Category: სლაიდერი

  • წარმომადგენლობით უფლებამოსილებას სჭირდება მთავრობის თანხმობა ქვეყნის შიგნითაც – მდინარაძე

    “დიახ, წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სჭირდება მთავრობის თანხმობა. დიახ, ქვეყნის შიგნითაც. აქამდე ქვეყნის გარეთ ის ითხოვდა, ქვეყნის შიგნით არც ითხოვდა…

    დიახ, მე მიმაჩნია პირადად ეს, გუნდთან ნამდვილად არ გამივლია. მე, როგორც ერთ იურისტს. არ ვიცი, შეიძლება სხვა პოზიცია წარადგინონ ჩვენებმა საკონსტიტუციო სასამართლოში, მაგრამ არ მგონია.

    დიახ, საქართველოს პრეზიდენტს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების ნებისმიერ მომენტში სჭირდება მთავრობის თანხმობა. საქართველოს კონსტიტუციაში, ყოველ შემთხვევაში, ასე წერია”.

    აცხადებს ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, მამუკა მდინარაძე.

  • ზელენსკი კუპიანსკი-ლიმანის მიმართულებით ფრონტის ხაზზე ჩავიდა

    უკრაინის მეთაური, ვოლოდიმირ ზელენსკი კუპიანსკი-ლიმანის მიმართულებით ფრონტის ხაზზე ჩავიდა.

    დღეს ჩვენ ვსტუმრობთ ჩვენს ბრიგადებს, რომლებიც საბრძოლო მისიებს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში, კუპიანსკი-ლიმანის მიმართულებით ასრულებენ.

    თითოეული ჩვენი საბრძოლო ბრიგადა, ყოველი მეომარი, რომელიც ანადგურებს ოკუპანტებს, ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯით ადასტურებს, რომ უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს”, – წერს ზელენსკი.

  • გავაფართოებთ სახელმწიფოთა წრეს, რომლებიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ – ლავროვი

    “კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ჩვენი სოლიდარობა აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფოს ჩამოყალიბების ყველა სფეროს მიმართ, მათ შორის ეკონომიკური განვითარების, სოციალური სფეროს, ენერგეტიკულისა და იმის [მიმართ], რაც ეხება საერთაშორისო პლატფორმაზე თანამშრომლობას. გავაფართოებთ იმ სახელმწიფოთა წრეს, რომლებიც აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობას აღიარებენ”.

    განაცხადა ამის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ქალაქ სოჭში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მმართველთან, ასლან ბჟანიასთან საუბრის დროს,

  • ბაიდენის თანხმობის შემთხვევაში, უკრაინა ATACMS-ებს მიიღებს! – პენტაგონი

    შეერთებული შტატების თავდაცვის სამდივნოში აცხადებენ, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თანხმობის შემთხვევაში მზად არიან უკრაინას დაუყოვნებლივ გადასცენ  ATAMCS-ის სახელით ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტები.

    “ამ საკითხზე უკვე დიდი ხანია ვმუშაობთ, მზად ვართ სწრაფად ვიმოქმედოთ”,- განაცხადა პენტაგონის შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელმა, დაგ ბუშმა.

    გავრცელებული ცნობით,  საუბარია ATACMS-ის კასეტურ მოდიფიკაციაზე.

    კასეტური ATACMS-ის იარაღს 300-დან 950-მდე კასეტური ბომბის გადატანა შეუძლია 25-დან 300 კილომეტრამდე რადიუსის მანძილზე.

    ამასთანავე, ტელეარხ NBC-ი იუწყებოდა, რომ  თეთრ სალხში გამართული შეხვედრისას ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკის დაუდასტურა, რომ აშშ უკრაინას ATACMS-ის ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტებს გადასცემს.

  • რუსეთმა ოლექსი არესტოვიჩზე ძებნა გამოაცხადა

    რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი ძებნილთა სიაში შეიყვანა.

    რუსეთში არესტოვიჩი “ექსტრემისტებისა და ტერორისტების რეესტრშია” შეყვანილი.

    არესტოვიჩმა უკრაინის პრეზიდენტის აპარატში თანამდებობა იანვარში დატოვა.

    მაისში რუსეთის ფინანსური მეთვალყურეობის ორგანომ, „როსფინმონიტორინგმა“ არესტოვიჩი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში დაამატა. აღნიშნულ სიაში შეყვანილ პირებს რუსეთში ეკრძალებათ მედიასთან ურთიერთობა, ინფორმაციის განთავსება ინტერნეტში, საჯარო ღონისძიებების ორგანიზება, არჩევნებში მონაწილეობა და ნებისმიერი ფინანსური სერვისის გამოყენება, რომელიც არ ეხება გადასახადების, ხელფასების და კომპენსაციის გადახდას.

  • აშშ-ის საელჩოს განცხადება გამაოგნებელი და შეურაცხმყოფელი იყო – კობახიძე

    “წავიკითხე საელჩოს განცხადება ამ თემასთან დაკაავშირებით, გაოგნებული ვიყავი, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ეს არის  აბსოლუტურად შემაშფოთებელი განცხადება, იმის მაგივრად, გვენახა გამიჯვნა იმ პროცესებისგან, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული რევოლუციის მომზადებასთან, ჩვენ ვნახეთ აბსოლუტურად განსხვავებული გაცხადება, რაც შემაშფოთებელია.

    ქართულ საზოგადოებას უნდა სიმშვიდე ამ ქვეყანაში, არ უნდა რევოლუცია და ის უბედურება, რაც მაგალითად, რევოლუციამ მოუტანა იგივე მეგობარ ქვეყანა უკრაინას, ეს არ უნდა საზოგადოებას და საზოგადოების მოლოდინია, რომ საელჩოსგან ამ შემთხვევაში, მოისმინოს განსხვავებული პოზიცია, პოზიცია, რომ მათი მხრიდან არავითარ შემთხვევაში არ მოხდება რევოლუციური პროცესების მხარდაჭერა, თუმცა, გუშინდელი განცხადება იყო აბსოლუტურად გამაოგნებელი და შეურაცხმყოფელი ქართული საზოგადოებისთვის”

    ასე აფასებს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკის საელჩოს განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაწყებულ გამოძიებაზე.

  • პრეზიდენტს თუ არ ჩავთვლით, საქართველოს დანარჩენი ლიდერები პრაგმატულები არიან – ასლან ბჟანია

    პრეზიდენტს თუ არ ჩავთვლით, საქართველოს დანარჩენი ლიდერები პრაგმატულები არიან იმით, როგორ იქცევიან დღევანდელ მწვავე ვითარებაში და არ გამოვრიცხავ, რომ ჟენევის დისკუსიამ რაღაცამდე მიგვიყვანოს. ვფიქრობ, მათ ესმით, რომ მშვიდობა არის როგორც აფხაზეთის, ისე საქართველოს განვითარების პირობა. იმედი მაქვს, რომ ეს ასეა.

    აფხაზეთს უნდა ჰქონდეს ნორმალური, კეთილმეზობლური ურთიერთობა ყველა მეზობელთან, მათ შორის საქართველოსთან. თუ ქართული სახელმწიფო აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, მაშინ ჩვენ ასევე განვიხილავთ სამომავლოდ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარების საკითხებს.

    აცხადებს, ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია.

  • იმპიჩმენტის პროცესი კანდიდატის სტატუსის განხილვას სპეციალურად დაამთხვიეთ – გოცირიძე

    დღეს მიდის სამარცხვინო პროცესი პრეზიდენტის იმპიჩმენტისა, რაც შეგნებულად დაგეგმეთ – დაამთხვიეთ ოქტომბერს. იმპიჩმენტის საკითხის განხილვის პარალელურად ევროკავშირი გააკეთებს შეფასებას, რომლის მიხედვითაც საქართველო ან მიიღებს კანდიდატის სტატუსს ან არა – ესეც სპეციალურად დაამთხვიეთ. იგივე ქენით კარვების კანონის შემთხვევაშიც, იცით, რომ ამასაც დასავლელი პარტნიორების მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვება, მათ შორის ევროკავშირიდან.

    კარვების კანონი არის ბოლოს წინა მავნებლობა. არ ვიცი, რა იქნება ბოლო მავნებლობა, მაგრამ, აუცილებლად, ძალიან რეზონანსული, გამაღიზიანებელი კანონპროექტი იქნება თქვენი მხრიდან, რომელსაც ასევე ზუსტად დაამთხვევთ ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების პერიოდს. თქვენ ევროკავშირში გაწევრიანება არ გინდათ, თქვენ გსურთ ძალაუფლების შენარჩუნება რუსეთის მეშვეობით.

    განაცხადა რომან გოცირიძემ პარლამენტის სხდომაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით.

  • პრეზიდენტი არავის ტყვე არ არის, მათ შორის, ვერც საქართველოს მთავრობის ტყვე ვერ იქნება – კოპალეიშვილი

    “ბატონ ირაკლის ეს განსხვავებულად ესმის, ვიდრე კონსტიტუცია მიუთითებს და საქართველოს პრეზიდენტი არავის ტყვე არ არის, მათ შორის ვერც საქართველოს მთავრობის ტყვე ვერ იქნება რომ ის ჩაიკეტოს საქართველოს საზღვრების ფარგლებში და ვერ მოახერხოს საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე საზღვრების დატოვება და თავის კოლეგა პრეზიდენტებთან შეხვედრები, გარკვეული მოსაზრებების გაცვლა ამა თუ იმ საკითხზე.

    საკუთარი სტატუსის ფარგლებში, 49-ე მუხლის მესამე პუნქტი ანიჭებს უფლებამოსილებას წარმოადგინოს საქართველო საგარეო ურთიერთობებში და მას ამ უფლებამოსილებას ვერავინ ვერ წაართმევს.

    ყოველ კონკრეტულ ინდივიდუალურ შემთხვევაში, ამ კონკრეტულ სამ შემთხვევაში, რომელიც მოყვანილია წარდგინებაში, პრეზიდენტი მოქმედებდა 49-ე მუხლის ფარგლებში, მისი მოქმედება არ შეიძლება მივიჩნიოთ 52-ე მუხლის ფარგლებში და ეს არ იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება, სადაც მას დასჭირდებოდა მთავრობის თანხმობა.”

    პრეზიდენტის წარმომადგენელი მაია კოპალეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი ევროპაში განხორციელებული სამი ვიზიტის დროს, მოქმედებდა კონსტიტუციის 49-ე მუხლის ფარგლებში, რაც მას უფლებამოსილებას ანიჭებს წარმოადგინოს საქართველო საგარეო ურთიერთობებში.

  • პრეზიდენტის ვიზიტებში ბიუჯეტის ფულის ხარჯვა სისხლის სამართლის დანაშაული იქნებოდა – კობახიძე

    “პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მისი ვიზიტები არ იყო დაფინანსებული ბიუჯეტიდან, მისი კერძო ხარჯებით იყო ეს ვიზიტები, რაც არის მორიგი აღიარება – თუ იყო ლეგიტიმური, რატომ არ დააფინანსა ბიუჯეტიდან? ეს არის მორიგი აღიარება, რომ ვიზიტები იყო არალეგიტიმური, არაკონსტიტუციური და სწორედ ამის გამო მოუწია მას საკუთარი ჯიბის ფულის დახარჯვა.[…]მას [ზურაბიშვილს] რომ დაეხარჯა ბიუჯეტის ფული, ეს კონსტიტუციის დარღვევასთან ერთად იქნებოდა სისხლის სამართლის დანაშაულიც, რადგან ეს არის არამიზნობრივი ხარჯი. როდესაც ახორციელებ არალეგიტიმურ ვიზიტის და ამაში ხარჯავ ბიუჯეტის ფულს, ეს დამატებით არის სისხლის სამართლის დანაშაული, გარდა კონსტიტუციის დარღვევისა. როდესაც იმპიჩმენტზეა საუბარი, იქ შეიძლება, გქონდეს კონკრეტული დეპუტატების იმედი, რომ ისინი მხარს არ დაუჭერენ შენს გადაყენებას, მაგრამ თუ ჩადიხარ დანაშაულს, აქ პოლიტიკოსების იმედზე ვერ იქნები და ვერ დაარღვევ კონსტიტუციას”.

    განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო განხილვაზე.