Category: სლაიდერი

  • ბრიტანული დაზვერვა: რუსეთის სამხედრო მეთაურობაში უთანხმოება გრძელდება

    გენერალ-მაიორი მიხაილო ტეპლინსკი აღარ არის უკრაინის ომის ერთ-ერთი მთავარი მეთაური, წერს ბრიტანული დაზვერვა ომის 335-ე დღეს ყოველდღიურ მოხსენებაში.

    მაგრამ ის პასუხისმგებელი იყო ხერსონიდან დნეპრის მარცხენა სანაპიროზე საკმაოდ წარმატებულ უკან დახევაზე 2022 წლის ნოემბერში და მას რუსეთში ადიდებდნენ, როგორც ქმედუნარიან და პრაგმატულ მეთაურს, დასძენს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა.

    ბოლო დროს ბევრი ჭორი გავრცელდა იმის შესახებ, რომ ტეპლინსკიმ,სხვა ყველაფერთან ერთად, დაკარგა საჰაერო სადესანტო ძალების ხელმძღვანელობა, სამხედრო ძალების ერთ-ერთი მთავარი სახეობა, რომლის მებრძოლები აქტიურად მონაწილეობენ უკრაინის ომში. მისი გადადგომის შესახებ „სამხედრო კორესპონდენტებმა“ და ომის მხარდამჭერებმა, ალექსანდრე გლადკოვმა და იური კოტენოკმა თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით განაცხადეს.

    ტეპლინსკის გადაყენება, სავარაუდოდ, კიდევ ერთი ნიშანია უკრაინაში რუსული ოპერაციის ხელმძღვანელობაში მიმდინარე განხეთქილებისა.

    ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, გენერალი ვალერი გერასიმოვი ცდილობს მთელი კამპანია პირად კონტროლს დაუქვემდებაროს.

  • კრემლი საქართველოში “გარანტირებული გამარჯვების“ სცენარის განხორციელებას განიხილავს–მედია

    ტელეგრამ არხი Генерал СВР წერს, რომ რუსეთის ხელისუფლება განიხილავს ადვილი გამარჯვების სცენარს რომელიმე მეზობელ ქვეყანაში და ყველაზე რეალურად ამ ეტაპზე საქართველო განიხილება. არხის ინფორმაციით ეს სცენარი პუტინმა შესაძლოა საქართველოს პრორუსულ ხელისუფლებასთან შეთანხმებით განახორციელოს.

    “რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან ოპერატიული შეხვედრისას, რომელიც პარასკევს გაიმართა ვიდეოკონფერენციის საშუალებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უარი თქვა მობილიზაციის მეორე ეტაპის თემის განხილვაზე და განაცხადა, რომ მობილიზაცია არავის გაუუქმებია და შესაბამისად, მობილიზაციის გაგრძელება „მოგვარებული საკითხია“.

    ვიწრო ფორმატის შეხვედრის დახურულ ნაწილზე პრეზიდენტი უფრო სიტყვაუხვი აღმოჩნდა და რამდენიმე „პროგრესული“ განცხადება გააკეთა. პუტინმა თქვა, რომ აუცილებელია მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ სწრაფი ეფექტური “სპეციალური ოპერაციის” იდეის განხორციელება, სადაც გამარჯვება პრაქტიკულად “გარანტირებულია”.

    ასეთ ქვეყნად რუსეთის პრეზიდენტს საქართველოს მიაჩნია. პუტინი დარწმუნებულია, რომ თუ შეთანხმება მიღწეული იქნება საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობის ნაწილთან, შესაძლებელია კონფლიქტის პროვოცირება და გამარჯვების სცენარის განხორციელება, რაც პარალელურად დაეხმარება  საქართველოს ხელმძღვანელობის პრორუსულ ნაწილს თავი დააღწიოს „არასასურველ ელემენტებს“ ხელისუფლებაში. პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტი „სომხური საკითხის“ გადაწყვეტას აპირებს, თუმცა როგორ, არ დაუკონკრეტებია. სპეცოპერაციის მზა სცენარები პრეზიდენტს ჯერ კიდევ იყო გასული  წლის შემოდგომიდა  ქონდა, ახლა კი გასცა ბრძანება ამ სცენარების დღევანდელ რეალობასთან ადაპტირებისა და 1 თებერვლამდე მისთვის წარდგენის შესახებ.

    შაბათ-კვირას პუტინმა მთელი რიგი კონსულტაციები გამართა  მისი ახლო წრის წარმომადგენლებთან. განხილვის თემა იყო „სამშვიდობო წინადადებები“, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს არაფორმალური არხებით გადაეცა გავლენიანი შუამავალი ქვეყნის ხელმძღვანელობისგან.  წინადადებების არსი ის არის, რომ პუტინს სთავაზობენ ჯარების 2022 წლის 23 თებერვლის საზღვრებზე გაყვანას,  გარდა ამისა, ყირიმის უკრაინისთვის გადაცემას შვიდწლიანი გარდამავალი პერიოდის განმავლობაში,  ЛДНР–ის    ტერიტორიები  2022 წლის 23 თებერვლისთვის არსებული ტერიტორიებით რჩება რუსეთის კონტროლის ქვეშ შვიდიდან ათ წლამდე, უმეტესი ქვეყნების მიერ ამ ტერიტორიების რუსულ ფორმალურად აღიარების გარეშე. რის შემდეგაც ამ ტერიტორიების სტატუსი უნდა მოგვარდეს უკრაინასთან შეთანხმებით. წინადადებებში ასევე შედის უკრაინის საზღვრის დემილიტარიზებული ზონა რუსეთისა და ბელორუსის რესპუბლიკისგან, ასევე სამხედრო დამნაშავეების გადაცემა და კომპენსაციის გადახდა უკრაინისთვის.

    „სახის შესანარჩუნებლად“ პუტინს შესთავაზეს, 2022 წლის 23 თებერვლის  საზღვრებზე ჯარების გაყვანის შემდეგ, სხვა გადაწყვეტილებების შესასრულებლად ერთწლიანი ვადა. სავარაუდოდ იმიტომ,რომ რუსეთის პრეზიდენტმა შეძლოს ეს შეთანხმება “გამარჯვებად“ გამოაცხადოს, რაც საშუალებას მისცემს მას ან მის “მემკვიდრეს” აირჩიონ პრეზიდენტად არაუგვიანეს 2024 წლის მარტისა. ამასთან, უკრაინას ნატოში გაწევრიანება გარანტირებული აქვს 2024 წლის ზაფხულში. შვიდი გარანტი ქვეყანა მზად არის იმოქმედოს როგორც შუამავალმა. ეს წინადადებები უკრაინულ მხარეს ჯერ არ მიუღია, შუამავლები პუტინისგან პასუხს ელოდებიან. რუსეთის პრეზიდენტი გააფრთხილეს, რომ უარის შემთხვევაში, უკრაინას მიეწოდებოდა ყველა საჭირო იარაღი, რათა დაამარცხოს რუსული ჯარები უკრაინა აღადგინოს 1991 წლის დეკემბრის საზღვრებში.

    პუტინი ფიქრობს– წერს ტელეგრამ არხი.

  • უკრაინაში ომში მომდევნო 2-3 კვირა გადამწყვეტი იქნება – შარლ მიშელი

    ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი ამბობს, რომ უკრაინაში  ომში მომდევნო 2-3 კვირა გადამწყვეტი იქნება.

    “მომდევნო ორი– სამი კვირა გადამწყვეტია. რაც მოხდება 2023 წელს,  ბევრი რამ დამოკიდებულია მომავალ კვირებზე. ეს არის ის, რაც განსაზღვრავს ჩვენს მომავალს“- თქვა მან ესპანურ გამოცემა Mundo-სთან ინტერვიუში.

    ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნდა გაგრძელდეს კიევისთვის ყველა საჭირო დახმარების მიცემა.

  • არ მითხოვია, თავად გადაწყვიტა თავისი სურვილით–მელია კეზერაშვილის ავტომანქანაზე

    ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია იმ თანაპარტიელებს პასუხობს, ვინც მას თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილისგან საჩუქრად მანქანის მიღებაში ადანაშაულებენ. პასუხი მელიამ ფეისბუქზე დაწერა:

    “ღირსების მქონე საზოგადოებისთვის მართლაც ძნელი მოსასმენია ის ყველაფერი, რასაც საუბრობს და რაზეც მიდის ჩემი კონკურენტის მხარე შიდაპარტიულ არჩევნებში.

    პრაქტიკულად გადაუკვეთავი აღარ დატოვეს არც ერთი წითელი ხაზი. დღეს “საჩუქრების” წამოძახებაზე გადავიდნენ. ეს ყველაფერი, გარდა იმისა რომ მდაბიო საქციელია, უამრავი ტყუილით, სპეკულაციით და ცილისწამებითაა სავსე.

    ვწუხვარ და მეუხერხულება კიდეც ამ თემაზე, რომ ვწერ სტატუსს, მაშინ როცა უზარმაზარი გამოწვევევის წინაშე დგას პარტიაც და ქვეყანაც, მაგრამ პროპაგანდა ასე მუშაობს – დღეს ბევრი ამ თემაზე წერს და სატელევიზიო ეთერებსაც უთმობენ და მე ვალდებული ვარ პირველ რიგში ენმ მხარდამჭერებს ვუთხრა სიმართლე.

    ავტომობილზე ვწერ მეგობრებო, იმ ავტომობილზე, რითაც პარტიის თავმჯდომარე რამდენიმე თვის განმავლობაში გადაადგილდებოდა.

    ციხიდან გამოსვლის შემდეგ მეგობრებმა ჩათვალეს, რომ მჭირდებოდა დაცვა და შესაბამისად დამატებითი ავტომობილი. დაცვას გადავეცი ოჯახის საკუთრებაში მყოფი. მე კი ვსარგებლობდი პარტიის ავტომობილით (Mazerati), რომელიც პარტიას კობა ნაყოფიას თხოვნით, ათხოვა ბატონმა ზაზა ოქუაშვილმა. მახსოვს ამ ნათხოვარმა ავტომობილმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.არც ის იყო ჩემი.

    დამატებითი ავტომობილის არანაირი საჭიროება არ გვქონდა, როდესაც ერთ დღეს , ჩემთვის მიულოდნელად პეტრე ცისკარიშვილმა და ზურაბ მელიქიშვილმა მითხრეს, რომ პარტიის ავტოფარეხში იდგა მეორადი ავტომობილი რომელიც გამოგზავნა დავით კეზერაშვილმა. ცხადია არ მითხოვია, თავად გადაწყვიტა თავისი სურვილით და მოგვიანებით სატელეფონო საუბრისასაც ასეც აღნიშნა.

    მას შემდეგ რაც, დავინახე დავით კეზერაშვილისგან მცდელობა ჩარეულიყო შიდა პარტიულ პროცესებში, რამდენჯერმე (2022 წლის ივნისის თვიდან) ვცადეთ ამ ავტომობილის მისთვის დაბრუნება.

    ბოლოს, ამ თვენახევრის წინაც ვთხოვე ბაჩო დოლიძეს გადაეცა კეზერაშვილის ოჯახის წევრისთვის, დიმა ჩიქოვანისთვის, რომელმაც არ ჩაიბარა ეს ავტომობილი და და იგი დღემდე დგას პარტიის ავტოფარეხში.

    აი, ასე იყო ეს ამბავი და არა ისე, როგორც ფუთავენ და ავრცელებენ მერაბიშვილი/კეზერაშვილის მხარდამჭერი კოლეგები.

    ბატონებო, კეზერაშვილის „ნაჩუქარი“ ავტომობილი პარტიის ავტოფარეხშია.
    David Kezerashvili დარჩა რამე, რაც კიდევ შეიძლება იკადრო/თ?“– წერს მელია

  • ისინი უშვებდნენ უკრაინის გაყოფის ვარიანტს: პოლონეთში დიპლომატიური სკანდალია

    პოლონეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ ქვეყნის მმართველიმა პარტიამ დაუშვა უკრაინის ნაწილებად დაყოფის სცენარი. ამან გამოიწვია ვარშავის უმაღლესი თანამდებობის პირების აღშფოთება, ასევე რუსეთის ფედერაციის პროპაგანდისტებისა და დიპლომატების მხარდაჭერა.

    სიკორსკიმ ეთერში გამოსვლისას განაცხადა,   რომ რუსეთის ფედერაცია დღემდე სთავაზობს ოფიციალურ ვარშავას მოსკოვთან უკრაინის გავლენის ზონების გაყოფას:

    „როდესაც ვთქვი, რომ პუტინი უცნაურ მინიშნებებს აკეთებს და ჟირინოვსკიმ (ვლადიმერ ჟირინოვსკი, რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელი) უკრაინის დაყოფაც კი შემოგვთავაზა, თქვენ ამაზე სკანდალი ატეხეთ, არადა რუსები დღემდე ამას გვთავაზობენ“ – განაცხადა პოლიტიკოსმა.

  • ერდოღანი შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე უარს ამბობს

    თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ შვედეთს არ უნდა ჰქონდეს მისი მხარდაჭერის იმედი ნატოში გაწევრიანების საკითხში შაბათის საპროტესტო აქციის შემდეგ, რომელიც სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოსთან გაიმართა, რომელსაც შემდგომ ყურანის დაწვა მოჰყვა.

    “შვედეთი არ უნდა მოელოდეს, რომ ჩვენ  მის ნატოში გაწევრიანებას დავუჭერთ მხარს”, – თქვა ერდოღანმა და პირველად გააკეთა კომენტარი აქციაზე, რომელიც შვედეთის პოლიციამ არ აღკვეთა, მიუხედავად თურქეთის აღშფოთებისა.

    მანამდე თურქეთმა გააუქმა შვედეთის თავდაცვის მინისტრის ანკარაში მომავალ კვირისთვის  დაგეგმილი ვიზიტი. თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა ვიზიტს უაზრო უწოდა.

    თურქეთი ჯერჯერობით თავს იკავებს შვედეთისა და ფინეთის ნატოში შესვლის რატიფიცირებისგან და სტოკჰოლმისგან 70-ზე მეტი ადამიანის ექსტრადირებას ითხოვს, რომლებიც ანკარაში ტერორისტებად ითვლებიან.

  • ლატვიამ რუსეთის ელჩს 24 თებერვლამდე ქვეყნის დატოვება მოსთხოვა

    ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ამ ქვეყანაში რუსეთის ელჩი მიხაილ ვანინი 24 თებერვლამდე უნდა დატოვოს.

    ეს არის იანვარში დაწყებული დიპლომატიური კონფლიქტის გაგრძელება. ჯერ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვს რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა რვა დიპლომატამდე შემცირება მოსთხოვა.

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ მოთხოვნას რუსეთსა და ესტონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების სტატუსის შემცირებით უპასუხა . ეს ნიშნავს, რომ ქვეყნები ორმხრივად იწვევენ თავიანთ ელჩებს და დიპლომატიურ მისიებს დროებითი თანამდებობის პირები უხელმძღვანელებენ.

    ლატვიამ დღეს დილით ასევე გამოაცხადა, რომ აპირებს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების სტატუსის დაწევას, საღამოს კი თარიღები დაასახელა – რუსეთის ელჩმა ქვეყანა  რუსეთის უკრაინასთან ომის წლისთავამდე უნდა დატოვოს.

  • “მსოფლიო მიუახლოვდა III მსოფლიო ომის საფრთხეს” – მედვედევი

    ”ჩვენი პარტია უნდა დაეხმაროს მსოფლიოს იმის გაგებაში, რომ სპეცოპერაცია, რომელიც ტარდება, გახდა იძულებითი და უკიდურესი ღონისძიება, ეს არის პასუხი ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი თანამგზავრების მხრიდან აგრესიაზე. აშკარაა, რომ მსოფლიო მიუახლოვდა მესამე მსოფლიო ომის საფრთხეს იმის გამო, რაც ხდებოდა.

    მეტიც, ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, მოიპოვონ ხმების დიდი რაოდენობა აბსოლუტურად ანტირუსული ინიციატივების მხარდასაჭერად. ამისთვის გამოიყენება ეკონომიკური ზეწოლა, შანტაჟი, პოლიტიკური მოსყიდვა, ზოგადად, ყველა შესაძლო ხელსაყრელი საშუალებების მთელი სპექტრი.”

    თქვა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა.

  • ჩვენ არ ვიქნებით ოპოზიციურ პარტიებთან, რომელიც „ოცნებისთვის“ მაშველი რგოლის ფუნქციას ასრულებს – მეზვრიშვილი

    „ეს პარტია 24 თებერვალს იქნება იქ, სადაც იყო აქამდე – საქართველოს ევროპული მომავლის და ამ ქვეყნის დასავლური განვითარების, ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე. ეს პარტია არ იქნება იმ პარტიებთან და იმ პოლიტიკოსებთან ერთად, რომლებიც „ოცნებისთვის“ მაშველი რგოლის ფუნქციას ასრულებენ. აგერ უკვე მერამდენე წელია და თვეა, ყველაზე კრიტიკულ შემთხვევაში, ვგულისხმობ პირველ რიგში, ბატონ ვაშაძეს, რომელთაც უკვე არაერთხელ გამოიყენეს ადამიანების გულწრფელი პროტესტი და გასულმა თვეებმა აჩვენა ეს ყველაფერი ძალიან კარგად. როცა რუსთაველის გამზირზე 100 ათასობით გულწრფელი ადამიანი იყო შეკრებილი და ქვეყნის დასავლურ განვითარებას უჭერდა მხარს, ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ადამიანები იყვნენ, მეც იქ ვიყავი და რომელ აქციაზეც ხან შენობებში შეჭრის მოწოდებები გაისმოდა, ხან ტექნიკური მთავრობის შექმნის მოწოდებები. ანუ ყველა ის მოწოდება და ყველა ნაბიჯი, რაც ყველა ჯერზე ეხმარებოდა „ოცნებას“ დღეს ამ როლს ასრულებს ბატონი ვაშაძე. ყოველთვის, როდესაც „ოცნება“ და ბატონი ივანიშვილი ხედავს, რომ ცვლილების რაღაც რესურსი გაჩნდა ასევე ყოველთვის, როდესაც ჩვენ გამოვდივართ რაღაც მნიშვნელოვანი ინიციატივით, ამის „გაფუცანებას” ცდილობს „ოცნება“ ვაშაძის მეშვეობით. ვაშაძე ყოველთვის იქ არის, სადაც „ოცნებას“ სჭირდება. 12 პუნქტთან დაკავშირებითაც ბატონი ვაშაძე იქ იყო, სადაც „ოცნებას“ დასჭირდა. დაიმახსოვრეთ, გავა გარკვეული პერიოდი და 100%-ით შემიძლია გარანტია მოგცეთ, რომ ჩვენ ისევ ვნახავთ ფრუსტრაციას, როგორი ფრუსტრაციაც ზაფხულში ვნახეთ რუსთაველის გამზირზე“

    ასე ეხმაურება პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი პარტიების: „დროა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, მიერ 24 თებერვალს დაგეგმილ საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერ და უკრაინის სოლიდარობის აქციას.

  • მერამდენე მიზანმიმართული მცდელობაა პრეზიდენტის განცხადებები არასწორად გაავრცელონ და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ! – პრეზიდენტი კობახიძეს პასუხობს

    მერამდენე მიზანმიმართული მცდელობაა პრეზიდენტის განცხადებები არასწორად გაავრცელონ და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ! – პრეზიდენტი კობახიძეს პასუხობს

    ”უკვე მერამდენე მიზანმიმართული მცდელობაა პრეზიდენტის განცხადებები არასწორად გაავრცელონ და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ!
    ამჯერად, საქმე ეხება სანქციების გვერდის ავლის თემას – საქართველოს პრეზიდენტს, ქვეყანა არათუ არასოდეს დაუდანაშაულებია ამ საკითხში, არამედ პირველია, ვინც საერთაშორისო მასშტაბით, როგორც უმაღლეს თანამდებობის პირებთან, ასევე, უცხოურ და ადგილობრივ მედიასთან იცავდა და იცავს ქვეყნის იმიჯს; მას არაერთხელ განუცხადებია, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, არ არსებობს საქართველოს გზით სანქციების თავის არიდების ფაქტი, პირიქით, საქართველოს ფინანსური სექტორი ზედმიწევნით ასრულებს ყველა საერთაშორისო ფინანსურ სანქციას.
    დღევანდელ მოცემულებაში, როცა ქვეყნის მიმართ ისმის ბრალდებები, თითქოსდა საქართველოს ტერიტორია გამოყენებულია სანქციებისგან თავის არიდებისთვის, საჭიროა, ხელისუფლებამ მიიღოს ყველა ზომა, რათა ქვეყნის რეპუტაცია ეფექტიანად იყოს დაცული.”

    ასე პასუხობს, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი  მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას სადაც ის კიდევ ერთხელ გამოეხმაურა,  CNN-ის ინტერვიუს ევროკომისიის პრეზიდენტთან და განაცხადა, რომ სიცრუის ტირაჟირებაში საქართველოს პრეზიდენტიც აიყოლიეს.