Category: სლაიდერი

  • აღმოიფხვრას ივანიშვილის გადამეტებული გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში – ევროპარლამენტის რეკომენდაცია

    ”აღმოიფხვრას ივანიშვილის გადამეტებული გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში” – ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ყოველწლიური ანგარიში კომპრომისული შესწორებებით მიიღო და სწორედ ამ რეზოლუციის ერთ-ერთი შენიშვნა ეხება დეოლიგარქიზაციის საკითხს:

    “ევროპარლამენტი ხაზს უსვამს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის აუცილებლობას, როგორც კომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს. საქართველოსთვის ამის გადაწყვეტა აუცილებელია კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე. ევროპარლამენტის რეკომენდაციებით უნდა გადაიჭრას დამოუკიდებელი ინტერესების გადაჭარბებული გავლენა, კერძოდ, ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან სისტემური გზით, სტრუქტურული და მარეგულირებელი რეფორმებით, ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში”. – წერია დოკუმენტში.

    დეპუტატებმა 220-მდე ცვლილების ინიციატივა წარადგინეს – მასში მოხვდა ივანიშვილის სანქცირება, მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთოების საკითხი.

    დოკუმენტს კენჭისყრაზე 21 ნოემბერს გაიტანენ.

  • ევროპარლამენტი “ოცნებას” მოუწოდებს, გაათავისუფლოს სააკაშვილი და მიეცეს მკურნალობის შესაძლებლობა საზღვარგარეთ

    ვროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ყოველწლიური ანგარიში კომპრომისული შესწორებებით მიიღო. მიღებულია ასევე ცვლილება, რომელიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ეხება. შესწორებების ახალ ვერსიაში საუბარია :

    • “საქართველოს ხელისუფლებამ გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას უფლება, გაიაროს სათანადო სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ ჰუმანიტარული ნიშნით და როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება;  მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები და განიხილოს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები მედიის მუშაკებისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედია საშუალებების მფლობელების ან ახლო ოჯახის წევრების წინააღმდეგ”.

    ანგარიშის მთავარი მომხსენებელი სოციალისტი სვენ მიქსერია

    .

  • “ოცნებამ” ხალხი კი არ მოატყუა, შეუსრულა რა – გია კორკოტაშვილი

    ” ქართული ოცნება რომ მოვიდა, იმედი გვქონდა, რომ რაღაც ახალი უნდა გაკეთებულიყო ჩემს საქართველოში და  არ გაკეთდა, იმიტომ არის დანგრეული დღეს ხალხი, იმიტომ არის უუნარო დღეს, იმიტომ არის ესე, რა, რომ აღარ იცის უკვე, რა ქნას, ვიღას ენდოს? იმას, ვისაც ბოლოს ენდო, მოატყუილა იმან რა და რა ქნას ამ ქართველმა ხალხმა? [ოცნებამ] მოატყუა? მოატყუა კი არა, შეუსრულა რა, ყველაზე მაგარი სიტყვა ეს არის…

    მე, გია კორკოტაშვილს, 4 შვილის მამას, არავითარი საშუალება არა მაქვს სადმე მუშაობის, რომ ელემენტარულად რაღაცა გავაკეთი. ყველგან, სადაც მივდივარ, ჩახერგილია ჩემთვის. არ ვიცი [რატომ], სახელმწიფოებრივად ასე მომიდგნენ, იმიტომ, რომ ველაპარაკები პირდაპირ, არ მომწონს მათი საქციელები და პირდაპირ ველაპარაკები და ეს არ მოსწონთ, უნდათ მორჩილი, ცუნგუშები უნდათ, სჭირდებათ, რომ დაუკრავენ ტაშს და პოზას მიიღებს”.

    ამის შესახებ, ”ქართული მარშის” ლიდერმა გია კორკოტაშვილმა  ჯორჯიან თაიმსის ეთერში საუბრისას განაცხადა.

  • ევროპარლამენტარები ცდილბოენ არარელევანტური ცვლილებები შეიტანონ რეზოლუციაში – კობახიძე

    “პირველი ტექსტი, რომელიც მომზადდა არის დაბალანსებული და ის ასახავს საქართველოს პროგრესს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით, თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ არიან ერთი და იგივე ოდიოზური ევროპარლამენტარები, რომლებიც ცდილობენ აბსოლუტურად არარელევანტური და სიმართლეს აცდენილი ცვლილებები შეიტანონ რეზოლუციაში.

    ამ ადამიანებს აქვთ პირდაპირი კავშირი იმ საერთო კოორდინაციასთან, რომლის მიზანია საქართველოში მეორე ფრონტის გაჩაღება. რა თქმა უნდა, ისინი არანაირი ნაცმოძრაობის ლობისტები არ არიან, რადგან რესურსი ნაცმოძრაობას არ აქვს, იმისა, რომ მათ ასეთ დონეზე, საგარეო ფრონტზე იმუშაონ. რეალურად, ისინი არიან ერთმანეთის მოკავშირეები, უფრო მეტად ნაცმოძრაობა არის ამ ხალხის მოკავშირე, ვიდრე ისინი ნაცმოძრაობის მოკავშირეები. გამგები გაიგებს ამ ყველაფერს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არის რაღაც გლობალური ომის პარტია, რომლის წარმომადგენლებიც არიან ეს ოდიოზური ევროპარლამენტარები და მათ ამოძრავებთ ერთადერთი მიზანი, რომ საქართველოში გამოიწვიონ ის პროცესები, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, უკრაინაში წარიმართება”,

    განაცხადა, ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

  • ჩვენ ვართ ეფექტურები, რაოდენობა ვერასდროს გადაჯობნის ხარისხს – ერმაკი

    “პირველმა მსოფლიო ომმა აჩვენა, რომ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიძლება განადგურდეს სანგრების ომში. ახლა რუსები იყენებენ მსგავს პრინციპებს, როცა ათასობით საკუთარ ჯარისკაცს აგზავნიან სასიკვდილოდ. ჩვენ ვართ ეფექტურები, ხოლო ისინი რაოდენობრივად მეტნი არიან. მკვდრების არდათვლა და მათი დავიწყება – ეს არის რუსეთის ომის მთელი არსი”,

    ამის შესხებ, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

  • შეუძლებელია, ენდო კვლევას, სადაც ლომჯარია უფრო რეიტინგულია, ვიდრე ივანიშვილი – ხვიჩია

    ”მთავარი პრობლემა ის არის, რომ შეუძლებელია, ენდო კვლევას, თუ ოდნავ მაინც საღ აზრზე ხარ, სადაც ნინო ლომჯარია უფრო რეიტინგულია, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი. ასე რომ შეხედო ამ კვლევას, მიხვდებით, რამხელა აბსურდამდე შეიძლება, მივიდეს ეს საქმე.”

    ამბობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, გირჩის დეპუტატი იაგო ხვიჩია IRI-ის კვლევაზე.

  • ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს – სუს

    ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს – სუს

    რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელეს.

    “იგი ოკუპირებული გალის ტერიტორიიდან ზუგდიდში ბრუნდებოდა, რა დროსაც განხორციელდა მისი უკანონო დაკავება. ცხელი ხაზით გაზიარებული ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებულს თან ჰქონდა ნარკოტიკული ნივთიერების შეკვრა.

    უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი. საოკუპაციო ძალის მიერ განხორციელებული მორიგი მძიმე ინციდენტის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.
    ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით.

    საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.” – აცხადებს სუს-ი.

  • როდესაც გვარამია პრეზიდენტს უწოდებდა რეზიდენტს, ამ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს შენიშვნა არ ჰქონიათ – კობახიძე

    “შეგახსენებთ, როდესაც გვარამია ქალ პრეზიდენტს უწოდებდა რეზიდენტს, სხვა სიტყვებს არ გავიმეორებ, ამ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს არც ერთი შენიშვნა არ ჰქონიათ ამასთან დაკავშირებით, კომენტარიც არ გაუკეთებიათ. დღეს ისინი ამ რეზიდენტს, გვარამიას სიტყვებს ვიმეორებ, სთხოვენ გვარამიას შეწყალებას, რაც რბილად რომ ვთქვათ ყველაფრის დამახინჯებაა, რაც უკავშირდება ქართულ პოლიტიკას. ოდიოზური ევროპარლამენტარების განცხადება ჩვენთვის ვერავითარი ფასი ვერ ექნება”

    განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე კობახიძემ, 12 ევროპარლამენტარი წერილის პასუხად

     

  • პრეზიდენტს შეუძლია სიტუაციის შეცვლა – ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტი პატიმრის შეწყალებაა – იუკნევიჩიენე

    ”ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტი არის ევროპული აზროვნების ადამიანი. იცის, რას ნიშნავს დემოკრატია და რას ნიშნავს ევროკომისიის 12 მოთხოვნა. მე ვფიქრობ, მან იცის, რა არის დეოლიგარქიზაცია. მან ეს ყველაფერი შიგნიდან იცის. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია პრეზიდენტისთვის, რომ იმოქმედოს. მას შეუძლია სიტუაციის შეცვლა – ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტი პატიმრის შეწყალებაა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პატიმრობა პოლიტიკურად მოტივირებულია, ამიტომ მე ვენდობი თქვენს პრეზიდენტს, მისი დროა, რომ თქვას სიტყვა და გააგზავნოს ერთი კარგი მესიჯი საქართველოდან თქვენი მეგობრებისთვის ევროპარლამენტში, რომ ჩვენ ვთქვათ, ეს არის იმედი საქართველოში, ის დაბრუნდება ევროკავშირის გზაზე.”

    განაცხადა ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ ფორმულასთან ინტრევიუში.

  • ტილი რომლითაც ივანიშვილი მართავს ქვეყანას, საწინააღმდეგოა ევროკავშირის წევრობასთან – იუკნევიჩიენე

    ”უკვე ძალიან ბევრჯერ ითქვა, რომ ყველაფერი ქართველ ხალხზეა დამოკიდებული, თუმცა ხალხი თუ არ შეცვლის სიტუაციას, არის შესაძლებლობა, რომ ეს ევროპული პერსპექტივაც დაიკარგოს, რადგან მეორე მხარეს არის რუსეთი. აქ სხვა პერსპექტივა არ არსებობს ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ეს უკვე ერთხელ მოხდა ევროპის კონტინენტზე, როდესაც სლოვაკებმა დაკარგეს ევროპული პერსპექტივა, თუმცა მათ დიდი შეცდომის შემდეგ მოახერხეს ევროპულ ოჯახში დაბრუნება. ვფიქრობ იგივე გზა აქვს გასავლელი საქართველოს. ის სტილი რომლითაც ივანიშვილი მართავს ქვეყანას, საწინააღმდეგოა ევროკავშირის წევრობასთან.”

    ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ ”ფორმულასთან” საუბრისას განაცხადა.