Category: სლაიდერი

  • არსებობს საშიშროება, რომ არჩევნებზე ახალგაზრდების წინააღმდეგ იყოს გამოყენებული – დეკანოიძე „თავდაცვის კოდექსზე“

    „თავდაცვის მინისტრის მოადგილეს გრიგოლ გიორგაძეს, საპარლამენტო ტრიბუნიდან ვუთხარი, რომ არ მჯერა „ქართული ოცნების“ პირობებში მათ აინტერესებთ ძლიერი შეიარაღებული ძალები, ძლიერი თავდაცვის ძალები, ვინაიდან, ეს არის ხელისუფლება, რომელიც 11 წლის განმავლობაში საკუთარ სახელმწიფოს ადანაშაულებდა ომის დაწყებაში და ეს არის ხელისუფლება, რომელსაც არ გამოუხატავს გულისხმიერება და სოლიდარობა უკრაინის მიმართ. გარდა ამისა „თავდაცვის კოდექსში“ არის თავები, რომელთა წინააღმდეგი ვარ, ეს არის ალტერნატიული სამსახური, რომელიც შეიძლება გადაიქცეს კორუფციის ერთ-ერთ ნიშნულად. კანონი ყველას არ მიესადაგება, არის დისკრიმინაციული და გარდა ამისა არსებობს საშიშროება, რომ არჩევნებზე შესაძლებელია ახალგაზრდების წინააღმდეგ იყოს გამოყენებული“,

    საქართველოს პარლამენტის წევრის, ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, „თავდაცვის კოდექსი“ დისკრიმინაციულია.

  • არჩევანი ჩვენია და არანაირი რუსული ვეტო ნებადართული არ უნდა იყოს – ზურაბიშვილი NATO-ზე

    “ვილნიუსში ატლანტიკურმა ალიანსმა უკრაინისადმი თავისი ერთიანობა და ურყევი მხარდაჭერა აჩვენა.

    გულითადად მივესალმები ამ გადაწყვეტილებებს, რომლებიც აძლიერებენ უკრაინის უსაფრთხოებასა და მიზანდასახულობას.

    ძლიერი ალიანსი საქართველოსა და უკრაინისთვის ერთადერთი გზაა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის.

    არჩევანი ჩვენზეა და არანაირი რუსული ვეტო ნებადართული არ უნდა იყოს.”

    წერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. 11-12 ივლისს ვილნიუსში NATO-ს სამიტი მიმდინარეობს, რომელზეც საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი არ მიიწვიეს.

  • თუ ღარიბაშვილი გადაიღებს კინოს და წულუკიანი დადგამს სპექტაკლებს, ჩვენ უნდა წავიდეთ – ბერძენიშვილი

    თუ ღარიბაშვილი გადაიღებს კინოს და წულუკიანი დადგამს სპექტაკლებს, ჩვენ უნდა წავიდეთ – ბერძენიშვილი

    “მთავრობას, რომელსაც მიაჩნია, რომ ხელოვნება უნდა მართოს და ისე უნდა გადაიღონ კინო როგორც მას მიაჩნია სწორად და ისე არა, როგორც რეჟისორს მიაჩნია, ისე უნდა წერონ მწერლებმა, როგორც ირაკლი იტყვის და შარლ პერომ ისე უნდა დაწეროს ზღაპარი როგორც ირაკლი იტყვის, უწიგნურების შეტევა წიგნიერებაზე, არის ჩვეულებრივი მოვლენა და ამ შემთხვევაში პირველი და ერთადერთი დამარცხებაც კი ნიშნავს კატასტროფას. კინოცენტრი არ უნდა დამარცხდეს იმიტომ, რომ ესაა საქართველოს დამარცხება. თუკი აქ ირაკლი ღარიბაშვილი გადაიღებს კინოს და თეა წულუკიანი დადგამს სპექტაკლებს, ჩვენ უნდა წავიდეთ, ჩვენ ამ ქვეყანაში ცხოვრების ღირსი აღარა ვართ”

    ამბობს მწერალი ლევან ბერძენიშვილი კინოცენტრში მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას. 

  • შეიძლება ჩინური პროდუქცია იყოს – მეუფე იაკობი მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლაზე

    “ცუდზე არ ვფიქრობ, ღმერთმა კარგად ამყოფოს. მიზეზი ვნახოთ. შეიძლება, ჩინური პროდუქცია იყოს. ხომ იცით, სათამაშოებზე რაც ხდებოდა. მე არ ვიცი, მის სისხლში რომელი მეტალი იყო აღმოჩენილი, ვერ გეტყვით. მაგრამ, ძალიან ბევრია, საწვავია, ის არის და შეიძლება, ნებისმიერ თქვენგანსაც ჰქონდეს […] საერთოდ, ვერცერთ ვერსიას ვერ გამოვრიცხავ, დაველოდოთ. მე რომ თავიდანვე საქმის კურსში ვყოფილიყავი, რომ მას ვიღაც მტერი ჰყავს, ჩემი ვერსია მექნებოდა, მაგრამ, მერწმუნეთ, მას შიგნით, საპატრიარქოში მტერი არ ჰყოლია, რაზე უნდა ყოლოდა?”.

    ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლას გამოეხმაურა. მეუფე იაკობის თქმით, შესაძლოა, მეუფე შიო ჩინურ პროდუქციასაც მოეწამლა.

  • როცა ქვეყნის პრემიერს ეუბნებიან, რომ არასასურველი სტუმარი იქნება ნატოს სამიტზე, ნიშნავს, რომ საქართველო გასულია ევროატლანტიკური სივრციდან – გვარამია

    როცა ქვეყნის პრემიერს ეუბნებიან, რომ არასასურველი სტუმარი იქნება ნატოს სამიტზე, ნიშნავს, რომ საქართველო გასულია ევროატლანტიკური სივრციდან – გვარამია

    “დიპლომატიურად როცა გამოთქვამდნენ თავის მოსაზრებებს მაშინ ვერ გაიგეს, მაგრამ სრულიად გასაგებია სინამდვილეში რაც ხდება. როცა ქვეყნის პრემიერმინისტრს ეუბნებიან, რომ არასასურველი სტუმარი იქნება ნატოს სამიტზე, ეს ძალიან მარტივ რამეს ნიშნავს, რომ საქართველო გასულია იმ სივრციდან, რასაც ევროატლანტიკური სივრცე ჰქვია. გასულია როგორც მისი ოფიციოზი და გაყვანილი ჰყავს მას ქვეყანა თან”

    აცხადებს, ამის შესახებ, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია.

  • ზელენსკიმ ქართველებს დიდი შეურაცხყოფა მოგვაყენა – მეუფე იაკობი ელჩის დაბარებაზე

    ზელენსკიმ ქართველებს დიდი შეურაცხყოფა მოგვაყენა – მეუფე იაკობი ელჩის დაბარებაზე

    პირდაპირ გეტყვით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართველებს დიდი შეურაცხყოფა მოგვაყენა, რომელმაც, ფაქტობრივად, ჩვენი ელჩი უკრაინიდან დაითხოვა. მანამდე, აქედანაც ელჩი გაიწვია. მისგან ეს არ გამიკვირდება. იცით, რატომ? ის უკრაინის პრეზიდენტია და ცდილობს, რომ მისი ქვეყანა უფრო წარმატებული და ძლიერი იყოს. ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ძალიან სწორი შეფასება გააკეთეს […] ბევრმა სწორი დასკვნა გააკეთა, რომ ეს არ მოიწონა. ერი რომ ომშია და იმ ქვეყნის პრეზიდენტი ხარ, პირველ რიგში კაცობა უნდა გქონდეს, ძლიერი კაცობა – პატარა კაცი არ უნდა იყო […] დადგნენ ჩვენთან და ზელენსკის მხარე დაიჭირეს. შენ თუ ქართველი ხარ და საქართველო გიყვარს, როგორ შეიძლება, ვიღაცის, თუნდაც ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის მხარე დაიჭირო, რომელიც არასწორად გექცევა. ვინ ხარ? ვინ ხარ და ქვეყნისა და ღმერთის მოღალატე ხარ […] ქართველები არ ვიმსახურებთ იმას, რომ ვინმე ასე გვეპყრობოდეს – თუნდაც ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი იყოს.

    აცხადებს,  ბოდბის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი.

  • სერგეენკო პარლამენტიდან იმის გამო გააძევეს, რომ რუსულ კანონს მხარი არ დაუჭირა – ბოკუჩავა

    “ეს არის საბაბი [გაცდენები]. რეალურად, დავით სერგეენკო გააძევეს რუსული ოცნების უმრავლესობის წევრებმა პარლამენტიდან იმის გამო, რომ მან რუსულ კანონს არ დაუჭირა მხარი და ყველა ოცნების დეპუტატი, რომელმაც გაბედა და შინაგანი მრწამსიდან გამომდინარე არ დაუჭირა რუსულ კანონს მხარი, დაისაჯა. ეს არის რეალურად სადამსჯელო ოპერაცია დავით სერგეენკოს მიმართ, გაცდენები არის მხოლოდ საბაბი, გაცდენებს სხვა არც ერთ რუსული ოცნების დეპუტატს არ უთვლიან.”

    ამბობს ენმ-ის წევრი, დეპუტატი თინა ბოკუჩავა დავით სერგეენკოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც სადეპუტატო მანდატს ტოვებს  

  • იაპონია უკრაინას დრონების ამომცნობ სისტემებს გადასცემს

    იაპონია უკრაინას დრონების ამომცნობ სისტემებს გადასცემს – ამის შესახებ, შესაბამისი განცხადება, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კაშიდამ NATO-ს ვილნიუსის სამიტის გააკეთა. მისი თქმით, იაპონია, NATO-ს ფონდის შუამავლობით, უკრაინისთვის არალეტალური აღჭურვილობის მიწოდებისთვის 30 მილიონ დოლარს გამოიყენებს, რომელიც უკრაინის ფონდისთვისაა გამოყოფილი.

    • პარტნიორებმა, რომლებიც იზიარებენ ფუნდამენტურ ღირებულებებს და სტრატეგიულ ინტერესებს, მომავალშიც უნდა გაამყარონ საკუთარი კავშირები“, – განაცხადა იაპონიის პრემიერმინისტრმა.
  • უკრაინა NATO-სთან იმაზე ახლოსაა, ვიდრე ოდესმე – სტოლტენბერგი

    “მოკავშირეები ნამდვილად ადასტურებენ, რომ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება და შეთანხმდნენ, რომ უკრაინის შემთხვევაში გაუქმდეს წევრობის სამოქმედო გეგმის მოთხოვნა”.

    ამის შესახებ, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენწ სსტოლტენბერგმა, განაცხადა.

  • NATO-ს სამიტის შედეგები კარგია, თუ მივიღებთ მიწვევას, ყველაზე ხელსაყრელი იქნება – ზელენსკი

    მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას არ დასჭირდება წევრობის სამოქმედო გეგმა NATO-სკენ გზაზე და მინდა კვლავ გადაგიხადოთ მადლობა ამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებისთვის. მე ვიცი, რამდენი დიალოგი და ღონისძიება გატარდა ამგვარი მოვლენების მისაღწევად. ჩვენ გრძელი გზა გავიარეთ NATO-სთან თავსებადობისთვის და ჩვენი სამხედროებს აქვთ მტკიცე ცოდნა NATO-სთან თანამშრომლობის და მათ დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ იარაღის კარგად გამოყენება და ამტკიცებენ, რომ გლობალური დემოკრატია არის ბევრად უფრო ძლიერი ვიდრე ტერორისტული თავდასხმები. რუსეთის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დროსაც კი უკრაინა აგრძელებს რეფორმების გატარებას ევროინტეგრაციის პროცესისთვის, ჩვენ მკაფიოდ გამოვყავით რისი გაკეთება გვჭირდება და ამას ვაკეთებთ. შესაბამისად, ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმის აღიარებას, რომ უკრაინას არ დასჭირდება წევრობის სამოქმედო გეგმა NATO-სკენ გზაზე.

    მე ყველასთვის მსურს, ეს სამიტი წარმატებული იყოს: ჩვენი სამხედროებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი ბავშვებისთვის – ყველასთვის. კონკრეტულად უსაფრთხოების გარანტიები არის ძალიან მნიშვნელოვანი ხალხისთვის. უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის მის NATO-სკენ გზაზე, არა NATO-ში შევლის შემდეგ, არამედ უსაფრთხოების გარანტიები ჩვენს ინტეგრაციის გზაზე და დღეს ეს გარანტიები დაადასტურეს დიდი შვიდეულის ქვეყნებმა და თუ ეს მოხდება, და ჩვენ ამაზე ნამდვილად ვიმუშავებთ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და კონკრეტული წარმატება. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სამიტის შედეგები კარგია, მაგრამ თუ ჩვენ მივიღებთ მიწვევას ეს იქნება ყველაზე ხელსაყრელი.

    განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ NATO-ს ვილნიუსის სამიტზე.