Category: სლაიდერი

  • ყველაზე ცუდი ხუმრობა გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობაა – სტეფანჩუკი

    1 აპრილი… სულელების დღე. ყველაზე ცუდი ხუმრობა გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობაა. ეს ორგანო პასუხისმგებელია საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაზე. როგორც ჩანს, სამყარო შეიშალა.

    წერს უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი Twitter-ზე.

  • არ შეიძლება სიტყვა გმირი, ასეთი ფალსიფიკაციისთვის გავიმეტოთ” – სარჯველაძე ლაზარე გრიგორიადისზე

    არ შეიძლება სიტყვა გმირი, ასეთი ფალსიფიკაციისთვის გავიმეტოთ” – სარჯველაძე ლაზარე გრიგორიადისზე

    პირველი ვერსია, რაც ოპოზიციამ განავითარა, გახსოვთ, რომ ხელისუფლებას აბრალებდნენ, რომ ეს სუს-გან მართული ადამიანები იყვნენ. მერე აღმოჩნდა, რომ გაირკვა ვინც იყო და ახლა საზოგადოებას გვთავაზობენ სრულიად სხვა ინტერპრეტაციას და იძახიან, რომ სინამდვილეში ეს ადამიანი გმირი არისო. როგორც არ უნდა ეცადონ, ამ ადამიანის წარმოჩენას, როგორც გმირისას, რა თქმა უნდა, არ შეიძლება სიტყვა გმირი, ასეთი ფალსიფიკაციისთვის გავიმეტოთ და ასეთ ადამიანებს, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილებს ესვრიან პოლიციელებს იმას შევარქვათ იგივე სახელი, რაც მაგალითად, ჟიული შარტავას აქვს. არ შეიძლება ასეთი რამ, ეს, მათ შორის, რა თქმა უნდა, ამორალურობაც არის.

    თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ, მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისზე.

  • რაც არ უნდა გაეკეთებინა, უარესი გვინახავს თბილისის ქუჩებში ქართული ოცნების მოკავშირე ორკების მიერ ჩადენილი – ჩერგოლეიშვილი დაკავებულ აქტივისტზე

    დღეს ვაპროტესტებთ შერჩევითი სამართლის მსხვერპლის ჩაგვრას. რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ კონკრეტული დანაშაული რა არის, დანაშაული არ არსებობს კონტექსტის გარეშე, შინაარს კარგავს კონტექსტის გარეშე.

    ამ ადამიანს რაც არ უნდა გაეკეთებინა, ცხადი ისაა, რომ ჩვენ უარესი გვინახავს თბილისის ქუჩებში ქართული ოცნების მოკავშირე ორკების მიერ ჩადენილი და დღეს აქციაზე ზუსტად ამის ჩვენებას ვაპირებთ. ჩვენ იმის მტკიცებას კი არ დავიწყებთ, რომ მოლოტოვის კოქტეილის სროლა კარგია, უბრალოდ, გვინდა ვაჩვენოთ, რას სჩადიან ქართული ოცნების მოკავშირეები და რატომ არის ეს ადამიანი მსხვერპლი უსამართლობის. ნაჩვენები იქნება, რა ხდება თბილისის ქუჩებში – ჩვენს თვალწინ მომხდარი სისხლის სამართლის დანაშაულები და რა ძალადობა რჩება დაუსჯელი. დიახ, ქართული ოცნების მოკავშირეების ჩადენილი. პირველი ძალადობა დაიწყო 2013 წლის 8 თებერვალს – ძალადობის ქანქარა გადმოიხარა და ის ადამიანები არ დაისაჯნენ. პოლიციელების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის რამდენიმე ასეული ლარით ჯარიმდებოდა მხოლოდ ადამიანი – ეს მაშინ, როცა მათ მოკავშირეებს ეხებოდათ საქმე.

    და როდესაც ხალხი აჯანყდა საკუთარი საგარეო კურსის დასაცავად, კი შეიძლება იქ რაღაც დარღვევაც მოხდა, მაგრამ ამოარჩიო ადამიანი და თან კობახიძის განცხადების ფონზე, როდესაც “ორიენტაციარეული” უწოდა, უსამართლოა.

    […] მოსამართლემ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა – ეს ადამიანი არ ზის იმიტომ რომ რაღაც დააშავა, ეს ადამიანი ზის, იმიტომ რომ დასაჯონ სამაგალითოდ. რაც მთავარია, ჩვენ წინ ამბები გველოდება – არ ვიცით ზუსტად, რა იქნება კანდიდატის სტატუსზე და არ ვიცით, კიდევ რას დააშავებს ქართული ოცნება. ყველამ ხომ იცის, რამ შესძინა მომხიბვლელობა და ძალა ამ პროტესტს იმ თაობამ, რომლის წარმომადგენელიც დაჭერილია. იმ თაობის გატეხვა უნდათ.

    ამბობს ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი.

    დღეს, 1 აპრილს 20:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან  დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

    აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა 21 წლის ბიჭის გათავისუფლება იქნება.

    გუშინ, 31 მარტს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც 29 მარტს დააკავეს,  საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. შემდეგი სხდომა 1 მაისს ჩაინიშნა.

  • ურსულა ფონ დერ ლაიენი შესაძლოა ნატოს გენერალური მდივანი გახდეს – The Sun

    გამოცემა The Sun  დიპლომატიური წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ნატოს გენერალური მდივანი შესაძლოა ევროკომისიის ხელმძღვანელი, ურსულა ფონ დერ ლაიენი გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ მას ევროკომისიის პრეზიდენტის უფლებამოსილება მომავალ წელს ეწურება, ნატოს წევრმა რამდენიმე ქვეყანამ  შესთავაზა მას ალიანსის ხელმძღვანელობა მიმდინარე წლის ოქტომბერიდან.

    ამავე პოზიციაზე კიდევ ერთი პრეტენდენტი  ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი. The Sun-ის ცნობით, თუ მისი კანდიდატურა დამტკიცდება, ის გახდება ნატოს პირველი გენერალური მდივანი დიდი ბრიტანეთიდან ბოლო 20 წლის განმავლობაში.

    თუმცა, ოფიციალური არჩევნები ჯერ არ არის დანიშნული და ახალი ლიდერის კანდიდატურა დახურულ კარს მიღმა განიხილება.

  • ყველა დანაშაული უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ იქნება გამოძიებული და დასჯილი – მაია სანდუ

    არ გვინდა ვიცხოვროთ მსოფლიოში, რომელსაც ყაჩაღები მართავენ. დღეს აქ ვართ, რომ მსოფლიოს შევახსენოთ რუსეთის ჯარების მიერ ჩადენილი სისასტიკე. ჩვენ მტკიცე ვალდებულება ავიღეთ, რადგან მხარს ვუჭერთ ბუჩის დეკლარაციას, მხარს ვუჭერთ საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას. ყველა ეს სისასტიკე კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, დანაშაული უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ იქნება გამოძიებული და დასჯილი.

    მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ამის შესახებ  მოლდოვის, სლოვაკეთის, სლოვენიისა და ხორვატიის ლიდერებთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

  • რუსეთს ჩრდილოეთ კორეისგან საბრძოლო მასალის მიღება სურს – კირბი

    “ჩვენ კვლავ შეშფოთებულები ვართ, რომ ჩრდილოეთ კორეა შემდგომ დახმარებას გაუწევს რუსეთის სამხედრო ოპერაციებს უკრაინის წინააღმდეგ და გვაქვს ახალი ინფორმაცია, რომ რუსეთი აქტიურად ცდილობს ჩრდილოეთ კორეისგან დამატებითი საბრძოლო მასალის შეძენას”,

    ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა.

  • ბუჩაში უმიზეზოდ არ დაღუპულან, უკრაინის გამარჯვებით მალე მშვიდობა დაისადგურებს – ზურაბიშვილი

    პატივცემულო საზოგადოება, დღეს ეჭვები და ყოყმანი გაქრა, საერთაშორისო საზოგადოებას ესმის, რომ დემოკრატია და თავისუფლება საფრთხის წინაშეა და არჩევანი ცივილიზაციაზეა: დიქტატორულ და საშიშ რუსეთის მმართველობასა (რომელიც კერძო დაქირავებულ პირებს მიმართავს თავისი აგრესიული ომის საწარმოებლად) და ჩვენს საერთო ძალისხმევას შორის თავისუფალი, მშვიდობიანი, დემოკრატიული და აყვავებული მომავლის ასაშენებლად.

    ჩვენი ერთობა, ახლა და ყოველდღიურად, აგრესიის, სისასტიკის, უსამართლობის, ადამიანური ცხოვრებისა და საერთაშორისო პრინციპების აშკარა უგულებელყოფის წინააღმდეგ უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე.

    პრეზიდენტო ზელენსკი, მადლობას გიხდით გლობალური სამშვიდობო სამიტისათვის, რადგან ჩვენი ჭეშმარიტი, საბოლოო მიზნის მისაღწევად ერთადერთი გზა ჩვენი ტერიტორიების, სუვერენიტეტისა და თავისუფლების პატივისცემაა.

    მხოლოდ ისეთი სამყარო შეიძლება იყოს მშვიდობის სამყარო, რომელშიც რუსეთი უარს იტყვის თავის იმპერიალისტურ მისწრაფებებზე და დათანხმდება ისეთ სახელმწიფოდ გადაქცევას, რომელსაც სხვების მსგავსად აქვს და აღიარებს საკუთარ და მეზობლების საზღვრებს.

    პრეზიდენტო ზელენსკი, ქართველი ხალხის სახელით, ნება მომეცით კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი სოლიდარობა, გისურვოთ გამბედაობა და ურყევი მონდომება თქვენი ქვეყნისა და ევროპის მომავლისთვის ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ, რომ ბუჩაში უმიზეზოდ არ დაღუპულან და უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გამარჯვებით მალე მშვიდობა დაისადგურებს!

    სლავა უკრაინი!

    საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო ბუჩას გათავისუფლების წლისთავთან დაკავშირებულ სამიტში. ზურაბიშვილმა სამიტის მონაწილეებს: უკრაინისა და მოლდოვას პრეზიდენტებს, სლოვაკეთის, სლოვენიისა და ხორვატიის პრემიერ- მინისტრებს სიტყვით მიმართა.

  • “ლაზარეს თავისუფლებისთვის” – დღეს, 20:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართება

    “ლაზარეს თავისუფლებისთვის” – დღეს, 1 აპრილს 20:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან  დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

    აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა 21 წლის ბიჭის გათავისუფლება იქნება.

    გუშინ, 31 მარტს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც 29 მარტს დააკავეს,  საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. შემდეგი სხდომა 1 მაისს ჩაინიშნა.

    შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

    ლაზარე გრიგორიადისს პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი.

    პროკურატურა გრიგორიადისის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი მისი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.

    დარბაზში მყოფმა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მოსამართლეს, როგორც პარლამენტის წევრმა, პირადი თავდებობაც შესთავაზა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში მყოფების უკმაყოფილება მოჰყვა. დამსწრეები “რუსეთის მონებს” სკანდირებდნენ.

    გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“.

    ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

    ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ამბასადორში ხანძარი სტუმარმა გააჩინა, პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა – შსს

    ამბასადორში ხანძარი სტუმარმა გააჩინა, ის პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა – შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, სასტუმრო “ამბასადორში” გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ა.ლ. ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დააკავეს.

    დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ, თბილისში მდებარე სასტუმრო „ამბასადორის“ ერთ-ერთ ნომერში მყოფმა სტუმარმა გააჩინა ხანძარი, რომელიც გავრცელდა სასტუმროს მესამე და მეოთხე სართულზე.

    შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გამოცხადდნენ სამართალდამცველები და მეხანძრე-მაშველები, რომლებმაც დაიწყეს ხანძრის ქრობის სამუშაოები.

    სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.”,- ნათქვამია განცხადებაში.

  • უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

    უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი თანამებრძოლები ავრცელებენ.

    არსებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი ბახმუტთან შეტაკებას ემსხვერპლა.

    უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე 38 ქართველი მებრძოლია დაღუპული.