Category: სლაიდერი

  • სანქციები მოადგა რეგიონს, განაცხადოს უარი ხელისუფლებამ რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე – გეგელია

    “ინფორმაცია სანქციების ახალ რაუნდთან დაკავშირებით რამდენიმე საგანგაშო გზავნილს შეიცავს საქართველოსთვის. პირველად ისტორიაში, დაწყებულია საუბარი სანქციებზე, რომელიც დაუწესდება მესამე სახელმწიფოებს, რომელიც რუსეთის ფედერაციას სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. პირველად ისტორიაში, სანქციების კონტექსტში ნახსენებია კონკრეტულად კავკასიის რეგიონი, როგორც აკრძალული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე შესატანად გამოყენებული კორიდორი. ამ ფონზე, საგანგაშოა რომ საქართველოს ხელისუფლებამ სულ ცოტა ხნის წინ ღიად შეიძინა დასავლეთის მიერ სანქცირებული რუსული „კამაზის“ მარკის ავტომობილები. საგანგაშოა, რომ იგივე ხელისუფლება გულმხურვალედ ესალმება რუსეთთან ავიამიმოსვლის განახლებას, რაც შესაძლოა ქართული აეროპორტების და კომპანიების დასანქცირების მიზეზი გახდეს. იგივე ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, საქართველო გადაქცეულია მზარდი ჩინური კაპიტალის ეპიცენტრად. სწორედ ასეთ ვითარებაში ეწვევა საქართველოს ევროკავშირის სანქციების მთავარი წარმომადგენელი, რომელიც, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, სტუმრობს სწორედ ცენტრალური აზიის და კავკასიის რეგიონს, რომელიც სანქციების ბოლო რაუნდის მთავარი სამიზნეა. ეს არის მკაფიო სიგნალი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლების თითოეული მოქმედება არის დაკვირვების საგანი ჩვენი პარტნიორების მხრიდან. თავისი უგუნური და ანტი-ქართული პოლიტიკით, „ქართული ოცნება“ რისკის ქვეშ აყენებს ქართული სახელმწიფოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტაბილურობას.

    „ლელო საქართველოსთვის” დაუშვებლად მიიჩნევს, რომ საქართველო გახდეს სანქციების საგანი “ქართული ოცნების” პარტიული ეგოიზმის გამო. ნებისმიერი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ქართველისთვის, ნებისმიერი პატრიოტული პოლიტიკური ძალისთვის, სრულიად მიუღებელია, რომ ჩვენი სახელმწიფო და ქართველი ხალხი გახდეს სანქციების მსხვერპლი და „ქართული ოცნების” პოლიტიკის გამო დასანქცირდეს არა კონკრეტული პირები, არამედ სრულიად ქართული სახელმწიფო, რასაც ექნება კატასტროფული შედეგი ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. თუმცა, ჩვენი საზოგადოება იმსახურებს იცოდეს, რომ სანქციები მოადგა რეგიონს. შესაბამისად, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ მკაცრად უზრუნველყოს სანქციების დაცულობა; დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სანქცირებული რუსული პროდუქციის შესყიდვა და საქართველოს გეოპოლიტიკური ბედით თამაში; დაუყოვნებლივ განაცხადოს უარი რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე. დაუყოვნებლივ დააწესოს სავიზო რეჟიმი რუსეთთან“,

    აცხადებს  „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ განაცხადოს უარი რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე და დააწესოს სავიზო რეჟიმი რუსეთთან.

  • უკრაინელი სამხედროები უახლოეს მომავალში, უკრაინაში წარმოებულ ტანკებს გამოიყენებენ – რეზნიკოვი

    უკრაინის  თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ მათი სამხედროები უახლოეს მომავალში, საკუთარი წარმოების ტანკებს გამოიყენებენ. რეზნიკოვმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებს სჭირდებათ ჯავშანტექნიკა იმისთვის, რომ დაიცვან თავი და შეინარჩუნონ სიცოცხლე.

    ”დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინული ტანკი, Oplot BM, უნდა იყოს სატანკო კოალიციის პირველ რიგებში. უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი ძლიერია. ეჭვი არ მეპარება, ჩვენ განვავითარებთ მას – განაცხადა რეზნიკოვმა.

  • “უკრაინის დარტყმის შედეგად, ლუგანსკში რუსეთის დუმის დეპუტატი დაიჭრა” – მედია

    რუსული მედიის ცნობით, “უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმის შედეგად ლუგანსკში რუსეთის დუმის დეპუტატი, ვიქტორ ვოდოლაცკი დაშავდა”. ვოლოდაცკი “ედინაია რასიას” წევრია და დუმაში დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა. ის მხარს უჭერს რუსეთის შეჭრას უკრაინაში და ევროკავშირის, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა სხვა ქვეყნების სანქცირებულთა სიაშია.

    “დამატებითი ინფორმაციის თანახმად, ქალაქ ლუჰანსკზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავდა ექვსი ბავშვი და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ვიქტორ ვოლოდაცკი”, -აცხადებს, ლუჰანკის ე.წ. ხელმძღვანელი ლეონიდ პასეჩნიკი.

  • ყირიმში რუსული სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა – დაიღუპა ორივე პილოტი

    რუსული გამოცემა RBC -ის ცნობით, დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსული სამხედრო ვერტმფრენი – Mi-28 ჩამოვარდა. გამოცემის ცნობით, ჩამოვარდნის შედეგად ორივე პილოტი დაიღუპა.

    შემთხვევა, ყირიმში, ჯანკოის რაიონში მოხდა.

    ვერტმფრენი საწვრთნელი ფრენისას ჩამოვარდა, წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა.

  • ევროპული სასამართლოს პასუხით ახალი რეპუტაციული ზიანი არ მიადგა ქვეყანას – ზურაბიშვილი

    მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, არ დათანხმებულიყო გადაუდებლად ყოფილი პრეზიდენტის უცხო ქვეყნის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას.

    მნიშვნელოვანია, რომ ამ გადაწყვეტილებით ახალი რეპუტაციული ზიანი არ მიადგა საქართველოს, მით უმეტეს, იმ დროს, როდესაც განიხილება საქართველოს კანდიდატის სტატუსი.

    ამავე დროს, მიმაჩნია, რომ აუცილებელია, მომავალშიც უზრუნველყოფილი იყოს მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება.

    წერს Facebook-ზე საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

  • ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციისა, რუსეთთან მოკავშირეების გარეშე დარჩენის ზღვარზეა – პარტიები

    ” „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი, კიდევ ერთხელ, მნიშვნელოვანი დარტყმის ქვეშ დააყენა და ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციისა და ოკუპანტი რუსეთის გავლენის სივრცეში დატოვების რეალური საფრთხე შეუქმნა, რითაც პირდაპირ გაზარდა მტრის ხელახალი თავდასხმისა და აგრესიის რისკები საქართველოს მიმართ.
    საერთაშორისო სისხლის სამართლის დამნაშავედ და ტერორისტული სახელმწიფოს მეთაურად აღიარებული ვლადიმერ პუტინის განკარგულებითა და საქართველოს ხელისუფლების თანხმობით, მომავალი კვირიდან რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენა იგეგმება.
    საქართველოს მთავრობა ცრუობს, თითქოს, პუტინის რეჟიმთან ერთად, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის გასაძლიერებლად მიიღო. სინამდვილეში, ეს სულაც არ არის უანგარო და უწყინარი გადაწყვეტილება, როგორადაც წარმოაჩენს ამას ხელისუფლების პროპაგანდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში, საქართველოს აეროპორტებში მოქმედ კომპანიებს სანქციები ემუქრება.
    ფაქტია, „რუსულმა ოცნებამ“ საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსის ცვლილებისა და რუსული ავტორიტარიზმის დამყარების ფინალური ეტაპი დაიწყო.
    მხოლოდ მიმდინარე თვის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა ნატო-ს სწავლება „მცველი 2023“-ში მონაწილეობაზე, თავს დაესხა ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტსა (IRI) და ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს (NDI), დატოვა სიდიდით მეორე ევროპული პოლიტიკური ოჯახი, თანხმობა განაცხადა რუსეთთან პირდაპირ საჰაერო მიმოსვლაზე.
    საქართველო საერთაშორისო იზოლაციისა და მტერთან – რუსეთთან მოკავშირეების გარეშე დარჩენის ზღვარზეა. პუტინისა და ივანიშვილის ამ გადაწყვეტილების გამო, საქართველო ღიად უპირისპირდება რუსეთის სანქცირების დასავლურ პოლიტიკას. საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ უპირისპირდება საკუთარი, ჩვენი და მთელი ცივილიზებული სამყაროს თავისუფლებისთვის მებრძოლ უკრაინას.
    ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში, მაშინ, როდესაც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი ასეთი რეალურია, ივანიშვილი კიდევ ერთხელ გვიყენებს საკითხს: ევროპა, თუ რუსეთი? მშვიდობა, კეთილდღეობა და დაცულობა ერთიან ევროპულ ოჯახში, თუ სიღარიბე, მონობა და უპერსპექტივობა დამარცხებულ რუსეთთან ერთად?
    საქართველოს საზოგადოებამ კიდევ ერთხელ, ერთიანად, მკაფიოდ და ხმამაღლა უნდა თქვას: არა მტერთან კოლაბორაციას, არა რუსულ მთავრობას, ერთად ევროპისკენ!
    ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული, პროდასავლური პოლიტიკური პარტიები გავაკეთებთ ყველაფერს, ამ რეჟიმის დემოკრატიულად შესაცვლელად, საქართველოს საერთაშორისო იზოლაციისა და რუსეთის მიერ თავისუფლებისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის ხელყოფისაგან დასაცავად იმისთვის, რომ ისტორიის გზაგასაყარზე მყოფი ჩვენი ქვეყანა შეუქცევადად დაადგეს დეოკუპაციის, ევროკავშირსა და ნატოში მიმავალ გზას.
    „გირჩი-მეტი თავისუფლება“
    „ელენე ხოშტარია – დროა“
    „ლელო საქართველოსთვის“
    „სტრატეგია აღმაშენებელი“
    „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
    „ევროპული საქართველო“
    ,,კანონი და სამართალი” “

    გირჩი- მეტი თავისუფლება, დროა, სტრატეგია აღმაშენებელი, ლელო საქართველოსთვის, ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით ერთიან განცხადებას აქვეყნებენ.

  • თითქმის 2 წელია მაწამებენ, აბსოლუტურად გამოგონილი ბრალდებებით – სააკაშვილი

    სტრასბურგში იურიდიული პროცესი გრძელდება. ჩემი ბრძოლა სიცოცხლისთვის, საქართველოსთვის, უკრაინისთვის გრძელდება.

    მე მინდა, ყველა ჩემმა მომხრემ და საერთოდ საღი აზრის მქონე ყველა ადამიანმა გაიაზროს, რომ უკვე თითქმის ორი წელია მაწამებენ, აბსოლუტურად გამოგონილი ბრალდებებით, სრულიად უდანაშაულოს.

    ჩემი ერთადერთი დანაშაული არის ის, რომ რუსეთის ცხვირწინ შევქმენი ნამდვილი სახელმწიფო და მყარად შემოვატრიალე ის ევროკავშირისა და ნატოსკენ. ახლა ამას ყველაფერს დიდი საფრთხე ემუქრება და ამიტომაც ვყავარ პუტინის ბრძანებით ციხეში.

    ქართველებმა მთელს მსოფლიოში და პირველ რიგში, საქართველოში – უფრო ხმამაღლა ამოიღეთ ხმა ამ უსამართლობაზე!

    მე მთელი შეგნებული ცხოვრება ვიბრძვი საქართველოს თავისუფლებისთვის, მინდა რომ საქართველომაც კიდევ უფრო ხმამაღლა ამოიღოს ხმა ჩემი, ნიკას, ლაზარეს, ყველა უსამართლოდ დაპატიმრებულის თავისუფლებისთვის.

    მხოლოდ უცხოეთი ჩვენს საქმეს ვერ გააკეთებს, დასავლეთი და თავისუფალი სამყარო დაგვეხმარება მხოლოდ მაშინ, თუ დაინახავს ჩვენს შემდგომ შეუპოვარ ბრძოლას. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო არ იქნება მხოლოდ უკრაინის იმედზე.

    წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ საააკაშვილი.

  • პასუხისმგებლები არიან, ვინც მას ცრუ მოლოდინებს უქმნის – ბრეგაძე სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

    მე პასუხისმგებელი ვარ იმაზე, რომ მას მიეწოდოს ყველა ის მომსახურება, პენიტენციური დაწესებეულების ფარგლებში. ის საჭიროებს მკურნალობას? ის იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში. ის რომ არ იმყოფებოდეს სამედიცინო დაწესებულებაში, მასთან არ შედიოდეს ექიმი, მას რაიმე სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდეს და ვერ იღებოდეს, ამაზე ვიქნებოდით პასუხუსიმგებელი, მაგრამ მას რაც სჭირდება, აქვს ყველაფერი.

    ახლა მე გეტყვით ერთს დამატებით – პასუხისმგებელი მისი ჯანმრთელობის ამგვარ მდგომარეობაზე არიან ის ადამიანები, ვინც აქეზებენ და უქმნიან ცრუ მოლოდინებს, თითქოს ჯანმრთელობის ხელოვნურად გაუარესებით მოიპოვებს თავისუფლებას, სწორედ ის ადამიანები, ვინც პირდაპირ ეთერში მოუწოდებდნენ, არ შეეწყვიტა შიმშილობა, ეშიმშილა, ვინც მას უქმნის ცრუ მოლოდინებს, რომ თუ დაიკლებს წონაში, თუ გაიაურესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას და იქნება ათასი სხვაგვარი სიმულაცია, ის მოიპოვებს თავისუფლებას.

    აცხადებს, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას.

  • თუ ექიმების რეკომენდაცია იქნება, იქნება გადაყვანილი პენიტენციურ დაწესებულებაში – ბრეგაძე სააკაშვილზე

    “მე მოგახსენეთ, რომ ჩვენ ყოველთვის ვმოქმედებთ, როდესაც საკითხი ეხება ადამიანის ჯანმრთელობას, სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციებით. გამომდინარე აქედან , თუკი იქნება ექიმების რეკომენდაცია რომ შესაძლებელია მისი გადაყვანა პენიტენციურ დაწესებულებაში, ის იქნება გადაყვანილი პენიტენციურ დაწესებულებაში. ამ დროისთვის ის იმყოფება კლინიკა “ვივამედში” და რაიმე სახის ობიექტური წინაპირობა იმისთვის რომ ის ან სხვა კლინიკაში იყოს გადაყვანილი ან პენიტენციურ  დაწესებულებაში, ამ ეტაპზე არ არსებობს. შესაბამისად ის არსებობს მკურნალობას კლინიკა “ვივამედში,”

    საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, რაიმე წინაპირობა იმისთვის მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნას სხვა სამედიცინო კლინიკაში ან პენიტენციურ დაწესებულებაში, არ არსებობს.

  • დემოკრატიაში უკუსვლა ჩვეულებრივი ამბავი იყო, როცა მათი სალოლიავებელი სააკაშვილი იყო პრეზიდენტი – ვოლსკი

    დემოკრატიაში უკუსვლა ჩვეულებრივი ამბავი იყო, როცა მათი სალოლიავებელი სააკაშვილი იყო პრეზიდენტი – ვოლსკი

    „ვფიქრობ, ნებისმიერი მისია, რომელსაც აუცილებლად მოვითხოვთ არჩევნებისთვის და გარკვეული პერიოდით ადრე, დაადასტურებს იმას, რომ არავითარი უკუსვლა დემოკრატიაში არ არის. დემოკრატიაში უკუსვლა, ადამიანის გატყავება და ამას პირდაპირი გაგებით ვამბობ, წამება და მოკვდინება ჩვეულებრივი ამბავი იყო, როცა მათი სალოლიავებელი მიშა სააკაშვილი იყო პრეზიდენტი. უამრავი ადამიანი მკვლელებად და მწამებლებად აქციეს, ასეთი მართვა იყო. წინსვლა არ გექნებოდა სამსახურში თუ სადისტი არ იყავი. რაც შეეხება არჩევნებს, ყველა, მათ შორის, ჯინ შაჰინი, ჯიმ რიში, ითხოვდა, რომ პროპორციული იყოს, არათუ პროპორციული იქნება, ელექტრონულად ჩატარდება. თუკი ვინმემ დაარღვია და გააყალბა, ეს იყო პარალელური დათვლა, რომელიც ჩაატარა ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და სამი თვის მერე აღიარა, მას მერე რაც რევოლუციამ განვითარება ვერ ჰპოვა, თორემ შეტევა, ცეცხლი, დავი-დარაბა ხომ იყო? (თამარ) ჟვანია აღმოჩნდა მართალი და მტყუანი – პარალელურად დამთვლელი ორგანიზაცია. აი მაშინ შაჰინს თავის მკაცრი განცხადება უნდა გაეკეთებინა და დღესაც მისი განცხადება გაცილებით ავტორიტეტული იქნებოდა. რაც შეეხება მეთვალყურეობის თემას, არჩევნებზე მეთვალყურეობა აუცილებელია იმის მიუხედავად, რომ სულ რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებელი იყოს მთელი საარჩევნო ადმინისტრაცია, ვერანაირად ვერ შეძლებენ “ქართული ოცნების” სასარგებლოდ რაიმე გადაწყვეტილების მიღებას, სისტემაა ასეთი,”

    ასე პასუხობს პარლამენტის პირველი ვიცე – სპიკერი გია ვოლსკი ამერიკელი სენატორების ჯინ შაჰინის და ჯიმ რიშის განცხადებას, რომლებიც დემოკრატიული წინსვლის შეჩერებაზე საუბრობენ.