Category: სლაიდერი

  • მაქვს ინფორმაცია, რომ ეს არის ცალსახად ტყუილი – კობახიძე გრიგორიადისისთვის თმის გადაპარსვაზე

    “რაც შეეხება თავის გადაპარსვას, მე მაქვს ინფორმაცია, რომ ეს არის ცალსახად ტყუილი. თუმცა ჯობია, შესაბამისმა უწყებამ გააკეთოს ამასთან დაკავშირებით განმარტება.

    სამართლებრივ კვალიფიკაციას ამ საქმეს ვერ მივცემ, ვერ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას, თუმცა, რაც შეეხება ძალადობას, პოლიციელებისთვის ცეცხლის წაკიდებას, სახელმწიფო ქონების დაზიანებას და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს არის უმძიმესი მოვლენები და ამაზე საჭიროა სათანადო პასუხი, მათ შორის პრევენციისთვის.”

    ამბობს ირაკლი კობახიძე  დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისზე.

  • 2012 წელს დადიოდა და საუბრობდა, რომ ივანიშვილი იყო რუსი ოლიგარქი – სამადაშვილი ბოჭორიშვილზე

    “დღეს ამ ქვეყნის და მისი ევროპული მომავლის დამცველებს სამარცხვინო, იაფფასიანი მედროვეები, მაკა ბოჭორიშვილის მსგავსი, რომელიც 8 წლის მანძილზე მუშაობდა, ნაციონალური მოძრაობის დროს, ევროკავშირში ჩვენს მისიაში, დადიოდა 2012 წელს და ევროპულ ინსტიტუციებში საუბრობდა იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო რუსი ოლიგარქი და დღეს, აქ, ამ დარბაზიდან საუბრობს იმაზე, რომ თურმე მაშინდელი ხელისუფლება არაფერს არ აკეთებდა ევროინტეგრაციისთვის.

    სიმართლე კი არის მარტივი, მხოლოდ ასეთი ხალხი დაგრჩათ თქვენ, ქართულო ოცნებავ, მედროვე. ხალხი, რომელიც ჩაბარდება ყველა ხელისუფლებას, ნაციონალური მოძრაობის დროს ნაციონალი იქნება, ქართული ოცნების დროს ოცნების მსახური იქნება და მათი პირიდან სიმართლე არასდროს ამოვა”, 

    აცხადებს ლელოს წევრი, სალომე სამადაშვილი ”ქართული ოცნების” დეპუტატზე, მაკა ბოჭორიშვილზე.

  • თუ ეკონომიკა იზრდება, მაშინ ხალხი რატომ გარბის ქვეყნიდან? – გოცირიძე

    „რომელ სფეროში შეიძლებოდა საქართველოს ხელისუფლებას წარმატება ჰქონოდა, როცა თქვენი ხელისუფლების არსებობის პერიოდში, ყველაზე წარუმატებელი არის ეკონომიკა. ხალხი გაღატაკდა, ქვეყანა იცლება და არ ყოფილა ეკონომიკაში არც ერთი პროგრესული გადაწყვეტილება მიღებული, რომელსაც შეიძლება რაღაც მომავლის იმედი გაეჩინა ხალხისათვის. პრემიერ-მინისტრი გამოდის და როგორც თქვენ, ყველანი – სიცრუეზე აგებთ თქვენ პროპაგანდისტულ გამოსვლას, იტყუება და ხალხს თვალში ნაცარს აყრის. ახლა ტრაბახობს ეკონომიკური ზრდით? თუ ეკონომიკა იზრდება, მაშინ ხალხი რატომ გარბის ქვეყნიდან? ეკონომიკური ზრდის საკმაო ნაწილი ფიქტიური ზრდა იყო… [პრემიერი]რომ გამოდის და ამბობს, ლარი 3 და რაღაც იყო და 2. 5-მდე გავხადეთო. რა გახადეთ? გახადეთ ის, რომ რუსეთიდან შემოვიდა ფული, ეს არის ერთჯერადი ეფექტი. ასევე, გუშინ განაცხადა [პრემიერმა], 5.3 % არის ინფლაციაო, ეს ნიშნავს, რომ ფასები გაიზარდა… ფასები კი არ შემცირდა, ფასების ზრდის ტემპი შემცირდა და მოსახლეობას დემაგოგიურად ნუ ატყუებთ, მედიკამენტების ფასების 70%-ით შემცირებისა არ იყოს, აქაც იტყუებით და დემაგოგიაზე გაქვთ მთელი თქვენი გამოსვლები აგებული. ეკონომიკა არის ის, რაშიც თქვენ ყველაზე მძიმე შედეგები განიცადეთ, არაპროფესიონალიზმის, კორუფციის, ნეპოტიზმისა და ბიუროკრატიის ზრდის გამო. ამიტომ, სჯობს, ისევ ნაცად თემებს მიმართოთ, თუმცა არც ეს სჯერა არავის. როგორც ამ ბოლო პერიოდში, თუთიყუშებივით, თუმცა, თუთიყუში ძალიან საწყენი სიტყვაა თქვენთვის იმ ვიდეოს შემდეგ, მაგრამ რა ვქნათ ახლა. იმანაც კიდევ ერთხელ გაგვახსენა – იქაურმა თუთიყუშებმა აქაური თუთიყუშები. მიაწექით ძველ თემას, როგორიცაა, ეკლესიის მაგინებლები, ლგბტ პროპაგანდისტები, უცხოური აგენტები და სატანისტები“,

    ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

  • ისიც ჩაერთო კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო კამპანიაში – კობახიძე პრეზიდენტზე

    რადიკალური ოპოზიცია ვერც მალავს. ისინი პირდაპირ აწარმოებენ აგიტაციას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ . თქვენ ნახეთ სალომე ზურაბიშვილი  რამდენიმე დღის წინ, როდესაც მას საქართველოს პარლამენტში მოხსენება ჰქონდა, მან პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველო არც შარშან იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და არც წელს იმსახურებს. ანუ ისიც ჩაერთო კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო კამპანიაში. ისინი არ მალავენ საკუთარ სურვილს. ერთადერთი ინტერესი არის, კანდიდატის სტატუსის საბაბად გამოყენება ქვეყნის ასარევად.

    ეს ინტერესი აქვს საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას და იგივე ინტერესი აქვთ მათ პატრონებს. მათ ვუწოდებთ ხოლმე ჩვენ „გლობალური ომის პარტიას“. არის გარკვეული გლობალური ძალა, რომელსაც აქვს ინტერესი, რომ საქართველოში მოხდეს უკრაინიზაცია. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მოვლენები ამ მიმართულებით არ განვითარდეს. ჩვენი ინტერესია, რომ არ მოხდეს საქართველოს უკრაინიზაცია, საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, საქართველოში იყოს მშვიდობა, შესაბამისად, ყველა ნაბიჯი გადაიდგმება ამ მიზნისთვის.

    განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

  • ლიეტუვამ რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების ყიდვა აუკრძალა

    ლიეტუვამ რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების ყიდვა აუკრძალა – გადაწყვეტილება ქვეყნის პარლამენტმა, სამშაბათს მიიღო, ხოლო მოტივად ეროვნული უსაფრთხოებისთვის რისკები დასახელდა.

    აკრძალვა, რომელიც ძალაში იქნება 2024 წლამდე, არ ვრცელდება იმ რუსებზე, რომლებსაც ქვეყანაში ბინადრობის უფლება აქვთ.

    “რუსეთის მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს მათი ქვეყნის აგრესიულ სამხედრო მოქმედებებს და არ იღებენ ზომებს მათი ქვეყნის რეჟიმის აგრესიის შესაჩერებლად, ამიტომ ისინი იზიარებენ პასუხისმგებლობას”, – განუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ იურგიტა ნელიუფსიენმა პარლამენტს მარტში კანონპროექტის წარდგენისას.

  • ვითხოვე ლაზარესთან შესვლის ნებართვა, პარლამენტის თავმჯდომარემ უარი მითხრა – ანა ნაცვლიშვილი

    ვითხოვე ლაზარესთან შესვლის ნებართვა, პარლამენტის თავმჯდომარემ უარი მითხრა – ანა ნაცვლიშვილი

    “არ მინდა მძიმე განცხადებების გაკეთება, მაგრამ გასული დღის განმავლობაში ნახეთ, რომ ვრცელდებოდა ინფორმაცია მისი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით და იმ პირობებში, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ყოველგვარი დასაბუთების და მიზეზის ახსნის გარეშე უარს ეუბნება პარლამენტის წევრს ისარგებლოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით, ამ პირობებში მიღრმავდება ეჭვები, რომ მისი უფლებები ციხეში არის სერიოზული რისკის ქვეშ”,

    აცხადებს პარტია ლელოს დეპუტატი, ანა ნაცვლიშვილი.

  • მითხრა, თუ არ დაწერდა აღიარებით ჩვენებას, დაიჭერდნენ მის მეგობარს – გრიგორიადისის ბაბუა

    “მითხრა, თუ არ დაწერდა აღიარებით ჩვენებას, დაიჭერდნენ მის მეგობარს ” – 7-9 მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა, გია კალანდაძე აცხადებს, რომ ლაზარეს იძულებით დააწერინეს აღიარებითი ჩვენება.

    “პირველ რიგში გამამხნევა და მითხრა, რომ არის ნორმალურად. შემდეგ, მომიყვა, რომ თურმე დაძალებით დააწერინეს აღიარებითი ჩვენება, რომ თუ არ დაწერდა აღიარებითს, მაშინ დაიჭერდნენ მის მეგობარს, გიორგის. ლაზარეს დღეს რაც სჭირს, თმის გადაპარსვა მაგასთან შედარებით არაფერი არ არის. მაგრამ ისე ვფიქრობ, რომ დაძალებით თმის გადაპარსვა თუ რაც არ უნდა იყოს, არ არის სწორი”, – თქვა გრიგორიადისის ბაბუამ.

     

  • ევროკავშირმა დაკარგა რუსეთი, ამაში დამნაშავეები თავად არიან – ლავროვი

    “ევროკავშირმა დაკარგა რუსეთი, მაგრამ ამაში თავადაა დამნაშავე. სწორედ ხომ ევროკავშირის ქვეყნები და თავად კავშირის ხელმძღვანელები ღიად აცხადებენ, როგორც თავად ამბობენ, რუსეთის სტრატეგიული დამარცხების აუცილებლობის შესახებ. კიევის დამნაშავე რეჟიმს იარაღითა და საბრძოლო მასალით ტენიან, უკრაინაში გზავნიან ინსტრუქტორებს და დაქირავებულებს. ამ მიზეზებით, ჩვენ ევროკავშირს არამეგობრულ გაერთიანებად აღვიქვამთ”.

    განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

  • უკრაინა მზად არის კონტრშეტევისთვის, მაგრამ არსებობს რთული გამოწვევები მისი შეიარაღებული ძალებისთვის – NYT

    უკრაინის არმია უკვე მზად არის კონტრშეტევისთვის. მან უკვე მიიღო იარაღი დასავლელი მოკავშირეებისგან და შექმნა შემტევი ქვედანაყოფები. ოპერაციის ერთ-ერთი მთავარი გამოცდა იქნება ზარალის აღდგენა და ომის  ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ დაღლილი უკრაინის დამცველების მოტივაციის შენარჩუნება – წერს ამერიკული გამოცემა The New York Times.

    გამოცემის ცნობით, შეიარაღებული ძალების მომავალი შეტევა იქნება უკრაინული ბატალიონების ხელახალი შეიარაღების, აღდგენის უნარისა და მოტივაციის შენარჩუნების  გამოცდა, რაც აქამდე მისი გამოკვეთილი უპირატესობა იყო.

    „უკრაინის წარმატება სამხრეთ-აღმოსავლეთის დაბლობებზე ბრძოლებში მსოფლიოსთვის  რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალაუფლების დაკნინების მაჩვენებელი იქნება, შეამცირებს შფოთვას იმის გამო, რომ ომი  „ჭაობში“ ჩაეფლო და, სავარაუდოდ, წაახალისებს უკრაინის მოკავშირეებს უკრაინის შემდგომი  სამხედრო დახმარებისთვის“- ნათქვამია გამოცემის სტატიაში.

    ამავდროულად, კონტრშეტევა სერიოზული გამოწვევა იქნება უკრაინისა და მისი არმიისთვის, რადგან უკრაინელ ოფიცრებს მოუწევთ საარტილერიო, ქვეითი და ჯავშანტექნიკის თავდასხმების ორგანიზება რუსული სანგრების, სატანკო ხაფანგების და დანაღმული ველების გასარღვევად.

    “სამხრეთში რუსული ქვედანაყოფები აშენებენ თავდაცვით პოზიციებს მას შემდეგ, რაც ნოემბერში რუსები ხერსონის ოლქიდან გააძევეს. თანამედროვე დასავლური ტანკები, რომლებსაც აქვთ უკეთესი სიცოცხლისუნარიანობა და ცეცხლსასროლი ძალა, გადამწყვეტი იქნება ამ პოზიციების ლიკვიდაციისთვის”, – წერენ ჟურნალისტები.

    მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი ეველინ ფარკასი თვლის, რომ უკრაინის დამცველებს შეუძლიათ რუსეთის არმიას ისეთი ზარალი მიაყენონ, რაც გეოპოლიტიკურ შედეგებს გამოიწვევს, თუ ისინი დროულად მიიღებენ იარაღს. მან აღნიშნა, რომ „უკრაინას შეუძლია რუსეთის ფედერაცია აღმოსავლეთ ევროპაში დასუსტებულ სამხედრო ძალად აქციოს და ომის დასრულების მოლაპარაკებებისთვის მცირე ბერკეტები დაუტოვოს“.

    აღნიშნულია, რომ პირველ ეტაპზე შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა შესაძლოა დამოკიდებული იყოს რუსების მიერ დატოვებული დანაღმული ველების დაძლევაზე. ამასთან დაკავშირებით უკრაინის არმიის ძირითადი ყურადღება განმნაღმველი  მანქანებისკენ იქნება მიმართული.

    ამავდროულად, მითითებულია, რომ უკრაინას შეუძლია შეტევა წამოიწყოს სამხრეთში, რაც დაყოფს რუსეთის ფედერაციის მიერ დაკავებულ ტერიტორიას ორ ზონად, გაწყვეტს მიწოდების ხაზებს და დროებით ოკუპირებულ ყირიმში არსებულ რუსულ ბაზებს უკრაინული არტილერიის  საცეცხლე წვდომის არეალში მოახვედრებს.

  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი პირები დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე, წარსულში ნასამართლევი სამი პირი დააკავეს, ხოლო ერთ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

    ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    მათივე ცნობით, დანაშაული 6-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    „1989 წელს დაბადებული ზ.ბ. (მეტსახელად „ზაკუნა“) დაკავებულია „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით, ხოლო 1981 წელს დაბადებული ლ.ბ. (მეტსახელად „ჩაქუჩიჩი“) და 1995 წელს დაბადებული დ.გ. სამართალდამცველებმა “ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერისთვის დააკავეს. რაც შეეხება 1979 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ დ.თ.-ს (მეტსახელად „ტაისონა“), მას „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. დანაშაულები 6-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დაადგინა, რომ დ.თ.-ს და ზ. ბ.-ს შორის ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობის ნიადაგზე წარმოიშვა დავა, რის გამოც დ. თ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ზ. ბ.-ს. მან „კანონიერ ქურდს“ – მიხეილ ჩაფიჩაძეს (მეტსახელად „მაჩვიჩი“) მიმართა, რომლის გადაწყვეტილებით, ზ. ბ.-მ, ლ. ბ.-მ, დ. გ.-მ და მათმა თანმხლებმა პირებმა დ. თ.-ს საპასუხოდ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.

    მოდავე მხარეებს შორის არსებული კონფლიქტის „ქურდული კანონების“ თანახმად მოგვარების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფმა „კანონიერმა ქურდმა“ – ჯეირან კინწურაშვილმა თურქეთის რესპუბლიკაში მოაწყო “ქურდული გარჩევა” და მხარეების შერიგების თაობაზე მიიღო გადაწყვეტილება. ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ „ქურდულ სამყაროსთან“კავშირის ბრალდებით დაკავებული და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტზე ბრალწარდგენილი პირები აქტიურად მონაწილეობდნენ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებაში, პირადი კონფლიქტებისა თუ ფინანსური დავების „ქურდული წესებით“ გადაწყვეტისთვის უკავშირდებოდნენ კრიმინალურ ავტორიტეტებს, აგრეთვე, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ და მათგან მითითებებს იღებდნენ. პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ. ასევე ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის და “ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მესამე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.