Category: სლაიდერი

  • ხატია დეკანოიძე ენმ-ს საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

    ხატია დეკანოიძე ენმ-ის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს. დეპუტატის თქმით, ის შესაბამისი განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს.

    “მე ვაპირებ მივმართო პარლამენტის თავმჯდომარეს, დავტოვო საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის პოსტი და რეალურად შემდეგ უკვე მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც რეალურად არის მე ვფიქრობ პოპულისტური, მაგრამ მაინც საზიანო პარტიისთვის”- ამბობს დეკანოიძე 

  • მოდი, ხელი ჩავკიდოთ ერთმანეთს, მიშა სააკაშვილია გამოსახსნელი – ხაბეიშვილი

    “ხალხმა დაუჭირა ცვლილებებს მხარი, მოდი, ხელი ჩავკიდოთ ერთმანეთს, კი არ ჩავუსაფრდეთ, ტალახი კი არ ვესროლოთ, ეს ადამიანი არის გამოსახსნელი აქედან და ეს ადამიანი არის გადასარჩენი, რა დროს ამ თანამდებობიდან წავალ, იმ თანამდებობიდან წავალ არის, ან ოპოზიციაში ვინ მოიგონა, რომ რამეს თანამდებობა ჰქვია. ეს არის გუნდი, რომელმაც უნდა იბრძოლოს ჩვენი ქვეყნისთვის, მიშა სააკაშვილისთვის.”

    აცხადებს ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.

  • საბუთებში სააკაშვილს სიმაღლე 2სმ-ით მოაკლეს, რომ პარამეტრები შეინარჩუნონ – ხაბეიშვილი

    “პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და მას არ ექცევიან როგორც პატიმარს. მას ექცევიან როგორც პოლიტიკურ ოპოზიციონერ ლიდერს და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ. ნებისმიერ სხვა პაციენტს ამ მაჩვენებლებით გადაიყვანდნენ რეანიმაციაში, მაგრამ არ გადაჰყავთ იმიტომ რომ სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, რომელმაც უნდა გაათავისუფლოს პრეზიდენტი სააკაშვილი ამ მდგომარეობიდან და სასამართლოსთვის არ უნდათ დამატებით არგუმენტი რომ აი, იმდენად მძიმეა რომ რეანიმაციაში გადაყვანა უწევთ, არადა ვხედავთ, რომ სასამართლო პროცესებზე 100 მეტრში ვერ მოჰყავთ. ისინი დანის პირზე დადიან და აკეთებენ ყველაფერს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს და ახლა მე როგორც შევიტყვე ექიმებისგან, პრეზიდენტ სააკაშვილის სიმაღლე აქვთ დაპატარავებული საბუთებში იმიტომ, რომ კრიტიკულ ნიშნულს არ ჩამოცდეს მისი პარამეტრები . ანუ- 1 მეტრი და 94 სმ-ია პრეზიდენტი სააკაშვილი და 68 კგ რეალურად. ამბობენ, რომ 1,92-სმ-ა. 2 სანტიმეტრი კიდევ მოაკლეს იმიტომ, რომ პარამეტრები შეინარჩუნონ”

    აცხადებს,  ენმ-ს ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, რომელიც კლინიკა “ვივამედთან” იმყოფება.

  • “ ჩვენი მეგობრული ჩეთიდანაა გავრცელებული“-ჩერგოლეიშვილი ყვება, ვინ გაუვრცელა მელიას ფარული ჩანაწერი

    “ ჩვენი მეგობრული ჩეთიდანაა გავრცელებული“-ჩერგოლეიშვილი ყვება, ვინ გაუვრცელა მელიას ფარული ჩანაწერი

    ტაბულას დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუქ სტატუსში წერს, საიდან გავრცელდა ნიკა მელიას ჩანაწერი, რომელიც პარტიული არჩევნების წინ გამოჩნდა. ჩანაწერში მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზუროდ სიტყვით მოიხსენიებს:

    “სანამ არჩევნები მორჩებოდა, არ მინდოდა ჩარევა, ან რომელიმე მხარის სასარგებლოდ მოქმედება – ხომ ვთქვი, მინდოდა ყველას წაეგო და ასეც მოხდა იდეაში.

    ახლა როცა მორჩა, გეტყვით, რომ მელიას ჩანაწერი 2016 წლისაა და ჩვენი მეგობრული ჩეთიდანაა გავრცელებული.

    ამ ჩეთში ვიყავით მე, გიგა, უგულავა (ციხიდან გამოსვლის მერე და არა ვოისების მომენტში), კეზერაშვილი, გივი თარგამაძე, გოკა გაბაშვილი, ლევან თარხნიშვილი, მელია და გვარამია (რომელიც მაგ ვოისების ჩაყრის მომენტში უკვე გასული იყო, უკვე კონფლიქტი გვქონდა მიშას დოზებზე ეთერში – ვერ ვაგებინებდით, რომ დამღუპველია).

    მელია ბოლო მომენტამდე მესიანიზმის მოწინააღმდეგეთა, ანუ ჩვენს ბანაკში იყო და ვოისებად ჩაგვიყარა ჩეთში მიშასთან ლაპარაკის შინაარსი (რაც მოისმინეთ).

    რომ გადახტა და მიშას მოღალატეები ხართო, კივილი დაიწყო – ვიცინოდით მერე ამ ვოისებზე.
    მაშინაც იყო აზრი, რომ გამოქვეყნებულიყო, ოღონდ არა ფარულად, არამედ ღიად – როდის იყავი მართალი? როცა მიშას აგინებდი, თუ როცა ჩვენ მოღალატეებს გვიძახი? – ამ კითხვით.

    მაგრამ გიგა კატეგორიულ უარზე წავიდა და არ დაუშვა – პირადის გამოქვეყნებას სადაც მე ვარ, არ ვიკადრებთო.

    ფარულად გამოქვეყნებას ვერც გაუბედავდნენ (უნდოდათ).

    ხოდა ახლა გათავისუფლდნენ გიგას მორალური მარწუხებისგან და ყველაფერი იკადრეს (ამიტომაც წევდნენ პოლიტიკიდან – ყველაფრის კადრებაში უშლიდა ხელს).

    ანუ კეზერაშვილის, უგულავას, თარგამაძის, მაჩვის და მათი გაბაზრებულია და როგორც ნდობით აღჭურვილ პირებს, ისე ჩაუგდო.

    ამის მერე ამ ადამიანებმა მელია ლიდერად ამოარჩიეს და 2021 წლის არჩევნებში მის შტაბში ბზრიალებდნენ – გამორჩენის მიზნით.

    როცა აღარ დააკმაყოფილა ფულის ტომარა მელიამ სათამაშოდ, ადგნენ და პირადი ვოისები გამოუქვეყნეს.

    ასეთი სამარცხვინოები არიან.

    უარესები იქნებიან ძალაუფლებას თუ მიაკარე – ღირსებისგან დაცლილები არიან, ამდენმა მარცხმა სულ გამოათაყვანა მორალურად.

    მოკლედ, მარცხის დროს უნდა გაიცნო ადამიანები – მანდ ყველაზე კარგად ავლენენ თავებს.“– წერს ჩერგოლეიშვილი.

  • ყველაფერი ყირიმში დაიწყო და იქ დასრულდება – ბუდანოვი

    უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა  გენერალ-მაიორ კირილ ბუდანოვმა Washington Post-თან ინტერვიუში ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა, რომ უკრაინული ჯარების შესვლა ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის პრეზიდენტს ბირთვული იარაღის გამოყენებისკენ უბიძგებს მან უპასუხა – “ეს არაა სიმართლე. და ყირიმი დაგვიბრუნდება. მეტს გეტყვით: ყირმიში ყველაფერი 2014 წელს დაიწყო და ყველაფერი იქ დამთავრდება”.

    • “ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ყირიმი ზაფხულისთვის სამშობლოს დაუბრუნდეს”, – თქვა ბუდანოვმა. 
  • ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა მხოლოდ შარშან, უკრაინის გაუბედურების ხარჯზე, რადგან საქართველოში ხალხი და ფული რუსეთიდან შემოდის – ოქრიაშვილი

    „დღეს გამოქვეყნდა მსოფლიოში „კორუფციის აღქმის“ განახლებული ინდექსი. საქართველო 41-ე ადგილზეა და უკეთესი მდგომარეობა გვაქვს მეზობელ აზერბაიჯანთან და სომხეთთან შედარებით. თუმცა 2012 წლის შემდეგ, ინდექსი პრაქტიკულად არ გაუმჯობესებულა და მისი უცვლელი მაჩვენებელი, როგორც ერთ-ერთი სიმპტომი, ჩვენი ეკონომიკის ავადმყოფობა-სტაგნაციაზე მიუთითებს.

    2012 წლიდან საქართველოს ეკონომიკა პრაქტიკულად არ გაზრდილა, გაიზარდა მხოლოდ შარშან, 10 %-ით, უკრაინის გაუბედურების ხარჯზე, რადგან საქართველოში ხალხი და ფული რუსეთიდან შემოდის. ეკონომიკის ამგვარი ზრდა ჩვენი ქვეყნისთვის არაფრისმომცემია, არ იქმნება სამუშაო ადგილები, არ არის ღირსეული ხელფასი.

    ეკონომიკის რეალური ზრდისთვის საჭიროა, საქართველო ლიდერობდეს ქვეყნების ტოპ-სამეულში, ისეთ წამყვან ინდექსებში, როგორიცაა:

    1. კორუფციის აღქმის ინდექსი – 1-3 ადგილი.

    2. უსაფრთხოების (კრიმინალის აღქმის) ინდექსი – 1-3 ადგილი.

    3. მართლმსაჯულების სისტემის შემფასებელი მთავარი ინდექსები – 1-3 ადგილი.

    4. ბიზნესის კეთების სხვადასხვა ინდექსები და ა.შ.

    10 წლის განმავლობაში, „ქართულ ოცნებას“ საშუალება ჰქონდა, ამ მაჩვენებლებისთვის მიეღწია. შედეგად, მივიღებდით ეკონომიკის და შესაბამისად, მოსახლეობის შემოსავლების უსწრაფეს ზრდას. სამწუხაროდ, ათი წელი დაიკარგა და იმედია, კიდევ ბევრ დროს არ დავკარგავთ!“

    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს.

  • ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე პატიმრობა კიდევ ერთ ბრალდებულს მიესაჯა

    საქართველოს პროკურატურის ინფრომაციით, ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე, კიდევ ერთ პირს 8 წლიანი  პატიმრობა შეეფარდა.

    ბრალდებული ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სქესის ნიშნით ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევის, ჯგუფურად ჩადენილი დამამცირებელი მოპყრობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ.

    “ბრალდებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მეორე ნაწილის „ე” და “ვ” ქვეპუნქტებით (დამამცირებელი მოპყრობა, ჩადენილი ჯგუფურად და სქესის ნიშნით ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით) და 143-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” და მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთა) წარედგინა.

    ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”- ნათქვამია განცხადებაში

    რაც შეეხება ბრალდებულის ოთხ თანამზრახველს, მათ მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 9 იანვარს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და მათ პატიმრობა  5 წლით და 6 თვით მიუსაჯა”- ნათქვამია განცხადებაში.

  • სად იყავით, როცა იჩქერიისთვის ვიბრძოდით? – კადიროვი ევროპას

    “სად იყავით, როცა იჩქერიისთვის ვიბრძოდით, როცა დამოუკიდებლობის ინტერესს ვიცავდით? რატომ არ დაგვიჭირეს მხარი ევროპულმა სახელმწიფოებმა, მათ შორის უკრაინამ და დღეს რატომღაც გადაწყვიტეთ, რომ არარსებულ სახელმწიფოს დაუჭიროთ მხარი?”.

    ასე გამოეხმაურა, ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი საკუთარ ტელეგრამ-არხზე პოლონეთის პრემიერმინისტრის, მატეუშ მორავიეცკის სიტყვებს, რომ ჩეჩნეთი “დამოუკიდებლობას იმსახურებს”.

  • ვკითხოთ ჩვენს პარტიის წევრებს რას ფიქრობენ ენმ-ის პარლამენტში ყოფნაზე – ნაყოფია

    “ვკითხოთ ჩვენს მომხრეებს, პარტიის წევრებს რას ფიქრობენ ისინიც ნაციონალური მოძრაობის პარლამენტში ყოფნასთან დაკავშირებით, რა სარგებელი მოაქვს ჩვენს პარლამენტში ყოფნას, იმის გარდა, რომ ვზივართ მანდ და რამე  ერთი რეზოლუცია, ერთი გადაწყვეტილება, აი, რა სარგებელი მოაქვს, ერთი არგუმენტი დაასახელოს ვინმემ ჩვენს პარლამენტში ჯდომას, იმ პარლამენტში, რომლის შედეგებს დღემდე არავინ ეთანხმება. უკაცრავად და შევედით და ვზივართ იქ. მაშინ შესვლის დროს იყო ბევრი არგუმენტი თითქოს, რომ ბევრ რაღაცას გავიტანდით, ბევრ სარგებელს მოვუტანდით ბრძოლას და რა? აი, ერთი პლუსი დამისახელეთ ჩვენი იქ ყოფნის.”

    განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, კობა ნაყოფიამ.

  • 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები LGBTQ+ მანიფესტაციების კანონით აკრძალვას ითხოვენ

    პრორუსული და ძალადობრივი ალტ-ინფოს ლიდერები და 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები LGBTQ+ მანიფესტაციების კანონით აკრძალვას ითხოვენ. საკანონმდებლო ინიციატივით მათ საქართველოს პარლამენტს უკვე მიმართეს.

    5 ივლისის მოძალადეების მტკიცებით  ეს უკავშირდება იმას, რომ “საჯარო სივრცეში სექსუალური ორიენტაციის საჯარო დემონსტრირებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარების მცდელობამ გამოიწვია საჯარო მღელვარება და მოსახლეობის მასობრივი პროტესტი

    ბარათში ნათქვამია  რომ უნდა აიკრძალოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება, “თუ იგი მიზნად ისახავს, ან რომლის დროსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სექსუალური ორიენტაციის დემონსტრირებას, პოპულარიზაციას ან/და პროპაგანდას”. ასევე ნათქვამია რომ  უნდა აიკრძალოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება, “თუ იგი მიზნად ისახავს, ან რომლის დროსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს რომელიმე რელიგიური მიმდინარეობის საწინააღმდეგო, მადისკრეტირებელ ან/და რომელიმე რელიგიური მიმდევრობის ადამიანთა რწმენის საწინააღმდეგო, შეურაცხმყოფელ განცხადებებსა და მოწოდებებს ან/და რომლის დროსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას”.

    “2013-2021 წლის მოვლენები, როდესაც საჯარო სივრცეში სექსუალური ორიენტაციის საჯარო დემონსტრირებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარების მცდელობამ გამოიწვია საჯარო მღელვარება და მოსახლეობის მასობრივი პროტესტი, რამაც ნათლად აჩვენა, რომ ქართულ სოციუმში ამ კულტურული და ეთნიკური ღირებულებების სივრცეში მსგავსი ღონისძიებების ჩატარება წარმოადგენს იმ ზღვრის გადაკვეთას, რასაც სახელმწიფო და საზოგადოება საჯარო სივრცეში ქცევის ნორმებთან დაკავშირებით აწესებს.

    მტკიცეა შეხედულება იმასთან დაკავშირებით, რომ საჯარო სივრცეში, განსაკუთრებით ბავშვების მიერ მსგავსი აქტივობების ხილვა, მოსახლეობისთვის მკვეთრად მიუღებელია, შესაბამისად, აუცილებელია, მკაფიოდ ჩამოყალიბდეს საჯარო შეკრებისა და მანიფესტაციების ჩატარების წესები, რადგან საზოგადოების სიმშვიდისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე თავიდან იქნას აცილებული მსგავსი ღონისძიებები”. – ნათქვამია კანონპროექტის ავტორების განმარტებით ბარათში.