”დარწმუნებული ვარ ჩვენს გამარჯვებაში, მაგრამ თუ მე ვერ ვიცოცხლებ უკრაინის გამარჯვებამდე, რომელიც ძალიან ახლოსაა, ჩემი გული უნდა იყოს დამარხული კიევში, ის ეკუთვნის უკრაინას. ”
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს დისტანციურად ჩაერთო.
”დარწმუნებული ვარ ჩვენს გამარჯვებაში, მაგრამ თუ მე ვერ ვიცოცხლებ უკრაინის გამარჯვებამდე, რომელიც ძალიან ახლოსაა, ჩემი გული უნდა იყოს დამარხული კიევში, ის ეკუთვნის უკრაინას. ”
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს დისტანციურად ჩაერთო.
მესამე პრეზიდენტი მისივე პროცესს ვივა მედიდან დისტანციურ რეჟიმში ერთვება. ეს არის მეორე შემთხვევა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი მისი გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადების სხდომას ესწრება.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეებს დაკითხავენ.
სხდომას ესწრებიან მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, ახლობლები და მხარდამჭერები. პროცესზე იმყოფება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილიც.
ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, რიში სუნაკის პრესსპიკერმა განაცხადა რომ უკრაინაში გამანადგურებლების გაგზავნა არაპრაქტიკულია.დიდმა ბრიტანეთმა ამის შესახებ განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც კიევმა მოკავშირეებს საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნისკენ მოუწოდა.
“მოერიშე თვითმფრინავები ძალიან კომპლექსურია და ფრენის სწავლას თვეები სჭირდება. ამის გათვალისწინებთ, ვფიქრობთ, რომ უკრაინაში გამანადგურებლების გაგზავნა არაპრაქტიკულია”. – აღნიშნა მან.
საფრანგეთის პოლიციამ იპოვა საქართველოს მოქალაქის ცხედარი – ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა ავრცელებს. საქართველოს მოქალაქე კაცი 2022 წლის აპრილში ნანტთან გაუჩინარდა. მას შემდეგ კი გამოძიება მიმდინარეობდა.
“მათ გაიარეს 30 კილომეტრზე მეტი ნანტიდან, გადაიარეს მინდვრები, სანამ არ მივიდნენ ძველ ფარდულში, მიტოვებულ მანქანების ნაგავსაყრელთან. მსხვერპლი ჩააგდეს ორმოში, რომელიც დაფარული იყო ბეტონის ფილებით” ,- წერს ფრანგული მედია.
სააგენტო Reuters-ი აშშ-ის ხელმძღვანელობის ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეერთებული შტატები უახლოეს მომავალში აპირებს უკრაინისთვის 150 კმ-მდე დიაპაზონის რაკეტების გადაცემას.
ამ თემაზე წინა ინფორმაციაში სააგენტო წერდა, რომ აშშ-ს უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს მაღალი სიზუსტის მართვადს რაკეტებს Ground Launched Small Diameter Bomb (GLSDB) .
ეს ამერიკულ–შვედური წარმოების რაკეტების გაშვება მათ შორის HIMARS-ის დანადგარებიდანაც არის შესაძლებელი და შეუძლიათ მოძრავ სამიზნეებზე დარტყმა მრავალი ათეული კილომეტრის მანძილზე.
აქამდე რაკეტების დიაპაზონი, რომელსაც ამერიკელები და სხვა მოკავშირეები აწვდიდნენ უკრაინის არმიას, იყო 80 კილომეტრზე ცოტა მეტი – ეს რაკეტებიც ასევე HIMARS–ისთვის გამოიყენებოდა.
უკრაინა უკვე დიდი ხანია სთხოვს შეერთებულ შტატებსა და მოკავშირეებს მაღალი სიზუსტის ATACMS რაკეტებს 300 კილომეტრამდე დიაპაზონით, რომლებიც შეიძლება გაისროლონ HIMARS-ის დანადგარებიდან. ამ დრომდე დასავლელი მოკავშირეები უარს ამბობდნენ ასეთი იარაღის გადაცემაზე – არაოფიციალურად, იმის გამო, რომ უკრაინელები დაიწყებენ დარტყმას რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, რამაც შეიძლება ომის უკონტროლო ესკალაცია გამოიწვიოს .
Reuters-ის ცნობით, ახალი 2,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი უკვე ამ კვირაში გამოცხადდება.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას ჯერ არ დაუსრულებია საკადრო ცვლილებები ქვეყნის ხელმძღვანელობაში და ყველას, ვინც არ დააკმაყოფილებს სახელმწიფოსა და საზოგადოების მოთხოვნებს, სამსახურიდან გაათავისუფლებენ.
„ახლა არის გარკვეული საკადრო სიმშვიდე. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა საჭირო ნაბიჯი უკვე გადაიდგა. გადაწყვეტილებები მიიღება. სისტემაში ვინც არ აკმაყოფილებს სახელმწიფოსა და საზოგადოების ფუნდამენტურ მოთხოვნებს, არ უნდა ისხდნენ სავარძლებში“, – თქვა მან საღამოს მიმართვაში.
ზელენსკიმ უკრაინაში ახალი რეფორმების მომზადებაზეც ისაუბრა.
„რეფორმები, რომლებიც შეცვლის სოციალურ, სამართლებრივ და პოლიტიკურ რეალობას მრავალი ასპექტით – მათ უფრო ჰუმანურს, გამჭვირვალეს და ეფექტურს გახდის“, – დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა და პირობა დადო, რომ დეტალებს მოგვიანებით გამოაცხადებს.
რუსეთსა და უკრაინას შორის გახანგრძლივებული სამხედრო დაპირისპირება მხოლოდ რუსეთის აძლევს ხელს, განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ამ დასკვნამდე მივიდა მას შემდეგ, რაც შეისწავლა ბრიტანეთის მიდგომა კონფლიქტთან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც გასული წლის ოქტომბერში პრემიერ მინისტრი გახდა.
სუნაკის თქმით, ახლა არის უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერის გააქტიურების შესაძლებლობა.
„პრემიერმა თქვა, რომ ახლა აშკარაა, რომ რუსეთს არ აქვს ინიციატივა და არის შესაძლებლობა საერთაშორისო პარტნიორებისთვის გააძლიერონ ძალისხმევა უკრაინის მუდმივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრის ოფისმა მას შემდეგ, რაც სუნაკმა ეს საკითხი აშშ-ს, გერმანიის, საფრანგეთის და იტალიის ლიდერებთან განიხილა.
გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის ეს ახალი სტრატეგია მხარდაჭერის გასაძლიერებლად მოიცავს უფრო აქტიურ დიპლომატიურ ძალისხმევას და სამხედრო კონფლიქტის დასრულების შემდეგ უკრაინის აღდგენის დაგეგმვას.
მანამდე სამშაბათს ბრიტანეთის კაბინეტს ეცნობა, რომ რუსეთის ძალებს აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის ნაკლებობა ჰქონდათ.
მინისტრებს უთხრეს, რომ რუსეთი განიცდის “მნიშვნელოვან გამოფიტვას მისი ზოგიერთი ყველაზე ბრძოლისუნარიან ქვედანაყოფში“ რადგან აშშ-ის შეფასებით, დაახლოებით 188,000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა და რუსულმა არმიამ დაკარგა ტანკების ორი მესამედი.
“ნაძირალა ვარ და ეს გვიან გავიგე” – ამის შესახებ Wagner PMC-ის ყოფილმა დაქირავებულმა ჯარისკაცმა ანდრეი მედვედევმა, განაცხადა რომელიც ნორვეგიას თავშესაფარს სთხოვს.მედვედევი თავისი ქვედანაყოფიდან გაიქცა და ნორვეგიის საზღვარი გადაკვეთა ის პასვიკდალენის ხეობის მიდამოში მესაზღვრეებმა დააკავეს.
ანდრეი მედვედევი Wagner-ის პირველი დაქირავებულია, რომელიც საზღვარგარეთ გაიქცა.
“სატანკო კოალიციას ახლა 12 წევრი ჰყავს. მინდა აღვნიშნო, რომ მიწოდების პირველი ტალღით უკრაინა 120-დან 140-მდე ტანკს მიიღებს”.
აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრო დმიტრო კულება.

„არ გამოვრიცხავ. მტკიცებით ფორმაში ვერ ვიტყვი, არ იქნება სწორი, მაგრამ რატომ არ გამოვრიცხავ? იმიტომ, რომ დიდი ფულით მანიპულირება ოპოზიციურ ფლანგზე არ არის ახალი ამბავი და როდესაც გაქვს გავლენაც და ყველაზე დიდი რესურსიც, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია. ადამიანების პროვოცირებით, მანიპულირებით, გარკვეული ძალების გადაჯგუფებით, სამწუხაროდ ეს შესაძლებელია.
მე არ გამოვრიცხავ, რომ ირიბად ამაში იყოს მისი კვალიც, რადგან მის ინტერესებში არის, რომ ერთი ძლიერი პარტია იყოს, რომელმაც შეიძლება მოუგოს 2024 წლის არჩევნები“,
ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ.