Category: სლაიდერი

  • სამარცხვინო რეალობაა, რომ ე.წ. ხელისუფლება კერძო პროექტის პრომო-გუნდად იქცა – კუპრაძე

    „ივანიშვილისა და მისი გუნდის ერთადერთი მიზანია, რომ ინტერპელაციის საშუალებით კიდევ ერთხელ „გააპრავოს“ და საპარლამენტო ტრიბუნა გამოიყენოს იმისათვის, რომ მრავალგზის თქვას ერთი და იმავე პროპაგანდა და ტყუილი.

    სამარცხვინო და სამწუხარო რეალობაა, რომ ე.წ. ხელისუფლება ერთი კერძო არაბული პროექტის პრომო-გუნდად იქცა, რომელიც მათ არეკლამებს და თან ამ ყველაფერში ჩართულია ქვეყნის ე.წ. პირველი პირი, ე.წ. პრემიერი ირაკლი კობახიძე. ეს ყველაფერი კი დამღას ასვამს იმას, რომ ქვეყანაში ხელისუფლება არ არსებობს.

    არალეგიტიმური ხელისუფლების მიზანი კორუფციული და კრიმინალური ინტერესების გატარებაა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მათ კერძო ინტერესებს ემსახურება“,

    ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რითაც 26 ნოემბერს, პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინტერპელაციის წესით დაგეგმილ მოსმენას გამოეხმაურა, სადაც ერთ-ერთი განსახილველი საკითხი Eagle Hills-ის პროექტი იქნება.

  • არცერთი ადამიანის ცემის ფაქტი, არ დადასტურებულა – ლადო ბოჟაძე

    ეს ტყუილია, ამას სჭირდება მტკიცებულებები. რას იტყვის დაკავებული, ადვოკატი არის ერთი, რას იტყვის სამედიცინო ექსპერტიზა, არის მეორე. […]

    არცერთი ადამიანის ცემის ფაქტი, მითუმეტეს სიკვდილამდე ცემის, რასაც თქვენ ამბობთ, არ დადასტურებულა, მათ შორის არც საახლხო დამცველის დასკვნით.

    თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა ლადო ბოჟაძემ TV პირველთან საუბრისას და ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც აქციაზე პოლიციის მხრიდან პროტესტის მონაწილეების ცემას უკავშირდებოდა.

  • საქართველოში ერთ წელიწადში მედიის წინააღმდეგ 600 თავდასხმა დაფიქსირდა – RSF

    “საქართველოში ერთ წელიწადში მედიის წინააღმდეგ 600 თავდასხმა დაფიქსირდა” – მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი (CMIS) და რეპორტიორები საზღვრების გარეშე (RSF) აქვეყნებენ ერთობლივ მოკვლევას, რომელშიც საქართველოში არსებულ მედიაგარემოზეა საუბარი და აღნიშნავენ, რომ ბოლო 1 წელში საქართველოში პრესის თავისუფლების დარღვევებმა კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია.

    RSF-ის ანგარიშში, რომელიც 24 ნოემბერს გამოქვეყნდა, საუბარია ბოლო პერიოდში საპროტესტო აქციებზე დაკავებულ ჟურნალისტებზე და აღნიშნულია, რომ

    „ეს დაკავებები ასახავს იმას, თუ როგორ იქცა საქართველო ქვეყნად, სადაც დამოუკიდებელი მედიასაშუალებების წინააღმდეგ ყოველთვიურად თითქმის 50 ინციდენტი ფიქსირდება“.

    „შაბათს, 22 ნოემბერს, საღამოს, „TV პირველის“ ჟურნალისტი, გიორგი მამნიაშვილი, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გაშუქებისას გაუჩინარდა; რამდენიმე საათში პოლიციამ დაადასტურა მისი დაკავება. ადვოკატი არაადამიანურ მოპყრობაზე მიუთითებდა. მისი ინფორმაციით, ჟურნალისტი რამდენიმე საათის განმავლობაში ბორკილებით, უკან შეკრული ხელებით ჰყავდათ, არ დაარეკინეს ადვოკატთან, გარდა ამისა, გააშიშვლეს და ე.წ. ბუქნები გააკეთებინეს. ასევე, პირველივე საათებში მას ჩამოერთვა ადვოკატთან დაკავშირების უფლება. ორი კვირით ადრე, პოლიციამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი, ლიზა ციციშვილი, იქამდე კი პლატფორმა Mediachecker.ge-ს რეპორტიორი, ნინია კაკაბაძე, დააკავეს პროტესტის გაშუქების შემდეგ“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

    RSF-ი ანგარიშში აღნიშნავს, რომ საქართველოში პრესის თავისუფლება მკვეთრად გაუარესდა მას შემდეგ, რაც 2024 წლის 28 ნოემბრს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ განაცხადა.

    “2024 წლის 28 ნოემბერს, პროევროპული მოძრაობის დაწყების შემდეგ – მას შემდეგ, რაც პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ განაცხადა, საქართველოში პრესის თავისუფლება მკვეთრად გაუარესდა. 2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის ოქტომბრამდე – რა დროსაც, “ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო არჩევნებში, საარჩევნო დარღვევების ფონზე, სადავო გამარჯვება მოიპოვა – მედიის წინააღმდეგ 600 თავდასხმა აღირიცხა, მათ შორის ფიზიკური თავდასხმები, არამართლზომიერი ჯარიმები, დაკავებები, მუქარა, აკრედიტაციის შეჩერება და სხვა. დარღვევების მზარდი მაჩვენებელი პოლიტიკური კონტროლის უპრეცედენტო ზრდასა და დაჩქარებულ გამკაცრებაზე მიუთითებს, რაც ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების დისტანცირებას ევროპული დემოკრატიული სტანდარტებისგან”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

     

    „2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის ოქტომრამდე – რა დროსაც, „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებში, საარჩევნო დარღვევების ფონზე, სადავო გამარჯვება მოიპოვა – მედიის წინააღმდეგ 600 თავდასხმა აღირიცხა, მათ შორის ფიზიკური თავდასხმები, არამართლზომიერი ჯარიმები, დაკავებები, მუქარა, აკრედიტაციის შეჩერება და სხვა.

    დარღვევების მზარდი მაჩვენებელი პოლიტიკური კონტროლის უპრეცედენტო ზრდასა და დაჩქარებულ გამკაცრებაზე მიუთითებს, რაც ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების დისტანცირებას ევროპული დემოკრატიული სტანდარტებისგან“, – ნათქვამია ანგარიშში.

    RSF-მა დარღვევები მთელი ქვეყნის მასშტაბით დააფიქსირა, თუმცა შემთხვევების ორ მესამედზე მეტი თბილისზე მოდის, რაც, ორგანიზაციის თანახმად, განპირობებულია აქ დაწესებულებების, ასევე რედაქციებისა და ყოველდღიური დემონსტრაციების კონცენტრაციით, რომელთა წინააღმდეგაც რეპრესიები ხორციელდება.

    „2024 წლის 28 ნოემბერის საპროტესტო აქციების დაწყებიდან რამდენიმე კვირაში ათობით ჟურნალისტი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა – ზოგიერთის მიმართ განსაკუთრებით სასტიკი ზომები იქნა მიღებული – არ დასჯილან დამნაშავეები; ამ დროს დაფიქსირებული ძალადობრივი ინციდენტების საერთო რაოდენობამ 127-ს მიაღწია.

    ხელისუფლება სულ უფრო ხშირად აიგივებს ჟურნალისტებს მომიტინგეებთან და საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად მოქმედ კანონებს ისე იყენებს, რომ შეზღუდოს ჟურნალისტების საქმიანობა და ხელი შეუშალოს მათ პროტესტის გაშუქებისას.

    ქართულმა მედიასაშუალებებმა დაგმეს ჟურნალისტების წინააღმდეგ „გზის გადაკეტვისთვის“ ჯარიმების სისტემატური გამოყენება, როცა ისინი პროტესტის ადგილებზე მხოლოდ გაშუქების მიზნით იმყოფებოდნენ. რამდენიმე შემთხვევაში, სამართალდამცავებმა ასევე გამოიყენეს ახლად გამკაცრებული ნორმა,  „პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის“ შესახებ, რათა ჟურნალისტები პროტესტის ადგილებიდან გაეძევებინათ – რაც უძლურების განცდას ქმნის. დარღვევებზე პასუხისმგებლები, უმეტეს შემთხვევაში, სწორედ სამართალდამცველები არიან.

    ტელევიზიების მიმართ განხორციელებული ძალადობა განსაკუთრებით მაღალია და არსებულ შემთხვევებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ძალადობრივი. თვალშისაცემია „TV პირველის“ წინააღმდეგ არსებული ინციდენტები, რომლის გადამღებ ჯგუფებსაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში 80-ზე მეტჯერ დაესხნენ თავს.

    საპროტესტო აქციებზე გადამღებ ჯგუფებს პოლიცია ხშირად ხელს უშლიდა, ზღუდავდა მათ შესაძლებლობას კამერები ჩართულიყო ან განეთავსებინათ ისინი შემაღლებულ ადგილებში, საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა პოლიციის მოქმედებების დაფიქსირება.

    ონლაინ მედიასაშუალებები – „პუბლიკა“, რომელიც საზოგადოებრივი და პოლიტიკური საკითხების გაშუქებაზეა ორიენტირებული და „ბათუმელები“, რომლის თანადამფუძნებელიც პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი მზია ამაღლობელია, რეპრესიების ყველაზე ხშირ სამიზნეებს შორის არიან.

    „ბათუმელები“, რომლის რედაქციაც ბათუმში მდებარეობს, შავი ზღვის სანაპიროზე, განიცდის განსაკუთრებულ ზეწოლას როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. მზია ამაღლობელი კვლავ უკანონოდ არის დაკავებული უსამართლო სასამართლო პროცესის შედეგად, ხოლო მისი ორწლიანი სასჯელის გასაჩივრება, 2025 წლის 18 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ეს კი შიშს იწვევს მედიის წარმომადგენლებს შორის, მათ მიმართ სამართლებრივი დევნის მზარდი გამოყენების გამო.

    დღეს უცხოელი ჟურნალისტებიც სამიზნენი არიან. ფრანგ-გერმანელმა ფრილანსერმა რეპორტიორმა, მაქსიმ ჰანაკმა, „რეპორტიორების საზღვრებს გარეშეს“ განუცხადა, რომ ბოლო დროს პოლიცია მას ავიწროებდა, უთვალთვალებდა და ხელს უშლიდა გადაღებაში – ახალი ფენომენი, რომელიც დაშინების ტაქტიკის მზარდ გავრცელებაზე მიუთითებს. გახშირდა უცხოელი რეპორტიორებისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვები, რაც დემოკრატიული რეგრესის დოკუმენტირებას უშლის ხელს“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

    ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ – ბოლო ერთი წლის განმავლობაში დააჩქარა პრესის თავისუფლების შემზღუდავი კანონების მიღება, რომლებიც დიდწილად რუსეთში გამოყენებული პრაქტიკით არის შთაგონებული.

    „2025 წლის გაზაფხულიდან „უცხოელი აგენტების“ კანონის ახალი ვერსია, ასევე გრანტებისა და მაუწყებლობის შესახებ კანონებში შეტანილი ცვლილებები, პირდაპირ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო დონორების მიერ დაფინანსებულ მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ეს კიდევ უფრო ზრდის მათი სამართლებრივი დევნის საფრთხეს.

    ანტიკორუფციულმა ბიურომ რეპრესიული კანონმდებლობის გამოყენებით დაიწყო გამოძიება მინიმუმ ექვსი დამოუკიდებელი მედიასაშუალების წინააღმდეგ. კერძო კომპანიები თავს იკავებენ მედიასთან თანამშრომლობისა და რეკლამის შეძენისაგან, შესაძლო ზეწოლის საფრთხის გამო.

    საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი (GPB), რომელიც აქამდეც ხელისუფლების გავლენის ქვეშ იყო, მმართველი პარტიის რუპორად იქცა, დევნის იმ ჟურნალისტებს რომლებიც, მათი აზრით, არ ეთანხმებიან მაუწყებლის ღირებულებებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის ნაკლებობის და მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკის შესახებ ევროკომისიამ აღნიშნა გაფართოების შესახებ ანგარიშში, რომელიც 2025 წლის 4 ნოემბერს გამოქვეყნდა.

    ამ სტრატეგიის ცენტრში ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია – რომელიც „რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ“ ცოტა ხნის წინ, 2025 წლის პრესის თავისუფლების მტაცებელთა სიაში დასახელდა. ივანიშვილი გადამწყვეტ როლს ასრულებს ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის ხასიათის განსაზღვრასა და დაუსჯელობის კლიმატის დამკვიდრებაში.

    პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, არსებული პრობლემების დაკნინება, „რეპორტიორები საზღვრების გარეშეს“ დიკრედიტაციითა და ორგანიზაციის „დიფ სთეითის“ ინსტრუმენტად მოხსენიებით სცადა.

    დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე ეს თავდასხმა რეპრესიების უფრო ფართო პოლიტიკის ნაწილია. საქართველო „რეპორტიორების საზღვრებს გარეშეს“ მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში ორ წელიწადში 36 პოზიციით დაქვეითდა და 180 ქვეყნიდან და ტერიტორიიდან 114-ე ადგილი დაიკავა“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

    „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელის, ჟან კაველის შეფასებით, „საქართველოს ხელისუფლება ატარებს პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის დაშინებას, შევიწროებასა და სამართლებრივ დევნას.

    „საქართველოს არ შეუძლია დამაჯერებლად განაცხადოს, რომ ის ევროკავშირს უახლოვდება, მაშინ როცა ფეხქვეშ თელავს პრესის თავისუფლებას, კანონის უზენაესობას და პლურალიზმს,“ – აცხადებს ჟან კაველი.

  • ოპოზიციურ გაერთიანებაში სააკაშვილი ითამაშებს უმთავრეს როლს – ცისკარიშვილი მელიას

    “ოპოზიციურ გაერთიანებაში სააკაშვილი ითამაშებს უმთავრეს როლს მას შემდეგ, რაც ის იქნება საქართველოში და თავისუფლებაზე.

    დრო გვიჩვენებს, ჩვენ უნდა გვქონდეს შესაბამისი არენა იმისთვის, რომ პოლიტიკური აქტიურობა სხვა ეტაპზე გადავიდეს და სწორედ ამ არენაზე გასასვლელად მოსამზადებელი სამუშაოების დროს გვეცოდინება და თქვენც შეგატყობინებთ, თუ რა ფორმატით, ვისთან, როგორ და ვინ თანამშრომლობს – შეიძლება რამდენიმე კვირაში, შეიძლება რამდენიმე თვეში.

    (…) გასულ წელს ჩვენს წინააღმდეგ მუშაობდა, ჩვენი კონკურენტი იყო ამ არჩევნებში, ნაციონალურ მოძრაობას ასუსტებდა ეს პოლიტიკური ძალა. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილს ძალიან უხაროდა, რომ ბევრი ოპოზიციური მოთამაშეა ველზე და რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი სწორედ აქედან გამომდინარე იყო ოპოზიციის გაერთიანება იმ მომენტისთვის, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომ ერთი-ერთზე დასავლეთსა და რუსეთს შორის ჰქონოდა ამომრჩეველს არჩევნის გაკეთების საშუალება.

    ჩვენ ვიყავით ერთიანი სიის მომხრე, იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგა ამ ნაბიჯზე არ წამოვიდა, არ დაგვთანხმდა იძულებულები გავხდით რა, ეს მოცემულობა შეიქმნა, რომ ყველამ ცალ-ლაკე ვიასპარეზეთ, რამაც, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის ამოცანებს ხელი შეუწყო.”

    ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, პეტრე ცისკარიშვილი ნიკა მელიას განცხადებას ეხმაურება.

  • აქტივისტი ია გაბუნია სასამართლოს ეზოში დააკავეს

    სამოქალაქო აქტივისტი ია გაბუნია სასამართლოს ეზოში დააკავეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში აჩი გოჩიტაშვილი წერს.

    სავარაუდოდ, აქტივისტი  შსს-ის წარმომადგენლის თინათინ კაჭკაჭიშვილის შეურაცხყოფის საბაბით დააავეს.
    თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს აქციაზე დაკავებულთა ადმინისტრაციული პროცესები გაიმართა.

     

  • ერთმანეთს უნდა შემოვუძახოთ, ისტორიამ აკრძალა მარცხი.მათი გათვლაა ჩვენთვის არაქათის გამოცლა – მელია

    ერთმანეთს უნდა შემოვუძახოთ, ისტორიამ აკრძალა მარცხი.მათი გათვლაა ჩვენთვის არაქათის გამოცლა – მელია

    ”ყველას მინდა ვთხოვო, ვისთვისაც ჩემი პოზიცია მნიშვნელოვანია, 28 ნოემბერს ბევრი ვიყოთ. სამწუხაროდ, ადამიანებმა რწმენა დაკარგეს, მაგრამ ერთმანეთს უნდა შემოვუძახოთ, ისტორიამ აკრძალა მარცხი. მათი გათვლაა ჩვენთვის არაქათის გამოცლა. ჩვენ უნდა დავგეგმოთ გრძელვადიანი გეგმა იმისთვის, რომ მოკლე ვადაში მივაღწიოთ გამარჯვებას, წლების განმავლობაში ამას პირიქით ვაკეთებდით”- ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ მოსამართლისთვის წყლის შესხმის საქმეზე მის სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

    „ორიოდე სიტყვით ვიტყვი, ამ ჭაობიდან ამოსვლა როგორ მიმაჩნია. დარწმუნებული ვარ დარჩება შინაგანი პროტესტი და პროტესტი, რომელიც თავის სიტყვას იტყვის სწორ დროსა და მოცემულობაში. პარტიულ ეგოიზმზე ფიქრი, არამხოლოდ უზნეობაა, არამედ, ჩამორჩენილობაა თავიდან ბოლომდე.

    სირცხვილიც კი არის დღეს ადამიანი პარტიაზე, ფრაქციაზე ფიქრობდეს. ბევრი მიფიქრია პარტიების აკრძალვაზე ციხეში, გაგიკვირდებათ და პარადოქსული პოზიცია მაქვს. თუკი, კვერის დაკვრაა, ამ სიშლეგეს დავეთანხმებოდი, დარწმუნებული ვარ, რეალური ნამდვილი პოლიტიკურობა ნულიდან აშენდება. თავისუფალ ცურვაში უნდა გადავეშვათ ყველა პოლიტიკოსი. ჩვენა ახლა გვჭირდება ხალხის წიაღში საკუთარი თავის აღმოჩენა. ბევრი ადამიანი სამწუხაროდ, ხალხის წიაღში არაა, ბევრი მიზეზის გამო შეიძლება ეს აიხსნებოდეს. პარტიული პოლიტიკა მეათე ხარისხოვანია. სოლიდარობა მინდა გამოვუცხადო ადამიანებს, რომლებიც 29-ე დღეა, შიმშილობენ რუსთაველის გამზირზე, მინდა მათ და ყველა ადამიანს ამ ბრძოლაში გამძლეობა და სიმართლის თქმა ვუსურვო. ეჭვიც არ მეპარება, თუკი მტკიცე ნერვებს გამოვიჩენთ, გამარჯვება იქნება გარდაუვალი.

    არ შეგვეშალოს, რეჟიმის მხრიდან რეპრესიები მხოლოდ მათი საშუალებაა და რასაც ისინი ჩადიან, რწმენაში ჩვენი გატეხაა. დიდი მნიშვნელობა აქვს ერთმანეთში რას ვსაუბრობთ იმასაც კი, რას საუბრობენ ტელე ეთერებში, რას ასხივებენ. შეიძლება აქციაზე ვერ გავიდეს ადამიანი, მაგრამ ფინჯან ყავაზე მეზობელს რომ ესაუბრება, იქაც რწმენას უნდა ასხივებდეს. ყველას მინდა ვთხოვო, ვისთვისაც ჩემი პოზიცია მნიშვნელოვანია, 28 ნოემბერს ბევრი ვიყოთ. სამწუხაროდ, ადამიანებმა რწმენა დაკარგეს, მაგრამ ერთმანეთს უნდა შემოვუძახოთ, ისტორიამ აკრძალა მარცხი. მათი გათვლაა ჩვენთვის არაქათის გამოცლა. ჩვენ უნდა დავგეგმოთ გრძელვადიანი გეგმა იმისთვის, რომ მოკლე ვადაში მივაღწიოთ გამარჯვებას, წლების განმავლობაში ამას პირიქით ვაკეთებდით.

    დავიგეგმოთ გრძელი დისტანციისთვის და ვეცადოთ მაქსიმალურ მოკლე დისტანციაში დავფაროთ…. ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა [სააკაშვილმა] ივანიშვილზე გაყიდული და გარიგებული მიწოდა, ასეთ ადამიანებთან ერთ სივრცეში ვერ ვიქნები. ბევრი მაქვს სათქმელი კონკრეტული ფაქტებით და თავს ვიკავებ. მიუტანენ მას ამას და მის რამდენიმე თანამოაზრეს და მიხარია, რომ მისმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მისი პოზიცია არ გაიზიარა. მე, ნიკა მელიას, ასეთი ბრალმდებლის გვერდში ერთ ჰექტარზეც კი ვერ მნახავთ”,- აცხადებს მელია.

  • მოსამართლემ კობახიძის წინაამღდეგ მზია ამაღლობელის სარჩელის განხილვა შეწყვიტა

    მოსამართლე დავით აკობიძემ საქმის განხილვა რომელიც მზია ამაღლობელის სარჩელს ეხებოდა ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ, შეწყვიტა. მზია ამაღლობელის ადვოკატების თქმით, ისინი სარჩელით ითხოვდნენ, ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის საჯაროდ უარყოფას.

    გადაწყვეტილება მოსამართლემ ადგილზე თათბირით მიიღო. მისი თქმით, “პოლიტიკური დებატების ფარგლებში გაკეთებულ განცხადებებზე მსგავსი სარჩელი არ დაიშვება.”

    მზია ამაღლობელმა 2025 წლის 07 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძის და სოზარ სუბარის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა.სარჩელი ორ განცხადებას ეხებოდა: 2025 წლის 10 ივლისს „იმედის“ ეთერში და 23 ივლისს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელში გაკეთებულ კომენტარებს. ორივე შემთხვევაში კობახიძე ამტკიცებდა, რომ ამაღლობელის მიერ ბათუმის პოლიციის მაშინდელ უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სილის გარტყმა თითქოსდა „უცხო ძალების მიერ იყო დაგეგმილი“ და მიზნად პოლიციის დისკრედიტაციას ისახავდა.

  • ნებისმიერ დაწესებულებაში ადამიანის შესახლებისას გაშიშვლება სავალდებულოა – დარახველიძე

    “ჩვენ ვმოქმედებთ კანონის შესაბამისად. კანონით გათვალისწინებულია, რომ პოლიციის კანონიერი მოთხოვნა, მისი დაუმორჩილებლობა, ეს არის სამართლებრივად დასჯადი ქმედება. შესაბამისად, ადამიანი, თუკი სჩადის მსგავს ქმედებას, ბუნებრივია, მის შემთხვევაში ხდება შესაბამისი ღონისძიების გატარება. ჩვენ წარვადგენთ ყველა იმ საჭირო მტკიცებულებას სასამართლოს წინაშე, სადაც განხილული იქნება, თუ რაში გამოიხატა მისი მხრიდან კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა.

    რაც შეეხება გაშიშვლების ნაწილს, ნებისმიერ დაწესებულებაში, იქნება ეს დროებითი მოთავსების იზოლატორი თუ პენიტენციური დაწესებულება, როცა ხდება ადამიანის შესახლება, სავალდებულოა და ამას გვავალდებულებს ჩვენ სტამბოლის პროტოკოლი, რომ მოხდეს დაზიანების აღწერა. ასევე, ის ჩხრეკის საკითხები, რაც აუცილებელია, რომ მან არ შეიტანოს აკრძალული ნივთი დაწესებულებაში. ეს არის გათვალისწინებული ყველა დაწესებულებაში. ეს არის საერთაშორისო მოთხოვნა, სტამბოლის პროტოკოლის.”

    აცხადებს “ოცნების” შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე.

  • მზია ამაღლობელს მხედველობის შესანარჩუნებლად საჭირო მკურნალობა ამ დრომდე არ უტარდება – საია

    მზია ამაღლობელს მხედველობის შესანარჩუნებლად საჭირო მკურნალობა ამ დრომდე არ უტარდება – საია

    საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) წერს, რომ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს მხედველობის შესანარჩუნებლად საჭირო კვლევები და მკურნალობა ამ დრომდე არ უტარდება. საია-ს ცნობით, მზია ამაღლობელის მხედველობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსების შემდგომ საგრძნობლად გაუარესდა და საგანგაშო ნიშნულზეა.

    “მზია ამაღლობელს თავისუფლებასთან ერთად, წართმეული აქვს უფლება, ჩაუტარდეს გამოკვლევები იმ კლინიკაში, რომელიც აღჭურვილია მის დიაგნოზთან თავსებადი სამედიცინო ტექნიკით, სათანადო გამოკვლევების შედეგად მიიღოს ინფორმაცია, რა პროცედურებია საჭირო მინიმალურ ნიშნულზე არსებული მხედველობის შესანარჩუნებლად.

    მივმართავთ, საქართველოს იუსტიციის მინისტრს, პაატა სალიას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სათანადოდ აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში მზია ამაღლობელისათვის შესაბამისი მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების ჩატარება ორივე თვალზე და კვლევების გათვალისწინებით, დაიგეგმოს მკურნალობა მხედველობის შესანარჩუნებლად.

    მივმართავთ, საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს, დაუყოვნევლივ წერილობით შეაფასოს სახელმწიფოს მხრიდან დაცულია თუ არა მზია ამაღლობელის სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიღების უფლება. მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი მანდატის შესაბამისად, დაიხმაროს შესაბამისი პროფილის სამედიცინო განათლების სპეციალისტები შეფასების მოსამზადებლად”, – ვკითხულობთ საია-ს განცხადებაში.

  • ბაღდათში, სოფელ ხანის მიმდებარედ, შერეული ტყის ფერდობზე ხანძარია

    საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ბაღდათში, სოფელ ხანის მიმდებარედ, შერეული ტყის ფერდობზე ხანძარია.

    ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სპეციალური ტექნიკითა და აღჭურვილობით მონაწილეობს 200-მდე მეხანძრე-მაშველი. ადგილზე მიმდინარეობს ცეცხლის ინტენსიური ქრობის პროცესი.

    “საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცოცხალ ძალასა და სპეცტექნიკასთან ერთად, სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენიც. ადგილზე მოეწყო საგანგებო შტაბი.დასახლებულ ადგილებზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.