Category: სლაიდერი

  • ნინო ნადირაძე სააკაშვილზე: ჩვენი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, ოჯახის წევრებს მისი ჯანმრთელობისთვის საჭირო საჭმლის კალორაჟიც არ მოაქვთ

    ნინო ნადირაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განმარტა როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. „ვივამედის“ გენერალური დირექტორის თქმით, ყველაზე ცუდია, რომ სამედიცინო სფერო შეირჩა ბრძოლის ველად და ეს ბრძოლა ექიმების გამოყენებით მიმდინარეობს.

    მან ასევე აღნიშნა, რომ ოჯახი ექსპრეზიდენტს საკმარისი რაოდენობის საკვებით არ ამარაგებს.

    „ჩვენც არც კრიტიკული და არც სუბკრიტიკული [მდგომარეობა] გვაქვს. ერთადერთი, რაც ყურადსაღებია, არის წონა, მაგრამ ჩვენ ამ წონას ვერასოდეს დავიჭერთ, იმიტომ, რომ ჩვენი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, ოჯახის წევრებს მისი ჯანმრთელობისთვის საჭირო საჭმლის კალორაჟი არ მოაქვთ. გაბრაზებული ვარ. ეს არის ძალიან მწირი საკვები, რომელიც არ შეიძლება მოიტანო, როდესაც ადამიანი ასე ცუდად იკვებება. მისთვის საჭიროა რაც შეიძლება მრავალფეროვანი საკვები – კარგი სუნით, კარგი გემოთი. მაღაზიის მზა საკვები არ უნდა მოიტანო ამ დროს. ნამდვილად ვიცი, როცა მასთან გემრიელი საკვები მოუტანიათ, ის მას გემრიელად მიურთმევია. რომ იცი, რომ მეტწილად კვებაზეა დამოკიდებული მისი გაჯანმრთელება, 1000 კალორია მაინც მოიტანე. 500, 600, 700 კალორიის შესაბამისი საკვებით, რა თქმა უნდა წონაში კლება იქნება და ამას ვერსად გავექცევით. ის მიღებულ საკვებს ითვისებს. თუ ჭამ ბორშს ან რაღაც საჭმელს, ე.ი. შეგიძლია კვება, ამიტომ, იქნებ რამე გემრიელი მოიტანონ. არავის დავადებ ხელს, უბრალოდ ფაქტია, რომ როდესაც ენდოკრინოლოგი ითხოვს, მკურნალი ექიმი ითხოვს, რომ ცოტა მრავალფეროვანი საკვები მოიტანონ, მადისაღმძვრელი სუნებით და ამ დროს მაღაზიის ცივი საკვები მოაქვთ“, – განაცხადა ნადირაძემ.

    მან ასევე განმარტა, რომ კლინიკა პენიტენციური სისტემის პაციენტების არ კვებავს.

  • რუსთავის ავტობანზე ავარია მსხვერპლით დასრულდა

    “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, რუსთავი-თბილისის ავტობანზე, “მერსედესის ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან არხში გადავარდა და ამოტრიალდა.

    ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

    ავტომობილში 23 წლის დავით ხუციშვილი იმყოფებოდა, ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.

  • გაზაფხულზე რუსეთი სავარაუდოდ ახალ ფართომასშტაბიან შეტევას დაიწყებს–ბორელი

    ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ გაზაფხულზე რუსეთი, სავარაუდოდ, ახალ ფართომასშტაბიან შეტევას შეეცდება.

    “Leopard-ის ტანკების უკრაინისთვის გადაცემა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მიწოდება არ დამტკიცდა, ძირითადად, გერმანიის თავშეკავების გამო, თუმცა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ეს აღჭურვილობა ესაჭიროებათ რუსეთის ახალი შეტევისგან დასაცავად”, – თქვა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.

    ბორელი მხარს უჭერს უკრაინისთვის ტანკების მიწოდებას. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ომი მომავალ გაზაფხულამდე გაგრძელდება, როდესაც რუსეთი, სავარაუდოდ, ახალი შეტევის დაწყებას შეეცდება.

  • შოლცი უკრაინის დაცვის პირობას დებს “მანამ, სანამ საჭირო იქნება, ევროპაში მშვიდობისთვის“

    გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რადგან ეს აუცილებელია ევროპაში მშვიდობის დამყარებისთვის.

    “ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ საჭირო იქნება. ჩვენ მას მივაწვდით ყველაფერს, რაც აუცილებელია ევროპაში მშვიდობის პროექტის დასაცავად”, – განაცხადა შოლცმა.

    მან აღნიშნა, რომ ბოლო წლებში ევროპას აღარ სჭირდება ფიქრი იმაზე, თუ როგორ აიცილოს ომი  კავშირის წევრებს შორის. ამის ნაცვლად, გერმანიის კანცლერის თქმით, მას სჭირდება “დაიცვას ჩვენი ევროპული წესრიგი მსოფლიოში და ჩვენი ღირებულებები ჩვენს გაერთიანებაში ცენტრიდანული ძალებისგან, მაგრამ უპირველეს ყოვლისა გარე საფრთხისგან”.

    ამის დასტურია, კერძოდ, ჩვენი გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებულია ბოლო დღეებში ჩვენსა და ჩვენს ამერიკელ მეგობრებს შორის მჭიდრო კონსულტაციების შედეგად, უკრაინაში ჯავშან ქვეითი მანქანების, სადაზვერვო მანქანების და საზენიტო დანადგარების მიწოდების შესახებ“, – თქვა შოლცმა.

    შოლცი კრიტიკის ობიექტია იმის გამო, რომ არ სურს დაუშვას კიევისთვის ლეოპარდ-2 ტანკების მიწოდება. ბერლინის თანხმობის გარეშე, უკრაინა ვერ მიიღებს ამ აღჭურვილობას არა მხოლოდ გერმანიისგან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც, რომელთა არსენალშიც ეს ტანკები არსებობს.

  • კატასტროფული მდგომარეობაა, ძვლები დარჩა-გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

    კატასტროფული მდგომარეობაა, ცარიელი ძვლები დარჩა, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკშვილის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ შვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

    მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ პროცესს ვერ დაესწრება.

    „ნეკნები აქვს წამოყრილი და მუცელი საერთოდ აღარ არსებობს, ხერხემალი ჩანს. გადასხმები კეთდება, მაგრამ ეს ადამიანი ყოველდღე უარესად ხდება, აბა, რანაირი მკურნალობაა?

    ხომ ხედავთ, როგორი გამოცოცხლება და ინტერესია დასავლეთიდან, ამათ ეს ასე არ შერჩებათ. არა მარტო სასამართლოზე დასწრებას ვერ შეძლებს, დამხმარე საშუალებებით რომ გადაადგილდებოდა, იმდენად არის დასუსტებული, რომ ადამიანი იმითაც ვეღარ დადის“, – განაცხადა ალასანიამ.

  • ჯო ბაიდენის სახლში ჩხრეკისას გრიფით საიდუმლო კიდევ 6 დოკუმენტი აღმოაჩინეს–CNN

    CNN–ის ინფორმაციით პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სახლში ჩხრეკისას გრიფით საიდუმლო კიდევ 6 დოკუმენტი აღმოაჩინეს.

    აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩხრეკა დელავერის შტატში, ვილმინგტონში, ამერიკის  ლიდერის სახლში მოხდა. ნაპოვნი ზოგიერთი დოკუმენტი და მასალა  ბაიდენის სენატში ყოფნის პერიოდს უკავშირდება (1973 წლიდან 2009 წლამდე), ზოგი კი ობამას ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე მუშაობის პერიოდს (2009 წლიდან 2017 წლამდე).

    ჩხრეკა 12 საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა და საბუთების გარდა სახლში მის მიერ, როგორც ვიცე-პრეზიდენტის მიერ გაკეთებული რამდენიმე ჩანაწერიც აღმოჩნდა. ბაიდენი და მისი მეუღლე ჩხრეკისას სახლში არ იმყოფებოდნენ, თუმცა მანამდე  თავად პრეზიდენტი გამოვიდა მის სახლში ჩხრეკის ჩატარების შეთავაზებით.

    პრეზიდენტმა გამომძიებლებს უფლება მისცა, გაეჩხრიკათ მთელი შენობა, რათა ენახათ, იყო თუ არა აქ რაიმე დოკუმენტი, რომელიც დაკავშირებულია მისი, როგორც ვიცე-პრეზიდენტის საქმიანობასთან,  ან რაიმე საიდუმლო მასალასთან, თქვა ბაიდენის  ადვოკატმა.

    პირველი ანგარიშები დოკუმენტების აღმოჩენის შესახებ, რომლებიც ჯო ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდს ეხებოდა, მუშაობდა (2009-2017) იანვარში გამოჩნდა.

    პირველად დოკუმენტები ნაპოვნი იქნა ვაშინგტონში მდებარე პენსილვანიის უნივერსიტეტის ანალიტიკური ცენტრის – პენ ბაიდენის ცენტრის ოფისიდან გადასვლის დროს, რომელსაც პრეზიდენტი ზედამხედველობს როგორც საპატიო პროფესორი. დოკუმენტები მის პირად ოფისში აღმოჩნდა, რომელიც ბაიდენს 2017 წლიდან 2019 წლამდე ეკავა.

    კიდევ უფრო მეტი კითხვა გაჩნდა, როდესაც გაირკვა, რომ ვაშინგტონის ფაილები  ჯერ კიდევ 2 ნოემბერს აღმოაჩინეს, მაგრამ ეს ინფორმაცია ოფიციალურად მხოლოდ ორ თვეზე მეტი ხნის შემდეგ გახდა ცნობილი.

    წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა კევინ მაკარტიმ უკვე დაადანაშაულა პრეზიდენტი ბაიდენი შუალედური არჩევნების წინ საზოგადოებისგან საიდუმლო მასალების აღმოჩენის განზრახ დამალვაში, რადგან სკანდალურ ამბებს შესაძლოა დემოკრატების პოზიცია შეესუსტებინა.

    დოკუმენტების მეორე პარტია 20 დეკემბერს ვილმინგტონში ბაიდენის სახლში აღმოაჩინეს, კიდევ ერთი  დოკუმენტი კი 12 იანვარს.

    როგორც ამბობენ, დოკუმენტების აღმოჩენის შემდეგ პრეზიდენტმა და მისმა გუნდმა ისინი დაუყოვნებლივ გადასცეს ეროვნულ არქივს და იუსტიციის დეპარტამენტს.

    საიდუმლო დოკუმენტების საქმის გამოსაძიებლად სპეციალური პროკურორი რობერტ ჰური დაინიშნა.

    ანალოგიური გამოძიება მიმდინარეობს პრეზიდენტ ბაიდენის წინამორბედთან მიმართებაში. გასულ წელს FBI-მ გაჩხრიკა დონალდ ტრამპის რეზიდენცია ფლორიდაში, სადაც ასევე იპოვეს 300-ზე მეტი გრიფით „საიდუმლო“ და “სრულიად საიდუმლო“ დოკუმენტი.

    მანამდე, ტრამპის სახლის ჩხრეკის შედეგები კომენტირებისას, ბაიდენმა მისი წინამორბედის საიდუმლო დოკუმენტებისადმი დამოკიდებულებას  აბსოლუტურად უპასუხისმგებლო უწოდა.

    ამჯერად, როდესაც მას მსგავსი ინციდენტი დაემართა, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ დელავერში აღმოჩენილი დოკუმენტები „ქუჩაში არ ეყარა“, არამედ ავტოფარეხში იყო ჩაკეტილი.

  • ბრიტანეთის პოლიციამ პრემიერ მინისტრი სუნაკი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დააჯარიმა

    გაერთიანებული სამეფოს პოლიციამ პრემიერი  სუნაკი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის, კერძოდ მოძრავი მანქანის უკანა სავარძელში ღვედის გარეშე ჯდომის გამო დააჯარიმა.

    ლანკაშირის პოლიციამ პარასკევს, საღამოს, 20 იანვარს, თავის Twitter მიკრობლოგზე გამოაცხადა, რომ ჯარიმა გამოიწერა “42 წლის მამაკაცზე ლონდონიდან”. დამნაშავის ვინაობა არ სახელდება.

    თავის მხრივ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს, რომ სუნაკმა სრულად აღიარა თავისი შეცდომა, ბოდიშს იხდის და, რა თქმა უნდა, გადაიხდის ჯარიმას. ინსტაგრამზე გამოქვეყნებულმა ინციდენტის ვიდეომ კრიტიკა გამოიწვია და მას შემდეგ წაიშალა.

  • პატრიარქმა კირილმა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლს მობილიზებისკენ, სამღვდელოებას კი “სიკვდილზე წამსვლელთა გაძლიერებისკენ„ მოუწოდა.

    მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა სიტყვით გამოსვლისას მოუწოდა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებს  და სხვა თანამშრომლებს, აქტიურად დაეხმარონ უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილე რუს ჯარისკაცებს.ომის მხარდამჭერ სიტყვაში, პატრიარქმა მაგალითად მოიყვანა 1812 წლის სამამულო ომი და დიდი სამამულო ომი, როდესაც ხალხი, მისი სიტყვებით, პატრიოტული იდეით ამოძრავებული, მობილიზებული იყო და მიხვდა, რომ გარე მტერი უზარმაზარ, ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნიდა  ქვეყანას.

    “ჩვენ გავიმარჯვეთ, რადგან მართლაც მოხდა მთელი ხალხის მობილიზაცია“, – განაცხადა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა მოსკოვის ნათლისღების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ტრაპეზის დროს.

    რუსეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ნარატივის შესაბამისად, პატრიარქმა განაცხადა, რომ ჩიხში შესულმა დასავლურმა ცივილიზაციამ იარაღი აიღო რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც მარტო დაუპირისპირდა  გლობალიზმს.

    ამ ბრძოლაში გასამარჯვებლად მისი თქმით  საჭიროა სამხედრო მოსამსახურეების  და მათი დახმარება, „ცეცხლის ხაზზე იმყოფებიან“.

    “ ჩვენ უნდა მოვახდინოთ ჩვენი მრევლის მობილიზება ნივთების, საკვების შესაგროვებლად. მოძებნეთ შესაძლებლობები, შეაგროვეთ ფული, გაგზავნეთ ამანათები, თუ შესაძლებელია, წადით, მხარი დაუჭირეთ სამხედროებს.“

    ასევე, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა სასულიერო პირებს სთხოვა, არ დაივიწყონ სამხედრო მოსამსახურეების სულიერ საწრდოზე ზრუნვა და სიკვდილზე წამსვლელთა  სულიერი მხარდაჭერა.

    ”თქვენ უნდა შეძლოთ ადამიანს უთხრათ ისეთი რამ, რაც მას გააძლიერებს, მათ შორის, მაშინ, როდესაც გაცემულია ბრძანება ”შეტევაზე!”. ბრძანება, რომლის გარეშეც გამარჯვება არ შეიძლება, როცა უნდა ადგე და სიკვდილთან შესახვედრად წახვიდე. ჩვენი ბიჭები ხომ ახლა სწორედ ამას აკეთებენ – დგებიან  სანგრებიდან და მიდიან სიკვდილთან შესახვედრად,” – დასძინა მან.

    უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, პატრიარქი კირილი არაერთხელ გამოთქვამდა ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მხარდაჭერას. დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ბოლო 11 თვის განმავლობაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს არასოდეს გამოუთქვამს თანაგრძნობა ზოგადად უკრაინელი ხალხის, არც უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის (რომელსაც მოსკოვის საპატრიარქო ჯერ კიდევ მის დამხმარე სტრუქტურად აღიქვამს)  მრევლისა თუ მსახურების მიმართ.

    „დადგა დრო, როცა ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ ჩვენს ტანჯულ ხალხთან და, პირველ რიგში, მათთან, ვინც სიცოცხლის ფასად იცავს ჩვენს მართლმადიდებელ ხალხს დონბასში“, – თქვა კირილმა.

    2020 წლის ოქტომბერში გამოცემა პროექტმა (რუსეთის ხელისუფლებამ აღიარა უცხო ქვეყნის აგენტად) გამოაქვეყნა გამოძიება, რომელშიც ნათქვამია, რომ პატრიარქ კირილის ნათესავები ფლობენ 225 მილიონი რუბლის ღირებულების უძრავ ქონებას.

    ამ კვირაში უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უმაღლეს რადას წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც კრძალავს ქვეყანაში რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობას.

  • დიდი პოლიტიკური ცვლილებები იქნება ჯერ ენმ-ში და შემდეგ უკვე ქვეყანაში – მელია

    “ეს საარჩევნო პროცესი, რომელიც დაიწყო რბილად რომ ვთქვათ უადგილოდ, მიუღებელი ფორმებით და საერთო პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის ზიანის მიყენებით , მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა სულ რამდენიმე დღეში არჩევნები ჩატარება პარტია ნაციონალურ მოძრაობაში და რომლის შედეგები შემდეგ პროეცირდება მთელს ქვეყანაში დიდი პოლიტიკური ცვლილებები აუცილებლად დადგება ამ ქვეყანაში, დიდი პოლიტიკური ცვლილებები დადგება ახლა ჯერ პარტია ნაციონალურ მოძრაობაში და შემდეგ ფართო საზოგადოებრივ ერთობის ფორმატში დადგება უკვე ქვეყანაში”

    აცხადებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია.

  • “იმედი მქონდა, რომ საქართველოში ასეთი რამ არ მოხდებოდა” – ზურაბიშვილი საგარეჯოზე

    ”ეს არის აბსურდული მოვლენა, რომელიც არის ამავე დროს ტრაგედია ამდენი ადამიანის და ვიცით, რომ ამ ტიპის ტრაგედიები დღეს მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებულია. მე იმედი მქონდა, რომ საქრთველოში ასეთი რამ არ მოხდებოდა. სამწუხაროდ, ამისი მოწმეც გავხდით. მინდა, მივუსამძიმრო ოჯახებს და პირველ რიგში იმ პოლიციელის ოჯახს, რომელმაც გამოიჩინა მამაცობა, რათა ადამიანი გადაერჩინა და ეს ნამდვილად არის იმედისმომცემი”.

    განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიაზე.