Category: სლაიდერი

  • არ გამოვრიცხავ, ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და არ მოგვანიჭონ სტატუსი – კალაძე

    “ჩვენი მხრიდან ყველაფერი იქნება გაკეთებული, შესრულებული იქნება ეს 12-ვე პუნქტი. ერთ-ერთი მიმართულება ეს არის პოლარიზება, ეს ცხადია, ცალმხრივად ვერ მოხდება, შეუძლებელია, ძალიან ბევრი გვაქვს ამაზე ნასაუბრები, თუმცა სხვა რეკომენდაციები რაც იყო ყველაფერი ზედმიწევნით იქნება შესრულებული.

    თუმცა შედეგ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული, მე არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და არ მოგვანიჭონ სტატუსი, არც ამას არ გამოვრიცხავ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რაც მაშინ მიიღეს”,

    აცხადებს “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახა კალაძე.

  • რუსმა ოკუპანტებმა ხარკივი დაბომბეს – არის მსხვერპლი

    რუსმა ოკუპანტებმა ხარკივი დაბომბეს – არის მსხვერპლი – აცხადებს ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი.

    “გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს კუპიანსკი, ვოლჩანსკი, სტრელეჩაია, დვურეჩნაია და ხარკივის, ჩუგუევსკის და კუპიანსკის ოლქების სხვა დასახლებები.

    ვოლჩანსკის დაბომბვის შედეგად, სამწუხაროდ, 62 წლის მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. დაშავდა 83 წლის ქალი. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, საშუალო სიმძიმის მდგომარეობით”, – თქვა ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

  • უკრაინისთვის გადაცემული 60-ზე მეტი ამერიკული Bradley-ს საბრძოლო მანქანა უკვე გზაშია

    60-ზე მეტი ამერიკული Bradley-ს ქვეითი  საბრძოლო მანქანა უკვე მიცურავს ევროპისკენ.აშშ-ს არმიის სატრანსპორტო სარდლობამ განაცხადა, რომ 60-ზე მეტი ბრედლის ტვირთი გასულ კვირას ჩრდილოეთ ჩარლსტონის პორტიდან გაიგზავნა.

    ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანები უკრაინისთვის 2,85 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის ნაწილია, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა იანვრის დასაწყისში გამოაცხადა.

    აშშ–ს შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო სარდლობაში აცხადებენ, რომ ეს დახმარება უზრუნველყოფს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დამატებით შეტევითი და თავდაცვითი შესაძლებლობებით.

    ” Bradley არის ძალიან ძლიერი მანქანა, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ უკრაინელებს. ვიმედოვნებთ, რომ ეს გაზრდის მათ შესაძლებლობებს, რათა უზრუნველყონ ბრძოლის ველზე წინსვლა და დაკარგული პოზიციების დაბრუნება”, – განაცხადა აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალმა ჟაკლინ ვან ოვოსტმა.

  • სარაკეტო თავდასხმებისთვის, რუსეთს 6 თვის რესურსი აქვს – ესტონეთის თავდაცვა

    სარაკეტო თავდასხმებისთვის, რუსეთს 6 თვის რესურსი აქვს  -აცხადებს ესტონეთის თავდაცვის ძალების სადაზვერვო განყოფილების ხელმძღვანელი მარგო გროსბერგი.

    • “ყველაზე ოპტიმისტურ სცენარში, რუსეთს 3-4 თვის რესურსი აქვს, ხოლო უფრო პესიმისტური შეფასებით, მინიმუმ ექვსიდან ცხრა თვის მარაგი აქვთ”,

    მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რუსეთის არმიამ, უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში, დამატებით 65 რაკეტა (H-101) აწარმოა, რასაც დიდი ალბათობით, სამოამვლოდაც გააგრძელებენ.

    • “ამ ფაქტზე დაფუძნებით შეიძლება იმის თქმა, რომ რუსეთში მაღალტექნოლოგიური კომპონენტების ნაკადი არსებობს.”
  • უკრაინის 9 ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა

    უკრაინის 9 ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა – გავრცელებული ინფორმაციით,  სირენების ხმა ისმის კიროვოგრადში, პოლტავაში, ზაპორიჟიეში, დნიპროპეტროვსკში, ხერსონში, დონეცკში, მიკოლაივში, სუმსა და ხარკოვში.

     

  • პაკისტანში მეჩეთში აფეთქების შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა

    პაკისტანის ქალაქ პეშავარში პაკისტანში მეჩეთში აფეთქების შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა ხოლო 125 კი დაშავდა.

    თავდასხმა მეჩეთზე იმ დროს მოხდა, როდესაც ის მომლოცველებით იყო სავსე. აფეთქების შედეგად შენობის ნაწილი ჩამოინგრა და რამდენიმე ადამიანი ნანგრევებში მოიყოლა.

     

  • კადიროველებმა ოკუპირებულ მელიტოპოლში НТВ–ს პროპაგანდისტი ჟურნალისტი გააუპატიურეს და ოპერატორი სცემეს

    მელიტოპოლში კადიროველებმა რუსული ტელეარხის, НТВ–ს  პროპაგანდისტი ჟურნალისტი, ოლგა ზენკოვა გააუპატიურეს, ოპერატორი არტემ ეპიფანოვი კი სცემეს. გადამღები ჯგუფი მელიტოპოლში სარედაქციო დავალებით იმყოფებოდა.

    ტელეგრამ არხების ინფორმაციით რუსეთის ფედერაციაში ამ თემის გაშუქება აიკრძალა, თუმცა არხმა უკვე მიმართა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს.

    როგორც არხის  განცხადებაშია აღნიშნული ოლგა ზენკოვა და ოპერატორი არტემ ეპიფანოვი ქალაქში სარედაქციო დავალებაზე იმყოფებოდნენ. 17 იანვარს ისინი “ვორონცოვსკის“ რესტორანში სადილობდნენ, როდესაც დაესხა სამხედრო ფორმაში ჩაცმული მამაკაცების ჯგუფი, რომლებმაც თავი “ახმატის ბატალიონის მებრძოლებად” წარმოადგინეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმის შედეგად ოპოერატომა საშუალო სიმძიმის ტრავმები მიიღო, რაც მელიტოპოლის საავადმყოფოში დადასტურდა, ოლგა ზენკოვას წინააღმდეგ კი “პირთა ჯგუფმა ჩაიდინა სექსუალური ხასიათის ძალადობრივი ქმედება.“

    განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ინციდენტის შესახებ მაშინვე ეცნობა მელიტოპოლის სამხედრო კომენდატურას და სამართალდამცავ ორგანოებს, თუმცა ტელეკომპანიის თანამშრომლებს საქმის აღძვრაზე და ჩადენილი დანაშაულის გარემოებების დაფიქსირებაზე უარი უთხრეს.

    ტელეგრამ არხები წერენ, რომ ამ თემის გაშუქება მაშინვე აიკრძალა, რათა „რუსეთის ფედერაციის არმიის დისკრედიტაცია არ მომხდარიყო. ტრადიციულად, საქმის მიჩქმალვას  ცდილობენ, მაგრამ ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში უკვე მივიდა.“

    ტელეარხის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ რომ ოლგა ზენკოვა ნამდვილად მუშაობს მათთან. ეკატერინბურგში 1983 წლის 21 ივლისს დაბადებული ზენკოვა ვებსაიტზე  განთავსებულია განყოფილებაში “კორესპონდენტები რეგიონებში”.

    ზენკოვა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სანქციების ქვეშაა ანტიუკრაინული პროპაგანდის გამო.

    ეპიფანოვი ასევე НТВ-ზე მრავალი წლის განმავლობაში მუშაობს.მან გადაიღო პროპაგანდისტული ვიდეორგოლები ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების ოკუპირებულ ნაწილში.

  • ვულოცავ ენმ-ს შიდა დემოკრატიის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას – ოქრიაშვილი

    „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა არჩევნები დასრულდა. ნებისმიერი პარტიის განვითარებისთვის პერიოდული შიდადემოკრატიული არჩევნები არის განვითარების მთავარი პირობა. „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ეს პრაქტიკა არავის დაუმკვიდრებია და არსებობენ პარტიები, რომლებსაც ბოლო 30 წელია, უცვლელი თავმჯდომარე ჰყავთ. ვინმეს წარმოგიდგენიათ, რომ „ქართულ ოცნებაში“ ჩატარდეს არჩევნები?! ამიტომაც არის „ოცნება“ ერთი ადამიანის პარტია! კანდიდატების მიმართ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და ამომრჩეველს არაერთგვაროვანი განწყობა და დამოკიდებულება ჰქონდათ. ასევე, სასიამოვნო არ იყო საჯაროდ გამოტანილი პოლიტიკური კინკლაობა. თუმცა, აქ პროცესია უმთავრესი და მომავალში, დარწმუნებული ვარ, ყოველ 2-4 წელიწადში, ამ პარტიაში არჩევნები ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კარი ღიაა და პოლიტიკით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაიაროს საკუთარი პოლიტიკური გზა ამ პარტიაში.

    ვულოცავ „ნაციონალურ მოძრაობას“ შიდა დემოკრატიის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას, რის შედეგადაც ეს პარტია უკეთესი და უკეთესი ლიდერებით შეივსება!“,

    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს.

  • ვოლოდიმირ ზელენსკი მიკოლაევში ჩავიდა

    უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სამუშაო ვიზიტით  სამხრეთ უკრაინის ქალაქ მიკოლაევში ჩავიდა.მან განიხილა ოპერაციული სიტუაცია სამხრეთ უკრაინაში, ასევე ოკუპანტების მიერ სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმების შედეგები. ასევე განხილული იყო რეგიონის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, მისი დაცვის საშუალებები და აღდგენის ტემპი.

    “სამუშაო ვიზიტი მიკოლაევის რეგიონში. რეგიონი გმირულად უძლებს ტერორისტების ყველა თავდასხმას. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გავმართე რეგიონში არსებულ ვითარებაზე”, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

     

  • “ან ტყუილია, ან ვერ გაიგო” – დიმიტრი პესკოვი ბორის ჯონსონს

    “რაც ბატონმა ჯონსონმა თქვა, ეს არაა სიმართლე. უფრო სწორად, ტყუილია. მეტიც, გეტყვით, ეს ან გააზრებული ტყუილია და ინდა ვკითხოთ რა მიზნით აირჩია ეს გზა, ან გაუაზრებელია, ვერ გაიგო, რაზე ესაუბრებოდა პრეზიდენტი პუტინი”.

    ასე ეხმაურება, კრემლის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის, ბორის ჯონსონის განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ მას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დაემუქრა.

    შეგახსენებთ, რომ ბორის ჯონსონმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სანამ რუსეთი  უკრაინაში  შეიჭრებოდა ქვეყნების ლიდერებმა სატელეფონო საუბარი გამართეს სადაც მას ვლადიმერ პუტინი დაემუქრა. “რაღაც მომენტში დამემუქრა და მითხრა, ბორის, არ მინდა რამე დაგიშავო, მაგრამ რაკეტით მხოლოდ წუთი დასჭირდებაო, თუ რაღაც მსგავსი”.