Category: სლაიდერი

  • რატომ მოქმედებენ რუსები ასე ნელა? რადგან რუსეთი არ ომობს – პესკოვი

    “თქვენ იტყვით, რატომ მოქმედებენ რუსები ასე ნელა? რადგანაც რუსეთი არ ომობს, ჩვენ არ ვომობთ. ომის წარმართვა – ეს სულ სხვა საქმეა, ეს ინფრასტრუქტურის ტოტალური განადგურება, ეს ქალაქები სრული განადგურებაა. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ”.

    აცხადებს რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი.

  • ქართველ ხალხს რუსული ჯარის გასვლა უფრო უნდა, ვიდრე უვიზო რეჟიმი – აშშ

    ”ქართველ ხალხს რუსული ჯარის გასვლა უფრო უნდა, ვიდრე უვიზო რეჟიმი”- ამერიკის ხმა (VOA) საქართველოს რუსეთთან უვიზო რეჟიმის აღდგენასა და პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წერილობით კომენტარს ავრცელებს.

    “ამ სასტიკ რეჟიმს მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა – ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის. პირდაპირი ფრენების აღდგენის ან სავიზო რეჟიმის შეცვლის ნაცვლად, ქართველ ხალხს, სავარაუდოდ, ის ურჩევნია, რომ პუტინმა რუსეთის ჯარი გაიყვანოს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტიდან”. – აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

    განცხადებაში, ასევე საუბარია, იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომლებიც სავიზო რეჟიმის გაუქმებას შეიძლება მოჰყვეს.

    “ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს საკუთარ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ შეგვაშფოთებს ის, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა სანქციების რისკის წინაშე აღმოჩნდნენ ისეთი თვითმფრინავების მომსახურების გამო, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს ექვემდებარება”. – ვკითხულობთ განცხადებაში.

  • თუ პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებთ, ომის დასრულება რთული იქნება – ტრამპი

    “თუ თქვენ პუტინს უწოდებთ ომის დამნაშავეს, გაცილებით რთული იქნება ომის დასრულებისთვის შეთანხმების მიღწევა. თუ ვუწოდებთ ომის დამნაშავეს, ხალხი მას აიტაცებს და დასჯას მოითხოვს, ამიტომ ის უფრო ძლიერად დაიწყებს ბრძოლას”.

    აცხადებს აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.

  • შაჰინი და რიში: საქართველოს მთავრობის დემოკრატიული უკუსვლა გვაიძულებს ადმინისტრაციას ზომების მიღება ვთხოვოთ

    ამერიკის სენატორებმა, ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელს წერილი გაუგზავნეს, რომელშიც ისინი ადმინისტრაციას, საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შექმნას სთხოვენ, 2024 წლის არჩევნებისთვის. „ამერიკის ხმამ“ წერილის ასლი მოიპოვა.

    სენატში ევროპის საკითხების ქვეკომიტეტის დემოკრატი თავმჯდომარე, ჯინ შაჰინი და სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში უმაღლესი რანგის რესპუბლიკელი ჯიმ რიში მოითხოვენ, საქართველოში „არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შექმნას, რომელიც დააკვირდება საქართველოს მომავალ, 2024 წლის არჩევნებს“ იმისთვის, რომ „მათი დემოკრატიისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში, მხარი დაუჭიროს საქართველოს და ქართველ ხალხს“.

    ორივე სენატორი, 2012 წლის არჩევნებზე, საქართველოში დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა. მათი განცხადებით, „ამ ვიზიტის შემდეგ, სამწუხაროდ, საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზიის მოწმენი გავხდით და ვხედავთ მზარდ ნიშნებს, რომ საქართველოს დემოკრატიისკენ სვლა შეჩერდა“.

    2024 წლის არჩევნებისთვის მზადება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, სენატორებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ეტაპად მიაჩნიათ არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ამერიკის ეროვნული ინტერესებისთვისაც.

    „საქართველო გზაჯვარედინზეა და საქართველოს დემოკრატიის წარმატება, ჩვენს [შეერთებული შტატების] ეროვნულ ინტერესებში შედის. საქართველოს სუვერენიტეტისადმი და ევროკავშირსა და ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე, კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა კვლავ ძლიერია. მაგრამ, მთავრობის ბოლოდროინდელი უკუსვლა გვაიძულებს ადმინისტრაციას ვთხოვოთ, საქართველოში დემოკრატიისა და მმართველობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ზომები მიიღოს“, აცხადებენ სენატორი რიში და სენატორი შაჰინი.

    სენატორებს მიაჩნიათ, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის ტენდენციის მაჩვენებელია ისიც, რომ ევროკომისიამ არჩია, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭებინა მაშინ, როცა ჩათვალა, რომ უკრაინა და მოლდოვა ამ სტატუსისთვის მზად იყვნენ.

    წერილში შაჰინი და რიში ევროკავშირის ე.წ. 12 პრიორიტეტზეც საუბრობენ, რომელთა შორისაა საარჩევნო, სასამართლო და ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელება. მათი აზრით, ცოტა ხნის წინ, საქართველოს პარლამენტში შესული „კანონი უცხოელი აგენტების შესახებ“, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის დასუსტების მცდელობა იყო, რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსს უფრო დააშორებდა.

    „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო შემოთავაზებული კანონმდებლობის ჩაგდებით, ჩვენ გვაშფოთებს ის, რომ ამ კანონპროექტის წარდგენა და [პარლამენტის მიერ] მისი დაჩქარების მცდელობა, გამოცხადებული ევროატლანტიკური მომავლისკენ მიმავალი გზიდან გადახვევის შემაშფოთებელი ნიშანია” – ნათქვამია წერილში.

    საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის და იმის გამო, რომ ლეგიტიმური საარჩევნო პროცესის წარმართვა მრავალთვიან მომზადებას მოითხოვს, სენატორები სახელმწიფო დეპარტამენტს და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შექმნან გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია საქართველოში. ისინი ადმინისტრაციას ასევე მოუწოდებენ, ევროპელ მოკავშირეებთან ერთად, საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები პრიორიტეტად დაისახონ.

    სენატორები ადმინისტრაციას სათანადო ფინანსური რესურსის მიმართვას სთხოვენ იმისთვის, რომ საქართველოში 2024 წლის არჩევნებმა ქართველი ხალხის ნება ასახოს და სურვილები დააკმაყოფილოს. ამ ძალისხმევისთვის, სენატორები რიში და შაჰინი საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიის ეროვნულ ფონდს, ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტსა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტთან (IRI) „მჭიდრო კონსულტაციის” ქონას სთხოვენ.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • სასჯელი იყო დაწესებული მილიონამდე ადამიანისთვის, დღეს მოიხსნა – კობახიძე სავიზოს გაუქმებაზე

    “ჩვენ მოგვიწია თავის დროზე ამ საკითხზე განმარტების გაკეთება, ჩვენი პოზიციის დაფიქსირება, გამომდინარე იქიდან, რომ წინასწარ იყო გაჟღერებული რუსული მხრიდან ეს პოზიცია – ჩვენი პოზიცია იყო მარტივი, არის მილიონამდე საქართველოს მოქალაქე, ან ქართველი, რომელიც ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, ამ ადამიანებს უწევთ დღეს მაგალითად, სხვა ქვეყნების გავლით საქართველოში ჩამოსვლა, რაც აძვირებს ხარჯებს, ქმნის დისკომფორტს და ა.შ. რეალურად, რუსეთის ფედერაციამ ამ ადამიანებს დაუწეს სასჯელი, სანქცია 2019 წელს და დღეს რაც ვიხილეთ, ეს არის ამ სანქციის მოხსნა, ანუ გარკვეული სასჯელი იყო დაწესებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, მილიონამდე ადამიანისთვის, რომელიც არის პოტენციური მოსარგებელ ამ საკითხით და საბოლოო ჯამში, დღეს ეს სანქცია მოიხსნა.

    ამაზე ჩვენ ვერ გვექნებოდა ვერავითარი პოზიცია, იმიტომ, რომ ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება თავის დროზე, როცა ეს სანქცია დაწესდა და დღესაც ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება. რაც შეეხება ქართულ მხარეს – ქართული მხარე სანქციებს არ აწესებს რუსეთის მიმართ, ამაზეც ჩვენი პოზიცია უკვე განმარტებულია, რატომ არ ვაკეთებთ ამას, მიზეზი არის მარტივი აქაც, მიზეზი არის ის, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესების ჩვენ სინამდვილეში საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს დავუწესებთ სანქციებს, რასაც არ გავაკეთებთ, ბუნებრივია. ჩვენ დათვლილი გვაქვს რას გამოიწვევდა რუსეთისთვის სანქციების დაწესება საქართველოს ეკონომიკისთვის და მაგალითად, თუ შარშან გვქონდა 10%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა, გვექნებოდა მინიმუმ 10% ეკონომიკური ვარდნა, 10-დან 18%-მდე”,

    განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ იმედის ეთერში საუბრის დროს.

  • რუსეთს კვლავ სურს, საქართველო მთლიანად საკუთარ კონტროლს დაუქვემდებაროს – გონჩარენკო

    პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. რუსეთს კვლავ სურს, საქართველო მთლიანად საკუთარ კონტროლს დაუქვემდებაროს და ჯერჯერობით შეუძლია ამის გაკეთება, სამწუხაროდ.

    წერს Twitter-ზე რადას დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო, რითიც რუსეთის მიერ, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმებას ეხმაურება.

  • რუსეთის გადაწყვეტილება არის საქართველოს მთავრობის “კარგი ქცევის” შედეგი – გიორგი გახარია

    რუსეთის გადაწყვეტილება ფრენების აღდგენაზე და სავიზო შეზღუდვის მოხსნაზე არის საქართველოს მთავრობის “კარგი ქცევის” შედეგი, რისთვისაც საქართველოს მთავრობა ხშირად იმსახურებს რუსეთის მაღალჩინოსნების ქებას. ივანიშვილი საქართველოს აგრესორის მხარეს აყენებს და საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივას ქართველი ხალხის სურვილის წინააღმდეგ.

    განაცხადა პარტია საქართველოსთვის ლიდერმა გიორგი გახარიამ.

  • შემდეგი ნაბიჯი იქნება კარგი რუსეთის მხრიდან, რომ აფხაზეთი დააბრუნოს, მესამე – ოსეთი დააბრუნოს – ზარქუა

    ”ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის კომფორტული იყოს რუსეთიდან საქართველოში დაბრუნება. დღეს რუსეთის მოქალაქეები ისედაც, ლარსის ხეობიდან უპრობლემოდ გადმოდიან მანქანით, საერთოდ არ აქვთ შეზღუდვა და იცით თქვენ ამის შესახებ. ამიტომ, შემდეგი ნაბიჯი იქნება კარგი რუსეთის მხრიდან, რომ აფხაზეთი დააბრუნოს, მესამე მნიშვნელოვანი ნაბიჯი – ოსეთი დააბრუნოს. “

     ირაკლი ზარქუა პუტინის გადაწყვეტილებაზე, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

  • ეს გადაწყვეტილება ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისთვის მისასალმებელია – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

    “მიღებული გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის მხრიდან, ეს არის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის იმასთან დაკავშირებით, რომ მოეხსნათ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც შეცვალა რუსეთის ფედერაციამ, რომელიც მათ თავად მიიღეს საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში – სწორედ მათი სუვერენული გადაწყვეტილებაა ეს და ნებისმიერი ქვეყანა წყვეტს, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეებისთვის დააწესოს უვიზო რეჟიმი და რომელი მოქალაქეებისთვის მოხსნას, სწორედ ამ მოვლენასთან გვაქვს საქმე.

    რაც შეეხება საქართველოს მხრიდან რუსეთი ფედერაციის მოქალაქეებთან დაკავშირებულ უვიზო მიმოსვლას – მინდა, შევახსენო ჩვენს მოქალაქეებს, თუ როდის და რა რეჟიმში იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, გადაწყვეტილება, რომელმაც მოუხსნა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა – ჩვენი მილიონზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, რომლებსაც აქვთ ძალიან მჭიდრო კავშირი ადამიანებთან, მათ ახლობლებთან, ნათესავებთან, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში და სწორედ ჰუმანიტარული პრიზმიდან დანახული ეს გადაწყვეტილება ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისთვის არის მისასალმებელი, რომელიც გაუადვილებს ჩვენს მოქალაქეებს ყოფით პირობებს”, 

    აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.

  • რუსეთის ხელმძღვანელების გადაწყვეტილება კარგი სიახლეა ქართველი, რუსი ხალხისთვის – კარასინი

    ”შემოვიფარგლები მხოლოდ ერთით, ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელების გადაწყვეტილება ძალიან კარგი სიახლეა ქართველი და რუსი ხალხისთვის. ეს ხელს შეუწყობს კონტაქტების გაღრმავებას, ურთიერთგაგებას და ამაზე დავსვამდი მრავალ წერტილს. რაც შეეხება შემდეგ ნაბიჯებს, არ ვიჩქარებდი პროგნოზების გაკეთებისგან, რადგან რთულ დროში ვცხოვრობთ. ვფიქრობ, დღეს გვაქვს საბაბი ვიყოთ კმაყოფილები, რადგან გადაწყდა საჰაერო მიმოსვლის აღდგენა და სავიზო რეჟიმის მოხსნა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, პოზიტიურია და იმედი მაქვს, ამას ყველა სწორად გაიგებს. ”

    განაცხადა ფორმულასთან რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინმა.