Category: სლაიდერი

  • მწუხარებას გამოვთქვამთ შოვში მომხდარი მეწყრის შედეგად დაღუპულთა გამო – ლიეტუვას საგარეო

    ჩვენ გულწრფელ მწუხარებას გამოვთქვამთ შოვში მომხდარი მეწყრის შედეგად დაღუპულთა გამო. დაშვებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და ვიმედოვნებთ, რომ წარმატებით დასრულდება სამაშველო სამუშაოები”,

    ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტრო შოვში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.

  • რუკაზე მილიონობით რუსის ბედია, რომელთა განადგურებასაც კიევი აპირებს – ლავროვი

    რუკაზე მილიონობით რუსის ბედია, რომელთა განადგურებასაც კიევი აპირებს – ლავროვი

    “ცხადია, რომ არც ერთ კონფლიქტში სამართლიანობა არ მიიღწევა, თუ დაცული არ იქნება ეთნიკური უმცირესობების უფლებები. მეტიც, ეს უალტერნატივოა უკრაინაში, სადაც რუსული ყოველთვის იყო მშობლიური ენა მოსახლეობის უმრავლესობისთვის. დასავლეთში ყველა ძალას იყენებენ ე.წ. ზელენსკის ფორმულის დასამტკიცებლად და 1991 წლის საზღვრების დაბრუნებას ითხოვენ. თუმცა, არავის, არც ვაშინგტონში, არც ლონდონში, არც პარიზსა და ბრიუსელში, სიტყვა არ უთქვამთ კიევის რეჟიმის დამოკიდებულებაზე – “ავიღებთ ყირიმს, დონბასს და ჩვენს სხვა მიწებს” და “გავანადგურებთ იქ ყველა რუსს”.

    აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.

  • სტიქიამდე რამდენიმე საათით ადრე ჩემმა შვილებმა ჩემი ავტომობილებით დატოვეს სასტუმრო – კალაძე

    ჩემი სამი მცირეწლოვანი შვილი, ცოლი არა, ისვენებდა შოვში ორი კვირის განმავლობაში. ჩვენ ყოველ ზაფხულს ვსტუმრობდით რაჭას, ძალიან დიდი სიყვარული გვაქვს ამ მხარის მიმართ. თუმცა გუშინ არდადეგები დამთავრდა და სანამ სტიქია დაიწყებოდა, რამდენიმე საათით ადრე ჩემმა შვილებმა ჩემი ავტომობილებით დატოვეს აღნიშნული სასტუმრო და რამდენიმე საათში დაიწყო ეს უბედურება რაც დღეს გვაქვს სახეზე.

    ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე.

  • ხელისუფლება წვრთნის ე.წ. სპეცნაზებს როგორ დაარბიონ ეფექტურად,ნაცვლად იმისა, რომ სამაშველო სამსახური აღჭურვოს მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად – გვარამია

    ხელისუფლება წვრთნის ე.წ. სპეცნაზებს როგორ დაარბიონ ეფექტურად,ნაცვლად იმისა, რომ სამაშველო სამსახური აღჭურვოს მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად – გვარამია

    რას გვასწავლის შოვის კატასტროფა:
    საქართველო, მისი ბუნებრივი მდებარეობის და ლანდშაფტის გამო, სტიქიური უბედურებების მიმართ მიდრეკილი ქვეყანაა. შესაბამისად, როგორც ყველა ამგვარ ქვეყანას, სჭირდება სრულად აღჭურვილი და გაწვრთნილი სამაშველო სამსახური.
    ნაცვლად ამისა, საქართველოს ხელისუფლება წვრთნის და აღჭურვავს სუსს – როგორ მოუსმინოს და უთვლათვლაოს უფრო ეფექტურად, და ე.წ. სპეცნაზებს – როგორ დაარბიონ უფრო ეფექტურად. ამაში ის უზარმაზარ ფულს ხარჯავს, ნაცვლად იმისა, რომ სამაშველო სამსახური გაწვრთნას და აღჭურვოს მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.
    სტიქიური უბედურებები, ძირითადად, ჩვენი მაშველების სიცოცხლის რისკის ამარაა დატოვებული. არ შეიძლება მაშველის პერსონალურ გმირობაზე გადიოდეს ადამიანების სიცოცხლეები. არ შეიძლება და შესაძლებელიც არაა. ამიტომაცაა მუდმივად მსხვერპლი მოსახლეობაშიც და მაშველებშიც.
    მსხვერპლი სტიქიური უბედურების თანმხლები პროცესია, მაგრამ მისი მინიმიზაციაა სწორედ იმის მაჩვენებელი, რამდენად ეფექტურია სახელმწიფო ფორსმაჟორულ სიტუაციებში. ბოლო პერიოდის ყველა ამგვარ ვითარებაში, სახელმწიფო უკიდურესად არაეფექტური აღმოჩნდა და ყველა შემდგომ სტიქიაში ზუსტად იგივე შეცდომები დაუშვა, რაც წინა შემთხვევებში. ეს კი იმის უტყუარი მანიშნებელია, რომ საქართველოს მთავრობა ადამიანების სიცოცხლეს არაფრად აგდებს და, დიახ, თავადაც სტიქიური უბედურებაა ჩვენი ქვეყნისთვის.
    სამაშველო სამსახურს სჭირდება საფუძვლიანი რეფორმა. ამგვარ ვითარებაში გამოსავალი სამაშველო სფეროში მსოფლიოს ყველაზე წამყვანი ქვეყნებიდან სარეფორმო ჯგუფის ჩამოყვანა და მათ მიერ ღრმა და საფუძვლიანი წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის ჩატარებაა. ცხადია, დიდი დაფინანსების გარეშე ეს წარმოუდგენელია. თუმცა ფული ხელისუფლებას აქვს – სუსს და სხვადასხვა ჯურის სპეცნაზებს უნდა ჩამოაჭრას და აქეთ გადაამისამართოს. საჭიროა პოლიტიკური ნება, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას არა აქვს. მათი ინტერესი მოსმენა, თვალთვალი და დარბევა უფროა, ვიდრე ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა.

    ასე ეხმაურება, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია  შოვში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.

  • შოვში, უამინდობის გამო ორმა ვერტმფრენმა დროებით მუშაობა შეწყვიტა

    შოვში, უამინდობის გამო ორმა ვერტმფრენმა დროებით მუშაობა შეწყვიტა, სამძებრო სამუშაოებს კი მაშველები აგრძელებენ. ვერტმფრენები ონის ცენტრალურ სტადიონზე არიან გაჩერებული.

    ოფიციალური ინფორმაციით, ამ დრომდე 30-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება. თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს რომ დაკარგულთა რიცხვი გაცილებით მეტია, რადგან ახლა ტურისტული სეზონია და შოვი დამსვენებლებით სავსე იყო.

    ამ დროის მონაცემებით, რაჭაში სტიქიას 11 ადამიანი ემსხვერპლა.

    სამძებრო სამუშაოებში ჩართულია 400-მდე მაშველი, პრემიერის განცხადებით, პროცესში ჩაერთვება ჯარიც.

    სტიქიის ზონიდან გუშინდელიდან დღემდე ჯამში 210 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მათი ნაწილი ვერტმფრენით უსაფრთხო ადგილას დღეს დილით გადმოიყვანეს.

  • “ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ” – აზერბაიჯანის საგარეო შოვზე

    “ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ” – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.

    “ვიმედოვნებთ, რომ ათეულობით ადამიანი, რომლებიც ჯერ კიდევ დაკარგულია, უსაფრთხოდ და ჯანმრთელად იქნებიან ნაპოვნი. ჩვენ ვდგავართ საქართველოს მთავრობის და ქართველი ხალხის გვერდი”- ნათქვამია განცხადებაში.

  • შოვში გარდაცვლილთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

    რაჭაში შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას, ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრი უდასტურებს.

    მაშველები სამძებრო ღონისძიებებს ამ დრომდე აგრძელებენ. მეწყრულ ზონაში 25 მოქალაქეს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

    შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდება. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

  • ატყუებთ ხალხს, ვითომ წელი გავიდა და ვერტმფრენები არ შევიძინეთ – პრემიერი მედიას

    “არ მინდოდა ამ საკითხებზე საუბარი დღეს. მე, რა თქმა უნდა, არ გავაკეთებ კომენტარს ხელმოცარულ პოლიტიკოსებზე, ოპოზიციაზე.

    თქვენ, თქვენი ტელევიზია და სხვა ტელევიზიები, მთელი დღის განმავლობაში როცა გვყავს გარდაცვლილი მოქალაქეები,  ტრაგედიაა, როცა ოჯახის წევრები ჯერ კიდევ ვერ პოულობენ ოჯახის წევრებს, ამორალურ ქმედებას ეწევით. ატყუებთ ხალხს და აწვდით ინფორმაციას, რომ მთავრობამ გადაწყვიტა ვერტმფრენების შეძენა, გავიდა ერთი წელი და ვითომ ჩვენ არ შევიძინეთ, ასეთ არასერიოზულ ტყუილებზე მე გთხოვთ, რომ ასეთ დროს შეიკავოთ თავი.

    თქვე სერიოზული პრობლემა გაქვთ ინფორმაციის გაგების, თქვენ 24 საათი ერთადერთ დავალებას ასრულებთ – ხალხის შეცდომაში შეყვანის , დაზაფრვის… ათმაგად ძაბავთ ხალხს”.

    აცხადებს საქართველოს პრემიერმინსიტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

  • ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს – ერთიანობის, ტრაგედიის ერთად გადალახვის დროა – სალომე ზურაბიშვილი

    მინდა მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს და მინდა, იმ ოჯახებთან ერთად ვილოცო, ვინც ჯერ კიდევ ელოდება, რომ დაკარგული ადამიანები აღმოჩნდნენ ცოცხლები. ეს ტრაგედია სრულიად საქართველოსთვის დიდი ტრაგედიაა, რომელსაც ჩვენი ყველა მოქალაქე იზიარებს. ჩვენ ვიცით ტრაგედიის წინაშე გაერთიანება და დღეს სწორედ ესაა მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გავერთიანდეთ იმისთვის, რომ ჩვენი შესაძლებლობებით დავეხმაროთ ამ ადამიანებს, რათა გადალახონ ეს გაუსაძლისი პერიოდი მათი ცხოვრების.

    მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მაშველს, ყველა მოქალაქეს, რომლებმაც ადგილზე ყველაფერი გააკეთეს, რათა გადარჩენილიყვნენ ის ადამიანები, ვინც გადარჩნენ.

    მინდა ვთქვა, რომ ჩემი ადმინისტრაცია და პირადად მე ვუცხადებთ სოლიდარობას ადგილობრივ ხელისუფლებას, ყველა უწყებას, მთავრობას, ვინც იქაა ჩართული.

    დღეს არის ერთიანობის და ამ ტრაგედიის ერთად გადალახვის დროა. ჩემი ადმინისტრაცია და მე ყველაფერში ჩავერთვებით, სადაც ჩვენი აქტიურობა საჭირო იქნება. ჩვენც თვითონაც ვნახავთ მომავალ დღეებში რა კუთხით შეიძლება ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ტრაგედიის გადალახვაში.

    დიდი მადლობა მაშველებს. მათი როლი არ დასრულებულა და მათი მუშობა ამ პირობებში არის რთული და ვიცით, თუ რამდენად შეუძლიათ მათ ამ ძალიან რთულ პირობებში ყველაფერი გააკეთონ, რათა ადამიანები გადაარჩინონ. მადლობა ყველა პარტნიორ ქვეყანას, რომლებმაც დღეს სოლიდარობა გამოგვიცხადეს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

    მოვისმინე პრემიერისგან, რომ ჯერ არ ვთვლით, რამე დახმარება იყო საჭირო სხვა პარტნიორი ქვეყნებისგანო. მზად ვარ, თუ ჩემი როლი სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან დაკავშირებაში საჭირო გახდა, ამაშიც მონაწილეობა მივიღო. ამ დიდი ტრაგედიის წინაშე ვართ და ვიქნებით ერთად.

    განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.

  • შეუძლებელია სიტყვებით ასახო ის შემზარავი რეალობა, რაც სტიქიამ დაგვატეხა თავს – კალაძე

    ”რაჭაში მომხდარმა სტიქიამ შეძრა საქართველო. შეუძლებელია სიტყვებით ასახო ის შემზარავი რეალობა, რაც სტიქიამ დაგვატეხა თავს.
    მთელი გულით ვუსამძიმრებ შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, მათ ახლობლებს! ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს!
    მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარე სამუშაოებში, ჩვენს გმირ მაშველებთან ერთად, მონაწილეობს.
    ამ მძიმე წუთებში მთელი საქართველო ლოცულობს დაკარგულთა გადასარჩენად.”

    აცხადებს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე.