Category: სლაიდერი

  • ხელისუფლებას აქვს შანსი, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და სააკაშვილი გაათავისუფლოს – ხაბეიშვილი

    უდიდესი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ამოცანა აქვს ჩვენს ქვეყანას, რაც უკავშირდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და საქართველოს ევროპულ მომავალს. ,ჩვენ გუშინ ვიხილეთ პუტინთან მებრძოლი მთავარსარდლის, პრეზიდენტ ზელენსკის განცხადება, რომელიც ითხოვს უკრაინის მოქალაქის, პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებას და გადაცემას, როგორც უკრაინის მოქალაქის. ამ თვეების განმავლობაში, რაც პუტინი ტერორისტულ მოქმედებებს აწარმოებს უკრაინაში, ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება არ შეუერთდა სანქციებს, არ ეხმარება უკრაინას, ანტიუკრაინული კამპანია აქვს, აღადგინა ფრენები, არსებობს ეჭვი, რომ სანქციების გვერდის ავლა ხდება საქართველოში, ფაქტობრივად, სრულიად ცივილიზებულმა სამყარომ იცის, რომ საქართველოს ხელისუფლება მინიმუმ კარგად არ იქცევა. ამას ვამბობ დიდი მოწიწებით, როცა ვამბობ, რომ მინიმუმ კარგად არ იქცევა.

    საქართველოს ხელისუფლებას აქვს ისტორიული შანსი ამ უთანასწორო ბრძოლაში, როცა ფაქტობრივად, პუტინთან მებრძოლ მთავარსარდალს ერთადერთი თხოვნაღა აქვს საქართველოსთან – გადასცეს მისი მოქალაქე, თანამდებობის პირი, პრეზიდენტ სააკაშვილი, რომელიც ასევე პუტინთან მებრძოლი მთავარსარდალია. ზელენსკის განცხადების შემდეგ, ჩვენ ვნახეთ რუსეთის სანქციების კოორდინატორის, მაკფოლის განცხადება, რომელიც ასევე პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებას ითხოვს. ვნახეთ ბილ ბრაუდერის მოწოდება, ისიც ითხოვს პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებას.

    ცივილიზებული სამყარო შეთანხმებულია, რომ პუტინთან მებრძოლი მთავარსარდალი, პროდასავლელი რეფორმატორი ლიდერი ციხეში წამებით არ უნდა მოკვდეს. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას აქვს კიდევ ერთი შანსი – მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და პრეზიდენტ სააკაშვილი გაათავისუფლოს და ეს ერთი მოთხოვნა მაინც შეუსრულოს უკრაინის პრეზიდენტს.

    ამბობს ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.

  • სასწრაფოდ უზრუნველყონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მკურნალობა საზღვარგარეთ – მაია სანდუ სააკაშვილზე

    ღრმად შეწუხებული ვარ მიხეილ სააკაშვილის შემაშფოთებელი ფოტოების გამო სასამართლოში, რამაც ციხეში ყოფნის პერიოდში ჯანმრთელობის მძიმე გაუარესება აჩვენა. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, პრიორიტეტად აქციოს მისი კეთილდღეობა და სასწრაფოდ უზრუნველყონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ.

    წერს მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ ტვიტერზე.

  • კობახიძის თქმით, პრაიდის უსაფრთხოების დასაცავად პოლიცია მობილიზებულია

    ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, პრაიდის უსაფრთხოების დასაცავად პოლიცია მობილიზებულია.

    “ამ დღეებშიც იმართება შესაბამისი შეკრებები და პოლიცია არის მობილიზებული იმისთვის, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული”, – თქვა მან კონფერენციაზე, რომელზეც 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ ანგარიში წარადგინა.

  • ელჩისთვის ქვეყნის დატოვების თხოვნა უკიდურესად მკაცრი ფორმაა, ოცნება ამას იმსახურებს – კულება

    “როდესაც სახელმწიფო რაღაცით უკმაყოფილოა, პირველი რეაქცია არის პროტესტი. მეორე დონე არის ელჩის კონსულტაციებისთვის გამოძახება. და რეაქციის მესამე დონე, რამდენიმე საფეხურით მაღალი სიმძიმით, არის სთხოვო ამ ქვეყნის ელჩს, დატოვოს უკრაინა თავის მთავრობასთან კონსულტაციებისთვის. დიპლომატიაში ეს უკიდურესად მკაცრი ფორმაა, მაგრამ საქართველოს მთავრობა ამას იმსახურებს”.

    უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ამის შესახებ მან უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა. მან  მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის კადრების გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა.

  • პოლიტიკურად მოტივირებული წამებაა -ბროუდერი სააკაშვილზე

    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შემზარავი სურათები დღეს მისი სასამართლო სხდომიდან გავრცელდა. ნებისმიერმა, ვინც ამბობს, რომ მას ცუდად არ ეპყრობიან, ეს სურათები უნდა ნახოს. ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული წამება. ეს კაცი დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს.

    წერს ტვიტერზე ბრიტანელი ფინანსისტი და პუტინის რეჟიმის კრიტიკოსი, მაგნიტსკის აქტის ავტორი, ბილ ბროუდერი.

  • რუსეთი უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს“ – ზელენსკიმ საქართველოს ელჩს 48 საათში ქვეყნის დატოვების განკარგულება მისცა

    „ზუსტად ახლა, რუსეთი უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს“ – ასეთი კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა სააკაშვილის სასამართლო პროცესზე, რომელზეც საქართველოს მესამე პრეზიდენტი ვიდეოჩართვით გამოჩნდა.

    ზელენსკიმ დასძინა, რომ მან საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა გამოიძახოს საქართველოს ელჩი უკრაინაში, და გამოუთქვას მას მკაცრი პროტესტი, და შესთავაზოს უკრაინის დატოვება 48 საათის განმავლობაში თავისი ქვეყნის დედაქალაქში კონსულტაციების გასამართად.

    „კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი გადასცეს უკრაინას აუცილებელი მკურნალობისა და მოვლისთვის“, – დასძინა ზელენსკიმ.

  • ზელენსკიმ საქართველოს ელჩს უკრაინაში 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვების განკარგულება მისცა – გვარამია

    “ზელენსკიმ საქართველოს ელჩს უკრაინაში 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვების განკარგულება მისცა. საქართველოს ელჩი უკრაინაში უკან არ დაიშვება, ვიდრე უკრაინას არ დაუბრუნებენ მის მოქალაქეს მიხეილ სააკაშვილს!”

    წერს ამის შესახებ, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

  • ”არ ვუპასუხებ.. მასთან პოლემიკაში შესვლას არ ვაპირებ” – ცისკარიშვილი მელიაზე

    ”არ ვუპასუხებ. მასთან პოლემიკაში შესვლას არ ვაპირებ”. – ასე პასუხობს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”  გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას.

    ”არანაირად არ ვუპასუხებ. არსებობს Facebook, სოციალური ქსელი მეც მაქვს, თქვენც გაქვთ. თუ ვინმეს სურვილი ექნება გამოეხმაურება სოციალურ ქსელში შესაბამის ადამიანს, პოლიტიკოსს, რომელიც სოციალური ქსელით მოგვმართავს. თუ ვინმეს უნდა რომ დაგვეხმაროს და ჩაერთოს ამ ფერხულში ჩვენ მუდმივად აქტიურობა გვაქვს, როგორც პარტიის კუთხით, ასევე მიშას საკითხების გარშემო. დღესაც აქცია გვქონდა, უცხოეთშიც დავდივართ, ჩვენ პარტნიორებთან ვსაუბრობთ. ბევრ რაღაცას ვაკეთებთ. დაინტერესდნენ გაიგონ. საკუთარი დავალებები, თუ ფუნქციები იტვირთონ და განახორციელონ…მე მასთან პოლემიკაში შესვლას და თქვენი ძვირფასი ეთერის დახარჯვას ნამდვილად არ ვაპირებ. სხვა რამე უფრო აქტუალური საკითხებით თუ გაქვთ, გნებავთ ოცნებასთან დაკავშირებით, ხალხზე, ეკონომიკაზე, რეფორმებზე პენსიებზე მკითხეთ,  დიდი სიამოვნებით გაგესაუბრებით.” – ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.

    ცნობისთვის, ენმ-ის ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ  ენმ-ის ხელმძღვანელობას კითხვით მიმართა, თუ რას აკეთებენ და რას გეგმავენ ისინი  საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამოყვანისთვის, როცა ხელმძღვანელობა უწყვეტ აქციებს აანონსებდა.

    ”თუ ახლა არის რამის დრო, არის პირველ რიგში გულწრფელობის დრო, სიმართლის თქმისა და სიყალბის დასრულების დრო, ისე არ იქნება არც ერთობა და არც გამარჯვება.ყველა ნორმალური ადამიანი, დღეს შეშფოთებულია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობით, ფაქტია; პოლიტიკოსის ფუნქცია კი ამ შეშფოთების მიღმა ქმედების პროცესში ასახვაა, არა პროცესში პროცესისთვის, აქციაში აქციისათვის, არამედ შედეგისათვის.

    ვამბობდი და ვამბობ რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ერთადერთი გზა ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაა და პასუხად ვისმენდი რა დროს ეგაა, მიშაა სასწრაფოდ ციხიდან გამოსაყვანი, დღეები არ იცდის და საათებს აქვს მნიშვნელობაო.

    შედეგად კი მივიღეთ მხოლოდ პროცესის გაწელვა, პარტიის გახლეჩვა და დასუსტება, ფიზიკურად პარტიის წინახაზის მებრძოლებისაგან დაცლა;

    რას აკეთებთ და გეგმავთ მიშას გამოყვანისა და უწყვეტი აქციების დაპირებით მოსულები? ვოლიდან ვოლზე სურათს დაატარებთ და ვიშვიშებთ, ხვალ 50 კაციან აქციას ჩაატარებთ, (აქციისთვის და არა შედეგისთვის – რაც არასდროს გამიკეთებია), ხვალ ზოგი წავა და საკუთარი სახლების მშენებლობას დახედავს, ზეგ სამარცხვინოდ პოპულისტური განცხადებით გამოვლენ საპენსიო ასაკის დაწევაზე.

    ამასობაში საპარლამენტო სიას წერენ და თავის ადგილს ეძებენ ოცნების მომავალ პარლამენტში, ისევ ფორმალური „ოპოზიციონერობისათვის“. ამასობაში მოვა პარასკევი და გაიშლება პარტიის ლიდერშიფი კომედიურ ტვ შოუებში; აი ასეთი კომედიური ვითარება მივიღეთ.
    მაქვს კონკრეტული კითხვა:
    მიხეილ სააკაშვილის შტაბის ხელმძღვანელთან, პარტიის თავმჯდომარესთან, კეზერაშვილთან, მერაბიშვილთან, იმ ჯგუფთან რომელიც საკითხის ურგენტულობიდან გამომდინარე ახალ წელს ღამეებს პრეზიდენტის სასახლესთან ატარებდა….

    ახლა რას აკეთებთ, როდემდე აპირებთ ამ სიყალბის პოლიტიკურ პროცესად გაყიდვას?
    ფორმალური რეპლიკები თქვენ რა გააკეთეთ – არ მიიღება, ბევრი რამ და მთავარი – ტყუილი არ მიკადრებია არც ხალხისთვის და პირველ რიგში არც პატიმრისთვის” – დაწერა ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში.

  • რასაც ”ოცნება” აკეთებს სააკაშვილის მიმართ, არაადამიანურია და მთელი ერის პასუხისმგებლობაა – იუკნევიჩიენე

    რასაც ”ოცნება” აკეთებს სააკაშვილის მიმართ, არაადამიანურია და მთელი ერის პასუხისმგებლობაა – იუკნევიჩიენე

    “რასაც ქართული ოცნება აკეთებს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ეს არაადამიანურია და მთელი ერის პასუხისმგებლობაა. წამება აკრძალულია საერთაშორისო სამართლის მიხედვით.

    იმედი მაქვს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ეყოფა გამბედაობა და შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს”

    ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე და საქართველოს მესამე პრეზიდენტის დღევანდელ სასამართლო პროცესზე გამოჩენას და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება.

  • დღევანდელი ფოტოები შოკისმომგვრელია, მსოფლიო არ დაუშვებს საქართველოს ექსპრეზიდენტი პატიმრობაში მოკვდეს – მაკფოლი

    “დღეს გამოქვეყნებული ფოტოები აბსოლუტურად შოკისმომგვრელია. ის სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს.
    მსოფლიო არ დაუშვებს საქართველოს ექსპრეზიდენტი პატიმრობაში მოკვდეს”

    რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორი მაიკლ მაკფოლი საქართველოს მესამე პრეზიდენტის დღევანდელ სასამართლო პროცესზე გამოჩენას და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება.