Category: სლაიდერი

  • უკრაინელები ბახმუტში “ვაგნერის” ფლანგებს არღვევენ და უახლოეს პერიოდში კონტრშეტევაზე გადავლენ -პრიგოჟინი

    “უკრაინელები ბახმუტში “ვაგნერის” ფლანგებს არღვევენ და უახლოეს პერიოდში კონტრშეტევაზე გადავლენ” – ამის შესახებ, კერძო სამხედრო დაჯგუფება “ვაგნერის” ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ახალ ვიდეომიმართვაში საუბრობს.

    “დღეს ჩვენი მტერი არა უკრაინის შეიარაღებული ძალები, არამედ რუსული ბიუროკრატიაა;  თუ ჩვენ ბახმუტიდან გავალთ, ფრონტი ჩამოიშლება და უკრაინელები მოსკოვამდე ჩავლენ.” – ამბობს პრიგოჟინი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

  • რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ქვედანაყოფი გაიქცა ბახმუტიდან, სადაც 500-მდე “ვაგნერელი” დაიღუპა – პრიგოჟინი

    მოსკოვში, წითელ მოედანზე, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებულ აღლუმის პარალელურად, ”ვაგნერის” ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ამბობს რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ არ მიაწოდა დაპირებული საბრძოლო მასალა მის ჯგუფს.

    „ვაგნერის“ ლიდერი ამბობს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ქვედანაყოფი გაიქცა ბახმუტიდან და დატოვა 2-კილომეტრიანი პოზიცია. მან განმარტა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 72-ე ბრიგადამ სტრატეგიული დასაყრდენი დატოვა, სადაც დაიღუპა 500-მდე “ვაგნერელი”.

    პრიგოჟინი აცხადებს, რომ “ვაგნერმა” მიიღო საბრძოლო ბრძანება, რომ პოზიციების დატოვება ღალატად იქნებოდა აღიარებული. თუმცა, მისი თქმით, საბრძოლო მასალის არარსებობის შემთხვევაში ვაგნერელები პოზიციებს მაინც დატოვებენ.

    “თავდაცვის სამინისტროს ნაცვლად გვყავს ინტრიგების სამინისტრო. ამიტომაც გარბის ჯარი.” – ამბობს პრიგოჟინი.

    ბოლოს პრიგოჟინმა თქვა, რომ მისი დაქირავებულები ბახმუტს ჯერ არ დატოვებდნენ.

  • სუს-ის და შსს-ს ხელმძღვანელები ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით გერმანიაში იყვნენ დაბარებული – ვაშაძე

    “ჩემი ინფორმაციით, სუს-ის ხელმძღვანელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი გერმანიაში დაბარებულიც კი იყვნენ ამ საქმეებთან დაკავშირებით. ჩასულები იყვნენ და ჩვენებების მიცემა მოუწიათ იმ თაღლითურ სქემებზე, რომელიც მათი თაოსნობით არის აგებული საქართველოში ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით”,

    “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, სუს-ის ხელმძღვანელი და შს მინისტრი ქოლ-ცენტრების საქმეზე მიმდინარე საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, გერმანიაში იყვნენ დაბარებული.

  • რუსეთის წინააღმდეგ კვლავ ნამდვილი ომია გაჩაღებული – პუტინი აღლუმზე სიტყვით გამოვიდა

    “რუსეთის წინააღმდეგ კვლავ ნამდვილი ომია გაჩაღებული” – რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინი ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებულ  აღუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პუტინის სიტყვით გამოსვლა დიდწილად ანტიდასავლური ნარატივის მატარებელი იყო.

    პუტინის მტკიცებით, რუსეთის წინააღმდეგ “კვლავ ნამდვილი ომია გაჩაღებული”.

    „ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ კიდევ ერთხელ დაიწყო ნამდვილი ომი. მაგრამ ჩვენ მოვიგერიეთ საერთაშორისო ტერორიზმი, დავიცავთ დონბასის მაცხოვრებლებს და უზრუნველვყოფთ ჩვენს უსაფრთხოებას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

    პუტინის მტკიცებით, რუსეთს სურს, რომ მომავალი მშვიდობიანი, თავისუფალი და სტაბილური იყოს. მისი თქმით, ნებისმიერი უპირატესობის იდეოლოგია “ამაზრზენი და მიუღებელია”.

    პუტინმა სიტყვით გამოსვლის დროს უკრაინაზე საუბრისას განაცხადა, რომ თითქოს ეს ქვეყანა “სახელმწიფო გადატრიალების მძევალი გახდა”. სწორედ ეს რიტორიკა გამოიყენა პუტინმა , წარსულში მსგავსი უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად.

    “გადაჭარბებული ამბიციები, ამპარტავნება და თავგასულობა აუცილებლად იქცევა ტრაგედიად. სწორედ ესაა კატასტროფის მიზეზი, რასაც ახლა უკრაინელი ხალხი განიცდის. ის გახდა სახელმწიფო გადატრიალების მძევალი და მის ბაზაზე დანაშაულებრივი რეჟიმის დასავლელი მბრძანებლების სავაჭრო მონეტა, რომელიც მათი დაუნდობელი ანგარებიანი გეგმების განხორციელებაში სჭირდებათ”. – თქვა პუტინმა სიტყვით გამოსვლის დროს.
     

  • “ქართული ოცნება” მშვიდად უცხადებს მხარდაჭერას მოსკოვს – ფრენცის ფუკუიამა

     

    “ქართული ოცნების ამჟამინდელი მთავრობა კი მშვიდად უცხადებს მხარდაჭერას მოსკოვს, მიუხედავად საზოგადოების პროტესტისა, რომელიც კვლავ ითხოვს გაწევრიანებას ევროკავშირში. ეს მხარდაჭერა რიგ შემთხვევებში აშკარად ჩანს.

    სხვა პოსტ-საბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, როგორებიცაა ბალტიისპირეთის ქვეყნები ან პოლონეთი, საქართველომ თავი ნეიტრალურად გამოაცხადა მიმდინარე ომში და უარი თქვა დასავლეთის სანქციების მხარდაჭერაზე, ხოლო რუსეთის მედიასა და პროპაგანდას სრული თავისუფლება მისცა. არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ მთავრობა ფარულად ეხმარება რუსეთს ევროკავშირის სანქციების თავიდან აცილებაში. ამაზე მეტყველებს ევროკავშირიდან იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდა და ეს იმპორტი, ბევრის აზრით, რუსეთისთვისაა განკუთვნილი“,

    ამერიკელი პოლიტოლოგი, ფილოსოფოსი, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ფრენსის ფუკუიამა საქართველოში ვიზიტის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს სათაურით “ქართული კოშმარი”, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებია მიმოხილული.

  • აშშ-მ ღიად უნდა იმოქმედოს ივანიშვილის აქტივების წინააღმდეგ, ის ეხმარება რუსეთს – ფუკუიამა

    “დასავლეთის პასუხი არ უნდა იყოს საქართველოს შესვლაზე უარის თქმა, არამედ მკაფიო პირობების დაწესება, რაც შეწყვეტს ბოლოდროინდელ ანტიდემოკრატიულ ქმედებებს.

    ჩემ საქართველოში ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ სანქციებს უწესებდა ოთხ ქართველ მოსამართლეს, რომლებიც დამნაშავენი იყვნენ კორუფციაში. ეს სანქციები უნდა გავრცელდეს ამჟამინდელი ხელისუფლების სხვა წევრებზე და განსაკუთრებით იმ ოლიგარქზე, რომელიც აკონტროლებს მოვლენებს კულისებიდან.

    ივანიშვილს ქონების გარკვეული ნაწილი უკვე აქვს გაყინული შვეიცარიაში, რაც მას ამერიკის გავლენის შედეგად მიაჩნია.

    შეერთებულმა შტატებმა ღიად უნდა იმოქმედოს მისი სხვა აქტივების წინააღმდეგ, რომლებიც გამოიყენება ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოსათხრელად. ივანიშვილი გაცილებით მეტს აკეთებს რუსეთის დასახმარებლად, ვიდრე სანქციების სიაში მყოფი მრავალი რუსი ოლიგარქი”.

    წერს ამერიკელი პოლიტოლოგი ფრენცის ფუკუიამა.

  • არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას და აგრესიულ პროპაგანდას მოსახლეობის უმრავლესობაზე – ღარიბაშვილი

    “მე არასდროს არ მითქვამს, რომ მე მხოლოდ უმრავლესობის პრემიერმინისტრი ვარ, მე ვარ ჩვენი ქვეყნის პრემიერმინისტრი. მე ვთქვი მთავარი და თქვენ ალბათ თუ დაიზეპირეთ ჩემი გამოსვლა, შეგიძლიათ ფაქტები მოუყვეთ საზოგადოებას, მე ვთქვი ძალიან მარტივი ჭეშმარიტება, რომ ჩვენ არ დავუშვებთ არც უმცირესობაზე ძალადობას, და ისევე არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას და აგრესიულ პროპაგანდას ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის უმრავლესობაზე. […] თქვენთვის მისაღებია?! მე გისვამთ კითხვას, ის აღვირახსნილი პროპაგანდა, რომელიც მიმდინარეობს ზოგიერთ ქვეყნებში, იგივე სქესის გადაკეთებასთან დაკავშირებით, ეს არის პროპაგანდა, რომელიც არის მომწამვლელი, ბავშვებში, ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში აღარ ვსაუბრობ. თქვენ შეგიძლიათ ძალიან ბევრი ინფორმაცია მოიძიოთ ამის თაობაზე, ჩვენი ვალდებულებაა, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენ საზოგადოებას და ჩვენ ამას გავაკეთებთ”.

    განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

  • გინდათ, ვიღაც არარაობაზე კომენტარი გავაკეთო? არახამიამ თავის თავს მიხედოს – ღარიბაშვილი

    “თქვენ გინდათ, რომ არახამიაზე, ვიღაც არარაობაზე მე კომენტარი გავაკეთო. მე არახამიას ნათქვამზე, რა თქმა უნდა, სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ერთი მინდა ვთქვა, მე უკრაინას და უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას და ამ დამანგრეველი ომის მალე დასრულებას.

    ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ თქვენს  მიერ ნათქვამი ადამიანი [დავით არახამია] და ჩვენი ექსტრემისტული რადიკალური პოზიცია არიან სრულ კოორდინაციაში, იყვნენ ომამდე, ომის შემდეგ და დღესაც. ერთადერთი მიზნით, რომ აქ რაიმე მომხდარიყო, გადატრიალება, ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა, რომ მოეყვანათ ის ნეოფაშისტური რეჟიმი, რომელიც მართავდა ჩვენს ქვეყანას.

    საზოგადოებამ ბევრი ფაქტი ნახა ამ კოორდინაციის, შეთანხმებული მოქმედებების, და ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონი არახამია პირდაპირ ჩართულია ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, მას არავინ ეკითხება აქ ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მთავრობა, როგორ მოვაწყობთ ჩვენს საქმეს და პოლიტიკას, ბატონმა არახამიამ თავის თავს მიხედოს”,

    საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის რადას მმართველი ფრაქციის თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებებს გამოეხმაურა.

  • ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის 40-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს – გენშტაბი

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, 24 საათში უკრაინელებმა მტრის 40-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს.

    “ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკასა და მარინკას მიმართულებით გასული დღის განმავლობაში, ჩვენმა დამცველებმა მტრის 42 შეტევა მოიგერიეს”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

  • ურსულა ფონ დერ ლაიენი 9 მაისს ოფიციალური ვიზიტით კიევს ეწვევა

    ხვალ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევს ეწვევა. ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, ერიკ მამერმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    “[ევროკომისიის] პრეზიდენტი ხვალ იქნება კიევში, სადაც შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და კიდევ ერთხელ დაადასტურებს ევროკავშირის მუდმივ მხარდაჭერას. ეს ვიზიტი გაიმართება ევროპის დღეს და ამ კონტექსტში, ჩვენ გულწრფელად მივესალმებით პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებას, რომ 9 მაისს უკრაინაში ევროპის დღე აღინიშნოს”. – თქვა მამერმა.