Category: სლაიდერი

  • უიტკოფი კონკრეტულ რჩევებს აძლევდა კრემლს, თუ რაზე და როგორ ესაუბრა პუტინს ტრამპთან – BLOOMBERG

    შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა სატელეფონო საუბარი გამართა ვლადიმირ პუტინის თანაშემწე იური უშაკოვთან, რომელსაც უკრაინაში ომის დასამთავრებლად ღაზის სამშვიდობო შეთანხმების მსგავსი გეგმის შემუშავება შესთავაზა. ამის შესახებ Bloomberg-ი მათი სატელეფონო საუბრის ჩანაწერზე დაყრდნობით წერს.

    ჩანაწერი 14 ოქტომბრით თარიღდება, ხუთწუთიან ზარში უშაკოვი პუტინის უმაღლესი საგარეო პოლიტიკის მრჩევლის სტატუსით მონაწილეობდა.Bloomberg ასაჯაროებს უიტკოფსა და უშაკოვს შორის გამართული სატელეფონო საუბრის სრულ ტრანსკრიპტსაც, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

    სტივ უიტკოფი: გამარჯობა იური.

    იური უშაკოვი: დიახ, სტივ, გამარჯობა, როგორ ხარ?

    უიტკოფი: კარგად იური. შენ როგორ ხარ?

    უშაკოვი: მე ნორმალურად. გილოცავ, ჩემო მეგობარო.

    უიტკოფი: მადლობა.

    უშაკოვი: დიდებული საქმე შეასრულე. უბრალოდ დიდებული. უღრმესი მადლობა. მადლობა, მადლობა.

    უიტკოფი: მადლობა იური და მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის. ვიცი, რომ თქვენი ქვეყანაც ემხრობოდა და მე მადლობელი ვარ.

    უშაკოვი: კი, კი, კი, კი. იცი, რომ ამ მიზეზით შევაჩერეთ პირველი რუსულ-არაბული სამიტის ორგანიზება.

    უიტკოფი: კი.

    უშაკოვი: კი, რადგან ვფიქრობთ, რომ ამ რეგიონში რეალურ საქმეს ეწევი.

    უიტკოფი: კარგი მომისმინე. რაღაცას გეტყვი. ვფიქრობ, ჩემი აზრით, თუ შევძელით რუსეთ-უკრაინის მოგვარება, ყველანი სიხარულისგან იზეიმებენ.

    უშაკოვი: კი, კი, კი, კი, ამისთვის მხოლოდ ერთი პრობლემის გადაჭრა დაგჭირდება. [სიცილი]

    უიტკოფი: რისი?

    უშაკოვი: რუსეთ-უკრაინის ომის.

    უიტკოფი: ვიცი! როგორ მოვაგვაროთ ეს?

    უშაკოვი: ჩემო მეგობარო, მე მხოლოდ შენი რჩევა მინდა. შენი აზრით, სასარგებლო იქნება, თუ ჩვენი უფროსები ტელეფონით ისაუბრებენ?

    უიტკოფი: კი, ასე მგონია.

    უშაკოვი: ასე ფიქრობ, და შენი აზრით როდის იქნება ეს შესაძლებელი?

    უიტკოფი: ვფიქრობ, როგორც კი იტყვი, ჩემი კაცი მზადაა ამისთვის.

    უშაკოვი: კარგი, კარგი.

    უიტკოფი: იური, იური, აი რას ვიზამდი მე. ჩემი რეკომენდაცია.

    უშაკოვი: კი, გთხოვ.

    უიტკოფი: ზარს გავმართავდი და უბრალოდ გავიმეორებდი, რომ შენ ამ მიღწევას პრეზიდენტს ულოცავ, რომ მხარს უჭერდი ამას, რომ პატივს სცემ მას, როგორც მშვიდობის კაცს, და რომ უბრალოდ, ძალიან გიხარია, რომ ეს დაინახე. ასე რომ, ამას ვიტყოდი. ჩემი აზრით, ამით ძალზე კარგი სატელეფონო საუბარი იქნება.

    რადგან – მოდი, გეტყვი, რა ვუთხარი პრეზიდენტს. პრეზიდენტს ვუთხარი, რომ თქვენ – რუსეთის ფედერაციას ყოველთვის სურდა სამშვიდობო შეთანხმება. მე ამის მჯერა. პრეზიდენტს ვუთხარი, რომ ამის მჯერა და ჩემი აზრით, პრობლემა ის არის, რომ გვყავს ორი ერი, რომლებსაც უჭირთ კომპრომისის მიღწევა და როცა ჩვენ ვიზამთ ამას, ჩვენ სამშვიდობო შეთანხმება გვექნება. მე ვფიქრობ კიდეც, რომ იქნებ ჩვე 20-პუნქტიანი სამშვიდობო წინადადება შევადგინოთ, როგორც ღაზის შემთხვევაში ვქენით. ჩვენ 20-პუნქტიან გეგმას შევიმუშავებთ, როგორც სამშვიდობო 20 პუნქტი იყო და ვფიქრობ, შესაძლოა თქვენთანაც იგივე გავაკეთოთ. რისი თქმაც მინდა…

    უშაკოვი: კარგი, კარგი, ჩემო მეგობარო. ვფიქრობ, რომ სწორედ ამის განხილვა შეუძლიათ ჩვენს ლიდერებს. ჰეი სტივ, გეთანხმები, რომ ის მიულოცავს, იტყვის, რომ ბატონი ტრამპი ნამდვილი მშვიდობის კაცია და ასე შემდეგ. ამას იტყვის.

    უიტკოფი: მაგრამ აი რას ვფიქრობ, რომ შესანიშნავი იქნებოდა.

    უშაკოვი: კარგი, კარგი.

    უიტკოფი: რა იქნებოდა, თუ… თუ… მომისმინე…

    უშაკოვი: ამას ჩემს უფროსთან განვიხილავ და შემდეგ დაგიბრუნდები. კარგი?

    უიტკოფი: კი, რადგან მომისმინე რასაც ვამბობ. უბრალოდ მინდა, რომ პუტინს უთხრა, იქნებ მხოლოდ ეს უთხრა პრეზიდენტ პუტინს, რადგან როგორც იცი მე ღრმა პატივისცემა მაქვს პრეზიდენტი პუტინისადმი.

    უშაკოვი: კი, კი.

    უიტკოფი: იქნებ მან პრეზიდენტ ტრამპს უთხრას: იცით, სტივმა და იურიმ განიხილეს საკმაოდ ანალოგიური 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა და რომ ჩვენი აზრით, ამის მეშვეობით შესაძლებელია ოდნავ წინ წაწევა, ჩვენ ვემხრობით ასეთ რაღაცებს – რათა განიხილონ, რა იქნება საჭირო სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად: დონეცკი და შესაძლოა, ტერიტორიების გაცვლა სადმე. მაგრამ იმას ვამბობ, რომ ამგვარად საუბრის ნაცვლად, მოდი უფრო იმედისმომცემად ვილაპარაკოთ, რადგან ვფიქრობ, რომ შეთანხმებას მივაღწევთ და იური, მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი დიდ სივრცესა და მოქმედების თავისუფლებას მომცემს შეთანხმების მისაღწევად.

    უშაკოვი: ვხვდები…

    უიტკოფი: … ასე რომ, თუ ამ შესაძლებლობის შექმნას შევძლებთ, რომ ამის შემდეგ მე იურის ველაპარაკე და საუბარი გვქონდა, ვფიქრობ, დიდ რაღაცებამდე მიგვიყვანს.

    უშაკოვი: კარგი, ეს კარგად ჟღერს. კარგად ჟღერს.

    უიტკოფი: და კიდევ ერთი რამ: პარასკევს ზელენსკი თეთრ სახლში მოდის.

    უშაკოვი: მე ეს ვიცი. [ჩაცინება]

    უიტკოფი: ამ შეხვედრაზე ვიქნები, რადგან უნდათ, რომ იქ ვიყო, მაგრამ ჩემი აზრით, თუ შესაძლებელია ზარის გამართვა შენს უფროსთან ამ პარასკევის ზარამდე.

    უშაკოვი: მანამდე, მანამდე – ასეა?

    უიტკოფი: სწორია.

    უშაკოვი: კარგი, კარგი. მივიღე შენი რჩევა. ასე რომ, ამას ჩემს უფროსთან განვიხილავ და შემდეგ დაგიბრუნდები, კარგი?

    უიტკოფი: კარგი იური, მალე დაგელაპარაკები.

    უშაკოვი: დიდებულია, დიდებული. უღრმესი მადლობა. მადლობა.

    უიტკოფი: კარგად.

    უშაკოვი: კარგად.

  • სატვირთოში დაიმალა და საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა – შსს-მ თურქეთის 2 მოქალაქე დააკავა

    სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმში და სასაზღვრო სექტორ “სარფის” დასაცავ მონაკვეთზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე – 1985 წელს დაბადებული ა.დ. და 2000 წელს დაბადებული ჯ.ქ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს.

    “გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ა.დ.-მ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით, უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ხოლო ბრალდებულმა ჯ.ქ.-მ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდა საქართველოში”. – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს.

    დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • შვილებზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დედა დააკავეს

    ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ა.ნ. დააკავეს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2012 და 2016 წელს დაბადებულ არასრულწლოვან შვილებზე ფიზიკურად იძალადა.არასრულწლოვანებს ძალადობის შედეგად, სხეულზე მრავლობითი დაზიანება აღენიშნებათ.სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს” – წერია შსს-ს განცხადებაში.

    დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • “მზად ვარ პრეზიდენტ ტრამპს შევხვდე” – ვოლოდიმერ ზელენსკი

    “უკრაინას აქვს ჟენევაში ჩვენი გუნდების მიერ შემუშავებული ჩარჩო. ეს ჩარჩო მაგიდაზეა და მზად ვართ, ერთად წავიდეთ წინ – ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, პრეზიდენტი ტრამპის პირადი მონაწილეობით, ევროპასთან ერთად, ლიდერებთან ერთად, და ყველა პარტნიორთან ერთად, ვისაც დახმარების ძალა და შესაძლებლობა გააჩნია. მზად ვარ პრეზიდენტ ტრამპს შევხვდე – არის სენსიტიური მომენტები განხილვისთვის, ისინი ჯერ კიდევ არის, და გვჯერა, რომ ევროპელი ლიდერების მონაწილეობა შეიძლება სასარგებლო იყოს,”

    ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ “მსურველთა კოალიციის” ლიდერებთან საუბარში განაცხადა.

  • არასდროს ჩავრეულვარ და არასდროს ჩავერევი საქართველოს საშინაო პოლიტიკაში! – ფიშერი

    არასდროს ჩავრეულვარ და არასდროს ჩავერევი საქართველოს საშინაო პოლიტიკაში! – ფიშერი

    “თავიდან უნდა გავაკეთო დიდი, მსუყე უარმყოფელი განცხადება. სინამდვილეში, მე მთხოვეს ასეთი განცხადების გაკეთება და სიამოვნებით გავაკეთებ ამას ციტირებისთვის, საჯაროდ და ეს არის შემდეგი – მე ვარ გერმანელი დიპლომატი, მე აქ წარმოვადგენ გერმანიის ინტერესს და გერმანიას, როგორც ევროკავშირის ნაწილს, ასე რომ, მე აქ ნაწილობრივ წარმოვადგენ ევროკავშირის ინტერესსაც.

    მე არასდროს ჩავრეულვარ და არასდროს ჩავერევი საქართველოს საშინაო პოლიტიკაში, საქართველოს შიდა საქმეებში.

    არასდროს დამიჭერია მხარი და არც არასდროს დავუჭერ მხარს საქართველოს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, არ გამიკეთებია ეს და არც გავაკეთებ, არასდროს დამირღვევია და არც დავარღვევ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას.

    ვენის კონვენციის მესამე მუხლის მეოთხე წინადადებაში წერია, რომ დიპლომატიური აგენტის ერთ-ერთი საქმე არის ყველა კანონიერი გზით შეაგროვოს ინფორმაცია ქვეყანაზე, სადაც ის არის წარგზავნილი და მოახსენოს ამის შესახებ თავის ქვეყანას, მე სწორედ ამას ვაკეთებ.

    ვერავინ ვერაფერს წარმოაჩენს, რას დაადასტურებდა, რომ მე რამე უკანონო გავაკეთე.
    ბოდიშს ვიხდი ამ დიდი, მსუყე უარმყოფელი განცხადების გამო, მაგრამ ვიცი, რომ ამ ინტერვიუს შემდეგ ჩამოთვლილ სამივე საკითხში დამდებენ ბრალს, მაგრამ არცერთი ეს ბრალდება არ ყოფილა და არც იქნება სიმართლე.”

    ამის შესახებ, საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა.

  • ჯაფარიძისთვის პირობით ვადამდე გათავისუფლების შეთავაზება დეზინფორმაციაა – პენიტენციური

    ჯაფარიძისთვის პირობით ვადამდე გათავისუფლების შეთავაზება დეზინფორმაციაა – პენიტენციური

    სპეციალური პენიტენციური სამსახური ზურა ჯაფარიძის პირობით ვადამდე გათავისუფლების შეთავაზებას დეზინფორმაციას უწოდებს და განცხადებას ავრცელებს.

    “სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებულ საკითხებს იხილავს სამსახურის ადგილობრივი საბჭო.

    მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს, შესაბამის ეტაპზე მსჯავრედებულთა ინფორმირებას პირობით ვადამდე გათავისუფლების ან მოუხდელი სასჯელის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის, კანონით დადგენილი წესის შესახებ. ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შემთხვევაშიც, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია რეაბილიტაციის დეპარტამენტის მოსამსახურის მიერ, მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი პროცედურების დაცვით მას მიეწოდა ინფორმაცია აღნიშნული წესის შესახებ.

    გასაუბრების შედეგად შედგენილ იქნა ოქმი, რომლის თანახმადაც მსჯავრდებულმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ უარი განაცხადა მისი დახასიათების საბჭოსათვის გადაგზავნის თაობაზე.

    აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად და საკითხის განხილვა არ არის დამოკიდებული მსჯავრდებულის სურვილზე და გადაწყევტილება მიიღება პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს მიერ, კანონმდებლობით განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე.

    რაც შეეხება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან ზურაბ ჯაფარიძისთვის ან რომელიმე სხვა მსჯავრდებულისთვის პირობით ვადამდე გათავისუფლების შეთავაზებას, აღნიშნული წარმოადგენს დეზინფორმაციას.” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

    კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ეწერა, რომ ჯაფარიძეს შესთავაზეს პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებლების უფლებით სარგებლობა, თუმცა მან უარი განაცხადა.

  • რუსეთის „დიდ რვიანში“ დაბრუნება ნამდვილად არ უნდა მოხდეს – კალასი

    რუსეთის „დიდ რვიანში“ დაბრუნება ნამდვილად არ უნდა მოხდეს – კალასი

    „არ შეიძლება უბრალოდ გქონდეთ სიტუაცია, როდესაც სხვა ქვეყანაში შეიჭრები და პასუხისმგებლობა არ გეკისრება.[…]ეს ნამდვილად არ უნდა მოხდეს. ჩვეულ რეჟიმში ვეღარ დავბრუნდებით. როგორ წარმოგიდგენიათ ეს?“

    ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა BBC Radio 4-თან ინტერვიუში განაცხადა.

  • ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა – სააკაშვილი მელიას

    ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა – სააკაშვილი მელიას

    “იგივე ეხება ჩემს მეორე მეგობარ ნიკა გვარამიას, ძალიან ვაფასებ ორივე ნიკას მრავალწლიან ბრძოლას, რომლისთვისაც ფასი გადაიხადეს ორჯერადი პოლიტპატიმრობის სახით. ბოლოჯერ იმის გამო მოხვდნენ ციხეში, რომ ღალატის კომისიასთან დაკავშირებით დაიკავეს ღირსეული პოზიცია.

    წითელი ხაზი, ამ დროს როცა საერთო მტერია დასამარცხებელი არაფერ შუაშია, ზოგადად ამ რთულ მომენტში მხოლოდ უპირობო ერთიანობა გადაგვარჩენს და ნამდვილად დიდი შეცდომა იქნებოდა ერთმანეთზე თავდასხმა.

    ქვეყანაა გადასარჩენი და პირად ემოციებზე აყოლას და ეგოების შეჯიბრს, ამ კრიტიკულ მომენტში, ისტორია არ გვაპატიებს.

    ჩემი სამი კვირის წინანდელი პოსტი ეძღვნებოდა გილაურების კლანის ან ნებისმიერი სხვა სახის ივანიშვილთან დაკავშირებული “ბიზნესმენების” პოლიტიკასთან არ მიშვებას და მე მყარად ვდგავარ ამ პოზიციაზე. გამარჯვების შემდეგ, უნდა მივიღოთ კანონი ოლიგარქების პოლიტიკაში არ დაშვების შესახებ ( ასეთი მიღებული კანონის ერთ-ერთი თანაავტორი ვარ უკრაინაში)

    მთლიანობაში, კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რომ ერთიანობას უბრალოდ არ აქვს ალტერნატივა, ვარდების რევოლუციამ გაიმარჯვა სწორედ განსხვავებული ლიდერების ერთობით. კარგია, რომ პარტიების წარმომადგენლებმა ძალიან თავშეკავებული კომენტარი გააკეთეს ამ ამბავზე.

    ისე ჩემო ნიკა, 1 ჰექტარზე კი არა, ერთი საკნის დაშორებით ვიმყოფებით, საპყრობილის მე-3 სართულზე და შეგვეძლო აქაც გაგვერკვია ნებისმიერი გაუგებრობა.

    თავისუფლება ნიკა მელიას და ყველა პოლიტპატიმარს!”

    საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კოალიცია ცვლილებისთვისწევრის, ნიკა მელიას განცხადებას facebook პოსტით გამოეხმაურა.

  • “რუსული ოცნება” გულშემატკივრობს მტერს. რაც მთავარია, სულ ტყუილად უხარიათ – ხოშტარიას წერილი ციხიდან

    “რუსული ოცნება” გულშემატკივრობს მტერს. რაც მთავარია, სულ ტყუილად უხარიათ – ხოშტარიას წერილი ციხიდან

    ბოლო დღეებია, მსოფლიოში ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროცესი ვითარდება, რომელშიც მთავარი საფრთხე, ჩვენი მტერი,რუსეთია.
    ეს პროცესი პირდაპირ მოახდენს გავლენას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე. სწორედ ამ დროს, “რუსული ოცნება” გულშემატკივრობს მტერს.
    რაც მთავარია, სულ ტყუილად უხარიათ. ოდნავ მაინც უნდა ერკვეოდე დიპლომატიაში, რომ პერსპექტივები გათვალო. არ დამარცხდება უკრაინა, არ განმეორდება არანაირი “მიუნხენი” და ბუდაპეშტი”. ძალით საზღვრების ცვლილება არ დაკანონდება. ამერიკაც და ევროპაც დაამარცხებს აგრესორს.
    ამ ვითარებაში ჩვენი ამოცანაა:

    1. ხმამაღლა დავუჭიროთ უკრაინას მხარი (მადლობა სალომე ზურაბიშვილს)
    2. გავაგრძელოთ ქუჩაში ბრძოლა, რადგან გადამწყვეტი მომენტისთვის ვიდგეთ ფეხზე და ვიდგეთ სწორ მხარეს!

    ბოლომდე!
    რუსთავის ქალთა ციხე
    25/11/2025

    კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან წერილს ავრცელებს.

  • „30 წელია, ნატო,ში გაწევრიანებას ვითხოვთ და ნაბიჯიც კი არ იდგმება” – კალაძე

    „30 წელია, ნატო,ში გაწევრიანებას ვითხოვთ და ნაბიჯიც კი არ იდგმება” – კალაძე

    „30 წელია, ნატო,ში გაწევრიანებას ვითხოვთ. ამასთან დაკავშირებით, არათუ არაფერი კეთდება, ნაბიჯიც კი არ იდგმება. სულ არის ზოგადი განმარტებები, არაფერი კონკრეტული. გავიხსენოთ უკრაინის მაგალითიც. ეუბნებოდნენ, რომ დღეს ან ხვალ გაწევრიანდებოდნენ. ხშირად ხდება ისეთი ქვეყნებით სპეკულირება, როგორიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა. ცდილობენ თავისი ინტერესები გაატარონ, რის ხარჯზეც ჩვენი ქვეყნის ინტერესები არ უნდა შევწიროთ. როგორც ეს მოხდა 2008 წელს, თუნდაც, რაც უკრაინაში მოხდა. დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ ვიღაცამ ჩვენი ქვეყნის ინტერესები სათავისოდ არ გამოიყენოს“,

     

    განაცხადა კახა კალაძემ