Category: სლაიდერი

  • სამხედრო სწავლება ბაღებშიც უნდა შევიტანოთ – ირაკლი ღარიბაშვილი

    სამხედრო სწავლება ბაღებშიც უნდა შევიტანოთ – ირაკლი ღარიბაშვილი

    ჯარის მნიშვნელობა და ზოგადად, ჩვენი საამაყო ჯარის როლი ჩვენი საზოგადოების განვითარების საქმეში ძალიან დიდია. მიმაჩნია, რომ აუცილებელია ჩვენი ახალგაზრდების ჩართულობა, თავიდანვე, სკოლებიდან, ის კი არა, ბაღებშიც უნდა შევიტანოთ სწავლება, მეტი ინფორმაცია უნდა შევიტანოთ, რომ გაიზარდოს ინფორმირებულობა და ცნობიერება ამაღლდეს ახალგაზრდებში – გაიგონ თავად, თუ როგორ იმართება ჯარი.

    განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჯარის ბანაკის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს.

  • შეუძლებელია, ჩვენი თავდაცვისუნარიანობა მოწოდების სიმაღლეზე იყოს ამ მათხოვრული სამხედრო ბიუჯეტით – ოქრიაშვილი

    შეუძლებელია, ჩვენი თავდაცვისუნარიანობა მოწოდების სიმაღლეზე იყოს ამ მათხოვრული სამხედრო ბიუჯეტით – ოქრიაშვილი

    დღეს ბატონმა ღარიბაშვილმა და ბატონმა ბურჭულაძემ „ჯარის ბანაკი“ გახსნეს. რა საჭიროა, ან რა სარგებელი მოაქვს ჩვენი თავდაცვისუნარიანობისთვის სამხედრო „ბანაკობანას“ თავადაც არ იციან. ვფიქრობ, ეს პიარისთვის გაკეთდა, რომ საქართველოს მოსახლეობამ დაინახოს, თითქოს, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის რამე კეთდება. სინამდვილეში, „ოცნებამ“ 2012 წლიდან, მინიმუმამდე შეამცირა თავდაცვის სამინისტროს და ჩვენი ჯარის დაფინანსება. ჩვენ გვჭირდება ჯარი არა იმიტომ, რომ ომი გვინდა, ან ომისთვის ვემზადებით, არამედ სწორედ იმიტომ, რომ ვერავინ გაბედოს ჩვენზე თავდასხმა. ჩვენი მშვიდობის ფორმულა არის ძლიერი ჯარი და ძლიერი მოკავშირეები, მათ შორის, სამეზობლოში.

    დავუბრუნდეთ ციფრებს: თუ 2011-2012 წლებში საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი დაახლოებით 400 მილიონი დოლარი იყო, შემდგომ წლებში, შემცირდა დაახლოებით 250-დან 300 მილიონ დოლარამდე. ამჟამად, 2021-2022 წლებში, საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი 300 მილიონი დოლარის ფარგლებშია. ეს აბსოლუტურად არასაკმარისია ჩვენი თავდაცვისუნარიანობისთვის.

    აქვე, აღვნიშნავ, რომ სომხეთის, რომლის ეკონომიკა ჩვენს ეკონომიკაზე პატარაა, სამხედრო ბიუჯეტი 2021-2022 წლებში საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტზე ორჯერ მეტი იყო და 600-დან 750 მილიონ დოლარამდე მერყეობდა, ხოლო წელს – 1,245 მილიარდი დოლარია.

    დასკვნა: შეუძლებელია, ჩვენი თავდაცვისუნარიანობა მოწოდების სიმაღლეზე იყოს ამ მათხოვრული სამხედრო ბიუჯეტით. ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა იქნება პატარა, მობილური, სუპერ-აღჭურვილი ჯარის შექმნა უმოკლეს ვადაში. ჩვენ გვჭირდება 15-20 000-კაციანი სპეცდანიშნულების, მაღალანაზღაურებადი დანაყოფები, რომლებიც აღჭურვილი იქნება უახლესი ჰაერსაწინააღმდეგო ზალპური სარაკეტო (ჰაიმარსი) და სხვა შემაკავებელ-თავდაცვითი, ასევე ახალი თაობის, მაგალითად, დრონებით მოიერიშე ქვედანაყოფები. ბოლოდროინდელმა რეგიონულმა კონფლიქტებმა ცხადყო, რომ საჭიროა ჩვენი ჯარის რეალური რეფორმირება!

    ამ ყველაფრის უზრუნველსაყოფად, საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი ორ პარამეტრს უნდა აკმაყოფილებდეს: 1. არ უნდა იყოს მილიარდ დოლარზე ნაკლები ყოველწლიურად; 2. არ უნდა შეადგენდეს მშპ-ს 4 %-ზე ნაკლებს.

    თუ ჩვენ გვსურს, ჩვენს ტერიტორიაზე ომის აღარასდროს მოხდეს, გვჭირდება ძლიერი ჯარი და ძლიერი მოკავშირეები და ეს იქნება მშვიდობის გარანტი ჩვენს ქვეყანაში.

    აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი.

  • 19 აპრილის შეთანხმება ხელმოწერილ იქნა საბოტაჟის, შანტაჟის ქვეშ – კობახიძე

    “როდესაც პირველი ვერსია იყო წარმოდგენილი, მთავარი მიზეზი, რატომაც ხელი არ მოეწერა პირველ ვერსიას, იყო სწორედ ცესკოსთან დაკავშირებული რეგულაციები, შემდეგ გარკვეული ცვლილებები შევიდა ამ რეგულაციებში, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერა, თუმცა, ჩვენ თავიდანვე ვეუბნებოდით ყველას, რომ ეს რეგულაციები წინააღმდეგობაში იყო ევროპულ პრაქტიკასთან და ასევე შექმნიდა აუცილებლად პრობლემებს, იმ პრობლემებს, რომლებიც შემდეგ რეალურად შეიქმნა. თქვენ გახსოვთ, რომ 19 აპრილის შეთანხმება ხელმოწერილ იქნა საბოტაჟის ქვეშ, შანტაჟის ქვეშ, პირდაპირ შეიძლება ასე ითქვას, აქედან გამომდინარე, შემდეგ, როდესაც ოპოზიცია არ შეუერთდა ამ შეთანხმებას თავადვე, მოხდა მისი ანულირება, ჩვენთვის, ბუნებრივია, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, 19 აპრილის შეთანხმებას არავითარი ფასი არ აქვს”,

    აცხადებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

  • „ქართული ოცნება“ არ გულშემატკივრობს რუსეთის დასუსტებას –  ხატია დეკანოიძე

    „ქართული ოცნება“ არ გულშემატკივრობს რუსეთის დასუსტებას – ხატია დეკანოიძე

    „გამოგონილი თემებით ცდილობს “ქართული ოცნება” გადაფაროს მნიშვნელოვანი თემები და პროპაგანდის კუთხით, ასეთი ინტოქსიკაცია მოახდინოს ადამიანების. დიდი ბოდიში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი აქ რაც იყო, ეს იყო რუსეთის დასუსტება და რა თქმა უნდა, ის, რომ “ქართული ოცნება” არ გულშემატკივრობს რუსეთის დასუსტებას, ეს იყო სწორედ კობახიძის განცხადება. ამიტომ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ესაა კობახიძის პროპაგანდა, გამოგონილ ქარის წისქვილებს ებრძვიან მაგალითად, „სამ გოჭს“ და „წითელქუდას“, იმ დროს, როცა გვაქვს სერიოზული პრობლემები საქართველოში”,

    მის შესახებ ჟურნალისტებთან “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კობახიძის განცხადებას, სადაც რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე ოპოზიციის დამოკიდებულებას აფასებს.

  • ყველა ამჩატდა, გახარია, ხაზარაძე, ნაცმოძრაობა, გირჩი, ლელო – კობახიძე პრიგოჟინის აჯანყებაზე

    “ზოგადად, ნუ, პრიგოჟინის აჯანყებაზე რომ აგებ საკუთარ გეგმებს, ამაში რომ ხედავ საკუთარ პოლიტიკურ შანსს, ეს უკვე თავისთავად მეტყველებს, ბუნებრივია, ნაც. მოძრაობის ბუნებაზე. მაგრამ ნუ, ყველანაირად ვერ გააანალიზეს, ვერც შეაფასეს, არ ეყოთ არც ამის უნარი, არც არაფერი. ამჩანტდნენ, კიდევ ერთხელ ვიტყვი და ამ ამჩატების შედეგი იყო სწორედ ის უამრავი შეცდომა, რომელიც მათ დაუშვეს განცხადებების გაკეთებისას.

    მაგალითად, რომ ჩაყვეთ რა ხდებოდა “გირჩის” ფეისბუქზე. მათ ჰყავთ ცნობილი ინტელექტუალები, ხო, ლიდერები. ერთმანეთზე დაბალი ინტელექტის მქონე ხალხია. ჩაყევით უბრალოდ გირჩის ფეისბუქს და ნახავთ, რა განცხადებებს აკეთებდნენ ისინი ამ დღის განმავლობაში. სამარცხვინო. ჯაფარიძის “გირჩს” ვგულისხმობ. ელემენტარულად ჩაყევით, ნახავთ, ინტელექტის ზეიმს, ერთი, და მეორე, როგორ არ უნდა ამჩატდეს პოლიტიკური პარტია, არის საუკეთესო ილუსტრაცია. […]

    ეს იყო “ნაც. მოძრაობა”, ეს იყო “ლელო.” ხაზარაძის პოსტი არ გახსოვთ? ნუ, ესეთი სისულელე როგორ უნდა დაწერო, კაცო. […]

    ყველა ამჩატდა. გახარია ამჩატდა, ხაზარაძე ამჩატდა, “ნაც. მოძრაობა” ამჩატდა, “ლელო” ამჩატდა. ყველა ამ დღეში იყო იმ დღეს. ეს არის, რა თქმა უნდა, სერიოზული პრობლემა. მადლობა ღმერთს, რომ ეს ადამიანები იმ დღეს არ იყვნენ ხელისუფლებაში და მადლობა ღმერთს, რომ ეს ადამიანები დღეს არ არიან ხელისუფლებაში.”

    აცხადებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და რუსეთში “ვაგნერის” დაჯგუფების ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის აჯანყებას კიდევ ერთხელ ეხმაურება. 

  • გასულ კვირას აღმოსავლეთით და სამხრეთით 37 კვადრატული კილომეტრი გავათავისუფლეთ – მალიარი

    “აღმოსავლეთით გრძელდება როგორც შეტევითი, ასევე თავდაცვითი ოპერაციები. ჩვენ ბახმუტის მიმართულებით წინ მივიწევთ, მტერი კი აგრძელებს შეტევას ლიმანის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებით.

    მტერი ცდილობს, განდევნოს ჩვენი ჯარები პოზიციებიდან, მაგრამ ჩვენი დამცველები მათ შეკავებას ახერხებენ. იქ მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს”,

    აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი.

  • 600 დღის განმავლობაში სააკაშვილი კვდებოდა, მადლობა ღმერთს, აღარ კვდება, სტრასბურგი დაეხმარა გადაწყვეტილების მიღებაში- კობახიძე

    “თქვენ გახსოვთ, რომ 600 დღის განმავლობაში სააკაშვილი კვდებოდა, მადლობა ღმერთს, გავიდა ეს 600 დღე და აღარ კვდება, სტრასბურგის სასამართლო დაეხმარა ამ ასე ვთქვათ, გადაწყვეტილების მიღებაში, რომ აღარ უნდა მოკვდეს, ეს არის ძალიან კარგი. საბოლოოდ, არ ვიცი, ამ აქციებს ვერავითარი ფასი ვერ ექნება ამ ფონზე”,

    “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

  • მატარებლების მოძრაობა დღეს, 17:00 საათიდან განახლდება – საქართველოს რკინიგზა

    მატარებლების მოძრაობა დღეს, 17:00 საათიდან განახლდება – საქართველოს რკინიგზა

    მატარებლების მოძრაობა დღეს, 17:00 საათიდან განახლდება – ამის შესახებ  ნათქვამია, საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები:

    • #804 თბილისი-ბათუმი 17:05
    • #807 ბათუმი-თბილისი 17:15
    • #801 ბათუმი-თბილისი 18:20
    • #812 თბილისი-ბათუმი 0:35
    • #811 ბათუმი-თბილისი 0:45
    • #869 ზუგდიდი-თბილისი 17:25
    • #874 თბილისი-ფოთი 17:30.

    მეწყრის გამო პირველ, 2 ასევე 3 ივლისის დღის პირველ ნახევარში საქართველოს რკინიგზის რეისები გაუქმდა.

  • ბევრი საცდურია ახალგაზრდებისთვის, საჭიროა სწორი ორიენტირების განსაზღვრა – ღარიბაშვილი

    მიმაჩნია, რომ ჯარის ბანაკში ხელს შეუწყობს ჩვენს ახალგაზრდებში ჯანსაღი, სწორი ღირებულებების პოპულარიზაციას. დღევანდელ მსოფლიოში და დღეს, ბუნებრივია, საქართველო ამ გლობალიზაციის ნაწილია, ძალიან ბევრი საცდურია ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ამიტომ ახალგაზრდას თავიდანვე სჭირდება სწორი ორიენტირების განსაზღვრა. რა თქმა უნდა, ამ პროცესში ჩვენი, სახელმწიფოს როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, თავდაპირველად ოჯახი და შემდეგ სახელმწიფო.

    […] მიმაჩნია, რომ არა მხოლოდ ოჯახის როლი, არამედ განათლების სამინისტროს, ჯარის, ეკლესიის როლი თქვენს აღზრდაში, თქვენთვის სწორი ორიენტირების განსაზღვრაში ძალიან მნიშვნელოვანია.

    თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯარის ბანაკის გახსნაზე.

  • პუტინმა სამხედო ხელმძღვანელობას დებილები უწოდა–მედია რუსი ძალოვანების დახურულ შეხვედრებზე

    ტელეგრამ არხი, GENERALL SVR, რომელიც ხშირად წერს რუსეთის ხელისუფლების კულუარებზე, ამჯერად პუტინის ძალოვანებთან ბოლო დღეების შეხვედრებზე წერს, რომელზეც მისი ინფორმაციით პუტინმა მათ “დებილები“ უწოდა. არხის ინფორმაციით, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, პატრუშევი კარგად არის ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ფრონტზე საქმე ძალიან ცუდად მიდის და სამხედრო ხელმძღვანელობას პირდაპირ უთხრა, რომ ისინი პუტინს ატყუებენ:

    “მაშინ, როცა  ადამიანი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ჰგავს, ეცნობოდა სხვადასხვა კონკურსის გამარჯვებულების გამოფენებს და მონაწილეობდა სტრატეგიული ინიციატივების სააგენტოს მესამე ყოველწლიური ფორუმის “ძლიერი იდეები ახალი დროისთვის” პლენარულ შეხვედრაში. რეალური პრეზიდენტი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეებით იყო დაკავებული.  პუტინმა ვიდეო ბმულით რამდენიმე შეხვედრა გამართა უსაფრთხოებისა და სამხედრო ბლოკის ხელმძღვანელობის წარმომადგენლებთან.

    სამხედრო ბლოკის ხელმძღვანელობის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს პრეზიდენტს მიეწოდა ინფორმაცია ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ და დეტალურად მოუყვნენ ორი უკრაინელი გენერლისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების ორმოცზე მეტი ოფიცრის განადგურების საქმეში წარმატებაზე  “მაღალი სიზუსტის” დარტყმტით. ამას დაამატეს რამდენიმე განადგურებული ტანკი, ჯავშანტექნიკა, არტილერია და მტრის ცოცხალი ძალა.

    სამხედრო ხელმძღვანელობის გამოსვლის შემდეგ სიტყვა სიტყვით გამოვიდა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევი, რომელიც შეხვედრაში მონაწილეობდა. მან  თქვა, რომ, როგორც ჩანს, სამხედრო ხელმძღვანელობის წარმომადგენლებს მხედველობაში ჰქონდათ “კოღოების ჯარების” ან სხვა მწერების განადგურება, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალებში მსახურობენ, და ეს ყველაფერი  მხოლოდ სასაცილო  ანგარიშებში არსებობს. ყველა სხვა შემთხვევაში კი ტყუილია. პატრუშევმა სამხედრო ბლოკის ხელმძღვანელობის წარმომადგენლებს ჰკითხა, რატომ თვლიან პრეზიდენტს სრულ იდიოტად და რატომ აძლევენ თავს უფლებას ასე თავხედურად მოატყუონ სახელმწიფოს მეთაური. სამხედროებმა არ უპასუხეს უშიშროების საბჭოს მდივნის პრეტენზიებს, უბრალოდ გაშტერებულები ისხდნენ და ცდილობდნენ არ შეეხედათ კამერისა და ეკრანისთვის. პატრუშევის თქმით, მისი ინფორმაციით, ფრონტზე საშინელი მდგომარეობაა. სამხედრო ხელმძღვანელობამ გააფუჭა ყველაფერი, რისი გაფუჭებაც შეიძლებოდა და ერთადერთი, რაც მათ იციან, არის ინტრიგების ხლართვა თავდაცვის სამინისტროსა და გენერალურ შტაბში. პატრუშევის სიტყვით გამოსვლის შემდეგ პრეზიდენტმა სამხედრო ხელმძღვანელობას უთხრა:”Дебилы, бл…ть!”, და სხდომა დახურა.

    მომდევნო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ძალოვანი ბლოკის ხელმძღვანელობის წარმომადგენლები, პრეზიდენტმა პირველის დასრულებიდან დაახლოებით ორი საათის შემდეგ დანიშნა. პუტინმა მოისმინა მოხსენება ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ მიმდინარე საკითხების ზედაპირული ანალიზით და არმიის  სამი გენერლის, მათ შორის სერგეი სუროვიკინის  საქმის გამოძიების შესახებ, მათი შესაძლო მონაწილეობის შესახებ ევგენი პრიგოჟინისა და ვაგნერის მიერ ორგანიზებულ სამხედრო ამბოხების მცდელობაში.

    მოხსენების ავტორების თქმით, სამივე გენერალი პირდაპირ კავშირშია არა მხოლოდ აჯანყების მომზადებასთან, არამედ მის განხორციელებაში დახმარებასთან. დაკავებულმა გენერლებმა დაასახელეს რამდენიმე სხვა პირი, რომლებიც შესაძლოა იყვნენ ჩართულნი აჯანყების ორგანიზებასა და მხარდაჭერაში, ხოლო მოხსენების წარმდგენმა  პუტინს სთხოვა ნებართვა დაეკითხა კიდევ ცამეტი გენერალი თავდაცვის სამინისტროდან და გენერალური შტაბიდან. პატრუშევმა, რომელიც შემდეგ სიტყვით გამოვიდა, გამოთქვა მოსაზრება, რომ იგი მხარს უჭერს „უფრო ღრმად ჩაძიების“ აუცილებლობას და საჭიროდ მიიჩნია გამოძიების ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა.

    ასევე დაისვა საკითხი სერგეი სუროვიკინის გაუჩინარების გამო საინფორმაციო სივრცეში გაჩენილი კითხვების შესახებ. მოკლე დისკუსიის შემდეგ, პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, “არმაგედონთან “ დაკავშირებული ყველა საჭირო მოქმედების დასრულების შემდეგ სამარცხვინო გენერალი საზოგადოებისთვის წარედგინათ, თუმცა სრულად ჩამოეშორებინათ სამხედრო ოპერაციის ხელმძღვანელობიდან, განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ დაეტოვებინათ და მნიშვნელოვნად შეეზღუდათ მისი შესაძლებლობები.

    შემდეგ განიხილეს ევგენი პრიგოჟინის და ვაგნერის  მეამბოხე ნაწილის მიმდინარე საქმეები და პერსპექტივები. როგორც პრეზიდენტს განუცხადეს, პრიგოჟინი, შეთანხმებების ფარგლებში, თავისუფლად მოძრაობს რუსეთის გარშემო. აგვარებს საქმეებს პეტერბურგსა და მოსკოვში. ჯერჯერობით ვერ მოხერხდა რაიმე კომპრომისის მიღწევა ვაგნერის  საერთაშორისო საქმიანობაზე, რომელიც კვლავ რჩება პრიგოჟინის კონტროლის ქვეშ. პრიგოჟინი ამტკიცებს, რომ გააგრძელებს ამ მიმართულებით ეფექტურ მუშაობას და  ჩარევის ნებისმიერ მცდელობას შეთანხმებების დარღვევად ჩათვლის. ევგენი პრიგოჟინი არის რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის საკმარისი საიდუმლოების მატარებელი, რაც მას მცირე ხნით პრაქტიკულად გარანტირებულ იმუნიტეტს აძლევს. ჯერჯერობით, ყველა ფიგურა დაფაზეა და ჯერ ადრეა ვინმეს გათავისუფლება. პარტია ახლახან დაიწყო.“– წერს ტელეგრამ არხი.