Category: სლაიდერი

  • სააკაშვილი არის დემოკრატიის სიმბოლო, გაათავისუფლეთ უკანონო პატიმრობიდან! – ერმაკი

    “გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი უკანონო პატიმრობიდან. სააკაშვილი არის თავისუფლებისთვის ბრძოლის, სამართლიანობისა და დემოკრატიის სიმბოლო. მისი დაკავება და პატიმრობა არის ადამიანის უფლებების დარღვევა”,

    უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს.

  • ბახმუტში აქტიური საომარი მოქმედებებია, მტერი ინიციატივის ხელში ჩაგდებას ცდილობს – სირსკი

    “ბახმუტის მიმართულება კვლავ საომარი მოქმედებების ეპიცენტრად იქცა. ახლა იქ საკმაოდ მძიმე ბრძოლებია, ორივე მხარე ინიციატივის ხელში ჩაგდებას ცდილობს, რათა ვითარება მათ სასარგებლოდ შემობრუნდეს.

    მტერი იმ პოზიციებისა და სიმაგრეების დაკავებას ცდილობს, რომლებიც ოდესღაც ვაგნერელებს ეკავათ. მტერი აქტიურად იყენებს ნაღმტყორცნებს, მძიმე ტყვიამფრქვევებსა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს”, 

    აცხადებს უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური, ოლექსანდრ სირსკი.

  • ვაგნერის“ პროვოკაციას უკრაინაში რუსეთის ჯარების მოქმედებებზე არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია – შოიგუ

    რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ კერძო სამხედრო კომაპანიის „ვაგნერის“ პროვოკაციას, უკრაინაში რუსეთის ჯარების მოქმედებებზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია.
    შოიგუ ასევე აღნიშნავს, რომ „ვაგნერის“ გეგმები ჩაიშალა პირველ რიგში იმიტომ, რომ შეიარაღებული ძალები ფიცისა და სამხედრო ვალის ერთგულნი დარჩნენ.

    „სამხედროებმა თავდადებით გააგრძელეს დაკისრებული მოვალეობების შესრულება“, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.

  • ვერ შედგა, როგორც ლიდერი – ზარქუა სალომე ზურაბიშვილზე

    “ბატონო გიორგი, პირადად თქვენ პატივს გცემთ და სულ მგონია, თქვენ რომ ჩვენთან პარლამენტში მობრძანდებით, ისეთი სახით მოდიხართ ხოლმე, რომ ქალბატონი პრეზიდენტის მსხვერპლი ხართ. მე თქვენი მესმის, იმიტომ რომ რეალურად ეს ქალბატონი ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის ვერ შედგა, როგორც ლიდერი. ჩვენ ბევრი ვცადეთ, რომ ის ამ გახლეჩილი საზოგადოების დამაკავშირებელი ყოფილიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ის რადიკალების გზას დაადგა […] პრეზიდენტი ისევ ურჩობს. მე ასეთი კითხვა მაქვს: თქვენ პრეზიდენტთან ახლოს ხართ და ინფორმაცია ხომ არ გაქვთ, ქალბატონი სალომე ამ ვეტოთი ხმალაობას როდის მორჩება?”

    განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ.

  • ნორმალური მთავრობისთვის ამოცანა NATO-ს გაფართოების დისკუსიის ცენტრში ყოფნა იქნებოდა – ბოკერია

    ნორმალური მთავრობისთვის ამოცანა NATO-ს გაფართოების დისკუსიის ცენტრში ყოფნა იქნებოდა – ბოკერია

    ნორმალური მთავრობა რომ გვყავდეს, ჩვენი ეროვნული ამოცანაა, ამ პერიოდში საქართველო იყოს NATO-ს გაფართოების დისკუსიის ცენტრში, როგორც დასავლეთის მთავარი მოკავშირე იმისთვის, რომ ვიყოთ დაცულები რუსეთის საფრთხისგან და დავბრუნდეთ ბუნებრივ წიაღში, დასავლურ ცივილიზაციაში, სადაც ქართული იდენტობის ადგილია. ამის ნაცვლად, საქართველო გამუდმებით არის დისკუსიის ცენტრში, ყველაზე ცუდ კონტექსტში, პირდაპირ თუ ირიბად ეხმარება ის პუტინის რეჟიმს, არ იკავებს მკაფიო პოზიციას. ეს არის ღალატის ტოლფასი ვითარება, რომელიც შექმნა ამ რეჟიმმა თავისი ქმედებებით, იმის მიუხედავად, დასრულდება თუ არა ეს სანქციებით.

    აცხადებს ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია.

  • სოფელ გარეჯვარში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

    სოფელ გარეჯვარში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

    გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გარეჯვარში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული  ინფორმაციით, მას ცეცხლსასროლი იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული.

    მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • საქართველოს მთავრობა კიდევ უფრო შორდება NATO-ში გაწევრიანების პოლიტიკის ხაზს – აუსტრევიჩუსი

    “საქართველოს მთავრობა შენელდა და კიდევ უფრო შორდება NATO-ში გაწევრიანების პოლიტიკის ხაზს. ქმნის თუ არა ეს ცვლილება საქართველოს უსაფრთხოების ხელშესახებ პერსპექტივას?

    ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიჩუსი ინფორმაციას, რომ NATO-ს ვილნიუსის სამიტს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ დაესწრება.

  • ვატიკანი საქართველოს მთავრობას კათოლიკური ეკლესიების დაბრუნებას სთხოვს

    ​ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინიმ, საქართველოს მთავრობისგან მრევლისთვის კათოლიკური ეკლესიების დაბრუნება ითხოვა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს წერილობით მიმართა. ინფორმაციას კათოლიკე ეკლესიის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

    წერილს, რომელიც 2023 წლის იანვრით თარიღდება,  სრულად გთავაზობთ:

    “ბატონო პრემიერმინისტრო,

    როგორც გახსოვთ, გასულ სექტემბერს, ნიუ-იორკში ჩატარებული გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის დროს, შესაძლებლობა მომეცა მოგსალმებოდით გენერალური დებატების დაწყებამდე. იმ მოკლე შეხვედრისას მე შევეხე საქართველოში იმ კათოლიკური ეკლესიების დაბრუნების საკითხს, რომლებიც ამჟამად  დაკავებულია მართლმადიდებლური სამრევლოების მიერ.

    ნება მიბოძეთ, მადლობა მოგახსენოთ ყურადღებისა და იმ ინტერესისთვის, რომელიც ამ საკითხის მიმართ გამოიჩინეთ.

    ამის გათვალისწინებით, სასარგებლოდ მიმაჩნია მოკლედ შევაჯამო აღნიშნული საკითხი. საქმე ეხება ექვს კათოლიკურ ეკლესიას: გორის, ქუთაისის, ბათუმის, უდის, ივლიტისა და ბუზმარეთის ეკლესიებს (იხ. დანართი). მართლმადიდებლური სამრევლოები, რომლებიც სადღეისოდ იკავებენ ამ ეკლესიებს, აცხადებენ, რომ ეს ეკლესიები მათ გადასცა ქვეყნის ხელისუფლებამ დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე. ამდენად, ისინი ამ საკითხს განიხილავენ “სახელმწიფო საქმედ”.

    თავდაპირველად, კათოლიკური ეკლესიისთვის ამ ქონების (რომელიც მას კანონიერად ეკუთვნის) დაუბრუნებლობა, ასე თუ ისე, აიხსნებოდა იმით, რომ მართლმადიდებელ მრევლს საკულტო ნაგებობების ნაკლებობა ჰქონდა. უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე კი, მას შემდეგ, რაც მართლმადიდებელი ეპისკოპოსების მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ასეულობით ეკლესია აიგო (მათ შორის, სახელმწიფოს დახმარებითაც), სადღეისოდ ეს პრობლემა აღარ არსებობს.

    ამის გათვალისწინებით, ნება მიბოძეთ, თქვენო აღმატებულებავ, გავიხსენო კათოლიკე ეკლესიის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული არაერთი მეგობრული აქტი. კერძოდ, სხვადასხვა ქვეყანაში რამდენიმე ეკლესიამ დააკმაყოფილა ქართველი მართლმადიდებელი მრევლის საჭიროებანი, როცა გამოუყო მას სალოცავი ადგილები. მაგალითად, რომში აღნიშნული მრევლი იყენებს მონტის წმიდა მაცხოვრის სახელობის ეკლესიას (San Salvatore ai Monti). ამიტომ, პოლიტიკური თვალსაზრისითაც, მისასალმებელი იქნებოდა ერთგვარი “საპასუხო ნაბიჯის” გადადგმა, რაც, სადღეისოდ მაინც, შეიძლებოდა გამოხატულიყო უმანკო ჩასახვის ეკლესიის დაბრუნებით, რომელიც მდებარეობს ქალაქ ქუთაისში, იქ, სადაც ცხოვრობს ყველაზე მრავალრიცხოვანი და ისტორიულად მნიშვნელოვანი რომაულ-კათოლიკური თემი საქართველოში.

    წინასწარ გიხდით მადლობას ყველაფრისთვის, რის გაკეთებასაც ამ საკითხთან დაკავშირებით შეძლებთ და ჩვენი კეთილი ურთიერთობების გაგრძელების იმედით, ვსარგებლობ შემთხვევით, რათა დავუდასტურო თქვენს აღმატებულებას ჩემი უღრმესი პატივისცემა”.

  • ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი არის ამ მდგომარეობაში ჩაყენებული – სააკაშვილის მიმართვა

    “თურმე ევროპამ ბოდიში უნდა მოიხადოს, ევროპარლამენტმა, რომ ითხოვენ ჩემ გათავისუფლებას. მინდა ვუთხრა ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარეს, თქვენ უნდა მოიხადოთ ბოდიში, რომ აი ამ მდგომარეობამდე მომიყვანეთ. აი ამ მდგომარეობამდე მომიყვანეთ, ბოდიში უნდა მოიხადოთ თქვენ ევროპარლამენტარების წინაშე, ჩემ წინაშე, ჩემი ოჯახის წინაშე, უკრაინის სახელმწიფოს წინაშე, რომ მისი მოქალაქე ამ მდგომარეობაში არის, ყველა ქართველის წინაშე, რომ ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი არის ამ მდგომარეობაში ჩაყენებული”,

    საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომას დისტანციურად ერთვება.

  • მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო

    საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო. სასამართლო 7 ნოემბრის საქმეს განიხილავს.

    სასამართლო 7 ნოემბრის საქმეს განიხილავს.

    ცვლილებებია მოსამართლეთა კოლეგიაში, რომლის წევრებიც ნინო ელეიშვილი, მაია ქოქიაშვილი და ლია ორკოდაშვილი იყვნენ, რომელიც საქმეს ჩამოშორდა.

    ოფიციალურ მიზეზად საპენსიო ასაკი დასახელდა. ორკოდაშვილს მოსამართლე ლაშა კლდიაშვილის შეცვლის.