Category: სლაიდერი

  • აშშ-ის არჩევნები მნიშვნელოვანია, მაგრამ შედეგს არ ექნება არსებითი გავლენა რუსეთ-ამერიკის ურთიერთობაზე – პესკოვი

    „რა თქმა უნდა, ეს არჩევნები მნიშვნელოვანია, მაგრამ, ალბათ, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ არაა საჭირო სერიოზულად გავაზვიადოთ ამ არჩევნების მნიშვნელობა რუსეთ-ამერიკის ორმხრივი ურთიერთობების მომავლისთვის მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში. […] შედეგს არ ექნება არსებითი გავლენა რუსეთ – ამერიკის ურთიერთობებზე, რომელიც, დიდი ალბათობით ცუდ მდგომარეობაში დარჩება“

    ამის შესახებ კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

  • პენტაგონი: რუსეთი ომში ჩაეფლო.ის ამ ომიდან უფრო სუსტი გამოვა, ვიდრე მანამდე იყო

    რუსეთმა, სავარაუდოდ, დაკარგა მისი ძირითადი საბრძოლო ტანკების ნახევარი და გამოიყენა თავისი ზუსტი მართვადი იარაღის უმეტესი ნაწილი ომში,  ამბობს აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში კოლინ კალი.

    მისი თქმით, უკრაინაში სამხედრო კამპანია კრემლის მთავარი სტრატეგიული მარცხი იყო.

    “პუტინი მარცხი განიცადა. რუსეთი ამ ომიდან უფრო სუსტი გამოვა, ვიდრე მის დაწყებამდე იყო”, – ციტირებს CNN კალის.

    სანქციები და ექსპორტის კონტროლი ძალიან გაართულებს რუსი სამხედრო ძლიერების ომამდელ დონეზე აღდგენას, ამბობს კალი და აღნიშნავს, რომ რუსეთის დანაკარგებმა უკრაინაში უკვე რამდენიმეჯერ  გადააჭარბა სსრკ-ს ზარალს ავღანეთში.

    “პუტინი წავიდა ამ ომზე, ცდილობდა გაენადგურებინა უკრაინა, როგორც დამოუკიდებელი სუვერენული დემოკრატიული ქვეყანა. მან ეს ვერ შეძლო და ეს არ შეიცვლება. სუვერენული, დამოუკიდებელი, დემოკრატიული უკრაინა გადარჩება”, – თქვა კოლინ კალმა.

    მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია არ ახორციელებს ზეწოლას უკრაინის ხელისუფლებაზე, რათა აიძულონ ისინი დაჯდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან რუსეთთან და რომ უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს, როდის და რა პირობებში იქნება მზად მოლაპარაკებების პროცესის დასაწყებად.

    “ჩვენი პოზიცია არ არის ის, რომ უკრაინელებს მოლაპარაკებებისკენ ვუბიძგოთ, სანამ ისინი მზად არ იქნებიან.  ჩვენი პოზიციაა, რომ დავეხმაროთ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა ძალის პოზიციიდან ილაპარაკონ, თუ, და როდესაც მზად იქნებიან მოლაპარაკებებისთვის.“–თქვა პენტაგონის სპიკერმა.

    კალი პროგნოზირებს, რომ ზამთრის დადგომა გაართულებს ფართომასშტაბიან შეტევით ოპერაციებს და უკრაინაში საომარი მოქმედებების ინტენსივობა უნდა შემცირდეს, რაც გააჩენს შესაძლებლობებს დიპლომატიური დარეგულირებისთვის.

    „საბოლოოდ, რუსებმა და უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ, რა ხელსაყრელ შესაძლებლობებს უქმნის ეს დიპლომატიას“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

    ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის შუალედური არჩევნების ფონზე კალმა საჭიროდ ჩათვალა აღნიშვნა, რომ ქვეყნის ორივე ძირითადი პარტია უკრაინის ძლიერი მხარდაჭერის მომხრეა, მაგრამ ამ მხარდაჭერის მექანიზმები შესაძლოა მომავალში შეიცვალოს.

  • “რუსული რეგიონებია და ის იქ იქნება” – კრემლი აცხადებს, რომ პუტინი დონბასს ეწვევა

    კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა 9 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აუცილებლად ეწვევა დონბასს. აღნიშნულ ინფორმაციას, TACC-ი ავრცელებს. პესკოვი არ აკონკრეტებს პუტინის დონბასში ჩასვლის ზუსტ თარიღს.

    “ჯერჯერობით, კონკრეტული გეგმები არ არსებობს, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ დადგება დრო, როდესაც პუტინი მოვა დონბასში, რა თქმა უნდა. ეს არის რუსეთის რეგიონები და ის იქ იქნება”, – თქვა კრემლის სპიკერმა.

  • გერმანულ პოლიციასთან ერთად საქართველოს პროკურატურამ ქოლცენტრების ქსელთან დაკავშირებული ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა

    საქართველოს პროკურატურის განცხადებით, პროკურატურამ შვიდი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ერთდროულად სამი ქვეყნის ტერიტორიაზე ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა.

    ამასთან, ფართომასშტაბიან ღონისძიებაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის 60 და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 250-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა

    “საქართველოს  პროკურატურის და 7 ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის მიერ, ერთდროულად სამი ქვეყნის – საქართველოს, ალბანეთის და ჩრდილოეთ მაკედონიის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩატარდა.

    ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიციის, პროკურატურის და საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები ათეულობით ლოკაციაზე ჩაატარეს.

    ფართომასშტაბიან ღონისძიებაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის 60 და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 250-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა.

    ღონისძიების ფარგლებში, განხორციელდა ხუთი ე.წ. ქოლცენტრის, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა. ამოღებულია ასეულობით ელექტრონული მატარებელი, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ათეულობით ობიექტიდან გამოთხოვილია  ელექტრონული ინფორმაცია. ამავდროულად ყადაღა დაედო სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებებს და საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხას.

    ფართომასშტაბიანი ღონისძიების ფარგლებში, პირველ ეტაპზე სისხლისსამართლებრივი დევნა სხვადასხვა ქვეყნებში დაწყებულია დანაშაულის ორგანიზატორთა გარკვეული ნაწილის მიმართ, საქართველოში დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მისი შემდგომი ექსტრადირების მიზნით.

    საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის მიერ ერთობლივად წარმოებული გამოძიება, უცხო ქვეყნების და საქართველოს მოქალაქეების მიერ, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ჩამოყალიბებული ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობის გამოვლენას ეხება.
    გამოძიების მიერ ამ ეტაპზე მოპოვებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, კომპანიების დაფუძნებას და მათ ბაზაზე ე.წ. ქოლცენტრების მოწყობას. აღნიშნული ქოლცენტრების მეშვეობით ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეების კუთვნილი მილიონობით ევროს თაღლითურად დაუფლებას და შემდგომში მათ გათეთრებას.

    დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ ე.წ. ქოლ-ცენტრის ფუნქციონირებისთვის, ასეულობით საფირმო სახელწოდებით შექმნილია ელექტრონული სავაჭრო პლატფორმები, რომლებიც უზრუნველყოფდა მომხმარებლისაგან თაღლითურად მოპოვებული თანხების განთავსებას ფიქტიური საწარმოების საბანკო ანგარიშებზე.

    ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა საქართველოს პროკურატურისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და უწყებას ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის, მათ შორის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტურ უწყებებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის გამოცდილება აქვს.

    ​საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ანალოგიურ დანაშაულებზე, გერმანელ კოლეგებთან თანამშრომლობის შედეგად, სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს პროკურატურის მიერ დაწყებულია ე.წ. ქოლცენტრების საქმიანობაში ჩართული ათეულობით ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიმართ.

    ამ შემთხვევაშიც გამოძიება, გერმანულ მხარესთან, ასევე საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფში ჩართული ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან, აქტიური თანამშრომლობით გაგრძელდება ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობაში ჩართული სხვა პირების მხილების მიზნით.

    საქართველოს პროკურატურა მადლობას უხდის მაღალპროფესიონალურად და წარმატებით ჩატარებული ღონისძიებისთვის საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს. ასევე, აღნიშნული ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში გაწეული დახმარებისთვის, ევროჯასტის წარმომადგენლებს.
    საქართველოს პროკურატურა, ადასტურებს საკუთარ პატივისცემას საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს, ბატონი ელჩის, გერმანიის პოლიციის ატაშეს, ბამბერგის და დრეზდენის პროკურატურების, ასევე ბავარიის და საქსონიის სახელმწიფო პოლიციის წარმომადგენლებს მიმართ, და კიდევ ერთხელ გამოთქვამს ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღდეგ ბრძოლაში ეფექტიანი თანამშრომლობისთვის მზადყოფნას,”-აღნიშნულია განცხადებაში.

  • ოკუპანტებისგან ყოველდღიურად 10-ზე მეტ კიბერშეტევას ვიგერიებთ – SBU

    “ოკუპანტებისგან ყოველდღიურად 10-ზე მეტ კიბერშეტევას ვიგერიებთ” – აცხადებს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილია ვიტიუკი.მისი თქმით, უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმების პარალელურად ძლიერი კიბერშეტევები ხდება, რათა ზიანი მაქსიმალური იყოს.

    • “SBU მუდმივად ბლოკავს კიბერშეტევებს ენერგეტიკულ ობიექტებზე. ეს ინდუსტრია ინფრასტრუქტურასთან და ლოჯისტიკასთან ერთად რუსული სპეცსამსახურების პრიორიტეტული სამიზნეა. […] მტერს სურს, რომ ელექტროენერგიის, წყლის, გათბობის, კომუნიკაციებისა და ინტერნეტის გარეშე დავრჩეთ. ისე, რომ ადამიანებმა ვერ მიიღონ ინფორმაცია, ვერ დაუკავშირდნენ საყვარელ ადამიანებს, ვერ გადაიხადონ მაღაზიაში… მაგრამ ეს ახლა აბსოლუტურად შეუძლებელია ჩვენი მომზადებისა და რეაგირების ამ დონეზე. უარეს შემთხვევაში, მაგალითად, კიბერშეტევის გამო, შეიძლება ცოტა ხნით გამორთონ დენი, ან ზოგიერთმა სერვისმა მოკლე დროით არ იმუშაოს, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ, რომ ეს არ მოხდეს“, – აღნიშნა ილია ვიტიუკმა.

  • პენტაგონი აცხადებს, რომ რუსეთმა ომში ტანკების ნახევარი სავარაუდოდ უკვე დაკარგა

    აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილე პოლიტიკის საკითხებში კოლინ კალი  აცხადებს, რომ რუსეთმა, სავარაუდოდ, დაკარგა თავისი ძირითადი საბრძოლო ტანკების ნახევარი და გამოიყენა ზუსტი მართვადი იარაღის უმეტესობა.ამის შესახებ მან, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მედიისა და ეროვნული უსაფრთხოების პროექტის ფარგლებში ისაუბრა.

    „პუტინმა მარცხი განიცადა. რუსეთი ამ ომიდან უფრო სუსტი გამოვა, ვიდრე იყო “,- განუცხადა კალმა ჟურნალისტებს.

  • რაც მეტს ვილაპარაკებთ ივანიშვილზე, მეტად გაიზრდება მისი ზეგავლენა ადამიანებზე – ქადაგიშვილი

    ”გვეუბნებიან, რომ შევამციროთ ბიძინა ივანიშვილის გავლენა საზოგადოებაზე, პოლიტიკაზე და ეკონომიკაზე, როგორ შევამციროთ? – ალბათ, აღარ უნდა დავსვათ ბიძინა ივანიშვილზე კითხვა, აღარ უნდა ვუპასუხოთ, თორე, რაც მეტს ვლაპარაკობთ ბიძინა ივანიშვილზე, მით უფრო იზრდება მისი ზეგავლენა ადამიანებზე.”

    ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას.

  • ”არანაირი ფასი არ აქვს, ყველამ იცის, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი” – კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

    ” არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ანალოგიური რეზოლუციის მიღება ხდება. ძალიან სამწუხაროა, რომ ხდება მთელი რიგი არასწორი საკითხების ჩაწერა რეზოლუციაში და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ამ რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს. არანაირი ფასი არ აქვს თავის შინაარსიდან გამომდინარე იმიტომ, რომ საქართველოში ყველამ იცის, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, რას წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი, რას აქვს ამ ადამიანს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის, ჩვენი ხალხისთვის. ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ და ამ საქმეების კეთება ბიძინა ივანიშვილს არ დაუწყია გუშინ და გუშინწინ.

    შესაბამისად, იმას, რაც არის მოცემული რეზოლუციაში, ნამდვილად არ ვეთანხმები ამ ყველაფერს. რაც შეეხება ევროპულ გზას, ჩვენ ხელისუფლება ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თუნდაც რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, 12-პუნქტიანი დათქმა რაც იყო, ჩვენი მხრიდან ყველაფერი იქნება შესრულებული და გაკეთებული იმისთვის, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ევროპული ოჯახის წევრი”.

    ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე.

  • ”ოცნების” თქმით, დეოლიგარქიზაცია არ ეხება ივანიშვილს, ეს ცუდ შთაბეჭდილებას ქმნის – გრეგოროვა

    იყო რამდენიმე შესწორება ივანიშვილის შესახებ, მაგრამ ისინი არ გავიდა, შესაბამისად, ეს შესწორებები, ამ დროის მონაცემებით, არაა დასკვნაში. შესაძლოა, ეს შესწორებები ისევ გაჩნდეს დასკვნაში, თუ ჯგუფები რომლებმაც ეს შესწორებები მოითხოვეს, დააყენებენ მაშინ, როდესაც დასკვნა გავა პლენარულ სესიაზე ხმის მიცემისას რამდენიმე კვირაში.

    ზოგადად, დეოლიგარქიზაცია არის ერთ-ერთი იმ 12 პუნქტიდან, რომელთა შესწორებაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებადაა საჭირო, ამიტომ ეს ძალზე მნიშვნელოვანია. თუ ვისაუბრებთ საქართველოს პარლამენტის მიერ შეთავაზებულ ანტიოლიგარქიულ =კანონზე, მე ჯერ არ მინახავს ინგლისური თარგმანი, თუმცა მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ის უკრაინული კანონის ასლს წარმოადგენს, გარდა მცირე ცვლილებებისა, ხოლო უკრაინულმა კანონმა გარკვეული კრიტიკა მიიღო, რადგან იქიდან გამომდინარე, თუ როგორაა ის დაწერილი, შესაძლებლობა ჩნდება მისი ბოროტად გამოყენების, მათ შორის ოპოზიციის ან კონკრეტული პირების სასამართლო დევნისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ ქართული ოცნების ზოგიერთმა წარმომადგენელმა უკვე განაცხადა, რომ ანტიოლიგარქიული კანონი არ შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მიუხედავად იმისა, რომ ის კანონის განსაზღვრებით არის ოლიგარქი, ეს რა თქმა უნდა, თვლის ძალზე ცუდ შთაბეჭდილებას, თუ როგორ იქნება გამოყენებული ეს კანონმდებლობა, იქნება თუ არა ის ბოროტად გამოყენებული. ეს ყოველივე გამოიწვევს შეშფოთებას ევროპარლამენტში და აუცილებლად უნდა იყოს განხილული ქართველ კოლეგებთან“,

    აცხადებს, ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა “ფორმულასთან” საუბარში.

  • მედიათავისუფლების კუთხით საქართველომ უკან დაიხია, რაც ძალიან ცუდი პრეცედენტია- გრეგოროვა

    ”მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამიას პატიმრობა მიესაჯა, ეს საკითხი ანგარიშში დაემატა. ჩვენი აზრით, ეს საქართველოში მოვლენების ძალზე ცუდი განვითარებაა. ანგარიშში ჩვენ ვახსენეთ, რომ უნდა მოხდეს სასამართლოს დეპოლიტიზება და უნდა არსებობდეს უფრო ფართო მედიათავისუფლება, რადგან მედიათავისუფლების საკითხში, საქართველომ საკმაოდ დაიხია უკან და ეს ძალიან ცუდი პრეცედენტია. ასევე ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა უნდა მიიღოს საჭირო სამედიცინო დახმარება, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ უნდა ემუქრებოდეს. ჩვენი მიზანი საქართველოში უკეთესი დემოკრატიული სისტემის აშენებაში დახმარებაა, ჩემი აზრით მნიშვნელოვანია, შედგეს გამჭვირვალე სასამართლო პროცესი, ყოველგვარი პოლიტიზირების გარეშე. მიხეილ სააკაშვილს, რა თქმა უნდა, უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მან უნდა მიიღოს სამართლიანი და თავისუფალი სასამართლო პროცესი. რა თქმა უნდა, ეს არ ხდება, მაგრამ ასეთია ჩემი ხედვა, იდეალური გამოსავლის.”

    აცხადებს, ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ფორმულასთან ინტერვიუში.