Category: სლაიდერი

  • სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს კონსტანტინე ჩახუნაშვილის მამა, გიორგი ჩახუნაშვილიც

    ექიმი კონსტანტინე ჩახუნაშვილი აცხადებს, რომ  სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურში დაიბარეს მამამისი, პედიატრი გიორგი ჩახუნაშილიც.

    “მამაჩემიც დაიბარეს, დღეს ჩაბარდება უწყება.” – წერს პედიატრი სოციალურ ქსელში.

    კონსტანტინე ჩახუნაშვილი, რომელიც BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებაში ფიგურირებს, მდინარაძის უწყებაში გუშინ დაიბარეს და საქალაქო სასამართლოში გამოკითხეს. მდინარაძის უწყებაში ასევე დაიბარეს მისი ძმა, დავით ჩახუნაშვილი.

  • BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით, სუს-ში გამოკითხვაზე ეკა გიგაურიც დაიბარეს

    BBC-სთვის მიცემული ინტერვიუს გამო, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს  აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს) გამოკითხვაზე დაიბარეს. გიგაური საქალაქო სასამართლოში მაგისტრ მოსამართლესთან გამოიკითხება.

    “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს), BBC-ს საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებით, მოწმის სტატუსით, გამოკითხვაზე დაიბარა საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს დირეტორი ეკა გიგაური. მან გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის წინაშე მოითხოვა.

    ფილმში ეკა გიგაური იმ რეპრესიულ პოლიტიკაზე საუბრობს, რომელსაც ქართული ოცნება ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს. სუს-ის მიერ ფილმში რესპოდენტებად მყოფი ადამიანების, მათ შორის, ეკა გიგაურის გამოკითხვაზე დაბარება აჩენს ძლიერ ეჭვს, რომ მათი მიზანი არა ჭეშმარიტების დადგენა, არამედ ზეწოლის გაძიერებაა უფლებადაცვით ორგანიზაციებზე.

    ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფომ გასცეს დამაჯერებელი პასუხი, თუ რა ქიმიური საშუალებების გამოყენებით ხდებოდა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მშვიდობიანი აქციების დარბევა, სუს-ი გამოკითხვაზე იბარებს იმ ადამიანებს და ორგანიზაციებს, რომლებიც ადამიანის უფლებებს იცავენ. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ საგამოძიებო ორგანოებს 1 წელი ჰქონდათ იმისთვის, რომ ადამიანების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ჩართული პირები გამოეკვეთათ და პასუხისგებაში მიეცათ, თუმცა ამ დრომდე არცერთი პოლიციელი დასჯილი არ არის. ამის პარალელურად, ვხედავთ, რომ პირბადეების, საწვიმრების და სხვა მსგავსი დამცავი საშუალებების შეძენის გამო ქართული სამოქალაქო ორგანიზაციებისა და სოლიდარობის ფონდების წარმომადგენლები გამოძიების ქვეშ არიან” – წერს ორგანიზაცია.

  • საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის განახლების წინაპირობას ვერ ვხედავთ – რუსეთის საგარეო

    საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის განახლების წინაპირობას ვერ ვხედავთ – რუსეთის საგარეო

    რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის განახლების წინაპირობები არ არსებობს, რადგან თბილისი კვლავ სააკაშვილის რეჟიმის დროს დაკავებულ პოზიციას ინარჩუნებს, რაც დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე უარის თქმას უკავშირებს. ეს თავად საქართველოსთვის საზიანო და არარეალისტური მოთხოვნაა. მოსკოვი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ რესპუბლიკების სახელმწიფოებრიობის აღიარების შესახებ გადაწყვეტილებები შეუქცევადია

    ასე განუცხადეს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, გამოცემა „იზვესტიას“ რომ მოსკოვი ამ ეტაპზე ვერ ხედავს საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის განახლების წინაპირობებს.

  • “მსგავსი ზეწოლის მცდელობები ვერ შეცვლის ჩვენს საქმიანობას და მიზნებს” – საია თანამშრომლები სუს-მა გამოკითხვაზე დაიბარა

    “მსგავსი ზეწოლის მცდელობები ვერ შეცვლის ჩვენს საქმიანობას და მიზნებს” – BBC-ის საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე დაიბარა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი და თანამშრომელი. როგორც საია აცხადებს, მათი თანამშრომლები მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხებიან.

     

    ”BBC-ის საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე დაიბარა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი და თანამშრომელი. ჩვენი თანამშრომლები მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხებიან.

    ხაზგასმით გვსურს, აღვნიშნოთ, რომ საიას წარმომადგენლები BBC-თან მიცემულ ინტერვიუში ახმოვანებენ ორგანიზაციის ოფიციალურ პოზიციას, რომელიც ემყარება უფლებების დარღვევის შემთხვევების მონიტორინგს.

    ფილმში საიამ ისაუბრა 2024 წლის მასობრივი პროტესტების დროს აქციის მონაწილეების წამების და ადამიანის უფლებების დარღვევის სხვა სისტემურ შემთხვევებზე, რომელთა შესახებაც საიამ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გამოაქვეყნა დეტალური ანგარიში, სადაც ათეულობით დაზარალებულის შემთხვევაა აღწერილი. ანგარიში საჯაროდ ხელმისაწვდომია და საია ამ საკითხებზე ღიად საუბრობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მედიაში.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში საიას თანამშრომლების მოწმის სტატუსით დაბარება აჩენს ძლიერ ეჭვს, რომ მიზანი არა ჭეშმარიტების დადგენა, არამედ იმ ადამიანებსა და ორგანიზაციებზე ზეწოლაა რომლებიც სისტემურ უფლებადარღვევებზე საუბრობენ.

    სუს-ის მიერ ამ საქმის ფარგლებში გამოყენებული ფორმულირება – „სახელმწიფო ინტერესების დაზიანების“ კვალიფიკაციის შესახებ განსაკუთრებით პრობლემურია იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო არ ატარებს ეფექტიან და დამოუკიდებელ გამოძიებას ძალოვანი უწყებების მხრიდან შესაძლო ძალადობისა და უფლებების დარღვევის ფაქტებზე.

    ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ გასცეს მკაფიო და დამაკმაყოფილებელი პასუხი კითხვაზე, რა ქიმიური საშუალებების გამოყენებით მოხდა აქციების დარბევა, სახელმწიფო ცდილობს პასუხისმგებლობა გადაიტანოს იმ ადამიანებსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც ადამინის უფლებებს იცავავენ.

    მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ მსგავსი ზეწოლის მცდელობები ვერ შეცვლის ჩვენს საქმიანობას და მიზნებს. გამოძიებას საიას თანამშრომლები მიაწვდიან ინფორმაციას მონიტორინგის ფარგლებში გამოვლენილ დარღვევებზე. ჩვენ ვაგრძელებთ ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევების გამოვლენას, დოკუმენტირებას და საზოგადოების ინფორმირებას. ”- ნათქვამია ინფორმაციაშ.

  • ჩვენ ჭორიკანა ქართველების მონათხრობზე აწყობილი სიუჟეტი – პაპუაშვილი BBC-ის საგამოძიებო ფილმზე

    ჩვენ ჭორიკანა ქართველების მონათხრობზე აწყობილი სიუჟეტი – პაპუაშვილი BBC-ის საგამოძიებო ფილმზე

    ჩვენ ამ ცილისწამების წინააღმდეგ სამართლებრივად ვიმოქმედებთ. უკვე მერამდენედ BBC მხილებულია ცილისწამებაში. როგორც ჩანს, ელის 5-მილიარდიანი დავა ტრამპთან. არ ვიცი, რას დაიმატებს და რას არა, მაგრამ ფაქტია, რომ მის რეპუტაციას დიდი ხანია ბევრ რამეს აკლებს.

    ჩვენ ჭორიკანა ქართველების მონათხრობზე აწყობილი სიუჟეტი ვნახეთ და როგორც კი საქმე-საქმეზე მიდგა, ყველამ სიმხდალე გამოიჩინა და საკუთარი კომენტარების გადათქმა დაიწყო. უკრაინის სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა პედიატრმაც უარყოფა დაიწყო, რომ თითქოს არ უთქვამს. საერთო ჯამში, ეს არის – როდესაც ადამიანებს ასეთ მდგომარეობაში ჩააგდებენ, რომ ისინი საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ მოქმედებენ და მერე მიატოვებენ ისე, როგორც ბევრი მიუტოვებიათ, შემდეგ რაღაც გამოსავლის პოვნას ცდილობენ.

    როგორც ჩანს ეგონათ, რომ საქართველოს რაღაცებს დააბრალებდნენ, ამას გარკვეული პერიოდის განმავლობაში ატრიალებდნენ. არ ელოდებოდნენ, რომ სახელმწიფო ამას სერიოზულად შეხედავდა და გამოძიება დაიწყებოდა. ყველამ კეთილი ინებოს და გამოძიებას ჩვენებები მისცეს. გამოვლინდება, თუ რა არის მართალი და რა, ტყუილი, ვინ ვის სწამებს ცილს და ასე შემდეგ. ასე არ ხდება, რომ სხვადასხვა ჯგუფმა ტელევიზორში რაღაც გადაცემას უყურა და შემდეგ შეხმატკბილებულად, ორკესტრირებულად ერთი ნარატივით ამოქმედდნენ.

    გუშინ საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ტაქტიკის გამოყენების კლასიკური მაგალითი ვნახეთ, რომელიც სახელმძღვანელოებში შეიძლება შეიყვანო. მასში ჩართული იყვნენ ერთის მხრივ, კომპრომეტირებული მედია BBC-ის სახით. მეორეს მხრივ კი, ჩართული ჰყავდათ ადგილობრივი აგენტები, რომლებიც პირდაპირ დალაგებული ნარატივით ალაპარაკდნენ. ვნახეთ პეტიცია, განცხადება, NGO პოლიტიკა და ერთმანეთში არეული პარტიები. რაც მთავარია, ვიხილეთ ჩვენთვის კარგად ნაცნობი ევროკომისიის პრესსპიკერი, რომელმაც უკვე მერამდენედ გამოავლინა საკუთარი განსაკუთრებული დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ და საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირ ბრალდებები წამოაყენა. შეგახსენებთ, რომ ეს ის ადამიანია, რომელმაც 4 ოქტომბერს – ხელისუფლების დამხობის შეკრებას მხარი დაუჭირა და სოლიდარობა გამოუცხადა. ის დღემდე გამოდის და საქართველოზე საუბარს ბედავს ისე, რომ დღემდე ბოდიშიც არ მოუხდია და განმარტება არ გაუკეთებია – ბრიუსელის ტრიბუნიდან ხელისუფლების დამხობას სოლიდარობას რომ უცხადებდა.

    აცხადებს “ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი BBC-ის ინფორმაციასთან დაკავშირებით,

  • რეჟიმის რეაქცია აღრმავებს ეჭვებს, რომ BBC-ს გამოძიება ეფუძნება სიმართლეს – ბოკერია

    რეჟიმის რეაქცია აღრმავებს ეჭვებს, რომ BBC-ს გამოძიება ეფუძნება სიმართლეს – ბოკერია

    „თუ რამე კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის თავში, რომ [BBC-ის] ეს ბრალდებები სამართლიანია და ეფუძნება სიმართლეს, არის ივანიშვილის რეჟიმის რეაქცია. ნებისმიერი, მეტ-ნაკლებად ადეკვატური ხელისუფლება, ერთადერთ ნაბიჯს გადადგამდა – მოიწვევდა საერთაშორისო ინსტიტუტებიდან ისეთ კვლევით ჯგუფს, რომელიც ამ ბრალდებას გაანეიტრალებდა. ამის ნაცვლად ვხედავთ ტიპურ პუტინისტურ, ივანიშვილისეულ რეჟიმის ნიაღვარს.გუშინ ვიხილეთ კლასიკური შეცდომა, „იაღლიში“. მხოლოდ იმიტომ რომ ჰგონიათ ყველაფერი გასდით, გამოიყენეს ყოფილი თანამდებობის პირი, გამოიყვანეს და უბრალოდ წინა ხელისუფლება ახსენებინეს, იმათი ნაყიდიაო და ვერ გააცნობიერეს, რომ ამით, პრაქტიკულად, დაადასტურეს ბრალდების ერთი ნაწილი, რაც ამ გამოძიებაში იყო მოცემული, რომ ჯანმრთელობის დამაზიანებელი ასეთი ნივთიერება ჰქონდათ. ახლა ამას მიხვდნენ და გამოსწორებას ცდილობენ.[…] ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ რეჟიმს და მის გარემოცვას, იმედი აქვს რომ დრო გაივლის და ამის დადასტურება იქნება რთული, მაგრამ ყველას უნდა შევახსენოთ, რომ ყველა მტკიცებულება ამ საქმის მიჩქმალვისა, უკვე დანაშაულად იქნება შეფასებული დამოუკიდებელი მართლმსაჯულების მიერ, როცა ეს რეჟიმი აღარ იქნება ხელისუფლებაში. რაც უფრო შორს წავლენ სამარცხვინო რეპრესიებში, საზოგადოების უდიდეს ნაწილში კიდევ უფრო გაღრმავდება რწმენა, რომ ეს დანაშაული ჩაიდინეს”.

    ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

  • ყველა ბოოროტმოქმედი რეჟიმი საბოლოოდ თავის ნაღმზე ფეთქდება! – ხოშტარია

    ქიმიური მოწამლვის ამბავი გვახსენებს, რა ბოროტებასთან გვაქვს საქმე. ზოგჯერ ამისთვის თვალის გასწორება საკმაოდ რთულია, თუმცა ეს რეალობაა.
    ეს დანაშაული სცდება ქვეყნის ფარგლებს და საერთაშორისო მასშტაბს აღწევს. შესაბამისად, რეაქციაც იქნება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ამისთვის ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობთ.
    ყველა ბოოროტმოქმედი რეჟიმი საბოლოოდ თავის ნაღმზე ფეთქდება. ასე დაემართება “რუსულ ოცნებასაც”.
    ბოლომდე!
    რუსთავის ქალთა ციხე
    02/12/2025

    წერს საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, ელენე ხოშტარია, რითიც BBC-ის საგამოძიებო ფილმს ეხმაურება.

  • გამოკითხვაზე დაიბარეს ჩვენი ერთ-ერთი თანამკვლევარიც გელა ღუნაშვილი – კონსტანტინე ჩახუნაშვილი

    “გამოკითხვაზე დაიბარეს ჩვენი ერთ-ერთი თანამკვლევარიც გელა ღუნაშვილი “-  წერს ამის ექიმი კონსტანტინე ჩახუნაშვილი, რომელიც  BBC-ის საგამოძიებო ფილმში ფიგურირებს.

    დღეს, მდინარაძის უწყებაში ასევე დაიბარეს კონსტანტინე ჩახუნაშვილი და  მისი ძმა, კონსტანტინე ჩახუნაშვილი, რომელიც BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებაში ფიგურირებენ.

    ამავე საქმის ფარგლებში, გამოკითხვაზე დაბარებულია, სამოქალაქო აქტივისტი თათა ხუნდაძე.

  • გამოკითხვაზე დაიბარეს კონსტანტინე ჩახუნაშვილის ძმაც, დავით ჩახუნაშვილი

    “ამ წამს დამირეკეს სუს-იდან, მეც დამიბარეს გამოკითხვაზე. გადავეცი რომ დავიკითხები მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით. 3 საათამდე მოვლენ და ჩამაბარებენ უწყებას.” – წერს სოციალურ ქსელში პედიატრი დავით ჩახუნაშვილი.  დავით ჩახუნაშვილი, რომელიც BBC-ის საგამოძიებო ფილმში ფიგურირებს, ქართული ოცნების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა.

    BBC ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც წერია, რომ მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.

  • საჯაროდ გაეცეს პასუხი კითხვას – რა ნივთიერებებს იყენებდნენ აქციებზე? – არასამთავრობოები

    “საჯაროდ გაეცეს პასუხი კითხვას – რა ნივთიერებებს იყენებდნენ აქციებზე? – არასამთავრობოები” – არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან BBC-ის მიერ მომზადებულ საგამოძიებო მასალას.

    განცხადება სრულად:

    “2025 წლის 1 დეკემბერს გამოქვეყნებული, BBC-ის მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიების მასალები, შეიცავს შოკისმომგვრელ ცნობებს იმის შესახებ, რომ ივანიშვილის პოლიციის მიერ  ქართველი ხალხის წინააღმდეგ ადგილი ჰქონდა აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენებას.

    2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენების დროს, რეჟიმის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალების მიერ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულები დღემდე გამოუძიებელია. ამ დანაშაულებისთვის არა მხოლოდ არავინ დასჯილა, ივანიშვილის პრემიერ-მინისტრი კობახიძე მადლობის სიტყვებს არ იშურებდა ამ დანაშაულების ავტორების – აშშ-ის და გაერთიანებული სამეფოს მიერ ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევებისთვის სანქცირებული მაშინდელი შსს მინისტრის და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მიმართ. უფრო მეტიც, ივანიშვილის პრეზიდენტმა 11 მათგანი ღირსების ორდენითაც კი დააჯილდოვა.

    ქართული ოცნების ამგვარი ცინიკური დამოკიდებულება საკუთარი მოსახლეობის მიმართ სიახლეს არ წარმოადგენს. ამის მიუხედავად, BBC-ის მიერ მომზადებულ ფილმში,  „როდესაც წყალი წვავს“, მოყვანილი ფაქტები და მტკიცებულებები შოკისმომგვრელია. ფილმის ავტორი საგამოძიებო ჟურნალისტების თქმით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში რეჟიმის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, წყლის ჭავლთან შერევის გზით, სავარაუდოდ გამოყენებულ იქნა ქიმიური ნივთიერება ბრომობენზილ ციანიდი, აღნიშნული ნივთიერება პირველად პირველი მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს და 1930 წლის შემდეგ მისი გამოყენება აიკრძალა, რადგან  ცრემსადენი  გაზთან შედარებით იგი ბევრად უფრო საშიში ნივთიერებაა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ხანგრძლივ კვალს ტოვებს.

    საზოგადოდ, ქიმიური ნივთიერების ხალხის დიდი მასების წინააღმდეგ გამოყენება ცალსახად არღვევს ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედ საერთაშორისო ნორმებსა და სტანდარტებს და შეიძლება შეფასდეს, როგორც წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ნიმუში.

    2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში შსს-ს მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენებისას დაშვებული მძიმე დარღვევების თაობაზე თავის დროზე სპეციალური სიუჟეტი მოამზადა “ნოდარ მელაძის შაბათის” გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდმა. იგივე პრობლემა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და სხვა პარტნიორმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დეტალურად აღწერეს თავიანთ ანგარიშში, სათაურით “ადამიანის უფლებების კრიზისი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ”. ერთი წელია შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ამჟღავნებს ინფორმაციას ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლში გარეული ნივთიერებების შესახებ, მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა.

    თუმცა, BBC-ის ფილმის გამოქვეყნების შემდეგ, ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევასთან ერთად, დღის წესრიგში სხვა სამართლებრივი საკითხიც დგება. კერძოდ, დასადგენია, პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ზემოთ მითითებული ქიმიური ნივთიერება ბრომობენზილ ციანიდის გამოყენება ხომ არ წარმოადგენს „ქიმიური იარაღის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციით აკრძალულ ქმედებას.

    უახლოეს დღეებში ჩვენ მივმართავთ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებს, რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოში მოვლენილ იქნენ შესაბამისი კომპეტენციისა და კვალიფიკაციის მქონე ექსპერტთა ჯგუფები, რათა ამ დანაშაულებრივ სქემას ბოლომდე აეხადოს ფარდა.

    ამავდროულად, მოვითხოვთ, საჯაროდ გაეცეს პასუხი შეკითხვას: რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა პოლიცია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ”.

    განცხადებას ხელს აწერენ:

    • უფლებები საქართველო
    • წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი -GCRT
    • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
    • ევროპის ფონდი
    • სამოქალაქო იდეა
    • EECMD
    • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
    • საქართველოს ევროპული ორბიტა
    • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
    • საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო
    • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
    • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
    • საფარი
    • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
    • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
    • თბილისი პრაიდი
    • სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
    • ადამიანის უფლებათა ცენტრი.
    • საქართველოს მომავლის აკადემია
    • Მწვანე ალტერნატივა
    • დემოკრატიის მცველები
    • ევროპულ-ქართული ინსტიტუტი
    • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
    • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
    • სამოქალაქო საზოგადოების ფონდი