Category: სლაიდერი

  • არ ვფიქრობ, რომ ომი შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს – ჯო ბაიდენი

    “არ მგონია, რომ ომი (რუსეთი უკრაინასთან – რედ.) შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს, ორი მიზეზის გამო. ნომერი პირველი: არ მგონია, რომ რუსეთს შეუძლია სამუდამოდ მხარი დაუჭიროს ომს, პირველ რიგში, რესურსებისა და პოტენციალის გათვალისწინებით. მეორე. მე ვფიქრობ, რომ იქნება გარემოებები, როდესაც საბოლოოდ პრეზიდენტი პუტინი გადაწყვეტს, რომ რუსეთის ინტერესებში არ შედის – ეკონომიკურად, პოლიტიკურად და სხვაგვარად – ამ ომის გაგრძელება.”

    აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი ჰელსინკში გამართულ პრესკონფერენციაზე.

  • პუტინის უახლოეს კაბინეტებშიც ჩვენი წყაროები გვყავს – კირილ ბუდანოვი

    პუტინის უახლოეს კაბინეტებშიც ჩვენი წყაროები გვყავს  – ამის შესახებ, უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი აცხადებს.

    “ჩვენ ჩვენი წყაროები გვყავს. პუტინის უახლოეს კაბინეტებშიც, ასე რომ ვთქვათ. ამიტომ ვიცით ხოლმე რა ხდება”, – ამბობს ბუდანოვი Reuters-თან ინტერვიუში.

  • ყოველ დღესასწაულზე პატრიარქის შესახებ სხვადასხვა ცრუ ინფორმაცია ჩვეულებრივ ამბად აქციეს – ჯაღმაიძე

    “ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულაცია, სკანდალის აგორება და ამით საკუთარი თავისკენ ყურადღების მიპყრობა, საზოგადოების დაზაფრა ,,წყარომ” თუ ,,წყაროებმა”, სამწუხაროდ, მუდმივ საქმიანობად გაიხადეს. ყოველ დღესასწაულზე პატრიარქის შესახებ სხვადასხვა ცრუ ინფორმაცია ჩვეულებრივ ამბად აქციეს, სირცხვილია”,

    აცხადებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან.

  • იმედია, ზურაბიშვილი ახლა მაინც არ იმოქმედებს ვიღაცის კარნახით – კობახიძე სააკაშვილის შეწყალებაზე

    “მე იმედი მაქვს, ამ შემთხვევაში მაინც ის [სალომე ზურაბიშვილი] მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც საბოლოო ჯამში, ქვეყნის ინტერესებშია. არა ვიღაცის ინტერესების კარნახით იმოქმედებს, არამედ იმოქმედებს ქვეყნის ინტერესების კარნახით.

    თქვა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

  • ბათუმში შვილის გაუპატიურებაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

    ბათუმში შვილის გაუპატიურებაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

    ბათუმში 13 წლის შვილის გაუპატიურებაში ბრალდებულ კაცს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

    40 წლამდე მამაკაცი 12 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის მესამე ნაწილის “ე” და მეოთხე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გაუპატიურება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 15-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

  • “ვაგნერი” უბრალოდ არ არსებობს! – ვლადიმერ პუტინი

    “ვაგნერი” უბრალოდ არ არსებობს! – ამის შესახებ,  რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა  კრემლის ღონისძიებაზე, განაცხადა  რომელსაც  “ვაგნერის” 35 მეთაური, მათ შორის ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინიც ესწრებოდა. რუსულმა “კომერსანტმა”  ვლადიმერ პუტინს ჰკითხა, დარჩებოდა თუ არა “ვაგნერი” საბრძოლო შენაერთად.

    “ვაგნერი არ არსებობს! ჩვენ არ გვაქვს კანონი კერძო სამხედრო ორგანიზაციების შესახებ! ის უბრალოდ არ არსებობს! ასეთი იურიდიული პირი არ არსებობს”, – თქვა პუტინმა.

  • მელაძის ავტომობილის ძარცვის საქმეზე შსს-მ ერთი ადამიანი დააკავა

    TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის ავტომობილის ძარცვის საქმესთან დაკავშირებით 1 ადამიანი დააკავეს.  მელაძე ამბობს, რომ გუშინ საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს და დაზარალებულად ცნეს.

    ჩემი პროტესტის შემდეგ დამიკავშირდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროდან, მითხრეს, რომ მცნობდნენ დაზარალებულად და მომანიჭეს ეს სტატუსი. ვიყავი საგამოძიებო უწყებაში მისული. გამომძიებელთან საუბრის დროს გავარკვიე, რომ მხილებულია პირი, რომელმაც ჩაიდინა ეს დანაშაული პოლიციის მტკიცებით, თუმცა არ მეუბნებიან ვინ არის, რა ინტერესი ჰქონდა, აქვს თუ არა კრიმინალური წარსული. […] ფაქტია, რომ ავტომობილიდან წაღებულია მხოლოდ ის ნივთები, რომლებიც ჩემთვის იყო მნიშვნელოვანი ჟურნალისტური საქმიანობის განსახორციელებლად“, – განაცხადა ნოდარ მელაძემ ფორმულასთან საუბრისას.

  • ლავროვის რიტორიკის მიუხედავად, უკრაინა დასავლურ გამანადგურებლებს მიიღებს – კულება

    “უკრაინა მიიღებს F-16 ტიპის გამანადგურებლებს, როგორც ეს დაგეგმილია. რუსეთი კი ამას “გადაყლაპავს” მიუხედავად ლავროვის ბინძური რიტორიკისა”

    უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, უკრაინა აუცილებლად მიიღებს დასავლურ F-16 ტიპის გამანადგურებლებს და მათ რუსული ბინძური განცხადებების არ ეშინიათ.

  • საქართველოს მოქალაქეები სომხეთში წასვლას ID ბარათებითაც შეძლებენ

    საქართველოს მოქალაქეები სომხეთში წასვლას ID ბარათებითაც შეძლებენ

    საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები სომხეთში წასვლას ID ბარათებითაც შეძლებენ. “საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მოქალაქეთა ორმხრივი უვიზო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება ძალაში შევიდა.

    “შეთანხმების თანახმად, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებს უფლება აქვთ იმოგზაურონ საქართველოდან სომხეთში და პირიქით, ბიომეტრიული პირადობის მოწმობით, საერთაშორისო მიმოვლისათვის ნებადართული სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით”.-აღნიშნულია განცხადებაში.

  • “კობახიძის კრეატიულობა უსაზღვროა… მაინტერესებს, იყო თუ არა ასეთი თხრობა მისი იურიდიული განათლების ნაწილი გერმანიაში” – კრამონი

    “ის უბრალოდ ყოველდღიურად უმჯობესდება. როგორც ჩანს, კობახიძის კრეატიულობა უსაზღვროა.  მაინტერესებს, იყო თუ არა თხრობის ასეთი სტილი მისი იურიდიული განათლების ნაწილი გერმანიაში ან საიდან ისწავლა ეს. იქნებ ჯობია დიუსელდორფის უნივერსიტეტის გერმანელ პროფესორებთან გადავამოწმოთ”,

    ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე წერს, რითიც ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც “ოცნების” თავმჯდომარემ თქვა, რომ “ვიოლა ფონ კრამონი რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი სატელიტი და არასერიოზული ადამიანია”.