Category: სლაიდერი

  • მე მილანძღავენ ჩემს ამერიკას, რომელმაც ათი ათასობით სხვა ქართველთან ერთად წამიყვანა და უფასოდ მასწავლა – სააკაშვილი

    „ჩვენმა ხალხმა თავისუფლებისათვის ბრძოლის გზაზე დიდი მსხვერპლი გაიღო. ახლოვდება 9 აპრილი, ამ გზის ერთ-ერთი გამორჩეული დღე. მას შემდეგ არაერთი 9 აპრილი გამოვიარეთ, არაერთი გმირი შეეწირა მიზნის მიღწევას. კვლავ გზის გასაყარზე ვიმყოფებით.

    ამერიკის მე-6 ფლოტმა ჩვენი ჯარის გმირული წინააღმდეგობის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოში გადაარჩინა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა. რა თქმა უნდა ამაში გადამწყვეტი წვლილი შეიტანა ლეხ კაჩინსკის, იუშენკოს და ბალტიის სამი ლიდერის ჩამოსვლამ. ხოდა დღეს ამ ქვეყნებს უნისონში ოკუპანტებთან ერთად საქართველოს მომჯდარი ორგანიზებული დანაშაულებრივი ბანდა ლანძღავს. მე ვამაყობ იმით, რომ ჩამოვიყვანე და ქართული ცეკვები ვაცეკვე ამერიკის პრეზიდენტს, რომ აქ ამერიკის ორი ვიცე-პრეზიდენტი და ორი მომავალი პრეზიდენტი გვყავდა. გავიხსენოთ ყველამ ერთად საქართველოს ეროვნული გმირი ჯონ მაკკეინი და მისი თავგადაკლული „დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ“- ნათქვამი მისი საპრეზიდენტო კამპანიის მთავარ გამოსვლაში მთელი მსოფლიოს გასაგონად.

    მე მილანძღავენ ჩემს ამერიკას, რომელმაც ათი ათასობით სხვა ქართველთან ერთად წამიყვანა და უფასოდ მასწავლა. აზრზე მოვიდეთ ყველა და დავდგეთ ისტორიის სწორ მხარეს, ნუ ვაძლევთ საშუალებას აფურთხონ იმ ჯამში, საიდანაც წყალს ვსვამდით მთელი ეს დრო. ესენი მიგვათრევენ უფსკრულში და უბედურებაში და თითოეულის გადასაწყვეტია მივყვებით იქ დავიღუპავთ ჩვენს თავსაც და ქვეყანასაც, თუ ვდგებით ერთად, ვქმნით წინააღმდეგობის მოძრაობას, დაფუძნებულს არა პარტიულ კუთვნილებაზე ან წარსულის მოგონებებზე, არამედ ჩვენს ქართულ გენზე და თავისუფლების სიყვარულზე და თავისუფლებისაკენ დაუღალავ სწრაფვაზე.

    სანქციების გამოშვებით ამერიკამ მხარი დაუჭირა მარტში ჩვენს ბრძოლას. თუ ბევრად მძლავრად გამოვალთ, მხარდაჭერაც ერთი ათად გაძლიერდება.

    ამერიკას უყვარს ერები, რომლებიც თვითონ იბრძვიან თავისუფლებისთვის და თავის მოვალეობად თვლის დაეხმაროს მათ.

    ვარდების რევოლუციის დროს თავიდან არ გვიჭერდნენ მხარს და მხოლოდ მაშინ, როცა დაინახეს, რომ უკან არ დავიხევდით, პრეზიდენტის ჩართულობით დაგვიჭირეს მხარი.

    2008 წელს ფლოტი მხოლოდ მას შემდეგ გამოუშვეს, როცა დაინახეს ჩვენი ჯარის გმირობა, დაინახეს, რომ მე არ დავტოვე დედაქალაქი და პირიქით, დაჟინებით და გაუთავებელი ზარებით ვარწმუნებდი ბუშს დახმარების აუცილებლობაში. ახლაც ჩამესმის ვიცე-პრეზიდნტი ჩეინის ხმა, რომელიც ჩამოყვა ფლოტის ფლაგმანს – „შენ გემზე მართლა სასმელი წყალი ხომ არ გგონიაო? “. ეს ყველაფერი მოხდა მას შემდეგ, რაც მათ დაინახეს ქუჩაში გამოსული უამრავი ხალხი.

    იგივე გამეორდა უკრაინაში შარშან. თუ ჩვენ აღვუდგებით კრემლის მცდელობას დაგვარწმუნოს, რომ ჩვენ ვართ მხოლოდ მეხინკლეების ერი, და ვირწმუნებთ რომ ჩვენ არ ვართ პატარა სოფელი, არამედ გვაქვს საამაყო წარსული და დიდი მომავალი, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ უახლოეს ისტორიულ მომავალში აფხაზეთი და ცხინვალი. მაშინ ყველანი დავდგეთ ერთად, როგორც მაშინ, იმ 9 აპრილს, საქართველოს და საკუთარი თვისუფლების გადასარჩენად”,

    ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

  • თბილისში ხელისუფლება ერთი არადემოკრატიული ინიციატივიდან მეორეზე გადადის – კორტნი

    თბილისში, როგორც ჩანს, ხელისუფლება ერთი არადემოკრატიული ინიციატივიდან მეორეზე გადადის.

    წერს ამის შესახებ ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი, პარლამენტში კრიტიკული მედიის სამი ჟურნალისტისა და მათი ოპერატორებისთვის აკრედიტაციის შეჩერებაზე. 

  • ყირიმის შემთხვევაში, დეოკუპაციის გარდა, სხვა გზა არ განიხილება – ზელენსკი

    “ახლა ყირიმში რუსეთის სამფეროვანი დროშის ქვეშ ბოროტება, ძალადობა, მკვლელობები და ომი სუფევს. თუმცა, მე მჯერა, რომ სადაც ამ ბოროტებამ საწყისი პოვა, სწორედ იქ მოელის მარცხი.

    ყირიმის გათავისუფლება ერთადერთი სწორი გზაა, არამარტო უკრაინისთვის, მთელი მსოფლიოსთვის. ამაში დარწმუნებული ვარ.

    როგორც ჩვენ ვცემთ პატივს ევროპიდან ლათინურ ამერიკამდე ყველა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ანალოგიურად მოვითხოვთ, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასაც სცენ პატივი, მთელ უკრაინას პოლესიედან შავი ზღვისა და აზოვის ზღვის სანაპიროებამდე, ჩრდილოეთის ქალაქებიდან სევასტოპოლამდე და ქერჩამდე.

    ჩვენი ხალხი აღმოსავლეთსა და სამხრეთში თანაბრად იმსახურებს თავისუფლად ცხოვრებას”.

    განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

  • Reuters: აშშ–ს საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის უკან, სავარაუდოდ, რუსეთი დგას

    სავარაუდოდ, რუსეთი ან პრორუსული ელემენტები, დგანან სოციალურ მედიაში აშშ-ის რამდენიმე საიდუმლო დოკუმენტის გაჟონვის უკან უკრაინის შეტევის მომზადების შესახებ, რომლებიც ნაწილობრივ ასახავს უკრაინაში ერთი თვის წინანდელ ომის სურათს, იტყობინება Reuters პარასკევს სამ ამერიკელ ჩინოვნიზე დაყრდნობით.

    გამოცემა აღნიშნავს, რომ ასეთი კონფიდენციალური დოკუმენტების გაჟონვა უკიდურესად უჩვეულოა და ავტომატურად გამოიწვევს გამოძიებას.

    ამასთან, დამკვირვებელთა ყველაზე დიდი ყურადღება მხარეთა ზარალის შესახებ მონაცემებმა მიიქცია, რომლებიც გამოქვეყნებულ დოკუმენტებშია მოცემული. სწორედ ეს მონაცემები იწვევს  დიდ ეჭვებს. დოკუმენტის ვერსიით, რომელიც სოციალურ ქსელებში ვრცელდება, უკრაინასთან ომში  მხოლოდ 16-17,5 ათასი რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

    როგორც ჩანს, დოკუმენტები შეცვლილი იყო რუსული ძალების მიერ მიყენებული მსხვერპლის რაოდენობის შესამცირებლად, განუცხადეს სააგენტოს აშშ-ს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა და დასძინეს, რომ მათი შეფასებები არაოფიციალურია  და არ ეხება გამოძიებას თავად გაჟონვის შესახებ.

    თუმცა, Reuters-ის თანამოსაუბრეები აღნიშნავენ, რომ პენტაგონის მონაცემებით, რეალური მაჩვენებელი გაცილებით მაღალია – დაახლოებით 200 000 დაღუპული და დაჭრილი რუსი.

    პენტაგონმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე დოკუმენტების ავთენტურობაზე, რომლებიც აშკარად არ ეთანხმება მათ შეფასებებს.

    უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ დოკუმენტები უკრაინის შეტევითი გეგმების შესახებ “რუსეთის მიერ არის გაყალბებული”.

    პენტაგონმა უარი თქვა კომენტარი გააკეთოს დოკუმენტების ავთენტურობაზე, რომლებიც  ვებგვერდებზე ვრცელდება, მათ შორის Twitter-სა და Telegram-ზე, დათარიღებულია 1 მარტით და აქვს  წარწერები “საიდუმლო” და “სრულიად საიდუმლო”.

    დოკუმენტები თითქოსდა  უკრაინის ფრონტზე ვითარებას აფასებდა. დოკუმენტები ასევე შეიცავს მონაცემებს ბრიგადების შესახებ დასავლური აღჭურვილობით , რომლებიც სავარაუდოდ უკრაინაში ყალიბდება მომავალი კონტრშეტევისთვის.

    ამ „გაჟონვის“ კომენტირებისას, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ გამოქვეყნებული დოკუმენტები შედგენილია ნაწილობრივ ღია ინფორმაციაზე, ნაწილობრივ კი ყალბ ინფორმაციაზე დაყრდნობით. მისი თქმით, თუ რუსეთი მართლაც მიიღებდა საიდუმლო ინფორმაციას პენტაგონისგან, მას არ გაავრცელებდა საზოგადოებაში.

    იგივე მოსაზრებას გამოთქვამენ უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენლები. ისინი ხაზს უსვამენ, რომ დოკუმენტები აშკარად შედგენილია ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე და არა საიდუმლო მონაცემებით.

    თუმცა, მანამდე პენტაგონის სპიკერმა დაუდასტურა CNN-ს, რომ მისი ოფისი გაჟონილ დოკუმენტებთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს.

    რუსეთის ხელისუფლებამ უარი თქვა პასუხის გაეცა სააგენტოს შეკითხვებისთვის ამ საკითხთან დაკავშირებით.

     

  • “მოვუწყოთ პუტინს წვეულება” – უკრაინელი დეველოპერი 20 მლნ გრივნას გადასცემს ადამიანს, რომლის დრონიც 9 მაისს მოსკოვში დაეშვება

    Monobank-ის თანადამფუძნებელმა და Dovbush T10 UAV-ის დეველოპერმა ვლადიმერ იაცენკომ განაცხადა, რომ 20 მილიონ გრივნას მიიღებს ის უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი, რომლის დრონიც 9 მაისის აღლუმის დროს, მოსკოვის წითელ მოედანზე დაეშვება. ამის შესახებ, დეველოპერმა, ერთიანი ნაციონალური ტელემარათონის პირდაპირ ეთერში გამოაცხადა.

    “9 მაისი ძალიან კარგი მომენტია. რადგან, როგორც წავიკითხე, პუტინი აღლუმს გეგმავს წითელ მოედანზე და ბევრი სამხედრო იქნება. ანუ ეს იქნება, როგორც ამბობენ, „ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები“. ამიტომ, მოვუწოდებ ყველას, ვინც უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაშია ჩართული – მოვუწყოთ მას წვეულება. მე ოფიციალურად ვაძლევ პრიზს უპილოტო საფრენი აპარატების უკრაინულ მწარმოებელს, რომლის თვითმფრინავი, რა თქმა უნდა, სამხედროების დახმარებით, 9 მაისს მოსკოვის წითელ მოედანზე გაფრინდება და დაეშვება. პრემიის ოდენობა ახლა 20 000 000 გრივნაა. იმედია  ის სამართლიანად გაიყოფა მწარმოებელსა და სამხედრო ოპერატორებს შორის, რომლებიც წარმატებით შეასრულებენ დავალებებს და თანხა მოხმარდება უპილოტო საფრენი აპარატის გაუმჯობესებას.გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად საფრენ აპარატს უნდა ჰქონდეს უკრაინული სლოგანი, მაგალითად, „დიდება უკრაინას!“, „დიდება გმირებს“ და ა.შ. ” განაცხადა ვლადიმერ იაცენკომ.

  • ელჩმა თქვა არაა სანქცია, სავიზო შეზღუდვააო, ენობრივი თარგმანის პრობლემა იყო – პაპუაშვილი

    ელჩმა თქვა არაა სანქცია, სავიზო შეზღუდვააო, ენობრივი თარგმანის პრობლემა იყო – ამის შესახებ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის ელჩთან კელი დეგნანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

    “ყოველ შემთხვევაში, შედეგობრივად დიდი განსხვავება არ არის, თუმცა ტერმინი სანქცია, ალბათ, აქ არ გამოიყენება”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

  • აშშ-მა შეიძლება დაუნდობლად გვითხრა სათქმელი, ნუ გავიბუტებით, გავაანალიზოთ – ზურაბიშვილი

    მეგობარმა ქვეყანამ, შესაძლოა, დაუნდობლად გვითხრა სათქმელი, მაგრამ კი ნუ გავიბუტებით, ნუ გავბრაზდებით, ნუ გვიხარია, არამედ გავაანალიზოთ რა მოხდა, რატომ, რა არის გამოსასწორებელი. მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ სხვა შეფასებასაც ვიმსახურებთ და მიზანსაც მივაღწევთ, რაც ძალიან გაგვიხარდება.

    ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. ორბელიანის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

  • საჭიროა ქმედითი ნაბიჯები, თუ არ გვინდა რომ 4 ადამიანს გადავაყოლოთ ქვეყნის მომავალი –  სალომე ზურაბიშვილი  სანქციებზე

    საჭიროა ქმედითი ნაბიჯები, თუ არ გვინდა რომ 4 ადამიანს გადავაყოლოთ ქვეყნის მომავალი – სალომე ზურაბიშვილი სანქციებზე

    “არ მიხარია და კიდევაც განვიცდი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილებას. […] არ მიხარია და ვერ გამიხარდებოდა საქართველოს გამოცხადება სანქცირებული პირების მქონე ქვეყნების სიაში, რამე თუ ჩემთვის ყველაზე გასაფრთხილებელი ქვეყნის რეპუტაციაა. თუმცა ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ოთხი პირს ეხება და ამ ოთხი პირის სავიზო შეზღუდვებს, როგორც აზუსტებს თვით ელჩი, განცხადება თან ხაზს უსვამს საქართველოს მხარდაჭერას, ამის მიუხედავად, გარკვეულწილად ზიანდება ქვეყნის იმიჯი. […] არც ნიშნისმოგების და გახარების დროა, არც თავის მართლების. ჩვენზეა, ყველაზე ქვეყნის იმიჯის გამოსწორება, თუ არ გვინდა, რომ 4 ადამიანს გადავაყოლოთ ქვეყნის მომავალი, საჭიროა ქმედითი ნაბიჯები. ეს იქნება სრული გამოძიება თუ გადახედვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობისა ან კიდევ არამოსამართლე წევრების დროული შერჩევა. რაც მეტი ქმედითი ნაბიჯი იქნება გადადგმული სასამართლო რეფორმის კუთხით, მით უფრო სწრაფად აღვადგენთ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციასა და მის მიმართ ნდობას”,

    ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. ორბელიანის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

  • მოლოდინია, რომ ან წარმოდგენილი იქნება მტკიცებულებები, ან გაუქმდეს შემზღუდველი ზომა – პაპუაშვილი

    “საუბარია იმაზე, რომ თუ მტკიცებულებები არ არსებობს მაშინ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს შეზღუდვები იქნება გაუქმებული. ყველა გადაწყვეტილებას სჭირდება მტკიცებულება. ამიტომ, თუკი ეს მტკიცებულება არ არსებობს და სწორედ ეს იყო საგარეო საქმეთა მინისტრის წერილში, რომელიც მან საკუთარ კოლეგას მიწერა, ჩვენი მოლოდინია, რომ ან წარმოდგენილი იქნება ქართველი ხალხის მიმართ ეს მტკიცებულებები, თუ ეს მტკიცებულებები არ წარმოდგენილა, ან არ არსებობს ან არ არის საკმარისი, არ ვიცი, მაშინ გაუქმდეს ეს შემზღუდველი ზომა, მაგრამ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს და ჩვენს ქართველ მოსამართლეებს მტკიცებულებების გარეშე კორუმპირებულად, რა თქმა უნდა, ვერ მოვახსენებინებთ,”

    აცხადებს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აშშ-ის მიერ 4 მოსამართლის დასანქცირებაზე.

  • ბლინკენის თქმით, უკრაინის კონტრშეტევა უახლოეს კვირებში დაიწყება

    აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უახლოეს კვირებში, უკრაინის კონტრშეტევა დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას, BBC-ი ავრცლეებს.

    სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ სანამ რუსული აგრესია გრძელდება, დასავლეთის ქვეყნები რუსეთზე სანქციებითა და ექსპორტის კონტროლით უპრეცედენტო ზეწოლას გააგრძელებენ.