ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კიზინგერი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება უკვე აღარ მალავს რუსეთისადმი სიყვარულს. კინზინგერმა ამის შესახებ „ტვიტერზე“ დაწერა და გააზიარა ირაკლი კობახიძის პოსტი, სადაც აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე კობახიძე ტელეკომპანია CNN-ს საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში ადანაშაულებს.
“ქართული ოცნება“ რუსეთისადმი სიყვარულს უკვე აღარც მალავს”. – წერს კიზინგერი.
რამდენიმე დღის წინ, კობახიძემ განაცხადა, რომ „სი-ენ-ენ”-ის ჟურნალისტმა ქრისტიან ამანპურმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, საქართველოს გავლით რუსეთში სანქცირებული საქონლის შეტანის თაობაზე, კითხვა დაუსვა, რომელიც „საქართველოსთან დაკავშირებულ ყალბ ინფორმაციას ეფუძნებოდა“.
“რუსეთი რომ საქართველოს მიმართ ჰიბრიდული ომის გზებს გააქტიურებდა, ცხადია, მოსალოდნელი იყო, მაგრამ ამის ნარატივში თუ ბატონი კასიანოვი ჩაჯდებოდა, ეს უცნაურია… მინდა ყველას შევახსენო, რომ უკრაინას ბელარუსიდან ელჩი არ ჰყავს გამოწვეული და ეს გაუგებარია. აქვე შევახსენებ ყველას, რომ საქართველო ღირსებით სავსე ქვეყანაა და არავის აქვს უფლება, რომ ჩვენ შესაბამისად არ გვესაუბროს. ასევე, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ამაყობს თუნდაც იმით, რომ რუსეთი დამარცხებული ჰყავს სტრასბურგსა და ჰააგაში. მეტი პატივისცემა მართებს ყველას, როცა საქართველოზე დაიწყებს საუბარს, დიპლომატიურ სტანდარტებზე აღარ ვსაუბრობ”
აცხადებს “ქართული ოცნების” დეპუტატი რატი იონათამიშვილი საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადების კომენტირებისას.
“ჩვენ საქმე გვაქვს რთული ქცევის მქონე პატიმართან, რომელიც ვერ ეგუება კანონიერ სასჯელს, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი დანაშაული აქვს ჩადენილი. მას კვლავ აქვს ილუზია, რომ ის არა კრიმინალი, არამედ აღმაშენებელია. სინამდვილეში, ჩვენ, ქართველმა ერმა ყველამ კარგად ვიცით, ზოგი ხმამაღლა ამბობს ამას, ზოგი გულის სიღმეში დარწმუნებულია და არ ამბობს, თუ ვერ ამბობს, რომ ან ახლობელი ჰყავდა ხელისფულების ხელით გაუბედურებული, კრიმინალი სააკაშვილის მმართველობის პირობებში, არაერთი პატიმარი იქნა ღირსება შელახული, ვიხილეთ ქუჩაში მოკლული ადამიანები, გადავსებული ქართული საპატიმროები, სასამართლო, რომელიც იყო პროკურატორის განყოფილებად ქცეული და ა.შ.
ამ ყველაფერს სათავეში ედგა კრიმინალი სააკაშვილი და კონკრეტულ დანაშაულებზე აქვს, ჰქონდა ბრალი წარდგენილი. ეს ბრალი დადასტურდა დამოუკიდებელ სასამართლოში და მას მისჯილი აქვს სასჯელი, რომელსაც ჰქვია კანონიერი სასჯელი. მიმდინარეობს ამ სასჯელის აღსრულება. აღსრულებისას პატიმარს ხანდახან აქვს განცდა, რომ ის ამ სასჯელს არ იმსახურებს და ვერ ეგუება ამ სასჯელს. ასე ხდება ხოლმე, ასე ხდება მიშა სააკაშვილის შემთხვევაშიც, მაგრამ მაინც ვერ შეიცვლება რეალობა – ის არის კრიმინალი და უნდა მოიხადოს სასჯელი. ამას ვერაფერი უშველის, ვერც სიების შედგენა და ვერც ექთნებისა და ექიმებისადმი მუქარა, რომ მომავალში მათ ციხეში ამოალპობენ. მათ ვერავინ ამოალპობს ციხეში, რადგან მიშა სააკაშვილს, მელიებს, ხაბეიშვილებს და სხვებს ხელისუფლებაში დაბრუნება საქართველოში არ უწერიათ”
ამბობს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, მიხეილ სააკაშვილის ე.წ. მაგნიტსკის სიასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.
“მესმის პროექტთან დაკავშირებით პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების რეაქცია. რა თქმა უნდა, ამის მიზეზიც აბსოლუტურად გასაგებია ყველასთვის, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ ამ ტერიტორიის მოწესრიგება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქისთვის, რადგან ეს თბილისის ცენტრალური ნაწილია. რა თქმა უნდა, არავის სიამოვნებს ის, თუ როგორია დღეს არსებული ტერიტორია. რაც შეეხება პროექტს, ძალიან მაგარი პროექტი იქნება. დედაქალაქში მიზიდულობის ახალი ცენტრი გაჩნდება. რა თქმა უნდა, ჩვენ ასეთი პროექტის განხორციელებას მივესალმებით. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანად ნარჩუნდება ლაგუნა ვერეს ინფრასტრუქტურა, მეტიც, ტერიტორია საკუთრებაში გადმოეცემა მუნიციპალიტეტს. მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, საქველმოქმედო ფონდ ქართუს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისთვის. თქვენი ჩართულობით, ჩვენ მოვაწესრიგებთ არსებულ სივრცეს და ერთად განვსაზღვროთ, თუ როგორი ფორმით განვახორციელოთ აღდგენითი სამუშოები”
ლუგანსკის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ტყვედ აყვანილი უკრაინელების მობილიზაცია დაიწყო.
“რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დეპორტირებული მამაკაცების მობილიზება მიმდინარეობს.ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რატომაც რუსეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საცხოვრებელ ადგილზე პასპორტების გაცემის შესახებ.[…] იმ ადამიანებს, ვინც სხვადასხვა კრიმინალური დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს, ყველაზე აქტიურად მოუწოდებენ უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობისთვის“, – წერია განცხადებაში.
რუსები აგრძელებენ უკრაინის ტყვედ აყვანილი მოქალაქეების რუსეთის იზოლატორებში იძულებით გადაყვანას.
უკრაინელმა ბოლო 24 საათში, დონბასში რუსული ძალების მრავალი თავდასხმა მოიგერიეს, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
„უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს ოკუპანტების თავდასხმები ლუგანსკის ოლქის ბელოგორივკას დასახლებასთან და დონეცკის ოლქის რაზდოლოვკას, კრასნაია გორას, ბახმუტის, ნოვობახმუტოვკას, კრასნოგოროვკას, მარინკასა და ჩარივნას დასახლებებთან“, – აცხადებენ გენერალურ შტაბში.
ამასთანავე უკრაინის ავიაციამ 8 დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის კონცენტრაციის ადგილებს, მტრის საზენიტო-სარაკეტო სისტემების პოზიციებს კი სამჯერ დაარტყა.
„ამავე დროს, ჩვენმა დამცველებმა გაანადგურეს СУ-25 თვითმფრინავი, KA-52 ტიპის 3 რუსული ვერტმფრენი, „ორლანის“ ტიპის 3 უპილოტო საფრენი აპარატი, „მერლინის“ ტიპის ერთი და „ლანცეტის“ ტიპის ერთი უპილოტო საფრენი აპარატი“, – აღნიშნულია გენშტაბის ანგარიშში.
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში სამშობიაროს, სკოლისა და პოლიკლინიკის შენობები დაბომბეს.ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იაროსლავ იანუშევიჩი ავრცელებს.
ოკუპანტების იერიშების შედეგად არავინ დაშავებულა.
“დაზიანდა სამშობიაროს შენობა, მეოთხე სართულზე კვამლი გაჩნდა. შენობაში პაციენტები არ იმყოფებოდნენ, იყო მხოლოდ მედპერსონალი. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. მსხვერპლი არც სკოლაში, არც კლინიკაში არ ყოფილა, მაგრამ შენობებზე ჩამსხვრეულია მინები, კარები, რუსული ჭურვის ფრაგმენტები მოხვდა გაზსადენს”, – წერს ის Telegram-ზე
”როცა ოლიგარქიაზეა საუბარი და ევროკავშირსა და ჩვენს შორის დგას ბიძინა ივანიშვილი, მე მგონია, რომ ყველა მოქმედება ჩვენი მხრიდან იქნება ლეგიტიმური და მე არ ვაპირებ, რომ, მათ შორის, ფიზიკურად დავიხიო რამეზე უკან, ის ბარიკადი, რაც იქნება ჩვენს წინ, არ გადავლახოთ. [შევვარდებით და ფიზიკურად გამოვიხსნით მიხეილ სააკაშვილს] კი, თუ საჭირო გახდა, ამასაც გავაკეთებთ. ნუ გგონიათ, რომ ან ამაზე არ წავალთ, ან ამას არ გავაკეთებთ, იმიტომ, რომ აქ კონკრეტულად მიშა სააკაშვილის ბედზე კი არ არის ლაპარაკი, საუბარი არის მიშა სააკაშვილის ბედზე და ჩვენი ქვეყნის მომავალზე”.
ამბობს ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი TV პირველის ეთერში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ 2023 წლის იანვარში მემკვიდრეობით მიიღო 1 მილიონი დოლარი, მაგრამ თანხა თავად არ დაიტოვა და უკრაინის არმიის ანგარიშზე გადარიცხა. ამის შესახებ The New York Times იტყობინება.
ამერიკელის ახლობლების ინფორმაციით, ზალუჟნიმ მემკვიდრეობა მიიღო უკრაინული წარმოშობის ამერიკელი გრიგორი სტეპანეცისგან.
ეს ინფორმაცია უკრაინული არმიის პრესსამსახურმა დაადასტურა.
ზოგიერთი ცნობით, ჰრიჰორი სტეპანეცმა ასევე უანდერძა 2 მილიონი დოლარი უკრაინის უნივერსიტეტებს ,ხოლო კიდევ 1 მილიონი დოლარი მემკვიდრეობით გადაეცა ისრაელის არმიას.
“განკითხვის დღის საათის“ ისარმა ათი წამით გადაიწია და ახლა შუაღამემდე 90 წამზე მიუთითებს, რაც მეცნიერების თქმით უპრეცედენტო საფრთხის დროა. საათზე შუაღამე მსოფლიო ბირთვული კატასტროფის სიმბოლოა, და რაც უფრო ახლოს არის ისარი შუაღამესთან, ბირთვული ექსპერტების აზრით, მით უფრო ახლოსაა მსოფლიო კატასტროფასთან. მოძრავი ისრები სამშაბათს ვაშინგტონში პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
ეს საათი1947 წელს გამოჩნდა, როგორც პირველი ატომური ბომბის შემქმნელების პროექტი, მისი ისრების მაჩვენებლები პერიოდულად ქვეყნდება ჩიკაგოს უნივერსიტეტის ჟურნალის ატომური მეცნიერების ბიულეტენის გარეკანზე.
საით გადააადგილონ ისრები, ამას ჟურნალის დირექტორთა საბჭო და მოწვეული ექსპერტები წყვეტენ, მათ შორის ათზე მეტი ნობელის პრემიის ლაურეატი.
თავისი ისტორიის მანძილზე საათმა მხოლოდ 25-ჯერ შეცვალა თავისი პოზიცია. ამჟამინდელი ცვლა შუაღამემდე 90 წამით ადრე არის ყველაზე ახლოს უბედურებასთან, რომელიც საათს ოდესმე უნახავს. მეცნიერთა აზრით, ეს ძირითადად, თუმცა არა მთლიანად, რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირდება.
“ჩვენ ვცხოვრობთ უპრეცედენტო საფრთხის მომენტში და საათი ამას ასახავს. შუაღამემდე 90 წამი არის ყველაზე ახლო დრო კატაკლიზმასთან, რომელიც ოდესმე უჩვენებია ამ საათს და ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენი ექსპერტები ძალიან სერიოზულად იღებენ”, – განმარტავს რეიჩელი. ბრონსონი, ჟურნალის პრეზიდენტი და მმართველი დირექტორი.
ბოლოს ისრის გადაადგილება 2020 მოხდა. მაშინ ისარმა შუაღამემდე 100 წამი აჩვენა.
გადაწყვეტილებას თანმხლებ აკადემიური საბჭოს განცხადებაში ნათქვამია: ”რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ სერიოზული კითხვები გააჩინა სახელმწიფოების ურთიერთქმედების შესახებ, არღვევს საერთაშორისო ქცევის ნორმებს, რომლებიც საფუძვლად უდევს წარმატებულ რეაგირებას სხვადასხვა გლობალურ რისკებზე. იარაღი შეახსენებს მსოფლიოს, რომ კონფლიქტის ესკალაცია – შემთხვევით, განზრახ თუ არასწორი გაანგარიშებით – საშინელი რისკია.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსეთის შეჭრის გამო ჩერნობილისა და ზაპოროჟიეს ბირთვული რეაქტორები ფაქტობრივად მოხვდნენ საბრძოლო ზონაში საერთაშორისო პროტოკოლების დარღვევით, რაც რადიოაქტიური მასალების ფართომასშტაბიანი გამოყოფის საფრთხეს ქმნის.
„კონფლიქტის კონტროლიდან გამოსვლის ალბათობა კვლავ მაღალია“, – აცხადებენ მეცნიერები.
რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ მოქმედებს დასავლური იარაღის მიყიდვა უკრაინაზე იარაღის კონტროლზე და ბირთვული ომის რისკებზე, მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორმა სტივ ფურტერმა თქვა, რომ შეერთებულ შტატები და რუსეთი დაინტერესებულნი არიან ბირთვული ომის თავიდან აცილებასა და ბირთვული რისკების მინიმიზაციაში
”აშშ-ს სამხედრო დახმარებამ უკრაინაში შეიძლება გაართულოს ეს ძალისხმევა, მაგრამ… ვფიქრობ, ბირთვული ომის, ბირთვული იარაღის გავრცელების გრძელვადიანი რისკების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ შეძლოს წინააღმდეგობა გაუწიოს შეჭრას და უკან დახიოს რუსული ძალები. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამაში უკრაინის მხარდასაჭერად“, – განმარტა ფრეტერმა.
1953 წელს ცივი ომის პიკზე საათიშუაღამემდე 2 წუთს აჩვენებდა. შემდეგ სახიფათო სიტუაცია შეიქმნა 1962 წელს კარიბის ზღვის კრიზისის დროს, მაგრამ შემდეგ ყველაფერი საკმაოდ სწრაფად მოგვარდა და საათს დრო რეაგირებისთვის დრო არ დარჩა.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის შემორჩენილი ბოლო ბირთვული იარაღის შეთანხმება – START-3 ბირთვული იარაღის შემცირების ხელშეკრულება – საფრთხის ქვეშ არის.
„თუ ორივე მხარე არ განაახლებს მოლაპარაკებებს და არ იპოვის საფუძველს შემდგომი შემცირებისთვის, ხელშეკრულებას ვადა ეწურება 2026 წლის თებერვალში“, – ნათქვამია ექსპერტების განცხადებაში. „ეს გააუქმებს ურთიერთდაკვირვებას, გაზრდის უნდობლობას, ხელს შეუწყობს გამალებულ შეიარაღებას და გაზრდის ბირთვული დარტყმების უთრიერთგაცვლის ალბათობას.“
უკრაინის ომის გარდა, მეცნიერები განსაკუთრებით შემაშფოთებლად მიიჩნევენ ჩინეთის ბირთვული შესაძლებლობების მასიურ გაფართოებას, ასევე ჩრდილოეთ კორეის მიერ საშუალო და გრძელი რადიუსის რაკეტების ტესტირების გააქტიურებას, ირანის შესაძლებლობების ზრდას ამ სფეროში და ბირთვული არსენალის განვითარებას ინდოეთში.