Category: სლაიდერი

  • ბახმუტთან უკრაინელების კონტრშეტევისას 72-ე ბრიგადის რუსული ნაწილები განადგურდნენ–უკრაინის შეიარაღებული ძალები

    უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-3 საჰაერო შემტევი ბრიგადის მეთაურმა ანდრეი ბილეცკიმ განაცხადა, რომ გუშინ, ბახმუტთან უკრაინის ჯარების წარმატებული ადგილობრივი კონტრშეტევის შედეგად, გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს რუსული არმიის 72-ე ბრიგადის ნაწილებს.

    საუბარია რუსეთის სახმელეთო ჯარების მესამე არმიის კორპუსის 72-ე მოტომსროლელ ბრიგადაზე, რომელიც  ორენბურგის რეგიონში 2022 წელს ჩამოყალიბდა.

    ბილეცკის თქმით, „დივიზიის მე-6 და მე-8 ასეული მთლიანად განადგურდა ჯავშანტექნიკის მნიშვნელოვან რაოდენობასთან ერთად“.

    ასევე, ბილეცკის თქმით, ოპერაციის შედეგად უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტყვედ ჩაიგდეს  რუსი სამხედროების მნიშვნელოვანი რაოდენობა, ხოლო ვაგნერის  მე-3 შემტევმა რაზმმა მძიმე დანაკარგები განიცადა.

    უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა იუწყება, რომ შეტევითი ოპერაციების შედეგად მთლიანად გაათავისუფლეს ტერიტორია 3 კმ სიგანესა და 2,6 კმ (1,6 მილი) სიღრმეზე, მაგრამ ამ ტერიტორიის ზუსტი კოორდინატები არ ვრცელდება.

    ზოგიერთი წყაროს თანახმად, ვაგნერის ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა დაადასტურა, რომ 72-ე ბრიგადის ჯარისკაცები გაიქცნენ.

    რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ.

    ბახმუტი რჩება უკრაინის ფრონტის ყველაზე ცხელ სექტორად, სადაც ორივე მხრიდან დიდი რაოდენობით მსხვერპლია.

  • ვისაც წასვლა უნდა, წავიდეს იქ, სადაც *ლედ, “ჩერნაჟოპად” თვლიან – ჯაფარიძე უვიზო რეჟიმზე

    უვიზო მიმოსვლა არ არის პრობლემა.

    ვისაც წასვლა უნდა, წავიდეს იმ ქვეყანაში სადაც “ჩერნაჟოპად” და *ლედ თვლიან, ქვეყანაში რომელმაც 2 საუკუნეზე მეტია სისხლი გაგვიშრო, აფხაზეთში ეთნიკური წმენდა მოაწყო, დღემდე ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები, დღემდე იტაცებს, აწამებს და კლავს ჩვენ მოქალაქეებს. ამას ვერავის დაუშლი.

    პრობლემა იმაშია, რომ რუსეთს სულ უფრო ვებმებით ეკონომიკურად და კრემლს ხელახლა ვაძლევთ ხელში ჩვენზე ზემოქმედების ეკონომიკურ ბერკეტებს (არ გვახსოვს რა გააკეთეს 2006-ში). ეს იმ ფონზე, როცა დეფაქტო ხელისუფლება დასავლეთის გინებით და დასავლეთისგან გაუცხოებითაა დაკავებული.

    ეს კეთდება მიზანმიმართულად, რომ როცა ცხადად დადგება არჩევანი, დასავლეთი თუ ევროპა, კრემლს ჰქონდეს საქართველოს მოსახლეობის იმ სეგმენტზე ზეწოლის ბერკეტი, ვინც ეკონომიკურად მიბმული იქნება რუსეთის სივრცესთან – ანუ ერთი ხელით დასავლეთის გავლენის შემცირებას ცდილობენ რუსული კანონით და ანტიდასავლური კამპანიით, ხოლო მეორე ხელით რუსეთის გავლენას აძლიერებენ. ესაა პრობლემა.

    ესენი არიან რუსები. ამათმა უნდა **აჯვან.

    ასე ეხმაურება, გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის და პირდაპირ ფრენებზე აკრძალვის გაუქმებას.

  • მივმართავ ხელისუფლებას – მოუსმინოს ხალხის ხმას და არა  ხალხის ძალას! – სალომე ზურაბიშვილი

    მივმართავ ხელისუფლებას – მოუსმინოს ხალხის ხმას და არა ხალხის ძალას! – სალომე ზურაბიშვილი

    მივმართავ ხელისუფლებას, რომ მოუსმინოს ხალხის ძალას კი არა, ხალხის ხმას. დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ამ საკითხთან მიმართებით არის ერთიანი. ეს არ არის მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის კიდევ ერთი რამ რაც შეიძლება შეეწინააღმდეგოს სტატუსის მიღებას, ეს ეწინააღმდეგება პირველ რიგში საქართველოს ინტერესებს, ღირსებას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სად დგას ეს ქვეყანა, რომლის ტერიტორიებიც არის ოკუპირებული და რომელიც არის სოლიდარული ჩვენი უკრაინელი მეგობრების. ეს არის ჩვენი პოზიცია და ამ პოზიციის ერთგული უნდა ვიყოთ ბოლომდე. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა.

    განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე, რომელიც რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ფრენის აკრძალვის მოხსნას ეხებოდა.

  • სალომე ზურაბიშვილი უსაფრთხოების საბჭოს შეკრებას ითხოვს

    სალომე ზურაბიშვილი უსაფრთხოების საბჭოს შეკრებას ითხოვს

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უსაფრთხოების საბჭოს შეკრებას ითხოვს. ამის შესახებ, პრეზიდენტმა რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,  სადაც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა და პირდაპირი ფრენები დაუშვა.

    სალომე ზურაბიშვილის თქმით,  განხილული უნდა იქნას 3-თვიანი ვიზების დაწესება.

    • “დრო არის, რაც არაერთხელ მოვითხოვე, რომ შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო, შეიკრიბოს საჯაროდ და განხილული იყოს პირიქით, 3-თვიანი ვიზების დაწესება, რაც საჭიროა ჩვენთვის თუნდაც შიდა გამოწვევებიდან გამომდინარე, მეტი კონტროლია სახელმწიფოდან საჭირო იმ რუსების მიმართ, რომლებიც შემოდიან ქვეყანაში, რომლებიც რჩებიან ქვეყანაში და აუცილებელია, რომ რაღაც ზომები იყოს მიღებული იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ჩაჯდეს ნორმალურ, ცივილიზებულ ჩარჩოებში. ვართ ტოლერანტი ქვეყანა, ყველას ვიღებთ, ეს გამოჩნდა ბოლო 1 წელში, მაგრამ რაღაცებია, რაც არ შეიძლება მოხდეს ქვეყანაში”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

    მისივე თქმით, რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმება და პირდაპირი ფრენების აღდგენა არის პროვოკაცია, რომელიც საზოგადოების მხრიდან დიდ რეაქციას გამოიწვევს.

    “საზოგადოებას კარგად ესმის, რომ როდესაც რუსეთი ასეთ ნაბიჯებს დგამს, რუსეთი ამ ნაბიჯებს დგამს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. სამწუხაროა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ჯერ ვერ გაიგო და არ დაფიქრდა ისტორიაზე და ყველა მაგალითზე რაც არსებობს, რომ რუსეთი ხელისუფლების დათმობებზე არასდროს პასუხობს დათმობით, პასუხობს იმით, რაც გაართულებს მდგომარეობას, ეს არის მისი მუდმივი ქცევის მეთოდი და ამაზე უნდა დაფიქრდეს ხელისუფლება”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

    ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის და პირდაპირ ფრენებზე აკრძალვის გაუქმებას ხელი მოაწერა.

    საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი, GIPA–ს პროფესორი გიორგი კობერიძე აღნიშნავს, რომ უვიზო რეჟიმი საერთაშორისო სიგნალია – საქართველო თქვენი (დასავლეთის/უკრაინის) მოკავშირე არ არის და თავს ნუ შეიწუხებთ რუსეთის გავლენის სფეროში ცხვირის ჩაყოფისაგანო;

    ”რუსეთმა უვიზო გააუქმა საქართველოსთან და ფრენებს აღადგენსო. არადა რუსეთის მოქალაქეები გამორბიან იქიდან იმის შიშით ჯარში არ გამიწვიონ და დახოცილ “ვაგნერელთან” ერთად პრიგოჟინმა არ იპოზიოროსო ჩემს წინო. რეალურად ეს სხვა რამეს მიუთითებს:

    1. პოლიტიკური სიგნალია ხელისუფლებისათვის – მოკავშირედ აღგიქვამ და გაჯილდოებო;

    2. პოლიტიკურ-ეკონომიკური სიგნალია – საქართველოს მარგინალურ ხიდად გამოყენება სურთ. გავლენიან ტიპებს დანარჩენ მსოფლიოსთან ურთიერთობისას ერთ-ერთ დერეფნად თუკი კვიპროსი მიაჩნდათ ახლა საქართველოს გამოყენებასაც არ მოერიდებიან;

    3. საერთაშორისო სიგნალია – საქართველო თქვენი (დასავლეთის/უკრაინის) მოკავშირე არ არის და თავს ნუ შეიწუხებთ რუსეთის გავლენის სფეროში ცხვირის ჩაყოფისაგანო;

    4. ეკონომიკური სიგნალია – რუსეთი ცდილობს საქართველოს შუა აზიის რესპუბლიკების მსგავსად გადაქცევას – მაქსიმალური ეკონომიკური დამოკიდებულების შექმნას, სოციალურ-ეკონომიკური ინსტიტუტების რუსიფიკაციასა და სუვერენიტეტის შეზღუდვას.

    ახლა, ამის საპასუხოდ ყველაზე კარგი პოლიტიკური ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან კანდიდატის სტატუსი უნდა იყოს, რომელიც შეიძლება არც კი ეკუთვნის ხელისუფლებას, მაგრამ ნამდვილად ეკუთვნის ხალხს. მოტივაციისათვის ამაზე კარგი პოზიტიური სიგნალი არაფერი იქნებოდა”.-წერს კობერიძე.

  • რაზე მიუთითებს რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება – საგარეო პოლიტიკის ექსპერტის ანალიზი 

    საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი, GIPA–ს პროფესორი გიორგი კობერიძე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა და პირდაპირი ფრენები დაუშვა.

    ”რუსეთმა უვიზო გააუქმა საქართველოსთან და ფრენებს აღადგენსო. არადა რუსეთის მოქალაქეები გამორბიან იქიდან იმის შიშით ჯარში არ გამიწვიონ და დახოცილ “ვაგნერელთან” ერთად პრიგოჟინმა არ იპოზიოროსო ჩემს წინო. რეალურად ეს სხვა რამეს მიუთითებს:

    1. პოლიტიკური სიგნალია ხელისუფლებისათვის – მოკავშირედ აღგიქვამ და გაჯილდოებო;

    2. პოლიტიკურ-ეკონომიკური სიგნალია – საქართველოს მარგინალურ ხიდად გამოყენება სურთ. გავლენიან ტიპებს დანარჩენ მსოფლიოსთან ურთიერთობისას ერთ-ერთ დერეფნად თუკი კვიპროსი მიაჩნდათ ახლა საქართველოს გამოყენებასაც არ მოერიდებიან;

    3. საერთაშორისო სიგნალია – საქართველო თქვენი (დასავლეთის/უკრაინის) მოკავშირე არ არის და თავს ნუ შეიწუხებთ რუსეთის გავლენის სფეროში ცხვირის ჩაყოფისაგანო;

    4. ეკონომიკური სიგნალია – რუსეთი ცდილობს საქართველოს შუა აზიის რესპუბლიკების მსგავსად გადაქცევას – მაქსიმალური ეკონომიკური დამოკიდებულების შექმნას, სოციალურ-ეკონომიკური ინსტიტუტების რუსიფიკაციასა და სუვერენიტეტის შეზღუდვას.

    ახლა, ამის საპასუხოდ ყველაზე კარგი პოლიტიკური ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან კანდიდატის სტატუსი უნდა იყოს, რომელიც შეიძლება არც კი ეკუთვნის ხელისუფლებას, მაგრამ ნამდვილად ეკუთვნის ხალხს. მოტივაციისათვის ამაზე კარგი პოზიტიური სიგნალი არაფერი იქნებოდა”.-წერს კობერიძე.

  • წაგებული ომის ფონზე, მნიშვნელოვანია რბილი ძალით პოსტ-საბჭოთა ქვეყნის მის ორბიტაზე დაბრუნების წარმატებული მაგალითის დემონსტრირება – ხუხაშვილი რუსეთთან უვიზო რეჟიმზე

    წაგებული ომის ფონზე, მნიშვნელოვანია რბილი ძალით პოსტ-საბჭოთა ქვეყნის მის ორბიტაზე დაბრუნების წარმატებული მაგალითის დემონსტრირება – ხუხაშვილი რუსეთთან უვიზო რეჟიმზე

    „როგორ იკითხება პოლიტიკის ენაზე რუსეთის გადაწყვეტილება? რუსეთმა ჩათვალა, რომ იმპერიაში საქართველოს რეინტეგრაციისთვის საფუძველი საკმარისად არის მომზადებული და მიიღო შესაბამისი სტრატეგიული გადაწყვეტილება.

    რუსეთისთვის უკრაინაში წაგებული ომის ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რბილი ძალით პოსტ-საბჭოთა ქვეყნის მის ორბიტაზე დაბრუნების წარმატებული მაგალითის დემონსტრირება“,

    ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას.

  • მომავალ წელს 9 მაისს აქ ჩამოვლენ – მარგარიტა სიმონიანი საქართველოსთვის ვიზების გაუქმებით კმაყოფილია

    “მომავალ წელს 9 მაისს აქ ჩამოვლენ” – ასე ეხმაურება კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, რომელმაც საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა და პირდაპირი ფრენები დაუშვა.

    ”გუშინ განვიხილავდით, რა სწორად იქცევა ახლა საქართველო და რომ დროა ავიამიმოსვლა და უვიზო მიმოსვლა აღვადგინოთ. და აჰა, აღადგინეს. ძალიან სწორია.
    პრეზიდენტი, რომელიც ჩვენს სამშვიდობოებს თავს დაესხა, თავად ქართველებმა დააპატიმრეს, სანქციებს არ შეუერთდნენ, მეორე ფრონტი არ გახსნეს, თუმცა თირკმელებში ურტყამდნენ ძლიერად, რომ ეიძულებინათ გახსნა. ასე რომ, მომავალ წელს 9 მაისსაც ჩამოვლენ აქ.[…] მოსკოვის ქართული რესტორნები დღეს გადატვირთული იქნება. ”-წერს ტელეგრამზე მარგარიტა სიმონიანი.

    ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის და პირდაპირ ფრენებზე აკრძალვის გაუქმებას ხელი მოაწერა.

    აღნიშნულ ფაქტს, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა და სავიზო რეჟიმის გაუქმებას “მორიგი რუსული პროვოკაცია” უწოდა.

    ”მორიგი რუსული პროვოკაცია! ფრენების აღდგენა და საქართველოსთან ვიზაზე შეზღუდვის მოხსნა მიუღებელია მანამ, სანამ რუსეთი უკრაინაში აგრესიას აგრძელებს და ჩვენი ქვეყანა ოკუპირებული აქვს.”-დაწერა სალომე ზურაბიშვილმა ტვიტერზე.

  • ველი სიახლეებს ლარის რუბლით ჩანაცვლებაზე – არახამია რუსეთთან უვიზო რეჟიმზე

    უვიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოს მოქალაქეებისთვის? დღეს არცერთი თავმოყვარე ქვეყანა არ თანამშრომლობს რუსეთთან.მთელი მსოფლიო აწესებს სანქციებს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო პუტინის დაკავების ორდერს გასცემს და ამ დროს, ღარიბაშვილი უვიზო რეჟიმს აცხადებს.
    ბრავო. მოუთმენლად ველი სიახლეებს ლარის რუბლით ჩანაცვლების შესახებ.
    აღარაფერი გაგვაკვირვებს.

    ასე ეხმაურება, უკრაინის პარლამენტში მმართველი პარტიის – ხალხის მსახურის ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის და პირდაპირ ფრენებზე აკრძალვის გაუქმებას.

  • რუსული კომპანიები კვირაში 7-ჯერ შეასრულებენ მოსკოვი-თბილისის რეისს – რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო

    რუსული ავიაკომპანიები რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღსადგენად ემზადებიან და როგორც ცნობილი ხდება, კომპანიები რუსული თვითმფრინავებით კვირაში 7 პირდაპირ რეისს შეასრულებენ მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით და უკან. ინფორმაციას ამის შესახებ,  რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო ავრცელებს.

    “ამჟამად გადამზიდავები ემზადებიან ფრენების აღსადგენად. რუსული ავიახაზები კვირაში 7 პირდაპირ რეისს განახორციელებენ მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით და უკან. ფრენები განხორციელდება შიდა წარმოების თვითმფრინავებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

    ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის და პირდაპირ ფრენებზე აკრძალვის გაუქმებას ხელი მოაწერა.

    აღნიშნულ ფაქტს, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა და სავიზო რეჟიმის გაუქმებას “მორიგი რუსული პროვოკაცია” უწოდა.

    ”მორიგი რუსული პროვოკაცია! ფრენების აღდგენა და საქართველოსთან ვიზაზე შეზღუდვის მოხსნა მიუღებელია მანამ, სანამ რუსეთი უკრაინაში აგრესიას აგრძელებს და ჩვენი ქვეყანა ოკუპირებული აქვს.”-დაწერა სალომე ზურაბიშვილმა ტვიტერზე.

  • ფრენების აღდგენა, ვიზაზე შეზღუდვის მოხსნა მიუღებელია, სანამ ოკუპაცია გრძელდება – ზურაბიშვილი

    ფრენების აღდგენა, ვიზაზე შეზღუდვის მოხსნა მიუღებელია, სანამ ოკუპაცია გრძელდება – ზურაბიშვილი

    მორიგი რუსული პროვოკაცია! ფრენების აღდგენა და საქართველოსთან ვიზაზე შეზღუდვის მოხსნა მიუღებელია მანამ, სანამ რუსეთი უკრაინაში აგრესიას აგრძელებს და ჩვენი ქვეყანა ოკუპირებული აქვს.

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის და პირდაპირ ფრენებზე აკრძალვის გაუქმებას ტვიტერზე ეხმაურება.