეთს შორის, “სიდიდით მეორე სლავური ქვეყნის” ბედისთვის. მისი თქმით, ეს ნაწილობრივ “სამოქალაქო ომია”, რადგან რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია.
პუტინმა თქვა, რომ მუდმივად ფიქრობს რუსეთის დანაკარგებზე უკრაინაში. მაგრამ მხოლოდ რუსეთს შეუძლია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის გარანტირება.
”პოლიტიკაში იშვიათია კარგი მებრძოლის პოვნა. თუ ირგვლივ მიმოვიხედავთ, და მე დამეჯერება, რადგან 30 წელია პოლიტიკიაში ვარ, თუ ადამიანი მარცხდება პოლიტიკურ ველზე, ის, როგორც წესი, აღარ ბრუნდება ხოლმე. ამ მოცემულობას ძალიან ცოტა გამონაკლისი ჰყავს, ძალიან ცოტა ადამიანი ბრუნდება პოლიტიკაში! ჩვენი დღევანდელი სტუმარი იმ დიდებულთა შორისაა, რომლებიც პოლიტიკაში დაბრუნდნენ! ის საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახლავთ! მეორეჯერ მსახურობს ამ თანამდებობაზე! ის გახლავთ დიდი მებრძოლი და ამიტომაც არის ჩვენთვის სამაგალითო!”
უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს დელეგაციის პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ სადილზე.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ოქტომბერში, სისხლის სამართლის სხვადასხვა საქმეზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და პირადი ხასიათის მიმოწერის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე 5 პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულები სხვადასხვა დროს მათთან ურთიერთობაში მყოფი დაზარალებული პირების შიშველი სხეულის ამსახველ ფოტოებს, ვიდეოებს, ინტიმური და პირადი ხასიათის მიმოწერებს ინახავდნენ, სოციალურ ქსელში ათავსებდნენ, მობილური ტელეფონის მეშვეობით დაზარალებულის ნათესავებსა და ახლობლებს უგზავნიდნენ, ცალკეულ შემთხვევებში კი აღნიშნულ ვიდეო და ფოტო მასალას დაზარალებულებთან ურთიერთობის გაგრძელებისათვის შანტაჟის იარაღად იყენებდნენ.
“სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე საქართველოს პროკურატურამ დაკავებულებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით, 159-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ბრალდება წარუდგინა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ზემოაღნიშნულ საქმეებზე აგრძელებს გამოძიებას.” – აცხადებს უწყება
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ბორის ჯონსონი ახალი ფონდის შესაქმნელად ემზადება, რომლის მიზანი უკრაინის მხარდაჭერა და მისი დანგრეული ეკონომიკის აღდგენა იქნება.
ამის შესახებ The Daily Telegraph ჯონსონის მეგობრებზე დაყრდნობით წერს.
მათი თქმით, ეს შეიძლება იყოს ერთგვარი “მარშალის გეგმა უკრაინისთვის“. ბრიტანელი პოლიტიკოსის მეგობრები ასევე დარწმუნებულნი არიან, რომ “ბორისი უამრავ ფულს მოაგროვებს კერძო დონორებისგან.“
ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ვესტმინსტერში ოფისი გახსნა, საიდანაც იმედი აქვს, რომ ომით დანგრეული უკრაინის დასახმარებლად ფონდს გახსნის.
შეგახსენებთ, რომ მარშალის გეგმა – ეს არის ეკონომიკური დახმარება ევროპული ქვეყნებისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომელიც აშშ–ს სახელმწიფო მდივანმა, ჯორჯ მარშალმა 1947 წელს მსოფლიოს შესთავაზა. მისი მიაზნი ომით დანგრეული ევროპული ეკონომიკის აღდგენა იყო.
”დღეს, როცა აფხაზური ენა გაქრობის საფრთხის წინაშე დგას, აფხაზური ენის დღე, პირველ რიგში, ჩვენთვის, აფხაზებისა და ქართველებისთვის უნდა იყოს დაფიქრების დღე, რადგან აფხაზური ენის გადარჩენის გარეშე არ არსებობს აფხაზების გადარჩენა.
სიმბოლურია, რომ მდინარე ენგური, რომელიც დღეს ჩვენ ერთმანეთისგან გვყოფს შუმერულ ენაში სიბრძნის სამყოფელ მიწისქვეშა მდინარეს ეწოდებოდა. სიბრძნემ უნდა დაგვაახლოვოს ერთმანეთთან, სიბრძნის ნაკლებობამ კატასტროფამდე მიგვიყვანა და თავისი მრავალათასწლოვანი არსებობის პერიოდში, აფხაზური ენა პირველად დადგა გაქრობის საფრთხის წინაშე.
საქართველომ, თავისი ევროინტეგრაციის გაღრმავების პარალელურად, უნდა შეძლოს აფხაზური ენის გადარჩენა და განვითარება საერთო ევროპული კულტურული დღის წესრიგის მნიშვნელოვან თემად აქციოს.
როგორც გასულ წელს “იუნესკოში”, კავკასიური ენების საერთაშორისო დღის დაწესებასთან დაკავშირებით განვაცხადე, მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობითაა შესაძლებელი კავკასიური ენების, მათ შორის, აფხაზური ენის გადარჩენა.”
წერს Facebook-ზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.