Category: სლაიდერი

  • კრამონის წინააღმდეგ აბსურდული სიტყვების გამოყენება, სამარცხვინოა – ლექსმანი ვოლსკის

    მსგავსი აბსურდული სიტყვების გამოყენება ვიოლა ფონ კრამონის წინააღმდეგ, რომელიც ამდენ დროსა და ენერგიას უთმობს ქართველი ხალხის და მისი ევროპული მომავლისთვის ბრძოლას, სრულიად სამარცხვინოა.

    წერს ამის შესახებ Twitter-ზე ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი და გია ვოლსკის განცხადებას ეხმაურება, სადაც მან, ვიოლა ფონ კრამონი “საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში” დაადანაშაულა.

  • ყველამ ნახეთ, ანარქისტმა რომ ესროლა პოლიციას მოლოტოვის კოქტეილი, არ ვაპატიებთ – ღარიბაშვილი

    “რამდენიმე პოლიციამ დააკავა პოლიციაზე თავდამსხმელი, გახსოვთ, ყველამ ნახეთ კადრები. ერთ-ერთმა ანარქისტმა როგორ ესროლა პოლიციას მოლოტოვის კოქტეილი, ანუ ამ ადამიანს განზრახული ჰქონდა პოლიციელის ცოცხლად დაწვა. მე გამოვედი და ვთქი ჩემი პოზიცია, ამას არავის არ ვაპატიებთ. ეს არის მიუღებელი, წითელი ხაზი, რომელზეც ჩვენ ვიქნებით უკომპრომისო.

    ასევე თქვენ ნახეთ, საზოგადოებამ ნახა, რომ გეგმა იყო გაცილებით უფრო რთული, მათი გეგმა იყო მუდმივი ქაოსის დათესვა, რა თქმა უნდა, საბოლოო მიზანი მათი იყო დესტაბილიზაცია ჩვენი ქვეყნის, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, რაც რა თქმა უნდა, არავის არ გამოუვიდა და არ გამოუვა. რაც შეეხება ანარქისტებს და მათ ინსტრუქტორებს, მე მინდა შევახსენო ყველას, რომ საზოგადოებამ ნახა ბოლო დღეების განმავლობაში, ეს ადამიანები იყვნენ მომზადებული იმისთვის, რომ მომხდარიყო პროვოკაციები, პოლიციაზე თავდასხმები და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის თვალსაჩინო. ხალხმა ნახა კიდევ ერთხელ, რომ ამის მიზანი გაცილებით უფრო შორს მიმავალი იყო, მაგრამ მადლობა კიდევ ერთხელ პოლიციას. სახელმწიფო დადგა ძალიან მტკიცედ, გამოაჩინა სიძლიერეც და გონიერებაც”,

    აცხადებს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლაზარე გრიგორიადისზე საუბრისას.

  • „ჩვენ, სამედიცინო საზოგადოება, სცენარის ამგვარად განვითარებას არ დავუშვებთ“! – ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე

    „ჩვენ, სამედიცინო საზოგადოება, სცენარის ამგვარად განვითარებას არ დავუშვებთ“! – ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე

    „ჩვენ, სამედიცინო საზოგადოება, სცენარის ამგვარად განვითარებას არ დავუშვებთ“! – პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს.

    ”კიდევ ერთხელ ვეხმაურები რესპუბლიკური საავადმყოფოს გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს – ამ საკითხზე ერთადერთი სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება იქნება რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაცემა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მმართველობაში. სამედიცინო უნივერსიტეტი და რესპუბლიკური საავადმყოფო გვერდიგვერდ სწორედ იმის გათვალისწინებით აშენდა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო იყო ქართული მედიცინის მთავარი სასწავლო ბაზა. საკითხი, ეს შენობა დაინგრეს, თუ მოხდეს მისი რენოვაცია, უნდა გადაწყვიტოს სამედიცინო უნივერსიტეტის და რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ. ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში, პროცესი უნდა წარიმართოს ეტაპობრივად და იმგვარად, რომ სამედიცინო მომსახურება და სტუდენტების აღზრდა არ შეჩერდეს და არ შეფერხდეს.

    მითქმა-მოთქმა ისმის იმაზეც, რომ ქალაქის ცენტრში არსებული 8 ჰექტარი ფართობის ტერიტორია, რომლის მინიმალური ღირებულება 80-100 მილიონი დოლარია, სასურველი ლუკმაა და არსებული შენობის დანგრევის შემდეგ, იქ საავადმყოფო აღარ აშენდება. საზოგადოებამ ისიც იცის, როგორ ღიად და ურცხვად არის ჩაბმული „ქართული ოცნება“ სისტემურ კორუფციაში, ასე რომ, გამორიცხული არაფერია.

    ჩვენ, სამედიცინო საზოგადოება, სცენარის ამგვარად განვითარებას არ დავუშვებთ!” – ნათქვამია განცხადებაში.

  • სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მე ვერაფერს ვერ ვისაუბრებ – სახალხო დამცველი

    “მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მე ვერაფერს ვერ ვისაუბრებ. მე მას ვესაუბრე თითქმის ერთი საათის განმავლობაში. ჯანმრთელობაზე ისაუბრებს კონსილიუმი, რომელმაც ის გუშინ მოინახულა. მე გამიჭირდება [თქმა] ზუსტად რამდენ დღეში მოამზადებენ ისინი დასკვნას, მაგრამ როგორც კი ეს დასკვნა მომზადდება, ეს იქნება ყველასთვის საჯარო”.

    განაცხადა  სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა.

  • სტატუსის მოპოვება უალტერნატივო მიზანია, ამას ვამბობ, როგორც პრეზიდენტი, როგორც ხმა მთელი ქართველი ერისა – ზურაბიშვილი

    “საქართველომ და ქართველმა ხალხმა, კიდევ ერთხელ, ამ დღეებში და არა ერთხელ, გასული წლების მანძილზე დაამტკიცა ევროპული ფასეულობებისადმი თავისი ურყევი ერთგულება. საქართველოს მოსახლეობის 80%-ის არჩევანია ევროკავშირში ინტეგრაცია, ეს არჩევანი საქართველოს კონსტიტუციით არის გამყარებული.

    გასული ათწლეულის მანძილზე, საქართველომ უდიდესი ძალისხმევა გასწია ევროინტეგრაციის გზაზე, გვქონდა მრავალი წარმატება, თუმცა, სირთულეც ბევრი იყო თუ არის დღესაც. 2022 წელს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება იყო ისტორიული გადაწყვეტილება, ეს იმას ნიშნავდა, რომ ის გეოგრაფიული კედელი, რომელიც იყო აღმართული ჩვენსა და ევროპას შორის, საბოლოოდ დაინგრა და ეს კითხვა – საქართველო ეკუთვნის თუ არ ეკუთვნის ევროპულ ოჯახს და ევროპულ პერსპექტივას, უკვე აღარ არსებობს ჩვენს წინაშე. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. დღეს კი, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება არის ჩვენი უალტერნატივო მიზანი და მე ამას ვამბობ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და როგორც ხმა მთელი ქართველი ერისა. დღეს საქართველოს საზოგადოება კონსოლიდირებულია ევროკავშირში ინტეგრაციის იდეის ირგვლივ”.

    თქვა ლიეტუვაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

  • მელიტოპოლში აფეთქდა მანქანა, რომელშიც რუსეთის დანიშნული ჩინოვნიკი იმყოფებოდა

    დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში მანქანა აფეთქდა, რომელშიც,  რუსეთის მიერ დანიშნული ჩინოვნიკი, მაქსიმ ზუბარევი იმყოფებოდა. შემთხვევა, 3 აპრილს დილით მოხდა.

    მომხდარს ადასტურებს, მელიტოპოლის ლეგიტიმური მერი, ივან ფედოროვი.

    აფეთქების შედეგად სხვა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

  • კახეთში 13 წლის გოგოსთან სექსუალური კავშირის ბრალდებით 25 წლის კაცი დააკავეს

    კახეთში 13 წლის გოგოსთან სექსუალური კავშირის ბრალდებით 25 წლის კაცი დააკავეს. როგორც ცნობილია,  გოგონას ბებია ზრდიდა, მათთან ერთად ცხოვრობდა მათი 25 წლის ნათესავიც.

    მომხდარი მას შემდეგ გაიგეს, რაც გოგონა სახლიდან გაუჩინარდა და ოჯახმა პოლიციას აცნობა.

    დაკავებულს სასამართლომ პატიმრობა უკვე შეუფარდა.

    დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა, საქმეში ჩართულები არიან ფსიქოლოგებიც. ოჯახი სწორედ ექსპერტიზის შედეგებს და გამოძიების დასრულებას ელოდება.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სექსუალური ხასიათის ქმედებას გულისხმობს.

  • გაუგონარია! ძალადობის მხარდამჭერ აქციაში ჩაერთო – ლაშხი ვიოლა ფონ კრამონზე

    ევროპარლამენტი, რომელიც მოგიწოდებს, ერთი მხრივ, კანონის უზენაესობაზე, მოგიწოდებს დეპოლარიზებაზე, ამის პარალელურად, ევროპარლამენტარი იყოს ჩართული ძალადობის და მოძალადეების მხარდამჭერ აქციებში და განცხადებებში… ჩვენ გვახსოვს გამჭვირვალობასთან დაკავშირებითაც – ერთი მხრივ, შეიძლება, მის ქვეყანაში მხარს უჭერდეს ამას, მაგრამ სხვა ქვეყანაში მაიდანს ამსგავსებდეს… შესაბამისად, ყოვლად მიუღებელი და გაუგონარია.

    აცხადებს,  “ქართული ოცნების” დეპუტატი, მარიამ ლაშხი იმედთან ინტერვიუში, ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონზე, რომელიც რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულის,  ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქციაზე მივიდა.

  • უკრაინაში რუსულ ეკლესიაზე მიმდინარე მოქმედებები მიუღებელია – მიტროპოლიტი ანდრია

    “უკრაინაში რუსულ ეკლესიაზე მიმდინარე მოქმედებები მიუღებელია” – წმინდა სინოდის წევრმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავამ) კიევ-პეჩორის ლავრის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი ეკლესიის მიტროპოლიტ ონოფრეს მხარდაჭერა გამოუცხადა. განცხადებას ამის შესახებ,რუსეთის საპატრიარქო აქვეყნებს.

    “საქართველოს ეკლესია ღრმად დამწუხრებულია უკრაინაში მიმდინარე  ტრაგიკული მოვლენების გამო, რასაც კიდევ უფრო ამძიმებს  უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ეს  მძიმე გამოცდა. ბევრი მორწმუნე ავლებს პარალელს ბოლშევიკურ პერიოდში ეკლესიის დევნასთან.

    ვლოცულობთ ღვთის წყალობისა და უსწრაფესი მშვიდობისათვის თქვენს ქრისტესმოყვარე სამშობლოსათვის, ეკლესიისა და ხალხის ერთიანობისთვის, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა წევრის სულისა და სხეულის განმტკიცებისთვის, მისი მეთაურობით, უნეტარესი მიტროპოლიტი ონოფრესი, სინოდის წევრების, თანამოძმეების და მორწმუნე ხალხის”, – ციტირებს რუსეთის საპატრიარქო გორისა და ატენის მიტროპოლიტის სიტყვებს. 

  • გერმანიის ვიცე-კანცლერი ჰაბეკი კიევში ჩავიდა

    გერმანიის ვიცე-კანცლერი, რობერტ ჰაბეკი უკრაინაში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ  „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

    პოლიტიკური მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა, რომლის  მიზანია, უკრაინას მისცენ იმის იმედი, რომ ქვეყანა ომის შემდგომ აღდგება.მოლაპარაკებები უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განახლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იქნება ფოკუსირებული.

    • “მოგზაურობის მიზანია უკრაინისთვის მკაფიო სიგნალის მიცემა. ნიშანი იმისა, რომ ჩვენ გვჯერა, ის გაიმარჯვებს, აღდგება, გვჯერა, რომ უკრაინა ასევე იქნება ეკონომიკურად ძლიერი პარტნიორი მომავალში.”– განაცხადა გერმანიის ვიცე-კანცლერმა.