Category: სლაიდერი

  • გავაგონოთ ცივილიზებულ სამყაროს, რომ არჩევანს სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, ვაკეთებთ სიცოცხლეზე – მელია

    “ვიკრიბებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით, იმისათვის, რომ მკაფიოდ გავაგონოთ კიდევ ერთხელ მთელ ცივილიზებულ სამყაროს, არა ყრუ ხმა, არამედ მკაფიო ხმა, რომ დიახაც, ჩვენ ვართ სოლიდარულები და არჩევანს სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, ვაკეთებთ, სიცოცხლეზე, დიახაც ჩვენ ვართ სოლიდარულები და არჩევანს მტკივნეულ საბჭოთა წარსულსა და ევროპულ მომავალს შორის, არჩევანს ვაკეთებთ ევროპული მომავლის სასარგებლოდ, ვართ სოლიდარულები და ვამბობთ, რომ სიკეთე გაიმარჯვებს ბოროტებაზე”,

    აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია.

  • რუსეთის პატრიარქი ილია მეორეს 90 წლის იუბილეს ულოცავს

    რუსეთის პატრიარქი კირილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 90 წლის იუბილეს ულოცავს.

    „მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს, თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს – 90 წლის იუბილეს.

    თქვენი უწმინდესობისა და უნეტარესობის ცხოვრების გზა განუყოფლად დაკავშირებულია ქრისტესთან, რომელიც სიყრმიდანვე შეიყვარეთ. ეკლესიის დევნის მკაცრ დროს თქვენ აირჩიეთ ღვთის მსახურების ეკლიანი გზა.

    სასულიერო განათლების წმინდა სერგის დიდ კელიაში მიღების შემდეგ თქვენ შეუდექით გულმოდგინე შრომას იბერიის ეკლესიის სასარგებლოდ, რითაც გაამრავლეთ ღვთით ბოძებული ნიჭი. დაინახეს რა თქვენი ღვთისმოსაობა მეუფეებმა, აგირჩიეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქად“,- ნათქვამია რუსეთის პატრიარქი მისალოც წერილში.

  • ეს ომი მიხეილის სიცოცხლისთვის არის ბრძოლა პოლიტიკაში მორალისა და ღირებულებების დაბრუნებისთვის – არესტივიჩი

    “საქმე ისაა, რომ პოლიტიკა დიდი ხანია ამორალური გახდა. არსებობს გარკვეული ჯგუფების ინტერესები, რომლებიც მიღებულია რომ ნებისმიერ ფასად იქნა ს გატარებული. ახლა, როდესაც ასეთი ომი მიმდინარეობს, რომელიც შეიძლება გასცდეს უკრაინისა და რუსეთის საზღვრებს, დროა, რომ ამაზე ვისაუბროთ. მე მინდა, რომ პოლიტიკაში მორალი დაბრუნდეს და ის ნელ-ნელა ბრუნდება კიდეც. ეს ომი მიხეილის სიცოცხლისთვის არის ბრძოლა პოლიტიკაში მორალისა და ღირებულებების დაბრუნებისთვის და სულ არ აქვს მნიშვნელობა რა ჰქვია ამ ადამიანს, რომელსაც ციხეში აწამებენ და კლავენ. ამიტომ, ნებისმიერი ადამიანი ვინც ამაში მონაწილეობას მიიღებს, იქნება ეს აქციაში ფიზიკურად მისვლით, სიტყვით, თუ სოცქსელებში ინფორმაციის გავრცელებით, მონაწილეობას იღებს ამ ბრძოლაში. “

    აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი. რუსი ბლოგერისა და უფლებადამცველის, მარკ ფეიგინის ინტერნეტ-გადაცემაში მან მოუწოდა ყველას, მონაწილეობა მიიღონ აქციებში, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში მდებარე საქართველოს საელჩოებთან გაიმართება.

  • ბახმუტში ყველა სახლი ციხესიმაგრეა, უკრაინელებს 500-მდე თავდაცვის ხაზი აქვთ – პრიგოჟინი

    “ყველას მთავარი შეკითხვაა, როდის აიღებთ არტიომოვსკს (ბახმუტი). არტიომოვსკში ყოველი სახლი ციხესიმაგრეა. ბიჭები ყოველი სახლისთვის იბრძვიან, ზოგჯერ ერთ დღეზე მეტ ხანს. ზოგჯერ კვირობით იბრძვიან ერთი სახლისთვის. ერთი სახლი აიღეს, მეორე აიღეს. რა არის თავდაცვის გარღვევა? გვეუბნებიან თავდაცვა გაარღვიეთო. თავდაცვის გარღვევაა  – დღეს დილით ერთი სახლი ავიღე, გავარღვიე თავდაცვა, ამ სახლის შემდეგ კი კიდევ ერთი თავდაცვაა და არა ერთი. რამდენი ასეთი თავდაცვის ხაზია არტიომოვსკში? დაახლოებით რომ ვთქვათ 500, ალბათ, არ შევცდებით. ყოველ ათ მეტრში თავდაცვის ხაზია”.

    განაცხადა რუსმა ოლიგარქმა და კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა.

  • რუსეთი ხანგრძლივი შეტევებით უკრაინის დემორალიზებას ცდილობს – ზელენსკი

    “რუსეთი ხანგრძლივი შეტევებით უკრაინის დემორალიზებას ცდილობს” – განაცხადა  უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

    “ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ – და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის – რომ ტერორისტების ეს მიზანი ისევე ჩავარდეს, როგორც ყველა სხვა.” – თქვა პრეზიდენტმა. „ახლა ის დროა, როდესაც საჰაერო სივრცის დაცვაში ყველა განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოს ჩართული.”

  • ქრისტიანულ ძველ და ბრძნულ იდეებს ამტკიცებთ – ლუკაშენკო ილია II-ს იუბილეს ულოცავს

    “მრავალი წელია დაუღალავად მსახურობთ ქრისტიანული ძველი და ბრძნული იდეების გამტკიცების ველზე, თქვენს სახელს უკავშირდება საქართველოში მართლმადიდებლობის ფართომასშტაბური აღორძინება და შენარჩუნება. ჩვენს რთულ დროებაში, როცა დამახინჯება ემუქრება მრავალ ღირებულებას, რომელიც ქრისტეს მცნებებს ეფუძნება, თქვენ ამაყად ატარებთ ღვთის ჭეშმარიტ სიტყვას მრევლის გულში, რომელთაგანაც ათიათასობით თქვენი ნათლულია. თქვენი მაგალითით შთააგონებთ ყველა მორწმუნესა და ურწმუნოს მოწყალების გამოჩენას, კეთილი საქმის კეთებასა და მოყვასის სიყვარულს. დიდ პატივს ვცემ თქვენს მაღალ მსახურებას. მთელი გულით გისურვებთ დიდ სულიერ და ხორციელ ძალას ეკლესიისა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ თქვენი მღვდელმთავრული მისიის შესრულებაში”.

    ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო საქართველოს პატრიარქს ილია II-ს 90 წლის იუბილეს ულოცავს.

  • ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქში 260 სამხედრო დაკარგეს – გენშტაბი

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქის ოთხ დასახლებაში 260 სამხედრო მოსამსახურე დაკარგეს.

    განადგურდა საბრძოლო მასალის 2 საცავი, სხვადასხვა ტიპის სამხედრო აღჭურვილობის 10-მდე ერთეული, დაზიანდა ოკუპანტების განლაგების 2 პუნქტი, ლიკვიდირებულია 260-მდე სამხედრო და არიან დაჭრილები“, – აცხადებენ უწყებაში.

  • პირველად საუკუნის განმავლობაში აშშ-ს კონგრესის ქვედა პალატამ თავმჯდომარე ვერ აირჩია

    ამერიკულ პოლიტიკაში მეორე ყველაზე მნიშვნელოვან პოსტზე, სენატის ქვედა პალატის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილმა რესპუბლიკელმა კევინ მაკარტიმ კვლავ ვერ მოიპოვა ხმების საჭირო რაოდენობა. პირველად საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, სენატის ქვედა პალატამ ვერ შეძლო თავმჯდომარის არჩევა.

    სამშაბათს საღამოს კენჭისყრაში მაკკარტიმ რესპუბლიკელების მხოლოდ 203 ხმა მოიპოვა. თანამდებობის დასაკავებლად მას მინიმუმ 218 ხმა სჭირდება.

    წელს პალატაში მხოლოდ 222 რესპუბლიკელია, მაგრამ ფრაქციის 19 ყველაზე კონსერვატიულ წევრს მისი მხარდაჭერა არ სურს. მისმა მთავარმა კონკურენტმა, დემოკრატმა კანდიდატმა ჰაკიმ ჯეფრისმა 212 ხმა მოიპოვა. მას ხმა ყველა დემოკრატმა მისცა.

    რა მოხდება ახლა?

    ბოლოს ასეთი ვითარება, როდესაც წარმომადგენელთა პალატის სპიკერი პირველ ტურში ვერ აირჩიეს, 100 წლის წინ იყო. 1923 წელს კანდიდატის არჩევას ცხრა ტური დასჭირდა.

    ახლაც პალატა  გააგრძელებს კენჭისყრას წარმატებულ შედეგამდე. სანამ სპიკერი არ აირჩევა, კანონმდებლები სხვა საკითხებზე ვერ გადავლენ – კონგრესის ახალი წევრები ფიცს ვერ დადებენ, ახალი კანონები ვერ მიიღება.

    რამდენი ტური იქნება საჭირო, უცნობია. რამდენი დრო დასჭირდება ამას ასევე გაურკვეველია. 1923 წლის კენჭისყრა რამდენიმე დღე გაგრძელდა.

    წარმომადგენელთა პალატის ბევრმა სპიკერმა  თანამდებობისკენ მიმავალი რთული გზა გაიარა, მაგრამ შიდაპარტიული კონფლიქტები წარსულში საკმაოდ სწრაფად , ხშირად კენჭისყრამდე მოგვარდა.

    მაკკარტი, თავის მხრივ, წინააღმდეგობას შეხვდა ულტრამემარჯვენე თანაპარტიელების  მხრიდან გასული წლის ნოემბერში, როდესაც რესპუბლიკელებმა პალატაში შუალედურ არჩევნებზე უმრავლესობა მოიპოვეს.

    კონგრესმენი ენდი ბიგსი არიზონიდან  მაკარტის ალტერნატივად პოზიციონირებს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა ის მისი რეალური ალტერნატივა გახდას. ასევე მაკკარტის წინააღმდეგია ფლორიდის წარმომადგენელი მეტ გოთცი. კენჭისყრის პირველ ტურში ბიგსმა 10 ხმა მიიღო, კიდევ ცხრა რესპუბლიკელმა ხმა მისცა სხვა კანდიდატებს.

    ოპოზიციას კევინ მაკარტი პირადი და იდეოლოგიური მიზეზების გამო არ მოსწონს . უკვე რამდენიმე კვირაა მაკარტისგან დათმობებს ითხოვენ, კერძოდ, სპიკერის იმპიჩმენტის პროცედურის გამარტივებას.

    სამშაბათს დილით მხარდამჭერებთან შეხვედრაზე მაკკარტიმ თქვა, რომ 20-მდე რესპუბლიკელს შესაძლოა მის წინააღმდეგ  მიეცა ხმა, თუმცა დარწმუნებული იყო, რომ საბოლოოდ გაიმარჯვებდა.

  • ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი “მობილიზაციის პროცესებს” ამზადებს.

    უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საღამოს მიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთი „ახალ სამობილიზაციო პროცესებს“ ამზადებს და ამასთან დაკავშირებით დასავლეთის ქვეყნებს უკრაინის თავდაცვის გაძლიერებისკენ მოუწოდა.

    მისი თქმით, სამშაბათს ოთხი სატელეფონო საუბარი ჰქონდა დასავლეთის ქვეყნების ლიდერებთან (დიდი ბრიტანეთის, ნორვეგიის, კანადისა და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრებთან).

    „ეს წელი მაშინვე დავიწყეთ იმით, რაც უკრაინას ახლა ყველაზე მეტად სჭირდება – იმ ახალი სამობილიზაციო პროცესების წინ, რომელსაც ტერორისტული სახელმწიფო ამზადებს – ახლა, ამ მომენტში, პარტნიორებთან ერთად, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა.”თქვა ზელენსკიმ.

    “ ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ რუსეთის ამჟამინდელი პატრონები  ყველაფერს, რაც დარჩათ და ყველას, ვისი შეკრებაც შეუძლიათ, თავს მოუყრიან და გადმოისვრიან, რათა შეეცადონ ომში სიტუაციის შეცვლას  და დამარცხების გადავადებას. ჩვენ უნდა ჩავშალოთ ეს რუსული სცენარი. […] რუსეთი ახორციელებს მათ მობილიზებას სიკვდილისთვის. ჩვენ კი ვცდილობთ ცივილიზებული სამყაროს მობილიზებას სიცოცხლის გულისთვის.“

    მანამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა რუსებთან მიმართვისას განაცხადა, რომ კრემლი მობილიზაციის მორიგი ტალღის  ამზადებს. მისი თქმით, ქვეყნის მცხოვრებლებს მობილიზაციის თავიდან აცილების მიზნით “დაახლოებით ერთი კვირა” რჩებათ.

    რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ჯარში დაახლოებით 300 ათასი ადამიანის მობილიზების შემდეგ მეორე ტალღა არ იგეგმება. ამავდროულად, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი არ მოაწერა მობილიზაციის დასრულების შესახებ განკარგულებას, რომელიც, ექსპერტების აზრით, რეზერვისტების შემდგომ აყვანის საშუალებას იძლევა ჯარში დამატებითი ფორმალური პროცედურების გარეშე.

    კიდევ რა თქვა ზელენსკიმ?

    მან მადლობა გადაუხადა ნორვეგიას „გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც უკვე მიღებულია და ჯერ კიდევ მზადდება“. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს იარაღით მხარდაჭერასაც ეხება. ზელენსკიმ თქვა, რომ „ნორვეგიის როლი შეიძლება მართლაც ისტორიული გახდეს ევროპის დაცვაში“, მაგრამ არ დაუკონკრეტებია რა ჰქონდა მხედველობაში.

    ამასთან, უკრაინის ლიდერმა მადლობა გადაუხადა ნორვეგიას „მზადყოფნის გამო უკრაინას ამ ზამთრისთვის საჭირო მოცულობის გაზი მიაწოდოს“.

  • ზუგდიდში ორ ქვეითს მანქანა დაეჯახა – არის მსხვერპლი

    ზუგდიდში ორ ქვეითს მანქანა დაეჯახა – არის მსხვერპლი

    ზუგდიდში კოსტავას ქუჩაზე მაზდას მარკის მსუბუქი ავტომანქანა ორ ქვეითს შეეჯახა. შედეგად, ერთი ქალი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე მძიმე მდგომარეობით, ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

    დაღუპული და დაშავებული ნათესავები არიან. ქალები მაღაზიაში მუშაობდნენ და ავტოსაგზაო შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, სახლში ბრუნდებოდნენ.

    დაშავებულია და საავადმყოფოშია გადაყვანილი მძღოლიც, რომელიც ქვეითებს შეეჯახა.

    ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.