Category: სლაიდერი

  • ევროპულ სასამართლოში მოუწევს თავის მართლება ქართულ ოცნებას – მიქელაძე

    BBC-ის გამოძიების შედეგები აჩვენებს იმას, რასაც ჩვენ ყველანი ჩვენი სხეულებით ისედაც ვგრძნობდით.

    ქართული ოცნების ხელისუფლებამ უბრალოდ გაწირა ათიათასობით ადამიანი და ახალგაზრდა უმძიმესი დაზიანებისთვის და როგორც BBC-ის გამოძიება აჩვენებს, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების დასაშლელად I მსოფლიო ომში გამოყენებული ტოქსიკური ნაერთი გამოიყენეს. მთელი რიგი მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ეს ქიმიური ნივთიერება ე.წ. კამიტი იყო.

    კამიტი​​ საფრანგეთმა პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანიის წინააღმდეგ გამოიყენა. ის შემდგომში სხვა მიზნითაც გამოიყენებდა და 1930-იან წლებში მოხმარებიდან ამოიღეს, ვინაიდან მისი მოქმედების ხანგრძლივი ეფექტი შემაშფოთებელი იყო.

    ვინ მისცემდა ამ საშუალების გამოყენების შთაგონებას ქართულ ოცნებას, თუ არა ჩაჟანგებული და დამპალი ავტორიტარული რეჟიმები ჩვენს მეზობლად?!

    ეს დოკუმენტური გამოძიება გახდება ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის საქმეებზე. მხოლოდ ჩვენს ერთ ორგანიზაციას 50-ზე მეტი საქმე მიაქვს სტრასბურგის სასამართლოში პროტესტთან, წამებასთან და ძალადობასთან დაკავშირებით. სწორედ ევროპულ სასამართლოში მოუწევს თავის მართლება ქართულ ოცნებას და მათ შორის, საპირისპიროს დამტკიცება გამოყენებული ქიმიური იარაღის ბუნებაზე, და ვნახოთ ამას როგორ გააკეთებს.

    მართლმსაჯულება აუცილებლად აღსრულდება ყველა წამებულისა და ძალადობაგამოვლილი ადამიანის სასარგებლოდ. ის შეიძლება გვიან დადგეს, მაგრამ აუცილებლად დადგება.

    წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში.

  • არასაკმარისად განათლებული საზოგადოება იოლად ექვემდებარება მანიპულაციას, გარე ჩარევებს – კობახიძე

    არასაკმარისად განათლებული საზოგადოება იოლად ექვემდებარება მანიპულაციას, გარე ჩარევებს – კობახიძე

    “ყველას კარგად გვესმის, რამდენად დიდია განათლების და განათლებული საზოგადოების მნიშვნელობა. ყველაზე საშიში ქვეყნისთვის არის ისეთი საზოგადოება, რომელიც არის არასაკმარისად და უხარისხოდ განათლებული. აქედან გამომდინარე, განათლების რეფორმას ჩვენ უნდა მივანიჭოთ განსაკუთრებული მნიშვნელობა. არასაკმარისად განათლებული საზოგადოება იოლად ექვემდებარება მანიპულაციას, გარე ჩარევებს. ასეთ საზოგადოებაში იოლია სიძულვილის დათესვა, იოლია ისეთი იდეოლოგიების გავრცელება, როგორიც იყო თავის დროზე ბოლშევიზმი, ფაშიზმი და როგორიც არის დღეს თანამედროვე ლიბერალური ფაშიზმი. ამდენად, ყველა თვალსაზრისით ენიჭება ამ რეფორმას განსაკუთრებული მნიშვნელობა, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების განტმკიცების თვალსაზრისითაც”,

    განაცხადა ამის შესხებ, ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე.

  • კრისტალ ჯგუფის მფლობელ სტეფანიანს პატიმრობა 2 000 000 ლარიანი გირაოთი შეეცვალა

    უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისა და უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით დაკავებულ კრისტალ ჯგუფის მფლობელს, ვლადიმერ სტეფანიანს სასამართლომ პატიმრობა 2 მილიონი ლარის გირაოთი შეუცვალა.

    კრისტალ ჯგუფის ხელმძღვანელი, ქართული ოცნების შემომწირველი ვლადიმერ სტეფანიანი დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 8 ნოემბერს დააკავეს.

     

  • არავის გამოუგონია გეგმა, როგორ უნდა დაამარცხო დიქტატურა და რუსეთი ერთდროულად, მაგრამ ეს დამარცხებაც მოვა – ზურაბიშვილი

    „განვლილმა ერთმა წელმა მოგვცა მთავარი, რომ ჩვენ ჩვენი თავის გვჯერა, ვიცით, რომ ყველაფერი შეგვიძლია. ეს ხალხი ერთი წლის მერე ამ რაოდენობით გამოდის, იმის მიუხედავად თუ რა ისტერიული რეპრესიები ჩატარდა, მაინც დგას, მაინც გამოდის, მაინც არის ლაღი და იმედიანად მომავლისკენ მიმართული. ეს არის ყველაზე დიდი გამარჯვება.[…]გეგმებზე მე არასოდეს არ ვლაპარაკობ. არ არსებობს, არავის გამოუგონია გეგმა, როგორ უნდა დაამარცხო დიქტატურა და რუსეთი ერთდროულად. ეს დამარცხებაც მოვა, მაგრამ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ არავინ არ იცის, როგორ, არავინ არ იცის როდის, მაგრამ ყველა ვგრძნობთ, რომ დამოკიდებულია სწორედ ამ განწყობაზე, ამ შემართებაზე და ამ უზარმაზარ ძალაზე“,

    ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

  • უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსი, ანდრიი ერმაკი თანამდებობიდან გადადგა

    უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრიი ერმაკმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება წარადგინა.შესაბამისი განცხადება, ქვეყნის მეთაურმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეო-მიმართვაში განაცხადა.

    “ადმინისტრაციის უფროსმა ანდრიი ემარკმა გაადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. […] მადლობელი ვარ ანდრეის იმისთვის, რომ მოლაპარაკებებზე უკრაინული პოზიცია ყოველთვის იმგვარად იყო წარმოდგენილი, როგორც საჭიროა. ყოველთვის პატრიოტული პოზიცია იყო. თუმცა, მსურს, რომ ხმები და სპეკულაციები არ იყოს. რაც შეეხება ადმინისტრაციის ახალ უფროსს, ხვალ კონსულტაციები მექნება მათთან, ვისაც შეუძლია, რომ ამ ინსტიტუტს გაუძღვეს”. – თქვა ზელენსკიმ.

    ცნობისთვის, დღეს უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (НАБУ) და პროკურატურის სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა სამსახურმა (САП) ერმაკის სახლში ჩხრეკა ჩაატარა.

  • 1 წლის შემდეგაც, ქართველებმა უნდა იბრძოლონ თავიანთი მომავლისთვის – მაკკლირი

    ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ქართველებს მათ წინააღმდეგობაში „ქართული ოცნების“ მიმართ. საქართველო ვლადიმერ პუტინის ჰიბრიდული ომის წინა ხაზზე იმყოფება. მათი დემოკრატია და ევროპული მომავალი თავდასხმის ქვეშაა. ერთი წლის შემდეგაც, ქართველებმა უნდა შეინარჩუნონ ზეწოლა და იბრძოლონ თავიანთი მომავლისთვის.

    წერს ბრიტანელი პარლამენტარი, ჯეიმს მაკკლირი სოციალურ ქსელში.

  • პოლონეთზე ექნება ამას ცუდი გავლენა – პაპუაშვილი საქართველოსთვის გამარტივებული სამუშაო ვიზების გაუქმებაზე

    პოლონეთზე ექნება ამას ცუდი გავლენა – პაპუაშვილი საქართველოსთვის გამარტივებული სამუშაო ვიზების გაუქმებაზე

    ის, რომ პოლონეთის მთვარობა მიგრაციის პოლიტიკას ამკაცრებს ან ერთი, ან მეორე მიმართულებით, “ქართული ოცნება“ რა შუაშია, ჩვენც საკმაოდ მკაცრი მიგრაციის პოლიტიკა გვაქვს და ჩვენთან პოლონელიც ვერ ჩამოვა ასე ადვილად სამუშაოდ. ასე რომ, ეს მათი შიდა მიგრაციის საკითხებია, როგორ აწესრიგებენ. ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგადად ამკაცრებენ გერმანია, სხვა ქვეყნები, ცდილობენ, რომ ახალი ტალღა, საკუთარი მიგრაციის პოლტიკა გადაწყონ. საქართველოდან იქ სამუშაოს მაძიებელთა რადოენობა იყო დიდი, შეხედეს იმ ქვეყნებს საიდანაც დიდია და უფრო მკაცრი რეგულაციები შემოდის. პოლონეთზე ექნება ამას ცუდი გავლენა, ეკონომიკური, ვინაიდან, რადგან მუშა ხელი ჩადიოდა იქ, ე.ი. მოთხოვნაც იყო, და არ ვიცი, როგორ აპირებენ მუშა ხელი დააკმაყოფილონ. საქართველოს მოქალაქეებს რაც შეეხება, ჩვენს ქვეყანაში დეფიციტია და მუშახელი გვჭირდება“,

    განაცხადა შალვა პაპუაშვილმა, პოლონეთის მიერ, საქართველოსთვის გამარტივებული სამუშაო ვიზების გაუქმებაზე.

  • კობახიძის 28 ნოემბრის განცხადების ყოველ სიტყვას  კიდევ ერთხელ ხელს ვაწერთ – პაპუაშვილი

    კობახიძის 28 ნოემბრის განცხადების ყოველ სიტყვას კიდევ ერთხელ ხელს ვაწერთ – პაპუაშვილი

    რაც შეეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას, მის ყოველ სიტყვას ხელს ვაწერთ კიდევ ერთხელ. ამის შემდეგ კიდევ უფრო დადასტურდა, თუ რამდენად სწორი იყო ეს განცხადება.

    2024 წლის 27 ივნისს ბრიუსელმა, იმისთვის, რომ გავლენა მოეხდინა საქართველოს არჩევნებზე, ცალმხრივად შეწყვიტა დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან გაწევრიანების თარიღებზე და ეს აღიარა წერილობით ცოტა ხნის წინ საელჩომაც, შესაბამისად, ის, რაც შეჩერდა 2024 წლის ივნისში, ვერ შეჩერდებოდა 2024 წლის ნოემბერში, ეს ერთი.

    მეორე, რაც ითქვა მაშინ და რაც ჩანდა 26 ოქტომბრიდან 28 ნოემბრამდე მონაკვეთში, ქართველ ხალხთან დამარცხებული ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი და პოლიტიკოსი ცდილობდა, რომ ევროკავშირის საკითხი გამოეყენებინა შანტაჟის იარაღად ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

    თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა კობახიძის 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებასთან დაკავშირებით.

  • ქართველები პოლონეთში სამუშაო ვიზებს გამარტივებული წესით ვეღარ მიიღებენ

    2025 წლის 1 დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეებს პოლონეთში გამარტივებული გზით სამუშაო ვიზის მიღების საშუალება აღარ ექნებათ. ინფორმაციას პოლონეთის საელჩო ავრცელებს.პოლონეთის ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრმა გამოსცა ახალი რეგულაცია, რომელიც უცხოელთა დასაქმების გამარტივებულ პროცედურებს შეეხება.

    ახალი დადგენილება, რომელიც 2025 წლის 21 ნოემბერს იქნა მიღებული, განსაზღვრავს იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ ისარგებლონ უცხოელისთვის სამუშაოს მინდობის შესახებ განცხადებით.1 დეკემბრიდან ძალაში შესული ახალი წესების თანახმად, გამარტივებული პროცედურები, მათ შორის უცხოელისთვის სამუშაოს მინდობის შესახებ განცხადება, შეეხებათ შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებს:

    • სომხეთის რესპუბლიკა
    • ბელარუსის რესპუბლიკა
    • მოლდოვას რესპუბლიკა
    • უკრაინა

    საქართველოს მოქალაქეები ამოღებულ იქნენ ამ სიიდან.ახალი რეგულაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის გამონაკლისს ითვალისწინებს, მაგრამ მხოლოდ გარკვეულ პირობებში:

    • გარდამავალი დებულება: საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ეს სამუშაო მინდობილი აქვთ წინამდებარე რეგულაციის ძალაში შესვლამდე, განცხადების საფუძველზე (ევიდენციაში შეტანილი oświadczenie o powierzeniu pracy cudzoziemcowi) შეუძლიათ გააგრძელონ მუშაობა ამ განცხადების მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
    • მიმდინარე საქმეები: იმ პროცედურებზე, რომლებიც დაწყებული იყო და დასრულებული არ არის რეგულაციის ძალაში შესვლამდე, გავრცელდება ძველი რეგულაციის ნორმები.

    რეგულაცია, რომლის სრული სახელწოდებაა „ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის 2025 წლის 21 ნოემბრის დადგენილება იმ ქვეყნების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შესაძლოა შეეხოს უცხოელისთვის სამუშაოს მინდობის შესახებ განცხადება და სეზონური სამუშაოს ნებართვის ზოგიერთი დებულება“, გამოქვეყნდა პოლონეთის რესპუბლიკის კანონების ჟურნალში (Dz. U. poz. 1617) 2025 წლის 25 ნოემბერს.

  • 24-ე სკოლის კვების ობიექტში ჰიგიენური ნორმების დარღვევა გამოვლინდა – სურსათის ეროვნული სააგენტო

    24-ე სკოლის კვების ობიექტში ჰიგიენური ნორმების დარღვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.  ობიექტი დაჯარიმდა და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

    „სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმურად შეამოწმეს თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ბაქოს ქ. N-1 ში მდებარე 24-ე საჯარო სკოლის კვების ობიექტი -„შპს სისა“ (ს/კ 432551865). შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა (ჰიგიენური ნორმების დარღვევა). ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდა საწარმოო პროცესი.

    სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სკოლის და სკოლამდელი დაწესებულებების კვების ობიექტების შემოწმებას.

    სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაცია დატოვოს ცხელ ხაზზე – 15 01.

    სამომხმარებლო ბაზრის ერთობლივი მონიტორინგი და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, დროულად გამოავლინოს და აღმოფხვრას შეუსაბამობები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.