Category: სლაიდერი

  • პუტინის გადაწყვეტილება ჯილდოა ოცნების ანტიდასავლური პოლიტიკის მიმართ – დეკანოიძე

    პუტინის გადაწყვეტილება ჯილდოა ოცნების ანტიდასავლური პოლიტიკის მიმართ – დეკანოიძე

    პუტინის დღევანდელი გადაწყვეტილება და მე მინდა პირდაპირ ხაზი გავუსვა, პუტინის გადაწყვეტილებები ეხება საქართველოს და ეს არის კატასტროფა, არის ჯილდო საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული იმ პოლიტიკის მიმართ, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში, განსაკუთრებით 24 თებერვლის შემდეგ, ქართული ოცნება, ბიძინა ივანიშვილი უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის შემდეგ ატარებს ქვეყანაში. ეს არის ანტიუკრაინული, ანტიდასავლური პოლიტიკა და ზუსტად პუტინის გადაწყვეტილება დააჯილდოებს საქართველოს ხელისუფლებას.

    მინდა ხაზი გავუსვა ერთ მნიშვნელოვან საკითხს, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება გააძლიერებს ანტიდასავლურ, ანტიუკრაინულ პოლიტიკას, ეს იქნება და უკვე არის აღქმული ცივილიზაციის წინააღმდეგ წასვლად და ეს აღქმულია, როგორც საქართველოს ეროვნული ინტერესების დაკნინება, რაც გულისხმობს, რომ საქართველოს მოქალაქეების 85%-ს სურს ევროკავშირში ინტეგრაცია, რაც ეწინააღმდეგება ამას. ნებისმიერი ავიაკომპანია, რომელიც შეასრულებს პუტინის სურვილს და მის გზავნილს კიდევ უფრო გააძლიერებს, დაიწყებს ავიამიმოსვლას საქართველოში, თუ ამას დათანხმდება საქართველოს ხელისუფლება, ყველამ უნდა იცოდეს, რომ რა თქმა უნდა, შესაძლებელია მოხვდნენ სანქციებში, რომლებიც დაწესდა და კიდევ უფრო ძლიერდება 24 თებერვლის შემდეგ.

    განაცხადა ხატია დეკანოიძემ პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას.

  • ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა

    რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა.   15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ფედერაციაში შესვლის უფლება ექნებათ და მხოლოდ იდენტობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა მოუწევთ (საქართველოს მოქალაქის პასპორტი, დიპლომატიური პასპორტი, სამსახურებრივი პასპორტი, მეზღვაურის წიგნაკი, უკან დაბრუნების დამადასტურებელი სამგზავრო დოკუმენტი). საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ 90 დღის გატარების უფლება ექნებათ.

    გადაწყვეტილება 15 მაისიდან შევა ძალაში:

    • „ვწყვეტ: 1. დადგინდეს, რომ 2023 წლის 15 მაისიდან: ა) საქართველოს მოქალაქეები შედიან რუსეთის ფედერაციაში და ტოვებენ რუსეთის ფედერაციას ვიზის გაცემის გარეშე მათი ვინაობის დამადასტურებელი მოქმედი საბუთების საფუძველზე (საქართველოს მოქალაქის პასპორტი, დიპლომატიური. პასპორტი, სამსახურებრივი პასპორტი, მეზღვაურის წიგნაკი, სამგზავრო დოკუმენტი საქართველოში დასაბრუნებლად), გარდა იმ მოქალაქეებისა, რომლებიც შემოდიან რუსეთის ფედერაციაში შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად ან 90 დღეზე მეტი ვადით რუსეთში დროებით ყოფნისთვის, მათ შორის განათლების მიღების მიზნით“, – ნათქვამია დოკუმენტში.
    • გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების განყოფილების ქართველ თანამშრომლებსა და მათ ოჯახის წევრებს ეძლევათ ერთჯერადი ვიზა სამი თვის ვადით.
    • აღნიშნულია, რომ ასეთი თანამშრომლების აკრედიტაციის შემდეგ მათ და მათ ოჯახებს შეუძლიათ შევიდნენ რუსეთის ფედერაციაში და დატოვონ რუსეთის ფედერაცია ვიზის გარეშე აკრედიტაციის მთელი პერიოდის განმავლობაში”

    გააუქმდა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვაც. ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ პორტალზეა გამოქვეყნებული.

    • “ბათილად ცნოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანებულება”, – ნათქვამია დოკუმენტში.

    განკარგულებით რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთ-საქართველოს შორის ფრენა ეკრძალებოდათ.

     

  • ბაჩალიაშვილის საქმის პირველ გამომძიებელს “გააჩუმებენ, ან დააკავებენ” – რამიშვილი

    ბაჩალიაშვილის საქმის პირველ გამომძიებელს “გააჩუმებენ, ან დააკავებენ” – რამიშვილი

    ბაჩალიაშვილის საქმის პირველ გამომძიებელს “გააჩუმებენ, ან დააკავებენ”- ამბობს, გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი, რომელიც გამოკითხვაზე პროკურატურაში დაიბარეს.

    “პროკურორმა მითხრა, ეს არის გამომძიებელმა რომ საჯაროდ გააკეთა განცხადება, მტკიცებულებების ფალსიფიკაციასთან დაკავშირებით აღძრულ საქმეზე ვარ დაბარებული. რა კითხვები ექნებათ, წინასწარ ვერ გეტყვით. მე საერთოდ არ ვიცი მივცემ თუ არა ჩვენებას ამათ ამ ეტაპზე იმიტომ, რომ გაუგებარია  ჩემთვის რა აინტერესებთ, მითუმეტეს რომ ყველამ კარგად ვიცით, რომ თავიდანვე იყო მტკიცებულებების განადგურება, რომ საქმეზე არ დამდგარიყო სამართალი. ვნახოთ, ამ ე.წ. ფალსიფიკაციას, გამომძიებლის წინააღმდეგ როგორ გამოიყენებენ. აუცილებლად გააჩუმებენ, ან დააკავებენ მას” – ამბობს რამიშვილი 

  • უკრაინას აქვს ის, რაც სჭირდება, რომ ტერიტორიები წარმატებით დაიბრუნოს – ბლინკენი

    “მათ ადგილზე აქვთ, რაც სჭირდებათ იმისთვის, რომ წარმატებით გააგრძელონ იმ ტერიტორიის დაბრუნება, რომელიც რუსეთმა ბოლო 14 თვის განმავლობაში ძალით მიიტაცა. არ იგულისხმება მხოლოდ იარაღი, მათ გავლილი აქვთ შესაბამისი ტრენინგიც, ასევე, უკრაინელებს შეუძლიათ შეინარჩუნონ სისტემები, რომლითაც ჩვენ მათ უზრუნველვყოფთ და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ სწორი გეგმები, რომ მიაღწიონ წარმატებას”,

    აცხადებს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი.

  • შარლ მიშელი საქართველოს მოქალაქეებს: თქვენი მომავალი ადგილი ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახშია

    9 მაისს, ევროპის დღესთან დაკავშირებით, ორბელიანების სასახლის წინ მიმდინარე ღონისძიებაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიდეო მიმართვა მოისმინეს. მისი განცხადებით, საქართველოს ხალხმა გააკეთა მკაფიო არჩევანი.

    „ძვირფასო საქართველოს მოქალაქეებო და ძვირფასო პრეზიდენტო სალომე ზურაბიშვილო, დღეს გახლავთ ევროპის დღე, რომელიც პირველად აღინიშნება საქართველოში, მას შემდეგ, რაც ევროპის ლიდერებმა განაცხადეს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. თქვენ, საქართველოს ხალხმა გააკეთეთ მკაფიო არჩევანი, არჩევანი ევროპული ღირებულებებისა და თავისუფლებებისთვის. სწორედ ამიტომ თქვენი მომავალი ადგილი ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახშია. გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს. საუკეთესოს გისურვებთ. თქვენთან ერთად ვართ და ბედნიერ ევროპის დღეს გისურვებთ”, – მიმართა საქართველოს მოქალაქეებს შარლ მიშელმა.

    ორბელიანების სასახლის წინ ღონისძიება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორგანიზებით მიმდინარეობს. შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

    გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.

  • აშშ-მა უკრაინისთვის 1.2 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოყო

    შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის დამატებით 1.2 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადა. პაკეტში შემავალი შეიარაღების სრული სია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა 9 მაისს გამოაქვეყნა. დახმარება უზრუნველყოფილია არა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მარაგებიდან, არამედ უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ნაწილია, რომლის ფარგლებშიც აშშ შეიარაღებას თავდაცვის ინდუსტრიისგან ან პარტნიორებისგან ყიდულობს.

    USAI-ის პროგრამის თანახმად, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი უკრაინისთვის საჭირო სამხედრო დახმარებას პარტნიორებისგან იყიდის და ის არ იქნება პენტაგონის რესურსებიდან.

    დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს:

    • საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემები და საბრძოლო მასალა
    • დასავლური გამშვები მოწყობილობების, რაკეტებისა და რადარების უკრაინული საჰაერო თავდაცვის სისტემებთან ინტეგრაციისთვის საჭირო აღჭურვილობა
    • დრონების საწინააღმდეგო საბრძოლო მასალა
    • 155 მმ საარტილერიო ჭურვები
    • კომერციული სატელიტური გამოსახულების მომსახურება
    • წვრთნებში, შეიარაღების შეკეთებასა და მომსახურებაში დახმარება

    “აშშ გააგრძელებს მუშაობას თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა უკრაინამ შეძლოს დააკმაყოფილოს ბრძოლის ველზე მისი გადაუდებელი და გრძელვადიანი საჭიროებები”, – თქვა პენტაგონმა.

  • ევროკავშირი მზადაა, უკრაინას მილიონი საარტილერიო ჭურვი მიაწოდოს – ზელენსკი

    მადლობა გადავუხადე ურსულას ევროკავშირის მზადყოფნისთვის, სასწრაფოდ მიაწოდოს უკრაინას საჭირო საბრძოლო მასალა, ერთი მილიონი საარტილერიო ჭურვი.

    უკრაინა ყოველდღე აჩვენებს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ჩვენი თავდაცვის ეფექტურობას. ტერორისტების ჩამოგდებული ყოველი რაკეტა, ჩვენი ჯარისკაცების ყოველი წარმატება რუსული თავდასხმების მოგერიებაში არის იმის მტკიცებულება, რომ ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ ეს აგრესორი.

    განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან პრესკონფერენციისას.

  • უკრაინამ დემარშის წერილი გაუგზავნა ქვეყნებს, რომლის ლიდერებიც მოსკოვში აღლუმს დაესწრნენ

    უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო აცხადებს, რომ მათ დემარშის წერილი გაუგზავნეს ქვეყნებს, რომლის ლიდერებიც მოსკოვში წითელ მოედანზე აღლუმს დაესწრნენ.

    “შეხვედრამდე ერთი ღამით ადრე, რუსეთის ფედერაციამ 25 ფრთოსანი რაკეტა ისროლა უკრაინის მიმართულებით, მათ შრის 15 კიევში, იმისთვის რომ უფრო მეტი სიკვდილი და უფრო მეტი დესტრუქცია გამოეწვია უკრაინულ მიწაზე,” – წერს ნიკოლენკო. 

    უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის თქმით, უკრაინა აღნიშნული ქვეყნების ლიდერების მონაწილეობას ღონისძიებაში, ომის დამნაშავესთან ერთად, რომელიც თავს იწონებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე დიდი ომის გაჩაღებით, განიხილავს როგორც ამორალურ და არამეგობრულ ნაბიჯს უკრაინელი ხალხის მიმართ.

  • მოსკოვში მყოფი ლუკაშენკო ცუდად გახდა – უკრაინული მედია

    ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ველორუსიის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ კრემლში, პუტინის მიერ გამართულ სადილზე დასწრება ვერ შეძლო. ინფორმაციას ამის შესახებ, უკრაინული მედია ავრცელებს.

    როგორც UNIAN ტელეგრამ არხზე წერს, ლუკაშენკო მოულოდნელად ცუდად გახდა და მოსკოვი დატოვა. მათივე ცნობით, მისი ესკორტი აეროპორტში სასწრაფო დახმარების მანქანამ მიაცილა.

    ბელარუსის პრეზიდენტი რუსეთის დედაქალაქში დღეს 9 მაისის აღლუმთან დაკავშირებით ჩავიდა.

  • ვერ ვხედავ პრობლემას რომ სტალინის სახელი ჰქვია მთავარ გამზირს – გორის მერი

    ჩემი პირადი  აზრია, რომ არ მაქვს ამაზე პრობლემა და ვერც ვხედავ საპრობლემოს, რომ სტალინის სახელი ჰქვია მთავარ გამზირს”

    ამბობს, გორის მერი ლადო ხინჩეგაშვილი.

    ცნობისთვის, პრორუსები დღეს გორში, სტალინის მუზეუმის ეზოში შეიკრიბნენ და რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა და სტალინის ძეგლის დაბრუნება მოითხოვეს.