Category: სლაიდერი

  • ქუთაისში ქვეითს ავტობუსი დაეჯახა – ის ადგილზევე გარდაიცვალა

    ქუთაისში ქვეითს ავტობუსი დაეჯახა – მოქალაქე  ადგილზევე გარდაიცვალა

    მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

  • პუტინმა თავისი ვადა ამოწურა – დანილოვი

    “დრო მუშაობს მათთვის, ვინც იღებს სწორ გადაწყვეტილებებს, ხელმძღვანელობს ღირებულებებით, აქტიურად მოქმედებს, არ ეშინია და არ იხევს უკან.

    კრემლის ვირთხა, რომელიც არ შემოიფარგლება საარჩევნო პროცედურების დროით, იმედოვნებს, რომ იჯდება ბუნკერში და დაელოდება, როდის “დაიღლება დასავლეთი უკრაინით”, როდის დაეხმარება ჩინეთი, როდის აირჩევენ ახალ პრეზიდენტს შეერთებულ შტატებში ან როდის დაიწყება “შიმშილის ბუნტი” უკრაინაში.

    პუტინმა თავისი ვადა ამოწურა. რისთვისაც ის 20 წელი ემზადებოდა და თავიდანვე ჩავარდა, ერთ, ორ ან სამ წელიწადში ვერ გამოსწორდება”,

    განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა,  ოლექსი დანილოვმა.

  • პარტია და სასამართლოს გავლენიანი ჯგუფი ივანიშვილის უკანონო ძალაუფლების წყაროა – გახარია

    საქართველოს ხელისუფლება სანქცირებულ მოსამართლეებს მხარს უჭერს. ჩვენ ვხედავთ, რომ პარტიასა და სასამართლოს შორის გამყოფი ხაზი ფერმკრთალდება. ორივე – პარტია და სასამართლოს გავლენიანი ჯგუფი არიან პოლიტიკური კორუფციისა და ივანიშვილის უკანონო ძალაუფლების წყარო, რომლებიც მიზანმიმართულად აზიანებენ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ ინტერესს.

    ამის შესახებ, ყოფილი პრემიერმინისტრი და პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია Twitter-ზე წერს.

  • არ აკეთებს ადეკვატურ განცხადებებს, პარტია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია – სამნიძე ხაბეიშვილზე

    ძალიან მძიმე მდგომარეობაში, პარტიის კრიზისი აისახება მის თავმჯდომარეზე და არ აკეთებს ადეკვატურ განცხადებებს. მიხედოს საკუთარ მანდატებს პარლამენტში და მერე ილაპარაკოს სხვა ოპოზიციონერ კოლეგებზე. არ არიან თანმიმდევრულები პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში და გუშინდელმა აქციამაც დაადასტურა ეს.

    განაცხადა  რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეზე, ლევან ხაბეიშვილზე საუბრისას.

  • ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის რადიკალური ქირურგიული ჩარევა დაგვჭირდება – ოქრიაშვილი

    “ეკონომიკური პროგრესის გარეშე, არ არსებობს ჩვენი სახელმწიფოს და ხალხის მომავალი. უსამართლო, არასანდო მართლმსაჯულების სისტემა არის აბსოლუტური მუხრუჭი ქვეყნის პროგრესის, მათ შორის, ეკონომიკური პროგრესის გზაზე. უვარგის სასამართლოს ემატება სისტემური კორუფცია, რის დამადასტურებელი ფაქტებიც არამხოლოდ ქართულ საზოგადოებას გააჩნია.

    როგორც ჩანს, პროცესები მართლმსაჯულების სისტემაში იმგვარად ვითარდება, რომ ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, სასამართლო სისტემის გარანტირებულად გაჯანსაღებისთვის რადიკალური ქირურგიული ჩარევა დაგვჭირდება. ამის მაგალითი არსებობს ალბანეთში, სადაც სასამართლო კორპუსი ფაქტობრივად მთლიანად გადახალისდა და მოისპო სასამართლოზე ზეგავლენის ბერკეტები. ამით სისტემა რეალურად დამოუკიდებელი გახდა და მას შეუძლია ბრალი წაუყენოს ქვეყნის პრემიერს, ნებისმიერ მაღალჩინოსანს. ეს დღეს საქართველოში წარმოუდგენელია, რადგან სასამართლო ერთი კაცის, ბიძინა ივანიშვილის მიერ იმართება!”,

    ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახა ოქრიაშვილი წერს და აშშ-ს მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირებას ეხმაურება.

  • სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, უსაფრთხოების გარანტი არის პრემიერმინისტრი – მურუსიძე

    ჩემთვის კი არა, თქვენთვისაც გარანტიაა სახელმწიფოს უსაფრთხოების. თქვენთვის, ჩემთვის, ყველასთვის. რადგანაც მივმართეთ ჩვენ ბატონ პრემიერს, მიმაჩნია, რომ სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, უსაფრთხოების გარანტი არის საქართველოს პრემიერმინისტრი. მარტო ჩემი კი არა, თქვენი გარანტიც არის.

    თქვა სანქცირებულმა მოსამართლემ ლევან მურუსიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ არის თუ არა პრემიერმინისტრი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გარანტი.

  • გვჭირდება გარანტიები, რომ რუსეთი ბელარუსს საკუთარი ტერიტორიასავით დაიცავს – ლუკაშენკო

    გვჭირდება გარანტიები, რომ რუსეთი ბელარუსს საკუთარი ტერიტორიასავით დაიცავს – ლუკაშენკო

    “ეს გაჟღერდა მოლაპარაკებებზე (პუტინისა და ლუკაშენკოს) ისე, რომ ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციამ ბელარუსი საკუთარი ტერიტორიასავით დაიცვას. აი, ასეთი უსაფრთხოების [გარანტიები] გვჭირდება.[…]მან (პუტინმა) მხარი დამიჭირა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით და ამბობს, რომ გვჭირდება ჩვენი, რუსეთისა და ბელარუსის ყველა შეთანხმებაზე გადახედვა, ნახვა, სახელმწიფოთაშორისი ტიპის რა სახის ნორმატიული სამართლებრივი აქტი უნდა მივიღოთ ახლა, რომ უზრუნველვყოთ ბელარუსის სრული უსაფრთხოება”.

    აცხადებს ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო.

  • მოსამართლეები პატივისცემით უნდა მოვიხსენიოთ, ამას როგორც პრემიერი მოვითხოვ – ღარიბაშვილი

    ჯერ ერთი, თქვენ, როგორც მოქალაქეს, უნდა გქონდეთ სიამაყის განცდა იმისა, რომ ჩვენი სასამართლო ბევრ ევროპულ სასამართლოზე წინ დგას და მე გთხოვთ, რომ ყველამ ძალიან დიდი პატივისცემით მოიხსენიოთ ყველა მოსამართლე, ეს ერთი, რომ თქვენ ყველა მოსამართლე უნდა მოიხსენიოთ დიდი პატივისცემით და მიმართოთ პატივისცემით, ამას მოვითხოვ მე, როგორც პრემიერმინისტრი და კიდევ ერთხელ მე გთხოვთ, მოგიწოდებთ, რომ იყოთ კორექტულნი და კორექტულად მიმართოთ ადამიანებს, მოქალაქეებს. მეორე, მართლმსაჯულების ინდექსის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა, მათ შორის კორუფციის აღქმის რეიტინგებში, ევროკავშირის 11 და NATO-ს 13 წევრ ქვეყანას უსწრებს, სასამართლოს მიმართ ნდობა ჩვენი მოქალაქეების, თქვენი, მეგობრებო, არის ისტორიულ მაქსიმუმზე.

    ასე მიმართა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოსამართლეებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტს.

  • როცა “ოცნება” გახდა ქვეყნის მმართველი, სასამართლოც გახდა თავისუფალი და დამოუკიდებელი – ღარიბაშვილი

    როცა “ოცნება” გახდა ქვეყნის მმართველი, სასამართლოც გახდა თავისუფალი და დამოუკიდებელი – ღარიბაშვილი

    “როგორც დღე და ღამე განსხვავდება, ასეთი სასამართლო ჩავიბარეთ ჩვენ 2012 წელს, სასამართლო რომელიც იყო მე ბოდიში მინდა მოვიხადო ამ სიტყვის გამოყენებისთვის, მაგრამ რეალურად ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს იყო მართული ერთი ადამიანის მიერ, კერძოდ ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის და იუსტიციის მინისტრის, ადეიშვილის მიერ, რომელიც ამავდროულად იყო მთავარი პროკურორი და სასამართლოსთვის ინსტრუქციის მიმცემი, სასამართლო იმ დროს იყო რეალურად პროკურატურის დანაყოფი. ჩვენ ეს რეალობა დავასრულეთ, როცა მოძალადე რეჟიმს ქართველმა ხალხმა უთხრა უარი. ჩვენ სასამართლოს ვუთხარით, რომ დღეს ანუ იმ დღეს როცა გახდა “ქართული ოცნება” ქვეყნის მმართველი, სასამართლოც გახდა თავისუფალი და დამოუკიდებელი”.

     

  • ყველა მოსამართლეს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ! – პრემიერი

    მე მქონდა შეხვედრა ქალბატონ ნინო ქადაგიძესთან, ასევე, მოსამართლეებთან, საბჭოს წევრებთან. ჩემი მთავარი გზავნილი იყო და არის შემდეგი: მე, როგორც მთავრობის მეთაური და მმართველი პარტიის წარმომადგენელი, ყველა მოსამართლეს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ. ჩვენი მმართველობის დროს, სასამართლო ყოველგვარი ჩარევებისგან თავისუფალი და დამოუკიდებელი გახდა. როგორც შიდა ჩარევებისგან, ასევე, სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევებისგან. რა თქმა უნდა, ყოველგვარი ჩარევა მიუღებელია. მოსამართლეებზე რაიმე გავლენის მოხდენა, ჩვენთვის ყველასთვის აბსოლუტურად მიუღებელია. მით უმეტეს, სუვერენული ქვეყნის სუვერენულ სასამართლოსა და მოსამართლეებზე.

    განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, საბჭოს წევრებთან და მოსამართლეებთან შეხვედრის შემდეგ.