Category: სლაიდერი

  • ბელოგოროვკაზე მტრის თავდასხმების რაოდენობა შემცირდა – გაიდაი

    ბელოგოროვკაზე მტრის თავდასხმების რაოდენობა შემცირდა – ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი.

    “პოპასნაია, გმირების ქალაქი, აუცილებლად აღდგება. ბელოგოროვკაზე მტრის თავდასხმები რაოდენობა შემცირდა – ორკები რეზერვების განახლებას ელიან. სვატოვო-კრემენაიას მიმართულებით ჯარისკაცებს ბრძოლაში უშვებენ, მაგრამ ეს მათ არ შველის – ისინი, როგორც ახლად მობილიზებულები, დამარცხების შემდეგ, ბრძოლის ველიდან გარბიან”, – თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

  • უკრაინა თავდაუსხმელობის პაქტის დადებას გვთავაზობს – ლუკაშენკო

    “ერთი მხრივ, [უკრაინელები] გვთხოვენ, რომ არც ერთ შემთხვევაში ვიომოთ უკრაინასთან, რომ ჩვენი სამხედროები იქეთ არ დაიძრან. თავდაუსხმელობის პაქტის დადებას გვთავაზობენ. მეორე მხრივ კი, ამ ფეთქებად ნივთიერებას (იგულისხმება უკრაინის მხარეს მებრძოლი ბელარუსი მოხალისეები) ამზადებენ და აიარაღებენ.[…] ცუდია, ქვეყანაში სიტუაცია ასე რომ წარიმართა. განსაკუთრებით, ჩვენი უკრაინის მიმართ. თუმცა, ეს ხომ ჩვენთვის გაკვეთილია. ყველა ათი მილიონისთვისა და სტუმრებისთვის, რომლებიც აქ, ჩვენთან არიან, ეს გაკვეთილია. უკვე ყველამ გაიგო: რომ არ გაგვეძლო 2020 წელს, ვიცით, რაც მოხდებოდა. უარესი იქნებოდა, ვიდრე უკრაინაშია. უკრაინა მდიდარია. ჩვენზე მდიდარი. აქ უარესი იქნებოდა. არ მსურს, მე ან თქვენ გიჩოქებდნენ და ამისთვის მადლობას გვიხდიდნენ, მაგრამ ყველასთვის ცხადია, რისთვისა და ვისი წყალობით გავუძელით”.

    ბელარუსის ავტორიტარი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო.

  • პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ომში ახალ შეტევას ამზადებს – სტოლტენბერგი

    “რაც მთავარია, ჩვენ ვერ ვხედავთ იმის ნიშნებს, რომ პრეზიდენტმა პუტინმა შეცვალა თავისი მიზნები, მას სურს გააკონტროლოს უკრაინა და გეგმავს ახალ შეტევას. […] ამიტომ, ჩვენ უნდა მივაწოდოთ [უკრაინას] უფრო მძიმე და თანამედროვე სისტემები, რათა უკრაინის არმიამ შეძლოს რუსული ძალების განდევნა არა მხოლოდ გადარჩენის მიზნით, არამედ გაიმარჯვოს, დაიბრუნოს უკრაინის ტერიტორია და გაიმარჯვოს, როგორც დამოუკიდებელმა და სუვერენულმა სახელმწიფომ ევროპაში”

    განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

  • თუ რუსეთთან ფრენები აღდგება და უსაფრთხოების რისკები გაიზრდება, უკრაინელების ევაკუაციას არ გამოვრიცხავთ – კასიანოვი

    “პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენისა და უსაფრთხოების რეალური რისკების ზრდის შემთხვევაში, მინდა ვთქვა, რომ დღეს საელჩო არ გამორიცხავს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან დაკავშირების შესაძლებლობას, რათა განიხილონ დახმარების შესაძლებლობა საქართველოს ტერიტორიიდან უკრაინის მოქალაქეების მასობრივ ევაკუაციაში”,

    ამის შესახებ, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა  “Европейской правда”-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

  • არ ვაპირებ 24-ში აქციაზე მისვლას და ზოგადად, არცერთ ოპოზიციურ აქციაზე სიარულს – იაგო ხვიჩია

    „არ ვაპირებ ამ აქციაზე მისვლას და ზოგადად, არცერთ ოპოზიციურ აქციაზე სიარულს, სანამ არ მეცოდინება, რომელ პარტიას რა უნდა, რისთვის იბრძვის და რაში სჭირდებათ ჩემი დახმარება. ის, რომ გამოვიდეთ და უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოვხატოთ, ამას ყოველდღე ვაკეთებთ და 24 თებერვლისთვის ლოდინი რა საჭიროა. […] გინახავთ საქართველოში პოლიტიკური პარტია აქციას სხვისი პოლიტიკური მიზნებისთვის რომ აკეთებდეს?! უკრაინის მიმართ სოლიდარობას გამოვხატავთ 24 თებერვალსო, ვფიქრობ, ესეც კარგი ამბავია. პოლიტიკური პარტიები ყოველთვის ცდილობენ საკუთარ ამომრჩეველს რაღაც-რაღაცები შესთავაზონ, როგორც მაგალითად, იყო ზაფხულში შეთავაზება, რომ შემოდგომიდან „ქოცებს“ დავამხობთ, რევოლუციას მოვაწყობთ, “ცხელი შემოდგომები” და ა.შ. ის ხალხი, ვინც „ცხელ შემოდგომას“ აანონსებდა, „ცხელ გაზაფხულს“ აანონსებს“,

    აცხადებს „გირჩის“ დეპუტატი, იაგო ხვიჩია.

  • უკრაინამ რუსი მღვდლების წინააღმდეგ სანქციები დააწესა

    საღამოს სიტყვით გამოსვლისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა სანქციებს აწესებს რუსეთის 22 მოქალაქის წინააღმდეგ, „რომლებიც სულიერების საფარქვეშ მხარს უჭერენ ტერორს და გენოციდის პოლიტიკას“.

    ორი საათის შემდეგ რამდენიმე უკრაინულმა მედიამ მათი სია გამოაქვეყნა. სანქცირებულთა შორის არის რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის 21 და ევანგელისტური ეკლესიის ერთი წარმომადგენელი (ორმოცდაათიანელები).

    სანქცირებულთა  (შესვლის აკრძალვა, ქონების ჩამორთმევა, უკრაინის სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევა და ა.შ.) შორის არიან:

    რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში მიხეილ გუნდიაევი, პატრიარქ კირილის ძმისშვილი.

    რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის სინოდალური განყოფილების ხელმძღვანელი რომან ბაღდასაროვი.

    მისი მოადგილე ალექსანდრე განჟინი (არქიმანდრიტი ალექსი).

    ლეონილ ემელიანოვი (ვლადიმირისა და სუზდალის მიტროპოლიტი ტიხონი).

    მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის ვლადიმერ ლეგოიდის პრესსამსახურის ხელმძღვანელი.

    სინგაპურის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მიტროპოლიტი სერგიუსი – ნიკოლაი ჩაშინი.
    საგარეო საეკლესიო ურთიერთობის განყოფილების გამგე გიორგი ალფეროვი (ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი).

  • 24 საათში მტრის 2 თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი ჩამოვაგდეთ – ЗСУ

    ბოლო 24 საათში უკრაინელებმა  რუსი ოკუპანტების 2 თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი ჩამოაგდეს. შესაბამის ინფორმაციას, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

    “გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩვენმა ავიაციამ მიიტანა 5 დარტყმა მტრის ცოცხალი ძალის კონცენტრაციის წერტილებში. საჰაერო ძალებმა ჩამოაგდო CУ 25-ის ტიპის 2 რუსული თვითმფრინავი და KА 52-ის ტიპის 1 ვერტმფრენი და Орлан-ის ტიპის 1 უპილოტო საფრენი აპარატი და X59-ის ტიპის 2 საავიაციო ბაზირების რაკეტა”,- ნათქვამია განცხადებაში.

     

  • ვხედავთ, რა ძალებს აგროვებს რუსეთი და ვიცით, როგორ ვუპასუხოთ – ზელენსკი

    ”სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ზუსტად 11 თვე სრულდება. გავაერთიანებთ მთელს ჩვენს ძალისხმევას ერთი მიზნისთვის – გამარჯვებისთვის. დონბასისთვის ბრძოლა გრძელდება. გრძელდება ბრძოლა სამხრეთისთვის. ვხედავთ, რა ძალებს აგროვებს რუსეთი და ვიცით, როგორ ვუპასუხოთ.”

    აცხადებს, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

  • აშშ-მ უკრაინას უნდა გაუგზავნოს ტანკები, რათა გერმანიამ იგივე გააკეთოს – მაკკოლი

    აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ახალმა თავმჯდომარე, მაიკლ მაკკფოლი აცხადებს რომ აშშ-მ უკრაინას უნდა გაუგზავნოს ტანკები, რათა გერმანიამ იგივე გააკეთოს . ამის შესახებ მან ABC-ის This Week-ში საუბრისას განაცხადა.

    მაკკოლმა განმარტა, რომ თუ აშშ უკრაინას მიაწვდის Abram-ის ტანკებს – ერთს მაინც, ამას დომინოს ეფექტი ექნება.

    “როგორც მე მესმის, გერმანია ჩვენგან პირველობას მოელის”. – აღნიშნა მან.

  • უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე სკანდალის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა

    უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვიაჩესლავ შაპოვალოვი, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების ლოჯისტიკაზე იყო პასუხისმგებელი, თანამდებობიდან გადადგა.

    შაპოვალოვმა თანამდებობა დატოვა ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ, სადაც ნათქვამია, რომ თავდაცვის სამინისტრო სამხედროებისთვის საკვებს საცალო ფასებზე რამდენჯერმე მაღალ ფასებში ყიდულობს.

    თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, “გაჟღერებული ბრალდებები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია”, მაგრამ შაპოვალოვი მაინც ტოვებს თანამდებობას,”რათა არ შეუქმნას საფრთხე უკრაინის შეიარაღებული ძალების სტაბილურ მხარდაჭერას”.

    შაბათს  უკრაინულმა გამოცემმა Zn.ua-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ თავდაცვის სამინისტრო უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის პროდუქციას გაბერილ ფასებში ყიდულობს. გამოცემაში ნათქვამია, რომ ფასები, რომლითაც სამხედროებისთვის პროდუქციის შესყიდვა ხდებოდა, ზოგჯერ ორ-სამჯერ აღემატებოდა საცალო ფასებს.

    თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა გადადგომის განცხადება უკვე დააკმაყოფილა.