Category: სლაიდერი

  • ევროპარლამენტარის დასწრება პარტიის აქციაზე თავისთავად მიუღებელია – კობახიძე

    ევროპარლამენტარის დასწრება პარტიის აქციაზე თავისთავად მიუღებელია – კობახიძე

    ჩვენ ვიცით ვიოლა ფონ კრამონის დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს მიმართ. ეს არის, სამწუხაროდ, ერთგვარი უდიერი დამოკიდებულება და ამის გამოვლინება იყო გუშინ მისი მისვლა იმ აქციაზე, რომელიც გამართა ერთ-ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ. როდესაც ევროპარლამენტარი ესწრება რომელიმე პოლიტიკური პარტიის საპროტესტო აქციას, ეს უკვე თავისთავად არის მიუღებელი და კიდევ ერთხელ აჩვენებს მის დამოკიდებულებას ქართული სახელმწიფოს მიმართ, ეს დამოკიდებულება უბრალოდ არ არის სწორი.

    აცხადებს “ოცნების” თავმჯდომარე,  ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან დაკავშირებით.

  • რუსი სამხედრო ბლოგერი პეტერბურგის კაფეში აფეთქების შედეგად დაიღუპა

    კვირას პეტერბურგის ცენტრში მდებარე კაფეში მომხდარ აფეთქებას რუსი სამხედრო ბლოგერი, ვლადლენ ტატარსკი ემსხვერპლა. დაშავდა16 ადამიანი. ტელეგრამის არხ “Fontanka SPB Online” თანახმად, უნივერსიტეტის სანაპიროზე მდებარე ეს კაფე კრემლთან დაახლოებულ ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინს ეკუთვნის.

    ცნობილი სამხედრო ბლოგერის გარდაცვალებას ადასტურებს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო.

    როგორც მედია წერს, ტატარსკი, რომლის ნამდვილი სახელი მაქსიმ ფომინი იყო, 560 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავდა Telegram-ზე.

    სააგენტო „ტასს“-ი ქალაქის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება, რომ  უნივერსიტეტის სანაპიროზე მდებარე კაფე „სთრით ბარში“ ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.

    ფოტო კაფედან, სადაც აფეთქება მოხდა

    ასაფეთქებელი მოწყობილობის სამიზნე იყო ვლადლენ ტატარსკი , რომლის შემოქმედებითი საღამოც  ამ დაწესებულებაში იმართებოდა. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ხელნაკეთი ბომბი ტატარსკისთვის გადასაცემ ქანდაკებაში იყო დამალული.

    ვლადლენ ტატარსკი წარსულში პრორუსული ძალების შემადგენლობაში იბრძოდა დონბასში და უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომზე წერდა. უკრაინული მედია ტატარსკის კრემლის პროპაგანდისტს უწოდებს. რუსული მედია წერს, რომ შემოქმედებით საღამოს დაახლოებით 100-მდე ადამიანი ესწრებოდა.

  • კეზერაშვილი: 2012-ში ახალმა მთავრობამ ბიზნესში წილების დათმობა და ქვეყნის დატოვება მომთხოვა

    თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ფორმულას დამფუძნებელმა, დავით კეზერაშვილმა “დროების“ ეთერში ოცნების ხელისუფლებასთან მის ურთიერთობაზე ისაუბრა:

    “სამწუხაროდ 2012 წელს მე მომიწია დამეთმო ჩემი წილები, ეს იყო მოთხოვნა ახალი მოსული მთავრობის მხრიდან და დამეტოვებინა საქართველო. მე ასე მოვიქეცი დავთმე ჩემი წილები პარტნიორების სასარგებლოდ და გავედი საქართველოდან. შესაბამისად დღეს მე საქართველოში არანაირი ბიზნესი არ მაქვს, ერთადერთი აქტივი რაც მაქვს არის ფორმულა და ბოლო 10 წელია ვმუშაობ საზღვარგარეთ, რამდენიმე ქვეყანაში. ძირითადად 2 სფეროს მიმართულებით – ეს არის ტექნოლოგიები და უძრავი ქონება. [ეს სფეროები] კონცენტრირებულია რამდენიმე ქვეყანაში, ახლა არ დავასახელებ არც ქვეყნებს და არც კომპანიებს, იმიტომ რომ როგორც კი ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები იგებენ – სად, რას ვშვრები, ისინი არ აკლებენ მცდელობას მოვიდნენ იქ და შექმნან მაქსიმალური პრობლემები.

    პირველი კონტაქტი, კონტაქტს ვერც დავარქმევ, პირველი შემოთვლა ოცნების პარტიიდან ჯერ კიდევ მაშინ, ეს არჩევნებამდე იყო, დაახლოებით 10 დღით ადრე. არ ვიცი, რამდენად რეალური იყო, ვისგან მოდიოდა ან ვისგან არ მოდიოდა, თუ თვითნებურად იყო ეს, ვერ გეტყვით. მაგრამ ერთ-ერთმა მასთან დაახლოებულმა პირმა შემომითვალა, რომ არჩევნების შემდეგ, მე მომიწევდა ქვეყნიდან წასვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე აუცილებლად დამიჭერდნენ. პირველად, როცა ეს გავიგე, სერიოზულად არ აღმიქვამს, სიმართლე რომ გითხრათ, თუმცა არჩევნები რომ მორჩა და მათ გაიმარჯვეს, ეს შემოთვლები, ასე ვთქვათ, გახშირდა და მიიღო უფრო სერიოზული სახე. და მე 7 ოქტომბერს მივიღე გადაწყვეტილება და ოჯახთან ერთად წავედი საქართველოდან. ამის შემდეგ, იყო კი რამდენიმე კონტაქტი, უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთან მე არასდროს არ მქონია კონტაქტი და არც შეხება, არც ურთიერთობა. თუმცა, მასთან დაახლოებული ადამიანები, მე სახელებს და გვარებს ახლა არ ვიტყვი განგებ, ზოგი ახლაც არის, ზოგი აღარ არის ბიძინა ივანიშვილთან. გამოდიოდნენ ხაზზე, ჩემი პარტნიორების მეშვეობით. ერთ-ერთი მათგანი იყო ოქტომბერ-ნოემბერში, როდესაც მე დამიკავშირდნენ ჩემი პარტნიორები და თქვეს, რომ მთავრობის მოთხოვნაა, დავტოვო ბიზნესები საქართველოში ყველა, გადავცე და დავთმო წილები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემ წინააღმდეგ დაიწყებოდა სამართლებრივი დევნა. ცოტა ვიფიქრე ამაზე, ვიმსჯელე და მივიღე გადაწყვეტილება, რომ ეს იყო სწორი. სწორი იყო როგორც ჩემთვის, ისევე ჩემი პარნიორებისთვის, რადგან მათაც შეექმნებოდათ პრობლემა. მე გადავეცი ჩემი ინტერესები საქართველოში ამ ადამიანებს და ამის შემდეგ, მივიღე კიდევ ერთი მოთხოვნა. ეს მოთხოვნა იყო, რომ მე არ უნდა ჩავრეულიყავი არც ერთი ფორმით ქართულ პოლიტიკაში, რაზეც მე ვთქვი, რომ ისედაც არ ვერეოდი ქართულ პოლიტიკაში, 2008 წლიდან წასული ვიყავი, თუმცა რა თქმა უნდა, მყავდა უამრავი მეგობარი, რომელიც პოლიტიკოსია.“– ამბობს კეზერაშვილი.

     

  • უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ყირიმის დაბრუნების უკრაინული გეგმა დეტალურად აღწერა

    უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა დეტალურად განმარტა, თუ რას გააკეთებს უკრაინის ხელისუფლება რუსების მიერ დროებით ოკუპირებული ყირიმის გასათავისუფლებლად.

    ნახევარკუნძულის დეოკუპაციისთვის 12 ნაბიჯი გადაიდგმება, – წერს ოფიციალური პირი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. დანილოვმა აღნიშნა, რომ პირველ ნაბიჯად – ყირიმში ძეგლის  “Русский военный корабль идет на*уй” განთავსების საკითხი განიხილება. „სახელმწიფო სახსრების დაზოგვის მიზნით, ძეგლის კვარცხლბეკად შესაძლოა სევასტოპოლში ჩაძირული გემების ძეგლის კვარცხლბეკი იქნას გამოყენებული.

    ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა აღწერა მე-2 ნაბიჯი – მიმდინარეობს მუშაობა პერსონალური შეფასების ლუსტრაციულ მექანიზმზე, რომლის წყალობითაც დადგინდება კონკრეტული პირის ჩართულობის ხარისხი ოკუპანტების მხარდაჭერაში, და მათ შეეზღუდებათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. (როგორც კენჭისყრა, ისე ხმის მიცემა).

    გარდა ამისა, უკრაინელი საჯარო მოხელეები, რომლებმაც დაიწყეს მტრისთვის მუშაობა, სასამართლოს წინაშე აღმოჩნდებიან – მათ ემუქრებათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ან სახელმწიფო პენსიის ჩამორთმევა და სახელმწიფო უწყებებში მუშაობის აკრძალვა (ნაბიჯი 3).

    ”რუსეთი ან სხვა ფორმირება, რომელსაც პრეტენზია ექნებათ  მემკვიდრეობითობაზე სრულად უზრუნველყოფენ ყველა იმ პირის უპირობო და სრულ ექსტრადიციას, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან  სახელმწიფო ღალატში და სხვა სისხლის სამართლის დანაშაულებში. ეს ეხება როგორც უკრაინის, ასევე რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც მონაწილეობენ ომის დანაშაულებში (საერთაშორისო დანაშაულები, რომლებსაც არ აქვთ  ხანდაზმულობა – გენოციდი, სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული)  ზოგადად ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე და კონკრეტულად ყირიმში“, -ეს არის მეოთხე ნაბიჯი დანილოვის განცხადებით.

    რუსეთის ფედერაციის პროპაგანდისტებს ემუქრება პატიმრობა, პენსიების, ტიტულების და ქონების ჩამორთმევა (ნაბიჯი 5). რუსები, რომლებიც არალეგალურად ჩავიდნენ ყირიმში საცხოვრებლად ოკუპაციის შემდეგ, იძულებულნი იქნებიან დატოვონ ნახევარკუნძული კანონით განსაზღვრულ ვადაში (ნაბიჯი 6). ოფიციალურმა პირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოკუპანტების მიერ მითვისებული ქონება კანონიერ მფლობელებს დაუბრუნდება (ნაბიჯი 7).

    ”ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ქალაქ ქერჩის სატრანსპორტო გადასასვლელის დემონტაჟი ხდება ნაოსნობის სრული თავისუფლების უზრუნველსაყოფად, კომპენსაციის პროგრამის ფარგლებში… ხორციელდება ყოვლისმომცველი დეტოქსიკაციის პროგრამა – ნახევარკუნძულის მოსახლეობის ნაწილის საზოგადოებრივ ცნობიერებაზე რუსეთის პროპაგანდის მრავალწლიანი ზემოქმედების  გრძელვადიანი შედეგების განეიტრალება.“ – ასეთია უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანის თქმით 8–ე და 9–ე საფეხურები.

    ასევე შეიქმნება დოკუმენტური ბაზა უკრაინელების წინააღმდეგ რუსების დანაშაულის ფაქტების შესახებ. უკრაინელი და ყირიმელი თათარი აქტივისტები აღდგებიან უფლებებში (ნაბიჯი 10). რუსეთის ფედერაციის პოლიტპატიმრები დაუყოვნებლივ გათავისუფლდებიან და მათზე მორალური ზიანის ანაზღაურება გაიცემა. (ნაბიჯი 11).

    „რაშიზმის იდეოლოგიაში , ნეგატიური მითების შექმნისა და ისტორიის გადაწერის სისტემის ადგილისა და როლის გათვალისწინებით, ეგრეთ წოდებული „რუსეთის დიდების ქალაქი“ (რომლის „დიდება“, კერძოდ, საკუთარი ფლოტის ჩაძირვაშია,ბრძოლაში შესვლის გარეშე) დაერქმევა  ” ობიექტი ნომერი 6. “უკრაინის უმაღლესი რადა მოგვიანებით გადაწყვეტს ქალაქის ახალ სახელს. შესაძლოა ეს იყოს ახტიარი”, – აღწერა დანილოვმა ნაბიჯი 12.

  • ლაზარე გრიგორიადისისთვის 4 საათში 20 000-მდე ლარი შეგროვდა – სალომე ბარკერი

    სამოქალაქო აქტივისტი, სალომე ბარკერი აცხადებს, რომ  დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისისთვის, ადვოკატისა და სხვა ხარჯებისთვის 4 საათში 20 000-მდე ლარი შეგროვდა.

    ” ახლა საღამოს შვიდი საათია, დღეს, სამზე დავიწყე ლაზარესთვის ფულის შეგროვება (ადვოკატის და სხვა ხარჯებისთვის) და ამ ოთხ საათში შეგროვდა სრული თანხა და ოდნავ მეტიც. ჯამში – 20,000-მდე ლარი! (19,175 უფრო ზუსტად)
    რომელსაც, რა თქმა უნდა მთლიანად ვურიცხავ ლაზარეს ბაბუას. ადვოკატის ხარჯების გარდა, რაშიც ლაზარეს დასჭირდება იმაში მოიხმარს.

    მთელი ოჯახი შოკშია, უდიდეს მადლობას გითვლიან ყველას, რომ არ დატოვეთ მარტო ეს ბიჭი.

    მადლობის მეტი რა მეთქმის მეც, მადლობა, რომ არასდროს გეზარებათ თქვენი პოზიციის გამოხატვა, ყველას გვესმის, რომ ეს ყველაფერი თანხის ჩარიცხვით არ მთავრდება, ჩვენ ყველას გვინდა უკეთეს ქვეყანაში ცხოვრება და ამ ქვეყანას აუცილებლად ერთად ავაშენებთ, ზუსტად ასე, როგორც დღეს მოვინდომეთ.

    დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, მე აქციაზე მივდივარ, იმედია იქაც გნახავთ ბევრს, ბაბუს რომ შევეხმიანები, გაგაგებინებთ ყველაფერს.” – წერს სალომე ბარკერი.  

    31 მარტს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისს საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. შემდეგი სხდომა 1 მაისს ჩაინიშნა.

  • წელს უკრაინის გამარჯვება, ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ შეუძლებელი არაა – მარკ მილი

    “არ მგონია, რომ ეს [უკრაინის გამარჯვება] მიმდინარე წლის პერსპექტივაში მოხდეს.

    ზელენსკიმ საჯაროდ არაერთხელ თქვა, რომ უკრაინის მიზანია რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინიდან ყველა რუსი გაძევება. და ეს მნიშვნელოვანი სამხედრო ამოცანაა. ძალიან, ძალიან რთული სამხედრო ამოცანაა, თქვენ უყურებთ რამდენიმე ასეულ ათას რუსს, რომლებიც ჯერ კიდევ რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინაში არიან.

    მე არ ვამბობ, რომ ეს არ შეიძლება გაკეთდეს. მე უბრალოდ ვამბობ, რომ ეს ძალიან რთული ამოცანაა”.

    აცხადებს აშშ-ს გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი მარკ მილი.

  • “გერმანიას სურს, საქართველომ მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი” – ლომჯარია

    “მინდა დავუბრუნდე ერთ ძალიან მნიშვნელოვან ამბავს, კერძოდ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩამოსვლას საქართველოში, რომელმაც ჩამოგვიტანა მთავარი სათქმელი – გერმანიას სურს საქართველომ მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი!

    დიდი ამბავია ეს, ძაალიან დიდი! იმდენად დიდი, რომ ამ მდგომარეობის წარმოდგენა რამდენიმე წლის წინ დაუჯერებელიც კი იქნებოდა, ვინაიდან გერმანია ყოველთვის იყო ევროპის იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ევროკავშირის გაფართოების საკითხებს ამუხრუჭებდნენ.

    დღეს კი ასეთი წარმოუდგენლად იღბლიანი შესაძლებლობა გვაქვს, გერმანიაც კი თავისი ფეხით ჩამოვიდა და თავისი პირით გვითხრა, გვინდა რომ ევროკავშორში მიგიღოთო, მოგვეცით ამის შესაძლებლობაო. ბრიუსელიდანაც კარგი ამბები ჟონავს. როგორც ჩანს, ქართველი ხალხის ბრძოლის დამსახურებით ბრიუსელში დამოკიდებულებები იცვლება.

    რა უნდა ვქნათ?

    გავაგრძელოთ იმის კეთება, რასაც ვაკეთებდით, კერძოდ, ყველას, ვისაც კი ხმა მიუწვდება ევროპის სტრუქტურებთან (სამოქალაქო საზოგადოება, ექსპერტები, მოქალაქეთა გაერთიანებები, პროფესიული კავშირები, პროფესიული წრეები, პარტიები და ა.შ.), ყველამ ერთხმად უნდა ავუხსნათ ევროპელებს, რომ თუ ხელისუფლება არ იჩენს საკმარის ნებას, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, სტატუსი მითუმეტეს უნდა მოგვცენ, ვინაიდან ეს იქნება ის, რაც გაგვაძლიერებს საქართველოს მოქალაქეებს და დაამწუხრებს რუსეთის ხელისუფლებას.

    კიდევ რა უნდა ვქნათ? მთელი წელი უნდა ვიყოთ ფხიზლად, რეაგირება მოვახდინოთ ნებისმიერ არადემოკრატიულ ნაბიჯზე, რაც ამ მიზანს დაგვაშორებს, როგორც ეს ვქენით რუსული კანონის მიღების დროს.

    რთული პერიოდი იქნება, იქნება ბინძური თავდასხმები, მაგრამ როდესაც იცი, რომ შენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის იბრძვი, ამ პროცესში ყოფნა საამაყოა!”

    წერს ამის შესახებ, ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში.

  • იმსახურებთ სტატუსს, მაგრამ ვხედავთ, რას აკეთებს მთავრობა, ეს არის დიდი უფსკრული – კრამონი

    “საქართველოს მოსახლეობა, მოქალაქეები, ყველა თქვენგანი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, მაგრამ შემდეგ ვხედავთ, თუ რას აკეთებს მთავრობა და ეს არის დიდი უფსკრული”,

    განაცხადა ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა, რომელიც საქართველოში იმყოფება. ევროპარლამენტარი უკვე შეხვდა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. შეხვედრას ყოფილი ომბუდსმენი, ნინო ლომჯარიაც ესწრებოდა.

  • ევროპას უნდა ავუხსნათ, რომ სტატუსის მონიჭება იქნება პუტინის პროპაგანდის კრახი – ლომჯარია

    ჩემი მთავარი გზავნილი მათდამი იყო ის, რომ ყველამ, ალბათ, ვისაც ხმა მიგვიწვდება ევროპის სტრუქტურებამდე, ევროპელ პოლიტიკოსებამდე მათ უნდა ავუხსნათ, რამდენად მნიშვნელოვანია სტატუსის მინიჭება დღეს საქართველოსთვის. მათ უნდა ავუხსნათ, რომ სტატუსის მინიჭება დიახაც, ეს იქნება პუტინის რუსეთის პროპაგანდის კრახი საქართველოში და ამ სტატუსის მინიჭება გააძლიერებს საქართველოს მოქალაქეებს, გააძლიერებს პროდასავლურ განწყობებს და პირიქით მოხდება თუ ჩვენ არ მოგვენიჭება სტატუსი.

    ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოთ, რომ დღეს ჩვენს ევროპელ პარტნიორებს აი, ეს კონტექსტი ავუხსნათ. ძალიან მისასალმებელია, რომ ბოლო პერიოდში პოზიტიური ინფორმაციები ჟონავს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბრიუსელშიც დაიწყეს ამის გააზრება – რა შედეგი შეიძლება მოიტანოს [საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის] სტატუსზე უარის თქმამ.

    განაცხადა ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

  • “ჩვენ არ უნდა მივცეთ საჯიჯგნად ხელისუფლებას ეს ახალგაზრდა კაცი” –  ბერძენიშვილი ლაზარე გრიგორიადისზე

    “ჩვენ არ უნდა მივცეთ საჯიჯგნად ხელისუფლებას ეს ახალგაზრდა კაცი” – ბერძენიშვილი ლაზარე გრიგორიადისზე

    “ის არის დიდი ქართული უმრავლესობის, ახალგაზრდობის წამრმომადგენელი და ჩვენ არ უნდა მივცეთ საჯიჯგნად ხელისუფლებას ეს ახალგაზრდა კაცი. ამიტომ მთელი ჩევნი ენერგია და მთელი ახალგაზრდული ენერგია უნდა გამთლიანდეს, გაერთიანდეს ამ ახალგაზრდა კაცის დაცავად. იმიტომ, რომ ის უკვე წინასწარაა ამრჩეული მსხვერპლად, ისე, რომ არ ყოფილა სასამართლო დადგენილება. მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია პრემიერმინისტრმაც კი, ასევე, უმრავლესობის ხელმძღვანელმა, რაც პირდაპირი ნიშანია, რომ საქართველოში კანონი, კანონიერება ყველას ფეხებზე ჰკიდია”,

    ასე ეხმაურბეა, ლევან ბერძენიშვილი, რუსული კანონის წინააღმდეგ  აქციაზე დაკავებული 21 წლის ახალგაზრდა, ლაზარე გრიგორიადისის საქმეს.