“რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დაქირავებული მებრძოლები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რჩებიან, თუმცა საომარ მოქმედებებში აქტიურად აღარ მონაწილეობენ”,
ამის შესახებ, პენტაგონის პრესმდივნმა პეტ რაიდერმა განაცხადა.
“რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დაქირავებული მებრძოლები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რჩებიან, თუმცა საომარ მოქმედებებში აქტიურად აღარ მონაწილეობენ”,
ამის შესახებ, პენტაგონის პრესმდივნმა პეტ რაიდერმა განაცხადა.

“მერწმუნეთ, ისინი ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეძლებენ თქვან მაგალითად, კონკრეტული სამკურნალო პროცედურა, რომელიც სააკაშვილს სჭირდება და საქართველოში არ არსებობს სერვისი უზრუნველყოფილი. ყველა ხვდება, რომ ეს არის რეალობა. ამიტომაც მოიხსენიებენ, რომ სატელევიზიო რეპორტაჟში გასული ფოტოების მიხედვით აკეთებენ ამ დასკვნებს და არ ეყრდნობიან კვალიფიციურ, დამაჯერებელ საფუძველს მოთხოვნების წამოყენებისას. ასეთ ფონზე, რასაკვირველია, მოგვიწევს მოწოდება, რომ ამ საკითხზე ცოტა მეტი სიღრმით დაინტერესდნენ და ნუ გახდებიან იმ პიარული სტრატეგიის ბრმად შემსრულებლები, რომელი სტრატეგიაც დასახა ცოტა ხნით ადრე სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ. როგორც ჩანს, თვითონ სააკაშვილიც კი აღარ ლობირებს ამ სტრატეგიას, რომელიც დაგეგმა თითქოს მის გარდაცვალების ქრონიკასთან დაკავშირებით, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების თაობაზე. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ დღეს სააკაშვილის უფლებები პირნათლად და ზედმიწევნით არის დაცული. ამის გათვალისწინებით, არავის აქვს რაიმე განსხვავებული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა და საფუძველი. ყველამ ასეთი ტიპის განცხადებებისას, ამ თემასთან შეხებისას აუცილებლად პატივი უნდა სცეს სუვერენული სახელმწიფოს, საქართველოს სუვერენიტეტს”,
აცხადებს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე.
“მაღალმთიან რეგიონებში “„მთის დღეები” ეწყობა, ხევსურეთი ისევ არაა სიაში” – ამის შესახებ, სოციალურ ქსელში, ხელოვანი მარგარეტ დაიაური წერს, რომელიც შატილის სკოლაში ხელოვნების მასწავლებლად მუშაობდა.
„მთის დღეები” ეწყობა მაღალმთიან რეგიონებში და ხევსურეთი ისევ არაა სიაში.
სირცხვილი !
ეტყობა თავადვე ეუხერხულებათ, იმ ულამაზესი და მისტიური კუთხის ნახვა, რომელიც უპატრონოდ მიაგდეს და რომლისთვისაც არც დენი, არც გზა, არც მობილური კავშირი, არც სამედიცინო პუნქტი, სუფთა წყალი, საფეხმავლო ხიდები, ციხე-ქალაქების რესტავრირება და საერთოდ, კარგი ინფრასტრუქტურა ვერ გაიმეტეს.
ნეტა როგორ სძინავთ ღამე, როცა იციან მთაში როგორ უჭირს ხალხს ელემენტარული პირობებისა და ხელშეწყობის გარეშე, როცა იციან რომ მათი დახმარება შეუძლიათ და არ ეხმარებიან, რა სიზმრებს ნახულობენ ?!
მთაში ცხოვრება, მხოლოდ 5 %-ია რომანტიკა, დანარჩენი 95 %-ი შრომა და გადარჩენისთვის ბრძოლაა.
საქართველოს მთავრობა ხევსურეთს არ სჭირდება რომანტიზება, დახმარება სჭირდება ! ხო და კიდევ, შეგერგოთ „ხინკლის დღეები”, მთის ლუდის მიყოლება არ დაგავიწყდეთ” – წერს ამის შესახებ, მარგარეტ დაიაური.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, „მთის დღეები“ წელს მეორედ გაიმართება. თუშეთი – ომალო, იმერეთი – გორდი, რაჭა – შოვი, სვანეთი- უღვირის ტბა, ყაზბეგი – ელიას ტყის მიმდებარედ, გურია – ბახმარო, ეს ის ადგილებია, სადაც წელს მთის კვირეული 15 და 22 ივლისს გაიმართება თუმცა მათ შორის ხევსურეთი არ არის.
რუსეთში, ურალის ატომურ სადგურზე აფეთქება მოხდა – რუსული სამთავრობო გამოცემა Ria Novosti წერს, რომ ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა არ კონკრეტდება მისი ვინაობა.
შემთხვევა დღეს, 14 ივლისს ადგილობრივი დროით 9:13 საათზე მოხდა.
ავარია ურალის ელექტროქიმიურ კომბინატში მოხდა, როგორც ცნობილია დაირღვა დაქვეითებული ურანის ჰექსაფტორიდით სავსე ბალონის ჰერმეტულობა.
ურალის ელექტროქიმიური ქარხნის 24 თანამშრომელი დამატებით შემოწმებას გადის, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, – წერს რუსული გამოცემა TASS-ი.
ეს არის ურანის გამდიდრების უდიდესი ობიექტი მსოფლიოში.
მოსახლეობას სთხოვენ, სიმშვიდე შეინარჩუნონა, დარჩნენ სახლებში და არ გააღონ ფანჯრები.
ქარხანამ განაცხადა, რომ რადიაციის დონე ადგილზე და მიმდებარე ტერიტორიაზე ნორმალურია.
პაპილომა ვირუსზე ბიჭებისთვის აცრა 10-დან 12 წლამდე იქნება შესაძლებელი – ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, შესაბამისი ცვლილება პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში შევიდა. ბრძანება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.
“ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია (აპვ) – აცრა ტარდება 10 – 11 – 12 წლის გოგონებისა და ბიჭების ასაკობრივ ჯგუფში, აცრების კურსი არის ორდოზიანი, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალია 6 თვე. ვაქცინაციის დაწყების მინიმალური ასაკია 9 წელი”, – აღნიშნულია დოკუმენტში.
“აუ ვთქვათ ჩამოვიდა რუსეთიდან საქართველოში და საქართველოდან ვთქვათ “თურქიშით” გაფრინდა თურქეთში, ეს როგორ უნდა შეზღუდო?! თუ მის განცხადებაში ასეთი რამე წერია, რომ მათი ინტერესების გათვალისწინებით სპეციალურ რეისებს დავნერგავთო, მე პირადად არ მომწონს ეს, მაგრამ თუ რუსეთის მოქალაქე ჩამოფრინდება საქართველოში და შემდგომ საქართველოდან იმ რეისებით, რაც ყველასთვის არსებობს, საქართველოს მოქალაქეებისთვისაც, იმ რეისით სადმე გადაფრინდება, ეს ჩვეულებრივი ამბავია ჩემთვის, მაგრამ სპეციალური რეისების შექმნა, მე პირადად არ მომწონს ეს იდეა”.
ამბობს “ქართული ოცნების” დეპუტატი, გიორგი კახიანი.
„ამერიკელებს რომ ეს სურდეთ, ხვალ დილით მშვიდობა იქნებოდა. რატომ არ სურთ მათ ეს? ჩვენ ამ კითხვაზე პასუხი ნატო-ს სამიტზე ვერ მივიღეთ.[…]უკრაინამ სუვერენიტეტი დიდი ხნის წინ დაკარგა “,
ამის შესახებ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა რადიო Kossuth-თან საუბრისას განაცხადა.
„უდიდესი მადლობა ევროპარლამენტარებს ამხელა სოლიდარობისთვის.
ნახეთ, დილიდან როგორ აფუთფუთდნენ აქაური რუსული მთავრობის მოლაპარაკე თავები – ეტყობა შეშფოთებულებმა პირდაპირ მოსკოვიდან დაურეკეს.
ვერანაირი რეპრესიები, თუნდაც სიკვდილის საფრთხე, ჩემს ბრძოლას თავისუფლებისთვის, ევროპისთვის, უკრაინის გამარჯვებისთვის, საქართველოს განვითარებისა და წარმატების გზაზე დაბრუნებისთვის ვერ შეაჩერებს!“,
ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
უკრაინის დედაქალაის, კიევის საკრებულოს დეპუტატებმა ქალაქის ტერიტორიაზე რუსულენოვანი კულტურული პროდუქტის: სიმღერების, კონცერტების და თეატრალური წარმოდგენების საჯარო გამოყენება აკრძალეს. აღნიშნული ინფორმაცია კიევის საკრებულოს ვებგვერდზე 13 ივლისს გამოქვეყნდა.
საკრებულოს განათლებისა და მეცნიერების მუდმივმოქმედი კომისიის ხელმძღვანელის მოადგილის, ვადიმ ვასილჩუკის თქმით, “აუცილებელია საბოლოოდ, ერთხელ და სამუდამოდ შეიზღუდოს რუსულენოვანი კულტურული პროდუქტი უკრაინის დედაქალაქის ტერიტორიაზე.”
კულტურის სფეროში საქმიანობის განხორციელების პროცესში შექმნილი რუსულენოვანი საქონლისა და მომსახურების საჯარო გაშუქება და დემონსტრირება აიკრძალა.საუბარია: წიგნები, ხელოვნების ალბომები, აუდიოვიზუალური ნამუშევრები, მუსიკალური აუდიოჩანაწერები, ხელნაკეთი ნივთები, თეატრალური და ცირკის წარმოდგენები, კონცერტები, კულტურული და საგანმანათლებლო მომსახურება.
გადაწყვეტილებას მხარი 120-დან 71-მა დეპუტატმა დაუჭირა.
“პატივცემულო ევროპარლამენტარებო, მოგმართავთ: ზაფხულია, დაისვენეთ. თქვენს სახელმწიფოებს მიხედეთ, სადაც ინფლაცია მაღალია, უამრავი გამოწვევაა. იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე კონცენტრირდით, რაც ევროპასა და ევროკავშირს აქვს. რაც პრობლემას ქმნის, ეს არის რუსეთის აგრესია. ამაზე კონცენტრირდით. ეს ლობისტური კამპანია ხომ უნდა დასრულდეს. ქალბატონმა გიულიმ ასეთი რა გადაიხადა? რომ ვერ ეშვებიან. ამიტომ, საფუძველი არ არის, რომ პატიმარი სააკაშვილი გადაიყვანონ რომელიმე სახელმწიფოში კი არა, კლინიკიდან კლინიკაშიც კი და ეს სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა”.
ასე გამოეხმაურა, ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა 44 ევროპარლამენტარის მოწოდებას.