Category: სლაიდერი

  • რუსებმა დონეცკის ოლქში საცხოვრებელი უბანი დაბომბეს – არის მსხვერპლი

    რუსმა ოკუპანტებმა  დონეცკის ოლქის ქალაქ კურახოვოს საცხოვრებელი უბანი დაბომბეს. ინფორმაციას დონეცკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პაველ კირილენკო ადასტურებს.  კირილენკოს თქმით, რუსულმა ძალებმა საარტილერიო ცეცხლი გახსნეს. მისივე ინფორმაციით, დაიღუპა 1, დაშავდა 2 ადამიანი და დაზიანდა წყალმომარაგების ობიექტი.

    “ერთი ჭურვი პირდაპირ მაღალსართულიან შენობას მოხვდა. გარდა ამისა, დაზიანებულია წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა და ჩამტვრეულია შენობების მინები”, – თქვა კირილენკომ.

  • დნეპერთან მოსკოვის საპატრიარქოს მთვრალმა მღვდელმა ლუდისთვის ჩხუბი დაიწყო – ვიდეო

    დნეპრის მახლობლად, სოფელ სლობოჟანსკში, მოსკოვის საპატრიარქოს მღვდელი თავს დაესხა ორ მამაკაცს, რომლებმაც უარი თქვეს მისთვის ლუდის დალევაზე.

    მამაკაცების თქმით, მაღაზიიდან გზად ისინი ეკლესიისკენ მიდიოდნენ რა დროსაც მათ მღვდელი უცნაური წინადადებით მიუახლოვდა.

    „ტაძრის ტერიტორიაზე ჩვენთან მოვიდა მღვდელი და შემოგვთავაზა ჩვენი ლუდის დალევა, ჩვენ უარი ვთქვით. მან კი ანაფორა გაიხადა და თავს დაგვესხა“, – თქვა ერთ-ერთმა მამაკაცმა.

    კადრებში ჩანს, რომ მამაკაცები რამდენიმე ბოთლ ლუდთან ერთად ტაძრიდან სახლში ბრუნდებოდნენ, მაგრამ  მღვდელი მათ დაეწია, ანაფორა გადააგდო და ჩხუბი დაიწყო.

    ოლეგ ლებედინსკიმ, დნეპროელმა პასტორმა, ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოში შენიშნა, რომ კადრებში მღვდელი სერგეი რეზნიკოვია, რომელიც ეპარქიაში ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობა უკავია.

    “ყურადღება! ის არის უკრაინაში მოსკოვის ეკლესიის დნეპროპეტროვსკის ეპარქიის მთელი განათლების განყოფილების ხელმძღვანელი.”, – თქვა ლებედინსკიმ.

  • გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი შაჰიდებით გრძელვადიან შეტევას გეგმავს – ზელენსკი

    ”წლის დაწყებიდან მხოლოდ ორი დღე გავიდა და უკრაინის თავზე ჩამოგდებული ირანული დრონების რაოდენობა უკვე 80-ზე მეტია და ეს რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს უახლოეს მომავალში. იმიტომ რომ, ღამეები ამ კვირებში შეიძლება საკმაოდ დაძაბული იყოს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი შაჰიდებით გრძელვადიან შეტევას გეგმავს. მისი ფსონი შეიძლება იყოს შესუსტებაზე. ჩვენი ხალხის, ჩვენი საჰაერო თავდაცვის, ჩვენი ენერგიის შესუსტებაზე… ჩვენი ამოცანაა მივცეთ უკრაინას ყოველდღიური წარმატებები, მიღწევები, მცირე გამარჯვებები, თუმცა მაინც გამარჯვებები ტერორისტებზე და ტერორზე. ყოველი ჩამოგდებული დრონი, ყოველი ჩამოგდებული რაკეტა, ყოველი დღე ჩვენი ხალხის ელექტროენერგიით ყოფნა და მინიმალური გამორთვის გრაფიკი – სწორედ ასეთი გამარჯვებები”

    აცხადებს, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

  • სამწუხაროა, რომ ინდივიდები სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის თემას გასახლეჩად იყენებენ – ენმ

    სამწუხაროა, რომ ინდივიდები სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის თემას გასახლეჩად იყენებენ – ენმ

    სამწუხაროა, რომ ინდივიდები სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის თემას გასახლეჩად იყენებენ – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარტიის ერთ-ერთი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ბრიფინგს ეხმაურება.

    “დღეს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა და პარტიის თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ფეიგინის ინიციატივას სოლიდარობის აქციასთან დაკავშირებით, პარტიის მიერ დაგეგმილისგან განსხვავებულ ლოკაციაზე უერთდება.

    გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ სოლიდარობის აქცია პარტიის მიერ 31 დეკემბერს დაიგეგმა. მათ შორის, შეირჩა ლოკაციებიც საქართველოს ყველა დიდ ქალაქში. აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გენერალურ მდივანს ინფორმაცია მიაწოდა.

    შესაბამისად, პარტიის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, რომელიც მედიაშიც გაჟღერდა, სოლიდარობის აქცია თბილისში, 4 იანვარს, 18:00 საათზე, მშვიდობის ხიდზე გაიმართება. ხოლო ლოკაცია მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება არა 2, არმედ 8.

    8 ლოკაციიდან 3 – თელავის, გორისა და რუსთავის აქციების ორგანიზება დაევალა ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერ თავმჯდომარეებს.

    პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა არის ის საკითხი, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს და სამწუხაროა, რომ ინდივიდები მას გასახლეჩად იყენებენ”.  – ნათქვამია ენმ-ის განცხადებაში.

  • აზოვის პოლკის ყოფილი მეთაური უკრაინაში რუსეთის დიდ შეტევას პროგნოზირებს

    აზოვის პოლკის ყოფილი მეთაური მაქსიმ ჟორინი თვლის, რომ რუსეთი მეორე დიდ შეტევას განახორციელებს უკრაინის წინააღმდეგ. მისი თქმით, რუსი დამპყრობლები შეტევას სამი მიმართულებით დაიწყებენ.

    RADIO NV-თან ინტერვიუში ჟორინმა თქვა, რომ მოსკოვი გადაწყვეტს ამ შეტევაზე, იმ დანაყოფების გაგზავნას, რომლებიც მათ მობილიზებულებისგან შეაგროვეს. ისინი არ იქნებიან კარგად გაწვრთნილი პროფესიონალი სამხედროები თუმცა იქნებიან ბევრნი.

    „სანამ ჩვენ ვიცინოდით იმ ვიდეოებზე, სადაც რუსები ნასვამები არიან, ჩხუბობენ და ა.შ. ამ მობილიზებულებს წვრთნიან, მათგან ახალი დანაყოფები და იარაღები ფორმირდება“, – განაცხადა მან.

    ჟორინი ამბობს, რომ რუსი დამპყრობლები აირჩევენ თავდასხმის ერთ-ერთ მიმართულებას – ხარკოვის რეგიონს, ან კიევს, ან უკრაინის დასავლეთის რეგიონებს.

  • უკრაინელებმა სექტემბრიდან მოყოლებული 500-მდე მტრის „შაჰედი“ გაანადგურეს

    უკრაინის საჰაერო თავდაცვამ სექტემბრიდან მოყოლებული უკვე გაანადგურა ხუთასამდე ირანული წარმოების მტრის კამიკაძე დრონი.

    როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა იური იგნატმა საინფორმაციო ტელემარტონის ეთერში განაცხადა, შესაძლებელია მტრის ახალი თავდასხმები და უკრაინა ამისთვის უკვე ემზადება.

    “უკრაინელებმა ახალი წლის ღამეს და ახალი წლის შემდეგ უკვე ჩამოაგდეს მტრის 84 ირანული წარმოების კამიკაძე დრონი ასეთი შედეგები აქამდე არასდროს ყოფილა. ჩამოგდებული დრონების რაოდენობა უკვე უახლოვდება 5 ათასს 11 სექტემბრის შემდეგ. – თქვა იგნატმა. .

  • სოფელ კოშკის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს 2 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

    სოფელ კოშკის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს 2 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

    რუსმა ოკუპანტებმა,  გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

    “აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი. ამასთან, ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

    ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებულების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ დესტრუქციულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას”, – წერია სუს-ის განცხადებაში.

  • სააკაშვილს სურვილი აქვს, რომ სასამართლო პროცესებს ფიზიკურად დაესწროს

    საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს სურვილი აქვს, რომ სასამართლო პროცესებს ფიზიკურად დაესწროს.

    „მას სურვილი აქვს, რომ სასამართლო პროცესებს ფიზიკურად დაესწროს, ამას გავივლით. გარდა ამისა, მოწმეთა რიგითობის საკითხებზე შევჯერდებით. ვეტყვი რას ვფიქრობ, როგორ ვფიქრობ. იქ არიან ამერიკელი, ინგლისელი, უკრაინელი და ქართველი ექსპერტები. ეს ტექნიკური და ლოჯისტიკური საკითხები გვაქვს გასავლელი. გარდა ამისა, ბოლო დღეებში უკიდურესად დამძიმდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ახლა გამოვითხოვ მისი ავადმყოფობის ისტორიის ბოლო ჩანაწერებს. რაც შეეხება სასამართლო პროცესებს, დარჩენილი არიან მნიშვნელოვანი ექსპერტები, რომლებიც ამბობენ, რომ სააკაშვილი არის მძიმე ავადმყოფი, მისი მძიმე ავადმყოფობა ხელს უშლის სასჯელის მოხდას. ეს არის ის ძირითადი საკითხი, რასაც ისინი გააჟღერებენ, შემდეგ დიაგნოზებს იტყვიან, უნდა დაასაბუთონ რა კვლევებით, რა მსჯელობით, რა სამეცნიერო მეთოდიკით მივიდნენ ამ დიაგნოზამდე. შევუთანხმებ ასევე მიხეილ სააკაშვილს, მოვითხოვთ პროცესები ჩატარდეს ყოველდღიურ რეჟიმში, მათ შორის თუნდაც 09:00 საათიდან ღამის 12 საათამდე“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

  • 3 პუნქტში რუსების შეტევა მოვიგერიეთ, ჩამოვაგდეთ 27 დრონი და ვერტმფრენი Ka-52 – უკრაინა

    2 იანვარს უკრაინელებმა  13 დასახლებულ პუნქტში რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს და 27 ირანული დრონი ჩამოაგდეს. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

    გენშტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში რუსებმა 6 სარაკეტო და 52 საჰაერო დარტყმა განახორციელეს – 77 შეტევა განხორციელდა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან. ოკუპანტების მთავარი სამიზნე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო.

    გენშტაბის თქმით, რუსები ცდილობენ დონეცკსა და ლუჰანსკზე სრული კონტროლი მოიპოვონ, ხოლო განსაკუთრებულ ძალისხმევას ბახმუტს ახმარენ.

  • ISW: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ცდილობს მაკეევკაში სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვა დონეცკის ადგილობრივ ხელისუფლებას დააბრალოს

    უკრაინული HIMARS სისტემის გამანადგურებელმა მაღალი სიზუსტით დარტყმამ მაკეევკას რუსულ ბაზაზე ახალი წლის ღამეს კრიტიკის ახალი ტალღა გამოიწვია  რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის მიმართ, წერენ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ექსპერტები რეგულარულ ანგარიშში.

    უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ დარტყმის შედეგად 10-მდე ტექნიკა განადგურდა, თუმცა მსხვერპლის სავარაუდო რაოდენობა არ დაასახელეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა მანამდე განაცხადა, რომ პროფესიული სასწავლებლის შენობაზე დარტყმის შედეგად, სადაც რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ, 400 ადამიანი დაიღუპა და 300 დაშავდა.

    რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ორშაბათს აღიარა დარტყმის ფაქტი და 63 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა. თუმცა, სხვადასხვა წყაროები საუბრობენ ასობით დაღუპულ რუს მობილიზებულ სამხედროზე.

    ISW მიიჩნევს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ცდილობს უსაფრთხოების ზომების ცუდი ორგანიზებისა და ოპერაციების საიდუმლოების დარღვევაზე პასუხისმგებლობა თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერებსა და თავად მობილიზებულებზე გადაიტანოს.

    ე.წ.  “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“  წარმომადგენლებმა რუსულ მედიას განუცხადეს, რომ დარტყმის მიზეზი იყო “სამხედრო პერსონალის მაღალი ფიჭური აქტივობა”.

    “წინასწარი ინფორმაციით, HIMARS-ის დარტყმის მიზეზი იყო ჩამოსული სამხედრო მოსამსახურეების მიერ მობილური ტელეფონების აქტიური გამოყენება. მტერმა ECHELON-ის სადაზვერვო კომპლექსის გამოყენებით გამოავლინა ფიჭური კავშირგაბმულობის აქტივობა და აბონენტების მდებარეობა”, – განაცხადა TASS-ის წყარომ.

    კრემლის მომხრე გამოცემებმა და ზოგიერთმა “სამხედრო კორესპონდენტმა” განაცხადეს, რომ რუსმა სამხედროებმა სათანადოდ უნდა შეაფასონ უკრაინის შესაძლებლობები და მოითხოვეს სამხედრო პერსონალის მიერ მობილური ტელეფონების გამოყენების მკაცრი წესების შემოღება.

    საინფორმაციო სივრცეში ასევე გავრცელდა მოწოდებები, დაისაჯონ ისინი, ვინც გადაწყვიტა სამხედრო ბაზისთვის პროფესიული სასწავლებლის შენობის გამოეყენებინათ.