Category: სლაიდერი

  • თუ პრეზიდენტის წარმომადგენლობა არ გაკმაყოფილებთ, 80-ვე დეპუტატი მოგეწვიათ -მაია კოპალეიშვილი

    მინდა გითხრათ, რომ ბატონი ირაკლი 80 დეპუტატს წარმოადგენს. მაშინ ყველა უნდა მოგეწვიათ აქ – თუ თქვენ პრეზიდენტის წარმომადგენლის არსებობა არ გაკმაყოფილებთ, მაშინ, ბატონი ირაკლი წარმოადგენს 80 დეპუტატს და ყველა უნდა მოგეწვიათ მაშინ.

    უთხრა პრეზიდენტის წარმომადგენელმა და ყოფილმა მოსამართლემ მაია კოპალეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მერაბ ტურავას სხდომაზე.

  • რაც იქნება, იქნება და ყველაფერი კარგად იქნება – ზურაბიშვილი იმპიჩმენტზე

    ”რაც იქნება, იქნება და ყველაფერი კარგად იქნება.”

    უთხრა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა TV პირველს საკონსტიტუციო სასამართლოში იმპიჩმენტის საკითხის წარდგინების ზეპირ მოსმენასთან დაკავშირებით.

  • აშშ-ს საქართველოში ჩართულობა ჰუმანიტარული და პროდემოკრატიული მიზნებისთვისაა – მილერი

    “ერთადერთი ჩართულობა, რაც ჩვენ საქართველოში გვაქვს არის ჰუმანიტარული და პროდემოკრატიული მიზნებისთვის. ჩვენ არ ვიკავებთ არანაირ პოზიციას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, არ ვიკავებთ პოზიციას არჩევნებთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რომ ის უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი”

    განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან USAID-ის საქმიანობასთან დაკავშირებით.

  • ჩემი სრული ნდობა ჩემს წარმომადგენლებს საკონსტიტუციოში, თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს – ზურაბიშვილი

    “ჩემი სრული ნდობა ჩემს ორ წარმომადგენელს საკონსტიტუციო სასამართლოში – თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს”

    პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმპიჩმენტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მისი წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იქნებიან.

  • თეთრი სახლი გამოეხმაურა კრემლის განცხადებებს უკრაინის დახმარების გამო დაღლილობის შესახებ

    თეთრმა სახლმა უარყო კრემლის მოსაზრება, რომ დასავლეთის დაღლილობა უკრაინის დახმარების გამო გაიზრდება და რომ წინააღმდეგობები გაიზრდება კიევის დასავლელ პარტნიორებს შორის.

    „უკრაინის უკან ძლიერი, ძალიან ძლიერი საერთაშორისო კოალიცია დგას. თუ პუტინი ფიქრობს, რომ მას შეუძლია ჩვენზე დიდხანს გაძლოს, ის ცდება“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინე ჟან-პიერმა.

    მან ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონი მალე გამოაცხადებს უკრაინის დახმარების ახალ პაკეტს.

    მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „კიევის რეჟიმის სრულიად აბსურდული სპონსორობით დაღლილობა გაიზრდება სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის შეერთებულ შტატებში“.

     

    „ეს დაღლილობა გამოიწვევს პოლიტიკური ისტებლიშმენტის ფრაგმენტაციას და წინააღმდეგობების გაზრდას“, – დასძინა მან.

  • სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა

    შოვში დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. ინფორმაციას, შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ სტიქიის ადგილზე კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

    სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. მაშველები 20-ზე მეტ ადამიანს ეძებენ. სტიქიის ეპიცენტრში ორი ვერტმფრენი და 400-მდე მაშველი მუშაობს, სამძებრო სამუშაოებში ჩაერთვება ჯარიც. შსს-ის ცნობით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანი გამოიყვანეს.

  • შოვში დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა

    შოვში დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა. ინფორმაციას, შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ სტიქიის ადგილზე კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

    სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. მაშველები 25-ზე მეტ ადამიანს ეძებენ. სტიქიის ეპიცენტრში ორი ვერტმფრენი და 400-მდე მაშველი მუშაობს, სამძებრო სამუშაოებში ჩაერთვება ჯარიც. შსს-ის ცნობით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანი გამოიყვანეს.

  • „ნუ მაიმედებთ, მიხედეთ საქმეს, რომ დახოცილები მაინც ამოიყვანოთ“ – მოქალაქე რომელიც ოჯახის 9 წევრს ეძებს

    „ნუ მაიმედებთ, მიხედეთ საქმეს, რომ დახოცილები მაინც ამოიყვანოთ“ – აცხადებს “მთის ამბებთან” შოვში მცხოვრები მარიტა გუტაშვილი, რომელიც მეწყრის შემდეგ მისი ოჯახის ცხრა წევრს ამ დრომდე ეძებს.

    „ ყველამ ვიცით, რამხელა თოვლი მოდის შოვში, ყველამ ვიცით, რომ ყველა გაზაფხულზე უნდა ახვიდე და ის ტერიტორია, საიდანაც ასეთი შემთხვევა მოხდა, შეამოწმო თავიდან. იქნებ კიდევ გუბდება რაღაც.გაუშვი კომპეტენტური ადამიანები, ბიძაშვილები და მამიდაშვილები კი არა, ვერაფერს რომ ვერ იგებენ, სპეციალისტები, ვინც შეისწავლის რა ხდება, რომ ვიცოდეთ, შესაძლებელია თუ არა ვთქვათ იმ წელს კოტეჯებში დარჩენა.როგორც ჩანს, ამ სამი წლის მანძილზე რაღაც დაგროვდა, ამიტომ უნდა გამოკვლეულიყო ეს ტერიტორია. ხომ შეიძლება ყოველწლიურად მოხდეს ამის შესწავლა, რომ ასეთი მსხვერპლი არ იყოს და ასე არ ჩაგვეხოცოს ხალხი.მეც ავდივარ მდინარის სათავეებში, მაგრამ არ მაქვს ამდენი კომპეტენცია, გარედან ვერაფერს ვატყობ, თვალით ვერ შეამჩნევ. ჯინჭვისშიც თუ ასეთი რაღაც მოხდა და ღვარცოფების საშიშროება იყო, უნდა შეემოწმებინათ.[…] ყველაფერი ლაფშია და ლაფი არსად ტოვებს ჰაერს. შესაბამისად, ნუ მაიმედებთ, უბრალოდ მიხედეთ საქმეს, რომ დახოცილი ადამიანები მაინც ამოიყვანოთ, ისეთი დასახიჩრებულები მაინც არა, როგორც ეს ფოტოზე ვნახე“ – ამბობს მარიტა.

  • იმ პირობების გათვალისწინებით, რაც არის ხეობაში, სრული რესურსი იყო მობილიზებული – კობახიძე

    “რაც მე ინფორმაცია მაქვს, რა შესაძლებლობაც ჰქონდა ვერტმფრენების ჩართულობით, სპეცტექნიკის ჩართულობით სამაშველო უწყებას, ყველაფერი გაკეთდა მაქსიმალურად, ყველანაირი რესურსით იყო უზრუნველყოფილი იმ პირობების გათვალისწინებით, რაც არის ზოგადად ხეობაში, ამ პირობების გათვალისწინებით სრული რესურსი იყო მობილიზებული, შესაბამისად, დაბრკოლება სამაშველო სამუშაოებს ამ თვალსაზრისით არ ჰქონიათ”,

    ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შოვში სტიქიის შემდეგ სამაშველო ოპერაციებზე ისაუბრა.

  • “კალაპოტი მკვეთრად გაგანიერებულია” – 27 ივლისს და 4 აგვისტოს გადაღებული სატელიტური ფოტოები

    დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი შოვში 27 ივლისს და 4 აგვისტოს გადაღებულ სატელიტურ სურათებს აქვეყნებს.

    “ანუ, მეწყრულ-ღვარცოფული პროცესი დაწყებულია, რამაც შესაძლოა გამოიწვია მდინარის გადაკეტვა (ადგილობრივებმა თქვეს, ქვემოთ მდინარე აღარ მოდიოდაო). ეს არის მონიტორინგი და წინასწარი შეტყობინების სისტემის ნაწილი.

    ვთხოვთ, ყველა ჩვენ პარტნიორ ამერიკულ და ევროპულ უნივერისტეტს, მოგვცენ მაღალი გარჩევადობის, კარგი ხილვადობის ან ფასიანი ამ პერიოდის კოსმოსური/აერო გამოსახულებები, რომელიც საშუალებას მოგვცემს უკეთესად დავინახოთ, შევაფასოთ მიმდინარე გეოდინამიკური და გეომორფოლოგიური პროცესები და დაფიქსირებული პრობლემატიკის შემთხვევაში ვაწარმოოთ მონიტორინგი. გთხოვთ, დაგვეხმარეთ!” – წერია განცხადებაში.