Category: სლაიდერი

  • ISW: დასუსტებული რუსეთი ცდილობს ანტიდასავლური ბლოკი შექმნას

    რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია, რომელიც ვლადიმერ პუტინმა 31 მარტს დაამტკიცა, სავარაუდოდ მიზნად ისახავს მხარი დაუჭიროს კრემლის მცდელობებს შექმნას ანტიდასავლური კოალიცია, წერს ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) თავის ყოველდღიურ ანგარიშში.

    დოკუმენტი ხაზს უსვამს რუსეთის მიზანს შექმნას მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგი, მათ შორის, შეწყვიტოს აშშ-ის დომინირება მსოფლიო საქმეებში. ამტკიცებენ, რომ კაცობრიობის უმრავლესობა დაინტერესებულია რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობით და რომ სასურველი მრავალპოლარული სამყარო გახსნის შესაძლებლობებს არადასავლური მსოფლიო ძალებისა და რეგიონალური ლიდერებისთვის.

    ახალი დოკუმენტი, სავარაუდოდ, მხარს უჭერს კრემლის მცდელობებს, გააძლიეროს წინადადებები არამომხრე ქვეყნებისთვის უფრო შეკრული ანტიდასავლური ბლოკის შესაქმნელად, წერს ISW.

    მაგრამ რუსეთის ეკონომიკური ძლიერების დაქვეითება და უკრაინაში მისი სამხედრო პოტენციალის შესუსტება ცუდი სტიმულია მოსკოვის წინადადებისადმი სერიოზული ინტერესის გამოვლენისთვის, აცხადებენ მოხსენების ავტორები.

    ISW-ის შეფასებით, პუტინის წინადადება ანტიდასავლური ბლოკის შექმნის შესახებ სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტის დროს დადებითად არ მიიღეს, რადგან ჩინეთის ლიდერმა უარი თქვა ჩინეთის ჩათრევაზე პუტინის გეოპოლიტიკურ კონფლიქტში დასავლეთთან.

  • ზელენსკი – საქართველო, მისი ხელმძღვანელობა – ვისკენ არიან ისინი დღეს?ნეიტრალურები არიან თუ რუსეთისკენ?

    საქართველო, მისი ხელმძღვანელობა – ვისკენ არიან ისინი დღეს?, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრიის პრეზიდენტთან ალექსანდრ ვან დერ ბელენთან კიევში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

    “ისინი ნეიტრალურები არიან თუ რუსეთისკენ? რადგან რუსეთი ისევე ეპყრობა თავის პოლიტიკოსებს, როგორც დღეს საქართველოს ხელმძღვანელობა ეპყრობა უკვე არა თავის პოლიტიკოსებს, არამედ უკრაინის მოქალაქეებს. და ამიტომ კიდევ ერთხელ: ისინი ნეიტრალურები არიან? თუ რუსეთისკენ არიან? თუ ისინი უბრალოდ უკრაინის წინააღმდეგ არიან და ა.შ.?” – თქვა ზელენსკიმ.

    მისი თქმით, უკრაინა დიდი პატივისცემით ეპყრობა ამა თუ იმ შიდა საკითხს, მაგრამ არ ესმის სააკაშვილისადმი ასეთი დამოკიდებულება.

    “სურვილი მექნებოდა, რომ პრესა ხედავდეს რა ხდება: უკრაინის მოქალაქის საჯარო წამება. არ განვიხილავ საკითხს – რისთვის დააპატიმრეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რა შედეგები აქვს ამას  საქართველოს პოლიტიკისთვის და დემოკრატიისთვის. ეს მათი შიდა საკითხია. მე ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველ დღე საჯაროდ აწამებენ. და ვფიქრობ, რომ მიზანი აქვთ – იგი მოკლან”, – თქვა ზელენსკიმ.

  • გუშინ რუსებმა დონეცკის ოლქში 4 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს – კირილენკო

    “რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას კლავს! 31 იანვარს, რუსებმა დონეცკის ოლქში 4 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: 2 ბახმუტში, 1 პარასკოვიევკაში და 1 ვუჰლედარში. რეგიონში კიდევ 6 ადამიანი დაშავდა. ყველა სამხედრო დამნაშავე დაისჯება!”,

    აცხადებს დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პაველ კირილენკო.

  • უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გადაუდებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია – ერმაკი

    “რუსეთი აგრძელებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და კრემლი ცდილობს შური იძიოს ბრძოლის თითქმის ერთი წლის განმავლობაში განცდილი მარცხებისთვის. ასე რომ, უკრაინისთვის იარაღის სრული დიაპაზონის მიწოდება გადაუდებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ევროკავშირმა წინასწარ უნდა იმოქმედოს.”

    განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა.

  • მოვუწოდებ ხელისუფლებას გადაიყვანონ სააკაშვილი რეანიმაციაში, პოლიტიკური განხილვების დრო აღარ არის – იუკნევიჩიანე

    მოვუწოდებ ხელისუფლებას გადაიყვანონ სააკაშვილი რეანიმაციაში, პოლიტიკური განხილვების დრო აღარ არის – იუკნევიჩიანე

    პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობამ კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია და ყოველწუთიერად  უარესდება. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, დაუშვან მისი სასწრაფოდ გადაყვანა კლინიკაში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში საჭირო მკურნალობის მისაღებად. პოლიტიკური განხილვების დრო აღარ არის.

    ამის შესახებ, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე Twitter-ზე წერს.

  • ვფიქრობთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება – ჩავუშოღლუ

    “ვფიქრობთ ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება. ეს არის ის, რისიც გულწრფელად გვჯერა. ცხადია, ჩვენი სურვილი ეს არის, თუმცა, ამავდროულად უნდა ვიყოთ რეალისტები. ეს უნდა იყოს სამართლიანი მშვიდობა უკრაინისთვის, რადგან უკრაინული მიწები ოკუპირებულია. მშვიდობა უნდა იყოს ორივე მხარესთვის მისაღები. ეს არ უნდა იყოს ნაკარნახევი მშვიდობა, რადგან ამას არცერთი მხარე არ მიიღებს”.

    აცხადებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ.

  • რუსეთი ემზადება მაქსიმალური ესკალაციისთვის, ატარებს წვრთნებს და ტრენინგებს – დანილოვი

    ”რუსეთი ემზადება მაქსიმალური ესკალაციისთვის, ატარებს წვრთნებს და ტრენინგებს. რაც შეეხება სხვადასხვა მხრიდან შეტევას, არ გამოვრიცხავთ არც ერთ სცენარს მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში. გამოვიარეთ რთული პერიოდი, მაგრამ ვაცნობიერებთ იმასაც, რომ მთავარი ბრძოლა ჯერ წინაა. მომდევნო 2-3 თვე იქნება გადამწყვეტი ამ ომში.”

    განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა.

  • მოუწოდეთ ზურაბიშვილს, ესტუმროს პოლიტპატიმარ სააკაშვილს ციხის საავადმყოფოში – ფეიგინი

    ”მოვუწოდებ ყველა მეგობარს, მიმართონ საქართველოს პრეზიდენტ ზურაბიშვილს, თხოვნით, რომ ესტუმროს პოლიტიკურ პატიმარ მიხეილ სააკაშვილს ციხის საავადმყოფოში. დროა შევხედოთ იმას, თუ რა დარჩება მეხსიერებას თქვენი პრეზიდენტობიდან, ღრმადპატივცემულო სალომე.”

    აცხადებს რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინი და დღევანდელი სასამართლო პროცესიდან მიხეილ სააკაშვილის ფოტოებს აქვეყნებს.

  • ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 8 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს – გენშტაბი

    ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 8 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს – ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    “ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს დონეცკის ოლქის იამპოლივკას, სპირნეს, რაზდოლოვკას, ბლაგოდატნოეს, კრასნა ჰორას, ბახმუტის, კლიშივკას და პარასკოვიევკას დასახლებულ პუნქტებში”, – ნათქვამია განცხადებაში.

  • “უკრაინა იმსახურებს NATO-ს წევრი ქვეყანა გახდეს” – პეტრ პაველი

    “მეამაყება, რომ ჩემი ქვეყანა ერთ-ერთი პირველია, რომელმაც უკრაინას სამხედრო დახმარება აღმოუჩინა. ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ დასავლეთის ქვეყნები უკრაინას თანამედროვე საბრძოლო ტანკებითა და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით მოამარაგებდნენ. ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გაგვაჩნია. თუ უკრაინას დახმარების გარეშე დავტოვებთ, დიდი ალბათობით, ისინი ამ ომში დამარცხდებიან და თუ ისინი დამარცხდებიან, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა დავმარცხდით”.

    განაცხადა ჩეხეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა BBC-სთან ინტერვიუში.