Category: სლაიდერი

  • გვჭირდება ტანკები, არა 10-20, არამედ რამდენიმე ასეული – ერმაკი

    ”ჩვენ გვჭირდება ტანკები, არა 10-20, არამედ რამდენიმე ასეული. ჩვენი მიზანია 1991 წლის საზღვრების აღდგენა და მტრის დასჯა, რომელიც დანაშაულისთვის გადაიხდის. დემოკრატიის საერთო მიზანი ავტოკრატიასთან ბრძოლაში არის სტაბილური განვითარებისა და მკაფიო მსოფლიო წესრიგის უზრუნველყოფა. უკრაინის გამარჯვების გარეშე ეს არ მოხდება. ამიტომ, ყველა საბრძოლო ტანკი დღეს ჩვენს ფრონტზე უნდა იყოს, რადგან ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ფრონტი.”

    ამის შესახებ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა.

  • პუტინის რეზიდენციის დასაცავად საჰაერო თავდაცვითი სისტემების დამონტაჟება დაიწყეს

    რუსეთში, ნოვგოროდის რეგიონში, ქვეყნის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის  რეზიდენციის მახლობლად რუსებმა საჰაერო თავდაცვის სისტემების მონტაჟი დაიწყეს. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია რუსული მედია Агентство Новости-ი ავრცელებს.

    ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ვალდაის მაცხოვრებლებმა მედიას გასულ კვირას სოფელ იაშჩეროვოში გადაღებული ფოტო გაუგზავნეს. ფოტოზე ნაჩვენებია საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც, ფოტოს ავტორის თქმით, სოფელში რამდენიმე კვირის წინ განათავსეს.

    Агентство. Новости-ს ვარაუდით, ფოტოზე Панцирь-С1-ის ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემაა გამოსახული. ამავე ინფორმაციით, მსგავსი თავდაცვითი სისტემები შენიშნეს მოსკოვის ცენტრალურ რაიონებსა და მის გარეუბნებში.

    ჟურნალისტები ასკვნიან, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემა იაშჩეროვოში გამოჩნდა უკრაინული თვითმფრინავების მიერ რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე ქვეყნის შიგნით თავდასხმის შემდეგ.

  • უკრაინისთვის ტანკების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას მალე მივიღებთ – გერმანია

    “უკრაინისთვის ტანკების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას მალე მივიღებთ” – ამის შესახებ, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.

    “საჭიროა არა მხოლოდ ტანკების მიწოდება ან არ მიწოდება, არამედ უმოქმედობისა და მოქმედების შედეგების აწონვა. Leopard – ეს არის მძიმე ჯავშანტექნიკა, რომელიც შეტევის დროს გამოიყენება. და მათი გადაცემისას კარგად უნდა დაფიქრდეთ. გადაწყვეტილება მალე მიიღება, მაგრამ ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული”, – თქვა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

  • რაც უკრაინაში ხდება არის ნამდვილი ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის – ლავროვი

    „როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რაც ხდება უკრაინაში, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს აღარ არის ჰიბრიდული ომი, არამედ ნამდვილი, რომელსაც დასავლეთი დიდი ხანია ამზადებდა რუსეთის წინააღმდეგ, ცდილობს რა გაანადგუროს ყველაფერი რუსული. ენიდან დაწყებული კულტურამდე“,

    რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ნალედი პანდორთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

  • ისტორია მეორდება, თავიდან მსოფლიო ვერ ამჩნევს საფრთხეს, შემდეგ ერთიანდება, იბრძვის და იმარჯვებს – ზელენსკი

    ისტორია თავისით მეორდება. თავიდან მსოფლიო ვერ ამჩნევს ან ვერ აფასებს საფრთხეს, შემდეგ ერთიანდება და ამ საფრთხის წინააღმდეგ იბრძვის და შემდეგ, მსოფლიო იმარჯვებს. დასასრული ყოველთვის ერთი და იგივეა.

    აცხადებს, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

  • გერმანიის ნებართვა Leopard-2-ზე მეორეხარისხოვანია, კიევს ტანკებს მაინც მივაწვდით – მორავიეცკი

    “ჩვენ გერმანიისგან ნებართვას მოვითხოვთ, მაგრამ ეს მეორეხარისხოვანი საკითხია. მაშინაც კი, თუ ჩვენ არ მივიღებთ თანხმობას, პარტნიორებთან ერთად უკრაინას ტანკებს მაინც მივაწვდით – ამ მომენტისთვის მნიშვნელოვანია ქვეყნების მცირე კოალიციის შექმნა”.

    აცხადებს პოლონეთის პრემიერმინისტრი, მატეუშ მორავიეცკი.

  • 24 თებერვალს რუსთაველზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

    24 თებერვალს რუსთაველზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება – ამის შესახებ დღეს ოპოზიციისაა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი ბრიფინგზე განაცხადეს. დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღეს რუსთაველზე კიდევ ერთხელ იტყვიან, რომ საქართველოს ევროპული განვითარების მომავალი აქვს.

    “ჩვენ აქ დღეს შევიკრიბეთ განსხვავებული პროფესიის, განსხვავებული ჯგუფის პარტიები, არა პარტიები, სხვადასხვა ადამიანები, რომლებსაც გვაერთიანებს ერთი – ჩვენი ქვეყნის ღირსების, ჩვენი ევროპული პერსპექტივის, ჩვენი დამოუკიდებლობის, თავისუფლების საკითხი. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, დავდგეთ ერთად და ვთქვათ, 24 თებერვალი, მაშინ, როცა რუსეთი, რუსული იმპერია კიდევ ერთხელ თავს დაესხა დამოუკიდებელ ქვეყანას, ეს არის წყალგამყოფი.

    24 თებერვალს აქ, რუსთაველზე კიდევ ერთხელ უნდა ვანახოთ, რომ მიუხედავად ჩვენი კამათებისა, შეცდომებისა, განსხვავებებისა კრიტიკულ მომენტში წყალგამყოფი დღის მომენტში ჩვენ ვდგებით და ერთად ვამბობთ: საქართველოს აქვს ევროპული განვითარების მომავალი და საქართველო არ წავა წარსულში”, – განაცხადა ელენე ხოშტარია.

  • მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელს უვადო პატიმრობა მიესაჯა

    მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელს, გიორგი ბეროზაშვილს სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

    პროკურატურის ინფორმაციით, ბეროზაშვილს დედ-მამასთან თანხასთან დაკავშირებული კონფლიქტი ჰქონდა. პროკურორის ცნობით, მან მიითვისა $21 000, რომლის ნაწილიც ტოტალიზატორში დახარჯა. დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც მამამ თანხის დაბრუნება მოითხოვა.

    გამოძიებით დადგინდა, რომ კაცმა ბინაში მძინარე მშობლებს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.

    “კაცმა ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით ყაჩაღობის ინსცენირება მოახდინა, კერძოდ: კარადებიდან გადმოყარა ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთი, მოძებნა მშობლების კუთვნილი თანხა და ოქროს სამკაულები, შემდეგ ბინაში განზრახ გააჩინა ხანძარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”, – აღნიშნავდა უწყება.

  • ვიდრე ჩვენ გვკიცხავენ, EU-ს ქვეყნები რუსეთს იმპორტირებულ საქონელში ასეულობით მილიონ ევროს უხდიან – კობახიძე

    შეგახსენებთ, რომ ვიდრე ჩვენს ქვეყანას რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნების გამო კიცხავენ, ევროკავშირის ქვეყნები რუსეთს იმპორტირებულ საქონელში ყოველდღიურად (!) ასეულობით მილიონ ევროს უხდიან. ამასთან, 2022 წლის თებერვალ-აგვისტოში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გერმანიაში რუსეთიდან იმპორტი გაიზარდა 33 პროცენტით, პოლონეთში – 24 პროცენტით, იტალიაში – 100 პროცენტით, საფრანგეთში – 84 პროცენტით, ნიდერლანდებში – 51 პროცენტით, ბელგიაში – 78 პროცენტით, უნგრეთში – 132 პროცენტით, საბერძნეთში – 142 პროცენტით, ესპანეთში – 51 პროცენტით, ავსტრიაში – 139 პროცენტით, სლოვაკეთში – 71 პროცენტით, ბულგარეთში – 116 პროცენტით, რუმინეთში – 55 პროცენტით, ჩეხეთში – 31 პროცენტით, სლოვენიაში – 346 პროცენტით, ხორვატიაში – 68 პროცენტით, კვიპროსში – 138 პროცენტით, ხოლო ლუქსემბურგში – 262 პროცენტით.

    აცხადებს  “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

  • არ მოუსმინოთ მათ, ვინც თვლის, რომ კიევში იარაღის გაგზავნა ომის ესკალაციას გამოიწვევს – ჯონსონი

    “არ მოუსმინოთ მათ არგუმენტებს, რომლებიც ესკალაციაზე საუბრობენ. დასავლეთში ხალხი წუხს, რომ თუ ჩვენ უკრაინას იარაღს გადავცემთ, სიტუაცია გაუარესდება. მე დღეს ბუჩაში ვიყავი. როგორ უნდა გავამწვავოთ დაპირისპირება, სადაც ერთი მხარე უკვე იყენებს თანამედროვე თვითმფრინავებს საცხოვრებელი კორპუსების დასაბომბად? უკრაინა ყველა შესაძლო დახმარებას იმსახურებს

    განაცხადა ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.