Category: სლაიდერი

  • დაგეგმილია სკვერის მოწყობა – კანცელარიასთან დაგეგმილი აქცია “ლაზარეს თავისუფლებისთვის” პარლამენტთან გაიმართება

    მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან რკინის კონსტრუქციები და სამშენებლო მასალები მიიტანეს – პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ ხორციელდება კეთილმოწყობითი სამუშაოები და მიმდებარედ სკვერის მოწყობაა დაგეგმილი.

    ხვალ, 8 აპრილს მთავრობის კანცელარიასთან დაგეგმილი ლაზარეს თავისუფლებისთვის აქცია პარლამენტთან გაიმართება.

    • “სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა და არსებული ინფრასტრუქტურის განახლება”, – ამბობენ მთავრობის პრესსამსახურში. 

    განმარტება მას შემდეგ გაკეთდა, რაც სოციალურ ქსელში, გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც ჩანს, რომ ადმინისტრაციის შენობასთან რკინის კონსტრუქციები და სამშენებლო მასალები მიიტანეს.

    აქვე შეგახსენებთ, რომ ხვალ 8 აპრილს, 20:00 საათზე ტაბულას, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების, თავისუფლების ინსტიტუტისა და ევროპული საქართველოს ორგანიზებით ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება. აქციაზე ქართველი მუსიკოსები, მსახიობები და საზოგადოების წარმომადგენლები სოლიდარობას გამოუცხადებენ რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ ლაზარეს.

    “რუსულ კანონზე უკანდახევის შემდეგ, რეჟიმმა კიდევ ერთი დარტყმა მიიღო – ქართული სასამართლოს უმაღლესი თანამდებობის პირები შეერთებული შტატების სანქციების ქვეშ არიან.

    გვჯერა, რომ მოქალაქეების თანადგომას შეუძლია ლაზარე სანქცირებული სასამართლოს შერჩევითი სამართლისგან იხსნას და საერთო ეროვნულ წარმატებას მსხვერპლად არ შეეწიროს!

    ადამიანის შავრაზმული დემონიზაციის მცდელობა, ბუმერანგად უნდა დაუბრუნდეს ყველას, ვინც ამას ცდილობს!

    აქციაზე იქნება მუსიკა, ბევრი სიტყვა, მაგრამ არ იქნებიან სიტყვით გამომსვლელები”. – წერენ აქციის ორგანიზატორები.

     ლაზარეს მხარდასაჭერად აქციაზე თითო სიმღერას შეასრულებენ:

    STEPHANE
    აჩიკო გულედანი
    ჯგუფი “დაგდაგანი”
    ჯგუფი “წერილი”
    LOUDSPEAKERS
    შაბათ-კვირა

  • ხალხი იმსახურებს, როცა მათი მოსამართლეებისკენ იშვერენ თითს, წარუდგინონ ფაქტები – პაპუაშვილი

    ამ პარტნიორობის გათვალისწინებით, რომელსაც საქართველო იჩენს შეერთებული შტატების მიმართ, რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯი არ არის ისე, როგორც იქცევიან პარტნიორები, როდესაც ხდება ჩვენი მოქალაქეების და მოსამართლეებისთვის იარლიყების მიწებება იმ კონტექსტში, რომ არ ხდება არანაირი მტკიცებულების წარმოდგენა და მითითება საჯარო წყაროებზე, რომლებიც ყველამ ვიცით. ეს არის ძალიან ცუდ დროს მიღებული ცუდი გადაწყვეტილება. რაც არ უნდა ყოფილიყო საფუძველი თუ მიზანი ამ გადაწყვეტილების, ჩვენ ვხედავთ რა ხდება და ვინ სარგებლობს ამით – სარგებლობს რადიკალიზმის გაღვივება, პოლარიზაციის გაღრმავება და საქართველოს ევროინტეგრაციისთვის წყლის შეყენება. იმედგამაცრუებელია ასეთი მოქმედება, აშშ 30 წელზეა მეტია საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით ეხმარება და სამწუხაროა, რომ ასეთი ნაბიჯებით ხდება გარკვეული ხინჯის მიყენება იმ დახმარებების მიმართ, რომლებსაც თუნდაც სასამართლო სისტემის მიმართ იჩენდა აშშ.

    ჩვენ ვნახეთ მოსამართლეების განცხადებები, რომ ხდება ჩარევა მათ საქმიანობაში. ისინი ისაუბრებენ ამაზე კიდევ, თუმცა თავად ეს განცხადებების ძალიან პრობლემურია. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი არაპარტნიორული ნაბიჯი გადაიდგა.

    ვფიქრობ, რომ იმ პარტნიორობის გათვალისწინებით, რომელსაც ჩვენ ვიჩენთ ჩვენი ამერიკელი მეგობრების მიმართ, ქართველი ხალხი იმსახურებს, როდესაც მისი მოსამართლეებისკენ იშვერენ თითს და ეძახიან კორუმპირებულებს, ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ ისინი, ვინც ამას აკეთებენ და იარლიყს აწებებენ მოსამართლეებს, მათ წარმოადგინონ მტკიცებულებები.

    ასე ეხმაურება, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აშშ-ის მიერ 4 მოსამართლის დასანქცირებას.

  • ვინმეს თუ ჰგონია, რომ რაღაც სანქციებით შემაშინებს, ძალიან ცდება – კალაძე

    “ვინმეს თუ ჰგონია, რომ რაღაც სანქციებით შემაშინებს, ძალიან ცდება. 2011 წელს, როდესაც პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით მივიღე გადაწყვეტილება, ეს ნაკარნახევი იყო ქვეყნის მდგომარეობით. თორემ მე რა მინდოდა პოლიტიკაში. მქონდა უზრუნველი ცხოვრება, ვცხოვრობდი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქში, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მივიღე ჩემი ქვეყნისა და სამშობლოს სიყვარულის გამო, იმ ვითარების გამო, რაც ხდებოდა ქვეყანაში. ეს ნაბიჯი გადავდგი და არ ვნანობ. მგონია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. დღესაც მე ვემსახურები ჩემს სამშობლოს და ჩემს ხალხს”.

    განაცხადა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ცნობით “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახი კალაძემ.

  • “უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის საქართველოს “ნამდვილი მეგობრის“ წოდება ყველაფერს ამბობს” – კრამონი

    “ღმერთო ჩემო. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის საქართველოს „ნამდვილი მეგობრის“ წოდება ყველაფერს ამბობს.

    მთავრობა, რომელმაც ევროკავშირის წევრობის მიუხედავად, გააუქმა დემოკრატია და კანონის უზენაესობა და ეს არის რუსეთის დე ფაქტო მარიონეტული რეჟიმი, რომელიც თითქმის არაფრით უჭერს მხარს უკრაინას”,

    ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის მიერ გამოქვეყნებულ “ტვიტს” ეხმაურება, რომელშიც დარჩიაშვილი თავის უნგრელ კოლეგას “ნამდვილ მეგობარს” უწოდებს.

  • მსგავსი გადაწყვეტილებები ხელს უშლის პოლარიზაციის შემცირებას – ომბუდსმენი აკრედიტაციებზე

    მსგავსი გადაწყვეტილებები ხელს უშლის პოლარიზაციის შემცირებას – ასე ეხმაურება სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი  ჟურნალისტებისთვის პარლამენტის აკრედიტაციის შეჩერებას.

    “საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეხმიანება საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ სხვადასხვა დროს კრიტიკული მედიის (On.ge, „ნეტგაზეთი”, „პუბლიკა”, „ფორმულა“ „ტვ პირველი“, „მთავარი არხი“) ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის აკრედიტაციის შეჩერების საკითხს.

    როგორც მედიის წარმომადგენლები მიუთითებენ, აკრედიტაციის შეჩერება დისკრიმინაციული საფუძვლით, მათ მიერ მმართველი პარტიისთვის მიუღებელი პოზიციის დაფიქსირებით თუ კითხვების დასმით არის გამოწვეული.

    სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ – პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი”, რომელიც ამგვარ პრაქტიკას უდევს საფუძვლად, პრობლემურია.

    ამასთან, აღნიშნულ წესში არ არის გაწერილი მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხი, ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერების გადაწყვეტილებაში კი, არ არის მითითებული მისი გასაჩივრების ვადა და პროცედურა, რაც კანონმდებლობის აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს.

    საგულისხმოა, რომ მედიის წარმომადგენლების მიმართ მსგავსი დამოკიდებულება და გადაწყვეტილებები ხელს უშლის ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებას.

    ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, სადავო წესში ცვლილება შეიტანოს იმგვარად, რომ რეგულაცია არ იწვევდეს მედიის წარმომადგენლის საქმიანობაში გაუმართლებელ ჩარევას. ჟურნალისტების მიმართ გატარებული ნებისმიერი კანონიერი ღონისძიება კი ეფუძნებოდეს თანასწორობის პრინციპს.

    სახალხო დამცველი, როგორც მედიის წარმომადგენელთა მიერ მომართვის, ასევე საკუთარი ინიციატივის საფუძველზე, უკვე სწავლობს აღნიშნულ ფაქტებს”- ნათქვამია იოსელიანის განცხადებაში.

  • „ასეთია შედეგი, როცა ხალხი თავზე დაისვამს არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ოლიგარქ ივანიშვილის, თავისი „თუთიყუშების“ მთავრობით“ – ოქრიაშვილი

    „ასეთია შედეგი, როცა ხალხი თავზე დაისვამს არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ოლიგარქ ივანიშვილის, თავისი „თუთიყუშების“ მთავრობით“ – ოქრიაშვილი

    ”ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა ქართველი მოსამართლეები და ამით აღიარა, რომ საქართველოში სამართალი არ არსებობს. ამ აღიარებამდეც დიდი ხანია ვიცით, რომ ეს ქვეყანა მიტაცებული აქვს მონოოლიგარქ ივანიშვილს და სასამართლო, ხელისუფლების ყველა შტო, „ქართული ოცნება“ და მისი ფეიკ-პარტიები ემორჩილებიან მის ნებას.

    სადაც არ არის სამართალი, იქ არ არის პროგრესი. სამაგიეროდ, ყვავის ეკონომიკის მტერი ყველა „ონკოლოგიური დაავადება“ – კორუფცია, ნეპოტიზმი, უვიცობა, უსამართლო ბიუროკრატიული წნეხი და ა.შ.

    „ქართული ოცნება“ არის უცოდინარი თუთიყუშების მთავრობა! და უკვე გვაქვს ამის შედეგი – ამიტომაც ვცხოვრობთ ცუდად და ასეც გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლებში „ოცნება“ იქნება.

    მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა საქართველოს ეკონომიკის ზრდის 2023 წლის პროგნოზი, 4,4 %, ანუ იმაზე ნაკლები, ვიდრე რამდენიმე დღის წინ აზიის განვითარების ბანკმა, 4,5 %. (ინფლაცია, ანუ ფასების ზრდა არის დაახლოებით 6 %). ამ მოცემულობაში, როცა „ოცნება“ ეკონომიკის, ანუ ბიზნესის მტერია, ეკონომიკური ზრდის ამხელა პროცენტი გასაკვირია – ესეც ბევრია და სავარაუდოდ, მომავალში ნაკლები გვექნებ, ანუ არ გვექნება პერსპექტივა!

    ასეთია შედეგი, როცა ხალხი თავზე დაისვამს არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ოლიგარქ ივანიშვილის, თავისი „თუთიყუშების“ მთავრობით. საუკუნეების გამოცდილებაზე დაყრდნობილი ჭეშმარიტებაა, რომ ნებისმიერი ხალხი იმსახურებს ისეთ მთავრობას, როგორიც ჰყავს. ჩვენ არ ვიმსახურებთ ასეთ მთავრობას – 2012 წელს ქართველი ხალხი მოვტყუვდით. ახლა ეს გააზრებული გვაქვს და ზუსტად ვიცი, ხალხი შეცვლის ამ კორუმპირებულ, ანტიევროპულ, არალეგიტიმურ, რუსეთის აგენტებით გამოტენილ, უპერსპექტივო და დამნაშავე ხელისუფლებას!”

    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს.

  • ემსახურებით პარტიას, რომელიც გალანძღინებთ მის შვილს, თითქოს, აღდგება შალვას იმიჯი – შალვა რამიშვილის ცოლი

    ემსახურებით პარტიას, რომელიც გალანძღინებთ მის შვილს, თითქოს, აღდგება შალვას იმიჯი – აცხადებს ქართული ოცნების პროპაგანდისტისა და POSTV-ის წამყვანის შალვა რამიშვილის ყოფილი ცოლი, თეა აბაშმაძე.

    „ჩემი უზომო მადლიერება ყველას, ვინც ზუსტად გაგვიგეთ და ასეთი საოცარი სიტყვები გვითხარით. აზროვნება ველია და ველი ცნობს ველს – რა უზუსტესი მიგნებაა.

    თქვენ კი, ვინც უკიდურეს სიბინძურეს აბრალებთ ჩემს შვილს, საოცრად სასარგებლო საქმეს ასრულებთ სინამდვილეში და თქვენი მადლიერიც ვარ. თქვენ სასწაული შეძელით, ნამდვილი ალქიმია, თქვენ უსწრაფესად განაცალკევეთ ჩვენი საზოგადოება, არა ისე ყალბად, როგორიც პარტიული დაყოფაა, არამედ თქვენი არაკრეატიულობის ჩვენებით, ერთი საერთო სახე გამოავლინეთ. ერთნაირი უტიფრობა, ერთი და იგივე ტერმინოლოგია, გაუნათლებლობა, მდაბიო უწმაწურობა და რაც მთავარია, სრული უსიყვარულობის გამოვლენით, თქვენ გამოცალკევდით იმ ადამიანებისგან, ვინც მგრძნობიარეა, კეთილია, სამართლიანია, გულუხვი და გამგებია. ზოგადადაც ადამიანები მხოლოდ ორ ნაწილად იყოფიან, გონებაგახსნილებად და პირიქით, სხვა დანარჩენი დეფინიცია ამ მონაცემებიდან გამომდინარეობს. თქვენ ემსახურებით პარტიას, რომელსაც სურს შალვას რესურსის შენარჩუნება და გავალებთ უბინძურესად ლანძღოთ მისი შვილი, თითქოს ასე აღდგება შალვას იმიჯი. საზოგადოების თვალში თქვენს მიერ ტალახის სროლა აღიქმება, როგორც შალვასგან ბოტების მოქსევა საკუთარი შვილის უკიდურესად დასამცირებლად. ეს კიდევ უფრო უტეხს სახელს მას და გაცილებით მძიმედ, ვიდრე ჩემი შვილის წერილი. ყველაზე კომიკური ისაა, რომ თქვენ ვნებთ მხოლოდ იმას, ვისაც ემსახურებით და ვერც კი აცნობიერებთ ამას. თუმცა, მეორეს მხრივ საოცრად სასარგებლო საქმეს ემსახურებით საზოგადოებისთვისაც და ცვლილებების დასაჩქარებლადაც. ძალიან მარტივად გამოჩნდა, რომ სიძულვილის ველში მყოფი აზროვნება არის უნიჭო და გონებაშეზღუდული, რადგან მას არ აქვს ღირსებისა და სამართლიანობის განცდა. ის დეგრადაციას განიცდის სულ უფრო მეტად“ – წერს თეა აბაშმაძე.

    ცნობისთვის, შალვა რამიშვილის შვილმა, ლაშა რამიშვილმა 6 აპრილს სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა, სადაც დაკავებულ აქტივისტს ლაზარე გრიგორიადისს და იმ ქალებს უცხადებს სოლიდარობას, ვინც შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილეს. მისი თქმით, შალვა რამიშვილი “ზოგადად არ სცემს ქალს პატივს”.

  • ”რუსია ოკუპირებული ვყავართ, უკრაინელები არიან და ხელს გვიშლიან ევროპაში შევიდეთ” – მეუფე იაკობი

    არ ისვენებენ [ოპოზიცია], ამდენი წელია ქვეყანას არ ასვენებენ, შეიძლება? მარხვას მარხვად არ გვატარებინებენ, რუსია ოკუპირებული ვყავართ, უკრაინელები არიან და ხელს გვიშლიან ევროპაში შევიდეთ, ბალტიისპირელები არიან და იმავეს აკეთებენ, რა ვიცი, რომ რუსების აგენტები არ არიან? ჩემთვის არიან რუსეთის აგენტები მაგენი და რუსებზე უკეთესი არაფრით არ გამოდიან, რა. იმას თუ ოკუპირებული ვყავარ, ის კიდე წინ არ მიშვებს. ვფიქრობ, რომ სრულიად საკმარისია ამერიკელებმა და ჩვენებმა დროზე დაილაპარაკონ, რაც იყო იყო და ის წყენები დაივიწყონ, იმიტომ რომ წინ უფრო დიდი რაღაცებია და ერთი რამე იცოდნენ, საქართველოს არავისთან არ უნდა ცუდ ურთიერთობებში ყოფნა. თუ დახმარება უნდათ, არა თუ კანდიდატად უნდა მიგიღონ, მიგიღონ იმაში რა, ევროკავშირში, პოლარიზება ხომ დამთავრდება, არჩევნებიც წესიერად ჩატარდება და ყველაფერი წესიერად იქნება.

    განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას.

  • ევროკავშირის კანდიდატობაც ჭირი გაგვიხდა ჩვენ, ქართველს უნდა წესიერი ცხოვრება – მეუფე იაკობი

    თუ კარგად დააკვირდებით, სანამ ამ ევროკავშირის კანდიდატობაც ჭირი გაგვიხდა ჩვენ რა, იყენებენ ამას, რისთვის იყენებენ – რა თქმა უნდა, ქართველ კაცს უნდა წესიერი, კარგი ცხოვრება. არ მიგიღებენ და პრობლემას გიქმნიან, რუსული მთავრობა, რუსული ის, თვითონ რუსები რა… თვითონ რუსები როგორ იქცევიან და შეხედეთ – სანამ ევროკავშირში კანდიდატობაზე საუბარი წავიდოდა, ყველას კარგად შეუძლია ნახოს, უცხოეთის ქვეყნებს კარგად მოსმენილი აქვთ და ჩემსას ისმენენ ხოლმე და იმიტომ ვლაპარაკობ ახლა ასე, რომ სულელები არ ვეგონოთ. პირდაპირ ვთქვი, უარს რატომ გვეტყოდნენ, ვთქვი, რომ გეოგრაფია არ გვიწყობდა ხელს. გამოვიდა მაკრონი და ბრძანა ეგრე, რამდენიმე დღეში. კომუნისტური მოლდოვა, კორუფციაში ჩამხრჩვალი უკრაინა მიიღეს, თუმცა უკრაინა ომის მდგომარეობაშია და მიიღონ ახლა, ისიც მიიღონ რა [მოლდოვა], არავისი არ გვშურს, მაგრამ, ბიჭო, ჩვენთან რევოლუციურ სცენარს რატომ მიწერ მერე, თუ არ მიღებ თვითონ.

    განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას.

  • “დიდი ხანია ვიეტნამში ბავშვებს აღარ წამლავთ? მეც დამასანქცირეთ” – უვადო მოსამართლე აშშ-ს

    “დიდი ხანია ვიეტნამში ბავშვებს აღარ წამლავთ? მეც დამასანქცირეთ” – უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე ანტიდასავლური განცხადებით ეხმაურება აშშ-ის მიერ   მოსამართლეთა ე.წ. კლანის მიმართ სანქციების დაწესებას.

    “ლევან არ შეიძლება არ დავეთანხმო შენს მოსაზრებებს მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება იმ პოლიტიკური ისტებლიშმენტის მიერაა მიღებული რომლის მორალი კარგად იკითხება აშშ-ის ერთ-ერთი პრეზიდენტის ცნობილ გამონათქვამში „ის ძაღლის შვილია მაგრამ ჩვენი ძაღლის შვილი“ (“Somoza may be a son of a bitch, but he’s our son of a bitch.”). ამიტომ ჩვენი სამშობლოს თუ სასამართლო სისტემის მშვიდობიანად, დამოუკიდებლად და სტაბილურად განვითარების მოწინააღმდეგე სუბიექტების მხარდაჭერა სიმართლე გითხრა აშშ-ის ზოგიერთი წარმომადგენლისგან აღარც მიკვირს.

    ცივი ომის “საუკეთესო ტრადიციების” სტილში მიღებული ეს გადაწყვეტილება კი მახსენებს სამწუხარო რეალობას, რომ ბევრ ქვეყანაში და მრავალი ადამიანის მიერ ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიო ჟანდარმის სტატუსში აღიქმება, რომელიც ხშირ შემთხვევაში თანასწორი პარტნიორობის ნაცვლად საკუთარ მოკავშირეებს უხეში ფორმით კარნახობს მხოლოდ მისთვის სასურველ თამაშის წესებს. სამწუხაროდ ამგვარი დამოკიდებულება უკანასკნელ პერიოდში საქართველოს მიმართაც ვლინდება, რაც გულდასაწყვეტი და დასაფიქრებელია.

    პ.ს. დიდი ხანია გასული რაც ვიეტნამში ქალებს და ბავშვებს ქიმიური იარაღით აღარ წამლავთ ბატონო ბლინკენ!? იმედია, მეც დამასანქცირებთ!!! პატივისცემით, ვლადიმერ კაკაბაძე”, – წერს უვადო მოსამართლე Facebook-ზე.