Category: სლაიდერი

  • “სჯობს, არახამიამ გადახედოს, რას ფიქრობს საზოგადოება მისნაირ მავნებელ ადამიანებზე” – ვოლსკი

    “სჯობს, არახამიამ გადახედოს, რას ფიქრობს საზოგადოება მისნაირ მავნებელ ადამიანებზე” – ვოლსკი

    “დავით არახამიას შეუძლია, ნებისმიერი განცხადება გააკეთოს მაშინ, როდესაც ოფიციალურ პოზიციაზე არ იქნება და მის განცხადებებს არავინ შეაფასებს. მისი განცხადებები კონკრეტული მიზნისკენაა მიმართული და თავის გეგმაში, ნებისმიერ განცხადებასა და წინადადებაში მავნებლობა აქვს ჩადებული… დააკვირდით ერთ ასპექტს, მან თავი დაანება ომში ჩართვის თემაზე საუბარს. მიხვდა, რომ ეს საზოგადოებაში არა თუ არაპოპულარულია, არამედ ამ ყველაფერს უსამშობლო ადამიანების მიერ გამოხატული ემოცია დაერქვა. სჯობს, გადახედოს, რას ფიქრობს ქართული საზოგადოება პირადად მასზე და მისნაირ მავნებელ ადამიანებზე, რომლებიც სულ მცირე, ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გაუმჯობესებაზე არ ზრუნავენ. უნდა იცოდეს, რომ უკრაინელი ხალხის გვერდით დგას მთელი საქართველო, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა. მისი ქართული წარმოშობა არაფერს ნიშნავს. ეს არის აზრგამოცლილი ადამიანი, რომელიც ფაქტია, მავნებელია თავის გამონათქვამებშიც და საქციელშიც”

    თქვა “ქართული ოცნების” წევრმა გია ვოლსკიმ რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე დავით არახამიაზე.

  • 8 მაისი ნაცისტური რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნის დღეა, რუსებისთვის ომის, მკვლელობის – პოდოლიაკი

    8 მაისი. ნაცისტური რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნის დღე. ბრძოლაში დაღუპული გმირების გლოვის დღე. და გამარჯვების დღე, რომელიც გვეუბნება: რაც არ უნდა რთული იყოს, სიბნელე ყოველთვის მარცხდება. რა განსხვავებაა რუსეთსა და ცივილიზებულ სამყაროს შორის? ჩვენ გვახსოვს ჩვენი გმირები. ჩვენ გვახსოვს საშინელი ფასი, რომელიც ნაციზმზე გამარჯვებისთვის გადაიხადეს. ჩვენ როგორც არავის, ეს ისე გვესმის, რადგან დღეს ნაციზმის (ამჯერად რუსული) რეინკარნაციის მორიგ მცდელობას ვხედავთ. სამყაროს უდანაშაულობის სისხლში დახრჩობის მცდელობა… ისინი [რუსები] აწყობენ ცეკვებს ძვლებზე, ზეიმობენ და ყვირიან: “ჰეი, ბერლინო, ჩვენ შეგვიძლია გავიმეოროთ!” მათთვის ეს არის ომის დღე. ცეკვის დღე. მასობრივი მკვლელობის ხსენების დღე. და სიძულვილის კულტის ნაწილი…

    წერს ამის შესახებ, Twitter-ზე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი.

  • რიგითი რუსია, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებს – ზარქუა არახამიაზე

    “ეს არის ჩვეულებრივი ერთი რიგითი რუსი, გეუბნებით პირდაპირ, რომელიც დაბადებულია სოჭი, რუსეთში, იქ არის გაზრდილი და დარწმუნებული ვარ ახლა არის უკრაინის მთავრობაში უკრაინის მთავრობაში, უკრაინული სახელმწიფოს და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებს. ეს არის ჩემი შთაბეჭდილება ამ ადამიანზე, ეს ხელმოცარული და უსამშობლო ადამიანი ვინმეს თუ ჰგონია, რომ ქართველებზეა გადამკვდარი ან საქართველოს ინტერესებს იცავს, ტყუილია ბატონებო, ეს არის მორიგი, ეტყობა დაფინანსებული, მორიგი მცდელობა, რომ ააგორონ ისევ ჩვენი სახელმწიფოს და ქართველების წინააღმდეგ მორიგი პროვოკაცია”.

    თქვა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ რადაც ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე დავით არახამიაზე.

  • შევიდეს ლაზარე პირადად მოინახულოს – გრიგორიადისის მამა სახალხო დამცველს მიმართავს

    მინდა, ბატონ ლევან იოსელიანს ვთხოვო, როგორც სახალხო დამცველი ერთხელ შევიდეს და ბავშვი მოინახულოს. მხოლოდ მისი თანაშემწეების შესვლით მე არ ვკმაყოფილდები. ასეთი რაღაც გავიგე და მითხრეს, რომ უშუალოდ მიმართვა უნდაო და მე მგონი, ასეთ საქმეზე ბატონ სახალხო დამცველს ჩემი თქმა არ სჭირდება, რომ შევიდეს და მოინახულოს, ეს თავადვე უნდა უნდოდეს. არ მინდა, რაღაცები ვასწავლო და მივუთითო. მე მგონი, უნდა მივიდეს და ბავშვი ნახოს. საჭიროა, შევიდეს, მოინახულოს, თვითონ ჰკითხოს, ბავშვი როგორ არის, შემდეგ გამოვიდეს და მოგვახსენოს. იმიტომ, რომ მე არ ვარ დარწმუნებული ადმინისტრაცია იმ ბავშვს ვისთან ერთად ჩასვამს, როგორი ფსიქოლოგიური ზეწოლა ექნება. ლაზარე ცოტა გამხდარიც მეჩვენება.

    განაცხადა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის მამამ, ბექა გრიგორიადისმა.
  • ფაშინიანი მოსკოვში დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას

    სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი დღეს, 8 მაისს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიწვევით მოსკოვში გაემგზავრება და  9 მაისს “გამარჯვების დღისადმი” მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

    ინფორმაციას სომხეთის მთავრობის პრესამსახურში ადასტურებენ.

     

  • საქმე გვაქვს იმიტირებულ “ქოლ-ცენტრთან”, სპეცოპერაცია სუს-ის დაგეგმილი იყო – ვაშაძე

    “13 აპრილს, სავარაუდოდ, სუს-ის დავალებით, ვინმე მიხეილ არახამია არეგისტრირებს კომპანიას “ლაიონ 7 გრუპ”, რომელიც მიდის და ქირაობს ფართს იმ შენობაში, სადაც ჩემი ძმა ფლობს 10-ნომრიან სასტუმროს, და რაც მთავარია, შენობის მეპატრონეს და დირექტორს, ბატონ ლომგულ ჭკუასელს ეუბნებიან, რომ იქ უნდათ სასწავლო ცენტრის გახსნა. ამავე ოფისში წლების მანძილზე არსებობდა სასწავლო ცენტრი და დიდი ხანია ეს ოფისი ვერ ქირავდებოდა, შესაბამისად გამქირავებელს ეჭვი არ გაუჩნდა და მიაქირავა ვინმე არახამიას ეს ოფისი. ზუსტად სამ კვირაში, სანამ ჯერ შსს რამე ოპერაციებს ჩაატარებდა ქოცპროპაგანდისტმა ექსპერტებმა, მაგალითად ბატონმა სალუქვაძემ, ქოცებთან დაკავშირებულმა მედიასაშუალებებმა, მაგალითად “პრაიმტაიმმა” გაავრცელა ყალბი ინფორმაცია, თითქოს ეს იყო ჩემთან დაკავშირებული რაიმე ქოლ-ცენტრი. […]

    ჩვენ გვაქვს საქმე იმიტირებულ ქოლ-ცენტრთან, რომელიც, ეს სპეცოპერაცია თავიდან ბოლომდე დაგეგმა სპეცსამსახურებმა, სუსმა და რაც მთავარია, ეს ვინმე არახამია საერთოდ გამქრალია, არსად არ არსებობს, ვერავინ ვერ პოულობს და სავარაუდოდ, როგორც ამბობენ, საერთოდ ქვეყნიდან გაიყვანეს.

    მინდა მივმართო შსს-ს, სუსს, პროკურატურას – ამ საქმესთან დაკავშირებით ვინმე არის საერთოდ დაკითხული ან დაკავებული?! ვინმე არის პასუხისგებაში მიცემული?! ვინ ჩაიდინა დანაშაული, თუ ასეთი დანაშაული არსებობს?!”

    აცხადებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე.

  • ომის დაწყების შემდეგ, ეს იყო ყველაზე მასიური თავდასხმა კიევზე – კლიჩკო

    უკრაინის დედაქალაქის, კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ გასულ ღამეს რუსეთის ყველაზე მასიური თავდასხმა მოხდა კიევზე, სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ.

    ამის შესახებ მერმა მედიას განუცხადა, სვიატოშინსკის რაიონში ერთ-ერთი ჩამოგდებული თვითმფრინავის ნამსხვრევების ადგილზე ყოფნისას.

    “ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალების წყალობით, 36-ვე დრონი ჩამოაგდეს. ეს არის ყველაზე მასიური თავდასხმა ჩვენს ქალაქზე ომის დაწყების შემდეგ”, – ხაზგასმით აღნიშნა კლიჩკომ.
     

    მან აღნიშნა, რომ ამ თავდასხმის შედეგად არც ერთი ქალაქის მცხოვრები არ დაიღუპულა. ამავდროულად, დაზიანებულია მთელი რიგი ობიექტები. კერძოდ, კლიჩკოს თქმით, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, ასევე საბავშვო ბაღი და სკოლა.

    „5 ადამიანია დაშავებული, ორი საავადმყოფოშია, ერთს ოპერაცია ჩაუტარდა, არც ერთს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.“ – განაცხადა მერმა.

    8 მაისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა შეუტიეს კიევის რეგიონს ირანული უპილოტო საფრენი აპარატებით, შაჰედ-136/131-ებით. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, გამოყენებული იქნა 35 დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი, რომლებიც თავს დაესხნენ ჩრდილოეთის მიმართულებით – სეშას აეროდრომზე (ბრიანსკის ოლქი).

    ყველა 35 შაჰედ-136/131 გაანადგურეს საჰაერო თავდაცვის ძალებმა.

  • აკია ბარბაქაძე ახალი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის შექმნას აანონსებს

    ახალი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია „რუსთაველის გზა“ შეიქმნება – მოძრაობა „თავისუფლებისთვის – წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტის” ლიდერმა, აკია ბარბაქაძემ ახალი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის შექმნა დააანონსა.

    „უახლოეს დღეებში გვექნება ჩვენ განცხადება, შემოვიტანთ სიახლეს ქართულ პოლიტიკაში. ჩვენ ვეცდებით, რომ ახალი რეალობა შევქმნათ ქართულ პოლიტიკაში. ახალი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია „რუსთაველის გზა“ შეიქმნება. ჩვენი საინიციატივო ჯგუფი წარვდგებით ამ დღეებში და ეს იქნება ჩამოყალიბებული აზრი თუ რას ვაპირებთ და როგორ ვაპირებთ. ეს იქნება განსხვავებული პარტია და მე არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო, ამას ჩვენ, საინიციატივო ჯგუფი, ერთად წარვადგენთ. თანამოაზრე იქნება ყველა ოპოზიციური დასავლური პოლიტიკური პარტია. ჩვენი პარტია არის რადიკალურად განსხვავებული როგორც სტრუქტურული მოწყობით, ისე ხედვით. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა პროცესების მიმართ და ჩვენ გვაქვს ჩვენი მიდგომა, რომელიც არ გვაძლევს საშუალებას, სხვა რომელიმე პარტიაში ან სხვა რომელიმე პარტიასთან ერთად განვახორციელოთ ასეთი მიდგომები. მიდგომებში ვგულისხმობ შიდა სტრუქტურას, დამოკიდებულებას პარტიის წევრებსა და საზოგადოებას შორის და ძალიან მოქნილი, გაბედული ნაბიჯების გადადგმას, რომელსაც ჯერჯერობით ვერ ვხედავ, რომ რომელი ოპოზიციური პოლიტიკური გუნდი დგამს. ეს იქნება ჩვენი მუშაობის შედეგი და ჩვენი ინტერაქცია ჩვენს მოსახლეობასთან და ამომრჩეველთან“,- განაცხადა აკია ბარბაქაძემ.

  • დაცილებულია პრობლემებს, რომლებიც უკრაინელ ხალხს დღეს აქვს – თალაკვაძე არახამიაზე

    “სამწუხარო და სევდიანია, რომ მძიმე ომში მყოფი ქვეყნის პოლიტიკური პირი, მაღალჩინოსანი იცლის იმისთვის, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე გააკეთოს განცხადებები. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს პირადად ეს ადამიანი რამდენად დაცილებულია იმ პრობლემებს, იმ რეალურ ინტერესებსა და საჭიროებებს, რომლებიც სამწუხაროდ ომში მყოფ უკრაინელ ხალხს დღეს აქვს, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის უპირობო და მტკიცე მხარდაჭერას”,

    ” ოცნების” დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე “მთავარ არხთან” რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარის, დავით არახამიას ინტერვიუს ეხმაურება.

  • განხილვა გადაიდო, რადგან სააპელაციოშია გადაგზავნილი – გრიგორიადისის ადვოკატი

    ლაზარე გრეგორიადისის საქმის არსებითი განხილვის პროცესი გადაიდო, როგორც ადვოკატმა, ლიკა ბითაძემ აღნიშნა ამის მიზეზი საქმის სააპელაციო სასამართლოში გადაგზავნაა.

    “გადაიდება და აღარ ჩატარდება, იმიტომ, რომ , როგორც გავარკვიეთ საქმე არის გადაგზავნილი სააპელაციო სასამართლში. საქმე ფიზიკურად არ არის საქალაქო სასამართლოში, აქედან გამომდინარე სანამ სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას, ვერ დაინიშნება პროცესი. ჩემმა კოლეგამ გაასაჩივრა და ელოდება გადაწყვეტილებას. ჰაბიტოპიური დასკვნის თანახმად დაუშვებლად ცნეს ეს დანიშვნა თვითონ, არსებითი  განხილვები გაქვთ დანიშნულიო. შესაბამისად ჩემმა კოლეგამ გაასაჩვრა და ელოდება გადაწყვეტილებას”.- აღნიშნა  ლიკა ბითაძემ.