Category: სლაიდერი

  • მოგვმართეს სკვერის მოწყობაზე, ამგვარი თემებით მანიპულაცია ხდება ხოლმე – კალაძე კანცელარიაზე

    “მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან შემოსული იყო წერილი დედაქალაქის მერიაში პირველი კლასის მშენებლობაზე, ეს არის ლანდშაფტური სივრცის მოწყობა. ჩვენ მომდევნო დღეების განმავლობაში განვიხილავთ ამას და შესაბამისი პასუხით იქნება დაბრუნებული. როგორც გითხარით, საუბარი არის სკვერის მოწყობაზე, შესაბამისად, ჩვენი მხრიდან თანხმობა იქნება გაცემული და მას შემდეგ უკვე მოხდება სამუშაოების დაწყება. […] ყოველთვის ხდება ხოლმე მანიპულაცია ამგვარი თემებით. სხვათა შორის, მე მახსოვს, როდესაც ჩვენ დავიწყეთ პარლამენტის წინ არსებული სივრცის მოწესრიგება და კეთილმოწყობა, მაშინაც იგივე განცხადებები კეთდებოდა, სამწუხაროდ. საზოგადოება ძალიან კარგად შეაფასებს ამ ყველაფერს. ხდება კონკრეტული სივრცის მოწესრიგება, გალამაზება, ამაში ცუდი არაფერი არ არის, თუმცა კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები, სამწუხაროდ, ყოველთვის ცდილობენ, რომ ეს რაღაცას დაუკავშირონ. ერთი გვეუბნებოდა, რომ თურმე რიკოთის უღელტეხილი ჩაგვიკეტია იმისთვის, რომ ხალხი დასავლეთიდან აღმოსავლეთში აქციაზე არ წამოვიდეს. ნუ, ყოველთვის იქნება ასეთი მანიპულაციები, სანამ ასეთი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი გვყავს.“

    ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე  კანცელარიის შენობასთან სამშენებლო სამუშაოების შესახებ.

  • ენმ ბედავს და 9 აპრილს ატარებს აქციას – მამუკა მდინარაძე

    9 აპრილი და ნაციონალური მოძრაობა. 9 აპრილის თარიღის ქვეშ, ეს ხო გარკვეული სიმბოლიზმია ქვეყანაში, რაღაცა ღირებულებები, რაღაცა ისტორია ამ ქვეყენის ხომ არის და ისტორია ამ ქვეყნის სამწუხაროა. ასევე, ნაციონალური მოძრაობა თავისი წარსულით, თავისი ადამიანის უფლებების აყრით, ღირსების შელახვით. დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს მოცემულობა, როდესაც პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობაში ბრალდებულ ადამიანს იცავენ ადამიანები, ესეც კი გაბედეს. რა 9 აპრილი და ნაციონალური მოძრაობა, რამხელა თავხედობასთან გვაქვს საქმე, როდესაც ისინი ბედავენ და ამ თარიღში ატარებენ თავის აქციას.

    ამის შესახებ, ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

  • როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ „კლანი“ არსებობს, ეს ადამიანები კი თანამდებობაზე მუშაობას აგრძელებენ, არანორმალური დამოკიდებულებაა – ხაბეიშვილი

    „მოსამართლეებთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, არანაირი კითხვის ნიშანი აღარ არსებობს. ელჩმა განმარტება გააკეთა, რომ საუბარია ქრთამის აღებაზე, ნეპოტიზმზე, დაშინებაზე, პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებაზე. დარწმუნებული ვარ, მტკიცებულებების გარეშე ეს გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული. ამ წლების განმავლობაში პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება და ქვეყნის გარედან ჩვენი პარტნიორები საუბრობდნენ საქართველოში სასამართლო „კლანზე“, ნეპოტიზმზე და კორუფციაზე. ამაზე არაერთი მტკიცებულება არსებობ. […]ს”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

    „იმ მოსამართლეებმა უნდა იფიქრონ, ვისაც, სავარაუდოდ, სანქცია ელოდება, მეტიც – როდესაც აშშ ზეწოლასა და ქრთამზე საუბრობს, ე.ი. ვიღაცის მხრიდან იყო ქრთამი მიწოდებული, ამიტომ პროკურორებსაც არ უნდა ეძინოთ მშვიდად და იმ თანამდებობის პირებსაც, ვინც ღამის ზარებს ახორციელებენ და პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებენ. თუ ისინი ჭკუაზე არ მოვლენ, სხვებსაც შეექმნებათ ეს პრობლემები. ისინიც იქნებიან სანქცირებულები, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლები, ისევე როგორც პარლამენტის დეპუტატები, რომლებმაც „რუსულ კანონს“ მისცეს ხმა“,

    ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

  • გრიბოედოვის თეატრი რუსეთიდან ფინანსურ დახმარებას მიიღებს

    რუსული სამთავრობო მედიის, TASS-ის ცნობით,  მიმდინარე წელს რუსული თეატრები 10 სხვადასხვა ქვეყანაში რუსეთის ფედერაციისგან ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებენ. გამოქვეყნებულ თეატრების ჩამონათვალშია ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრიც. ასევე რუსეთის ფედერაციის კულტურის მინისტრის მოადგილემ, ალლა მალინოვამ აღნიშნა, რომ უცხოეთში მდებარე რუსულ თეატრებს ფინანსურ მხარდაჭერას ორი მიმართულებით გაუწევენ: უახლესი თეატრალური სასცენო აღჭურვილობის შეძენა და საპრემიერო სპექტაკლების მხარდაჭერა.

    “5 მილიონი რუბლი [გამოყოფილი იქნება] სასცენო აღჭურვილობისთვის, 5 მილიონი კი სპექტაკლებისთვის”, – აღნიშნა მანილოვმა.

    კულტურის მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ რუსული თეატრების დაფინანსების წყარო იქნება ავტონომიური არაკომერციული ორგანიზაცია “რუსული სეზონები”.

     

  • “აქ წყდება დღეს ჩვენი ბედიც” – დედა სიდონია უკრაინაში ჩავიდა და მიტროპოლიტ ეპიფანეს შეხვდა

    დედა სიდონია უკრაინაში ჩავიდა, სადაც ავტოკეფალიური ეკლესიის პირველ იერარქს მიტროპოლიტ ეპიფანეს შეხვდა.

    ამის შესახებ ინფორმაციას დედა სიდონია Facebook გვერდზე ავრცელებს.

    “დღეს, პირველად შევხვდი უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესიის პირველ იერარქს, მიტროპოლიტ ეპიფანეს.

    ძალიან გახარებული ვარ, რომ ამ მძიმე დროს მისგან საოცარი სითბო, ნუგეში, სიძლიერე და იმედი ვიგრძენი!

    მქონდა შეგრძნება რომ გმირს შევხვდი, და ასეცაა, უკრაინის ეკლესიის რუსეთისგან გათავისუფლების მთელი სიმძიმე მან იტვირთა!მადლობა ყველა მათ, ვისი იდეა და ორგანიზებულიც იყო ეს ვიზიტი და შეხვედრა!”, – წერს დედა სიდონია.

    დედა სიდონიამ ტელეკომპანია “ფორმულასთან”  განაცხადა, რომ  დღეს საქართველოს ბედიც უკრაინაში წყდება, ამიტომ გადაწყვიტა, ფიზიკურად გამოეხატა საკუთარი მხარდაჭერა.

    “ერთი წელი ჩემი მორალური მხარდაჭერა ჩემი სიმშვიდისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი და ძალიან დიდი სურვილი გამიჩნდა, მივხვდი, რომ ფიზიკურადაც უნდა ვყოფილიყავი იმ მხარეს, იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც არიან ამ უზარმაზარი უსამართლობის, სისასტიკის მსხვერპლი. ფიზიკურადაც მინდოდა, რომ ვყოფილიყავი იმ ადამიანებთან და შესაბამისად, უნეტარეს ეპიფანესთანაც გამომეხატა როგორც სასულიერო პირს მხარდაჭერა და თანადგომა.

    შეხვედრა იყო არაჩვეულებრივად თბილი, მეგობრული, ისინი არიან ძალიან მადლიერები, კეთილგანწყობილები საქართველოს მიმართ – ვისაუბრეთ, ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს, თუმცა ჯერ ვერ გავაჟღერებ. ძალიან მალე დავიწყებთ თანამშრომლობას […] უკრაინის გადარჩენა არის საქართველოს გადარჩენა და ჩვენ ეს უნდა გავიაზროთ, უკრაინაში წყდება დღეს ნამდვილად ჩვენი ბედიც”, – განაცხადა მან.

     

  • რატომ გაქრება უკრაინა? იმიტომ, რომ ის არავის სჭირდება – მედვედევი

    რატომ გაქრება უკრაინა? იმიტომ, რომ ის არავის სჭირდება – ამ სახელწოდებით გამოაქვეყნა პუბლიკაცია რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა სოციალურ ქსელში. მან ასევე  უკრაინის ამჟამინდელ სახელმწიფოს სსრკ-ს დაშლის შედეგად წარმოქმნილი გაუგებრობა უწოდა.

    “და ამიტომ ჩვენ არ გვჭირდება ის. ჩვენ გვჭირდება დიდი რუსეთი”. – წერს იგი.

    რაც შეეხება თავად უკრაინელებს, მედვედევის თქმით, ისინი იძულებულნი არიან იცხოვრონ მუდმივ შფოთვასა და შიშში.

    “ასეთი უკრაინა პლანეტაზე არავის სჭირდება. ამიტომ ის არ იარსებებს”. – წერს მედვედევი.

  • პენტაგონი უკრაინის კონტრშეტევაზე აშშ-ის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვას იძიებს

    საერთაშორისო მედია The Guardian-ის ცნობით,  აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება პენტაგონის დოკუმენტების შესაძლო გაჟონვის აქტზე, რომლებიც სოციალური მედიის რამდენიმე პლატფორმაზე, მათ შორის,  Twitter-ზე გავრცელდა და დეტალურად აღწერს აშშ-სა და ნატო-ს მიერ უკრაინისთვის აღმოჩენილ დახმარებას.გამოცემის ცნობით, საიდუმლო დოკუმენტები გავრცელდა Twitter-სა და Telegram-ზე და, გავრცელებული ინფორმაციით, შეიცავს სქემებსა და დეტალებს იარაღის მოსალოდნელი მიწოდების, ბატალიონის სიძლიერისა და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესახებ.

    ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა, რომლებმაც ანონიმურად დარჩენა ისურვეს, Reuters-ს განუცხადეს, რომ დოკუმენტები, როგორც ჩანს, გადაკეთებული იყო რუსების მიერ ომში განცდილი მსხვერპლის რაოდენობის შემცირების მიზნით.

    • „ჩვენ ვიცით სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ანგარიშების შესახებ და დეპარტამენტი განიხილავს საკითხს”, – თქვა საბრინა სინგმა, პენტაგონის პრესმდივნის მოადგილემ. 

    დოკუმენტები დათარიღებულია 2023 წლის 23 თებერვლიდან 2023 წლის 1 მარტამდე და გრიფით „საიდუმლოა“.

    საუბარია დოკუმენტებზე, რომლებიც დეტალურად ასახავს აშშ-ისა და ნატოს მიერ უკრაინის არმიის მომზადებას კონტრშეტევისთვის. NYT-ის ცნობით, დოკუმენტები არ შეიცავს სამხედრო ოპერაციების კონკრეტულ გეგმებს – როგორ, როდის და სად აპირებს უკრაინა შეტევის დაწყებას. თუმცა, დოკუმენტებში საუბარია უკრაინის არმიის საჭიროებებზე 1 მარტის მდგომარეობით.

    გამოცემა წერს, რომ გავრცელებულ დოკუმენტებში ნახსენები HIMARS საბრძოლო მასალის მოხმარების დონე.  ერთ-ერთ ფოტოზე ნაჩვენებია, რომ ომში 16-დან 17,5 ათასამდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, უკრაინამ კი, სავარაუდოდ, 71,5 ათასი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. პენტაგონის შეფასებით, რუსეთის ფედერაციამ გაცილებით დიდი დანაკარგი განიცადა და თითოეული მხრიდან დაახლოებით 200 000 ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა.

    ანალიტიკოსებმა განუცხადეს NYT-ს, რომ ზოგიერთი დოკუმენტი გამოიყურება ავთენტურად და შეუძლია რუსეთს მიაწოდოს ღირებული ინფორმაცია იარაღისა და ჯარების მიწოდების გრაფიკის, ფორმირებული უკრაინული შენაერთების რაოდენობისა და სხვა სამხედრო დეტალების შესახებ.

    NYT-ი წერს, რომ  დოკუმენტში არის ინფორმაცია უკრაინის სამხედრო ნაწილების, აღჭურვილობისა და წვრთნების შესახებ იანვარ-აპრილის განრიგით.

    “დოკუმენტი შეიცავს შეჯამებას 12 საბრძოლო ბრიგადის შესახებ, რომელიც ამჟამად იქმნება, რომელთაგან 9, როგორც ჩანს, გაიწვრთნა და ამარაგებს აშშ-სა და ნატოს სხვა მოკავშირეების მიერ. ამ 9 ბრიგადადან, დოკუმენტების მიხედვით, 6 31 მარტამდე იქნება მზად, დანარჩენი კი 30 აპრილამდე”, – წერია სტატიაში.

     

  • შეიარაღებული დაპირისპირება ჟვანიას ქუჩაზე – შსს-მ გამოძიება დაიწყო

    ვაკეში, ჟვანიას ქუჩაზე მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

    სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში, ასევე, ჩანს, რომ დაპირისპირებული ახალგაზრდები ერთმანეთს ავტომობილს აჯახებდნენ,  ასევე, ჩანს იარაღი, რომლიდანაც ერთ-ერთი მოქალაქე, სავარაუდოდ, ისვრის.

    დაპირისპირების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

    შსს-მ ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი ხულიგნობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო.

  • ჩინეთი ამბობს, რომ მშვიდობა სურს, თან რუსეთს ომში ეხმარება – ბლინკენი

    “პირველ რიგში, სამშვიდობო იდეები, რომლებიც ჩინელებმა მოლაპარაკებების მაგიდაზე წამოაყენეს, ზოგიერთი მათგანი პოზიტიურია. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ერთ-ერთი ელემენტი – აქცენტი უნდა გაკეთდეს სუვერენიტეტზე, ხოლო ჩინეთის ფოკუსი უნდა იყოს, რათა დაარწმუნოს რუსეთი, რომ პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს და დაუბრუნოს ტერიტორია, რომელიც მან ძალით წაართვა გაეროს წესდების დარღვევით.]…] ვფიქრობ, ჩინეთი ერთდროულად ორივე გზის გამოყენებას ცდილობს. მას სურს აღიქმებოდეს, როგორც მშვიდობის მიღწევის მოსურნე და ამავე დროს, ის აგრძელებს რუსეთის მხარდაჭერას სხვადასხვა გზით, ეხმარება რუსეთის პროპაგანდას  და როგორც რამდენიმე კვირის წინ ვთქვით, რუსეთისთვის ლეტალური დახმარების გაწევასაც განიხილავს.”

    განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გამოცემა Euronews-თან  ინტერვიუში.

  • ბოლო 24 საათში, უკრაინელებმა მტრის 60-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს – გენშტაბი

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში  უკრაინელებმა მტრის 60-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს.

    “ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკასა და მარინკას მიმართულებებზე გასული დღის განმავლობაში ჩვენმა დამცველებმა მტრის 60-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.