Category: სლაიდერი

  • ”საქართველოს ევროპული პერსპექტივა… არის ახალი ცვლილებების ქარი, რომელიც ევროპულ ოჯახს უფრო აახლოებს” – ლეიენი

    “დასავლეთ ბალკანეთსა და ევროპაში სწრაფი ცვლილებების დროა. როგორც იცით, ჩვენ დავიწყეთ გაწევრიანების მოლაპარაკებები ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან, ასევე, მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას და ვაღიარეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა. არის ახალი იმპულსი, ცვლილებების ქარი, რომელიც ევროპულ ოჯახს უფრო აახლოებს.

    ახლა დროა, ბოსნია ჰერცოგოვინამ გადადგას ნაბიჯი წინ. მოდით, გულწრფელები ვიყოთ, ერთი წლის წინ წარმოუდგენელი ჩანდა. ჩვენ ვერ ვიფიქრებდით, რომ ეს ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებდა. დღეს ვარ თქვენთან სარაევოში და ჩვენ შეგვიძლია ერთად ვიზეიმოთ ეს წარმატება. ასე რომ, ნება მიბოძეთ, გითხრათ. თუ არის ნება, მაშინ არის გზა თქვენი ოცნებების მისაღწევად”

    ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სარაევოში ვიზიტისას განაცხადა.

  • საპატრიარქოს კუთვნილ სივრცეებში ჟურნალისტებისთვის რეგულაციები დაწესდება – ანდრია ჯაღმაიძე

    საპატრიარქოს კუთვნილ სივრცეებში ჟურნალისტებისთვის რეგულაციები დაწესდება – ანდრია ჯაღმაიძე

    “მიღებულია გადაწყვეტილება, ვისარგებლოთ კანონიერი უფლებით მსგავსად სხვა უწყებებისა თუ ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის დავაწესოთ ვითარების შესაბამისი რეგულაციები საპატრიარქოს კუთვნილ სივრცეებში, რაც ზოგ შემთხვევაში, განსაკუთრებით, დიდ დღესასწაულებზე, აკრედიტაციის წესის გამოყენებასაც გულისხმობს. როგორც მოგეხსენებათ, საკუთრების უფლება ანიჭებს საპატრიარქოს შესაძლებლობას, თავად განსაზღვროს მის ტერიტორიაზე ქცევის წესი, მით უმეტს, თუ აღნიშნული წესი ეხება საკითხის მოწესრიგებას.

    საპატრიარქო საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებს, რის საფუძველზეც წინასწარ აცნობს საზოგადოებას, მედიას ინფორმაციას ცალკეული რეგულაციების თაობაზე. თითოეული რეგულაცია მიმართული იქნება საღვრთო მსახურების სათანადო წესით ჩატარების უზრუნველსაყოფად. გარდა იმისა, რომ ტაძრის შინაგანაწესის დაცვით აუცილებელია ჟურნალისტმა დაიკავოს მედიისთვის გამოყოფილი ადგილი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რიგ შემთხვევებში საპატრიარქო დაიტოვებს უფლებას გააკონტროლოს დასწრების საკითხი”.

    ამის შესახებ საპატრიარქოს პრესმდივანმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, სასულიერო პირისთვის კი, მისივე თქმით, არსებითი მნიშვნელობისაა, ტაძარში, წირვაზე მივიდეს “აუღელვებლად, საზეიმო მსახურებისათვის შეუფერებელი, დაძალებული, ჩქარი ნაბიჯით შესრულებული პრესკონფერენციის რიტუალის გარეშე”.

  • რაკეტებზე უფრო საშიში, ჩვენს მიწაზე მტრის ჰიმნის მოსმენაა – ზელენსკი

    “ბომბები ვერ გაგვტეხავს. ჩვენს ცაზე მტრის რაკეტებზე უფრო საშიში, მტრის ჰიმნის მოსმენაა ჩვენს მიწაზე. ჩვენი არმია ძლიერია, მოხალისეები დაუღალავი, პარტნიორები სანდო და ხალხი კი გაუტეხელი.”

    ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

  • დავსხდეთ ეთერში ვისაუბროთ ოლიგარქიაზე, მეორე მხარეს ბიძინა ივანიშვილი დასვით – გახარია “იმედს”

    “TV Imedi როგორც ჩანს, ბევრი კითხვა დაგიგროვდათ. დავსხდეთ თქვენს ეთერში და ვისაუბროთ პოლიტიკურ კორუფციაზე, ოლიგარქიაზე, იმაზე, თუ როდიდან დაიწყო ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება. ჩუმად სახლში დადგომას ასე სჯობს.  ნებისმიერ თქვენთვის მისაღებ ფორმატში – გნებავთ იყოს დებატების ფორმატი, მეორე მხარეს ბიძინა ივანიშვილი დასვით, “ქართული ოცნების” ბოსები, ან თუნდაც მთლიანად ის, რაც ქართული ოცნებიდან დარჩა”

    ასე მიმართავს, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია ტელეკომპანია იმედს. ამის შესახებ გახარია სოციალურ ქსელში წერს და საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერს ავრცელებს, სადაც ჩანს მასთან კომენტარის ჩასაწერად მისული “იმედის” გადამღები ჯგუფი. 

  • რუსეთში, 22 წლის სამხედრომ “კამაზით” წვევამდელებს გადაუარა

    რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთში, არხანგელსკის ოლქში, სამხედრო “კამაზმა” 20 წვევამდელს გადაუარა. დაღუპულია 2  და დაშავებულია 11 წვევამდელი.

    გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქ მირნიში მოხდა.

    არსებული ინფორმაციით, მძღოლი რომელმაც წვევამდელებს გადაუარა, 22 წლის სამხედრო მამაკაცია.

    სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

  • პირდაპირი ფრენები იქნება კიდევ უფრო მეტად დამაკავშირებელი ხიდი აშშ-სა და საქართველოს შორის – დეგნანი

    “ვინც მგზავრობს აშშ-დან საქართველოს მიმართულებით და პირიქით, ფიქრობს, რომ კარგი იქნება, თუ გვექნება პირდაპირი მიმოსვლა… ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნების ურთიერთობისთვის და უფრო მეტად დამაკავშირებელი ხიდი აშშ-სა და საქართველოს შორის. ხშირად რთულია ამერიკელების დარწმუნება, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში მანძილის გამო. მაგრამ ერთხელ თუ ჩამოვა, შემდეგ კიდევ მოდის ხოლმე ხალხის სტუმართმოყვარეობის გამო”

    აცხადებს, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.

  • რუსული ძალები უკრაინაში თავდაცვით პოზიციებზე გადადიან–ბრიტანეთის დაზვერვა

    ბრიტანული დაზვერვის დღევანდელ ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთმა როგორც ჩანს, დნეპრის დასავლეთით  მისი ზოგიერთი ქვედანაყოფი მობილიზებული რეზერვისტებით გააძლიერა. თუმცა, მანამდე დაკომპლექტების დონე უკიდურესად დაბალი იყო. 2022 წლის სექტემბერში რუსი ოფიცრები ხერსონის მიმართულებით არსებულ როტებს აღწერდნენ, როგორც 6–8 ადამიანისგან შემდგარს. არადა როტაში 100 ადამიანი უნდა იყოს.

    ბოლო ექვსი კვირის მანძილზე შეინიშნება რუსეთის სახმელეთო ძალების აშკარა გადასვლა გრძელვადიან თავდაცვით პოზიციებზე ფრონტის ხაზის მონაკვეთების უმრავლესობაზე. სავარაუდოდ, ხელმძღვანელობა მიხვდა, რომ დაუკომპლექტებელ და ცუდად გაწვრთნილ ძალებს უკრაინაში ჯერჯერობით მხოლოდ თავდაცვითი ოპერაციები შეუძლიათ.

    თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთი შეძლებს უკრაინაში გრძელვადიანი თავდაცვითი ხაზების გამაგრებას, მისი ოპერატიული სქემა კვლავ სუსტი რჩება – თვლის ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა.

    ანგარიშის მიხედვით, იმისათვის , რომ ინიციატივა დაიბრუნოს, რუსეთს დასჭირდება უფრო ხარისხიან, მობილურ ძალებს მოუყაროს თავი, რომლებსაც უნარი ექნებათ დინამიური წინააღმდეგობა გაუწიონ უკრაინულ გარღვევებს და საკუთარი მსხვილმაშტაბიანი შეტევითი ოპერაციები აწარმოონ.

  • აშშ უკრაინას უსაფრთხოების ახალ პაკეტს ძალიან ძალიან მალე მიაწვდის – კირბი

    “ვფიქრობ, ძალიან, ძალიან მალე თქვენ იხილავთ კიდევ ერთს [დახმარების პაკეტს] შეერთებული შტატებიდან. ჩვენ ვაპირებთ ამის შევინარჩუნოთ, როგორც პრეზიდენტმა თქვა, რამდენი ხანიც საჭირო იქნება. […] უკრაინა საფრთხეს არავის უქმნის, რომ აღარაფერი ვთქვათ რუსეთზე. ასე რომ, თუ ეს გაურკვეველია, ეს ახლა საშიშია, ეს არის ბატონი პუტინის გამო. დასავლეთი არ იყო, ვინც პირველად გამოთქვა შეშფოთება ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით – ეს იყო ბატონი პუტინი”

    თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინას უსაფრთხოების ახალ პაკეტს “ძალიან, ძალიან მალე” მიაწვდის.

     

  • უკრაინამ გამარჯვებისთვის 4 პირობა წამოაყენა, რომელსაც დასავლეთმა ხელი მოაწერა – არესტოვიჩი

    უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ დაწყებულ ომში გამარჯვებისთვის, უკრაინამ 4 პირობა წამოაყენა, რომელსაც დასავლეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს.

    “ისინი ამაზე, როგორც დაგეგმვის ელემენტზე, უკვე მუშაობენ. ეს პირობები ძალიან მარტივია: ტერიტორიების სრული გათავისუფლება,  ომის დამნაშავეების ექსტრადაცია, რეპარაციების გადახდა, პუტინის დამხობა

    ყველაფერი გარკვეულია, ყველაფერი ძალიან მარტივია. ჩვენ ასე ჩამოვაყალიბეთ გამარჯვება და დასავლეთმა პირობა დადო, რომ მიზნის მიღწევაში ყველანაირად დაგვეხმარებიან”. – თქვა არესტოვიჩმა.

     

  • თუ პუტინს ბირთვული იარაღის გამოყენების განზრახვა არ აქვს, რატომ აგრძელებს ამაზე საუბარს? – ბაიდენი

    „თუ მას ასეთი განზრახვა არ აქვს, რატომ აგრძელებს ის ამაზე საუბარს? რატომ საუბრობს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე?“,

    განაცხადა, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.