Category: სლაიდერი

  • უკრაინელებმა რუსეთის 1,2 მილიარდ დოლარიანი საჰაერო თავდაცვის კომპლექსი C-400 „ტრიუმფი“ გაანადგურეს

    უკრაინელებმა ბელგოროდში, რუსეთის ძვირადღირებული საჰაერო თავდაცვის კომპლექსი C-400 „ტრიუმფი“ გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინული მედია, უკრაინის უშიშროების სამსახურიდან წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

    სპეცსამსახურის დრონებით თავდასხმა გასულ ღამეს მოხდა.

    ერთი ასეთი კომპლექსი დაახლოებით 1,2 მილიარდი დოლარი ღირს.

    რუსულ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ისმის 20-მდე აფეთქება “ტრიუმფისა” და მისი სარადარო სისტემის ლოკაციებზე.

    ეს უკვე მეორე “ტრიუმფის” კომპლექსია, რომელიც SBU-მ გაანადგურა ბოლო ერთ თვეში.  პირველი დარტყმა “ტრიუმფზე” უკრაინამ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, 14 სექტემბერს მიიტანა.

     

  • უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა დაჩი ბერაიას ატესტატი და დიპლომების ასლები მომიტანა, ოროსანი არ დაუძახოთო – წითლიძე

    “თუ ვხუმრობდე
    სესიის დაწყებამდე სხდომათა დარბაზში – უმრავლესობის ერთ ერთი წევრი რომელიც ძირითადად ჩუმად ზის, არასოდეს არანაირი შეხება არ მქონია – რაღაც დიდი დასტა ქსეროქსებით მოვიდა, ეს უნდა გადმოგცეთ და განახოთო რომ აწი ოროსანი არ დაუძახოთო))
    თუ გამოიცნობთ რა იყო?
    დაჩი ბერაიას სკოლის ატესტატი და დიპლომების ასლები

    ალბათ როინ მეტრეველისგან იყიდა ეგ დიპლომები – მაგ დროს მიწისქვეშა გადასასვლელებში ყიდდნენ ნებისმიერი ფერის დიპლომსთქო
    რა დარდები ჰქონია დაჩის, რუსს რომ ვეძახი არ ადარდებს და ოროსანი უტყდება”

    წერს ამის შესახებ, ენმ-ის დეპუტატი ანა წითლიძე ფეისბუქზე.

  • აქცია რომ მოვაწყო, ჯვრის კონსტრუქცია აღვმართო პარლამენტთან, როგორ მოიქცევით? – ხათუნა სამნიძე

    ”მინდა გთხოვოთ, რომ მაგალითი მოგვიყვანოთ, რა შემთხვევაში მოხდება თქვენ მიერ ინიცირებული მუხლის ცვლილების ამოქმედება, მაგალითად, ჩვენ პარლამენტის წინ გვაქვს ჯვრის ფორმის რკინის კონსტრუქცია, რომელზეც დადასტურებული პასუხი მაქვს მერიისგან, რომ მას არ აქვს ნებართვა, ამ კონსტრუქციის აღმართვას, თუმცა არანაირ ზომებს არ იღებს ამასთან დაკავშირებით საქალაქო სამსახური. მინდა გკითხოთ, მე რომ მოვაწყო აქცია და ჯვრის კონსტრუქცია გადავწყვიტო რომ აღვმართო ამ ჯვრის ფორმის კონსტრუქციის გვერდით, როგორ მოიქცევით ამ კონკრეტული ცვლილების შესაბამისად? ამ კონკრეტულ ვითარებაში რა ხდება? თუ შეეზარდა ეს ჯვრის ფორმის კონსტრუქცია უკვე ჩვენი პარლამენტის ფასადს და საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არაფერს თქვენთვის.”

    ეს განცხადება რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში ცვლილებებს განიხილავენ.

  • ვენეციის კომისიას არ გაეგზავნება – მიქანაძე “კარვების კანონზე”

    “ვენეციის კომისიას ეს თემა არ გაეგზავნება […] ამ კანონპროექტს დღეს პირველი მოსმენით ვიხილავთ, ხვალ კი ეს დაჩქარებული წესით, მეორე და მესამე მოსმენით მოხდება. არც არის გეგმაში, რომ ეს ვენეციის კომისიაში გაიგზავნოს – ერთადერთი მიზეზის გამო: ამ ნორმის მიღება ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უმნიშვნელოვანესია. მისი პრევენციულობა აქტუალურია. ამაზე მეტყველებს იმ კომპეტენტური ორგანოს დასკვნა, რომელზეც არანაირი ეჭვის საფუძველი არ გვაქვს. ამ ორგანომ იმ განცხადებების მტკიცებულებების ნაწილი გაასაჯაროვა, რაც 18 სექტემბერს გაკეთდა”.

    აცხადებს “კარვების კანონის” ერთ-ერთი ინიციატორი და  მმართველი გუნდის დეპუტატი, გივი მიქანაძე.

  • ხომ იარა კონსტიტუციის დარღვევით, რომ ვერ მივიღოთ სტატუსი გადადგება?! – კობახიძე ზურაბიშვილზე

    “მხოლოდ მთავრობაა პასუხისმგებელი. გადადგება თანამდებობიდან თუ ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი?! ხომ იარა კონსტიტუციის დარღვევით, რომ ვერ მივიღოთ სტატუსი გადადგება?! რა თქმა უნდა, არ გადადგება, რატომ, იმიტომ რომ პასუხისმგებელიც არ არის და თუ პასუხისმგებელი არ არის არც უნდა იაროს. ვინც არის პასუხისმგებელი, ან იმან უნდა იაროს, ან მინიმუმ მისი თანხმობით უნდა იაროს სხვამ, ამას ამბობს კონსტიტუცია”.

    თქვა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას.

  • პრეზიდენტი შეიძლება იყოს რობინ ჰუდი, მდიდარს ართმევდეს, ღარიბს აძლევდეს – კობახიძე

    რაც შეეხება ქმედებების მოტივს, ანალოგი რომ მოვიყვანოთ დანაშაულთან დაკავშირებით, პრეზიდენტი შეიძლება იყოს რობინ ჰუდი, ართმევდეს მდიდარს და აძლევდეს ღარიბს. შეიძლება კეთილშობილური მიზანი ჰქონდეს მას, მაგრამ ამაზე არ მსჯელობს საკონსტიტუციო სასამართლო. თქვენ მსჯელობთ იმაზე, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს თუ არა პრეზიდენტის ქმედება.

    თქვა ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით.

  • თბილისს კანონის წესით განსაზღვრული გერბი და დროშა ექნება – კალაძე

    როგორც მოგეხსენებათ, მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებს განეკუთვნება და მათი დადგენისა და გამოყენების წესი კანონმდებლობით რეგულირდება. თბილისის ჰერალდიკური სიმბოლოები, რომლებიც აქამდე გამოიყენება, “სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ კანონით დადგენილ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს და დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანია.

    დღეის მდგომარეობით, თბილისი ერთადერთი მუნიციპალიტეტია, რომელსაც მოქმედი კანონის წესით განსაზღვრული გერბი და დროშა არ აქვს. თბილისის ჰერალდიკის კანონის შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც კონკურსის წესით, თბილისის გერბისა და დროშის საუკეთესო ესკიზებს გამოავლენს. კომისია პროფესიონალებისგან იქნება დაკომპლექტებული, ხოლო კონკურსი ღია წესით, საჯაროდ წარიმართება.

    აღსანიშნავია, რომ თბილისელებისთვის ძვირფასი სიმბოლოების გამოყენება, რომლებიც წლების მანძილზე დედაქალაქს წარმოადგენდნენ, კვლავ შესაძლებელი იქნება სიმბოლური, არაოფიციალური დატვირთვით, რომ ქალაქის მეხსიერებას კიდევ დიდხანს შემორჩეს ემირ ბურჯანაძის ავტორობით შექმნილი გერბის გამოსახულება.

    თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

  • ზურაბიშვილს ჩვენ აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად – კობახიძე

    “როდესაც იმპიჩმენტს აღძრავ, ეს მათ შორის ჩვენი გადმოსახედიდან ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტს აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად. ქალბატონ ზურაბიშვილს ჩვენ აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად.

    ჩვენ თავიდანვე გავაკეთეთ პოლიტიკური განცხადება ამაზე, რომ 100 ხმის მოლოდინი არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ქალბატონნი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მხარდაჭერის იმედით არღვევდა კონსტიტუციას. შეიძლება, ჩვენ არ გვქონდეს იმედი, რომ ამ გადაწყვეტილების გარშემო საქართველოს პარლამენტში 100 ხმა მოგროვდება, მაგრამ ჩვენი მიზანი და ამოსავალი წერტილი არის ის, რომ წესით, პრეზიდენტი უნდა წავიდეს საკუთარ თანამდებობიდან. იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დადებით დასკვნას წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის წინაშე კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე, რა თქმა უნდა, ყველა შესაბამისი დეპუტატი მხარს დაუჭერს პრეზიდენტის გადაყენებას. ეს არის ჩვენი პოლიტიკური განზრახვა და ამაზე ღიად გვქონდა საუბარი”

    აცხადებს “ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

  • მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას განახორციელოს აუცილებელი რეფორმები სტატუსის მოსაპოვებლად – სახ.დეპი

    “რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

    ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორობას ქართველ ხალხთან, რადგან ისინი ისწრაფვიან დემოკრატიული, აყვავებული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავლისკენ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად და მზად ვართ დავეხმაროთ მთავრობას ამაში”.

    თქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა.

  • პირველად ისტორიაში, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი თანამდებობიდან გადააყენეს

    პირველად ისტორიაში, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ თანამდებობიდან გაათავისუფლა სპიკერი, რესპუბლიკელი კევინ მაკკარტი. მაკკარტის წინააღმდეგ მისივე თანაპარტიელების მემარჯვენე რადიკალური  მცირე ჯგუფი გამოვიდა, და მათ  დემოკრატიული პარტია თავისი ხმებით დაეხმარა საკუთარი ლიდერის გადაყენებაში.

    საბოლოო ჯამში, კევინ მაკკარტის გადადგომას მხარი დაუჭირა 216–მა კონგრესმენმა, მათ შორის მხოლოდ რვა რესპუბლიკელმა, წინააღმდეგი კი 210 იყო.

    კევინ მაკკარტიმ შაბათს მოახერხა დროებითი ბიუჯეტის მიღებაზე შეთანხმება, რამაც თავიდან აიცილა მთავრობის და დემოკრატი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დახურვის საფრთხე – და ამავდროულად გააბრაზა მისი რადიკალი თანაპარტიელები.  ერთ-ერთმა მათგანმა, ფლორიდის წარმომადგენელმა მეტ გეტცმა, უკვე ორშაბათს წარადგინა რეზოლუციის პროექტი სპიკერის გადადგომის შესახებ.

    კენჭისყრის შემდეგ კევინ მაკკარტიმ თქვა, რომ გეითსის მოტივებს რეალურად არანაირი კავშირი არ ჰქონდა ბიუჯეტთან და რომ ის უბრალოდ პოპულარობის მოპოვებას ცდილობდა.

    მაკკარტიმ ასევე თქვა, რომ სპიკერის პოსტზე კენჭისყრას აღარ აპირებს.

    დემოკრატიული პარტიის ფრაქციამ მცირე ხნით დაფიქრების შემდეგ გადაწყვიტა სპიკერი არ გადაერჩინა და მის გადადგომას მისცა ხმა.

    რესპუბლიკურ პარტიას ახლა აქვს მცირე უმრავლესობა წარმომადგენელთა პალატაში: 221 ხმა დემოკრატების 212 ხმის წინააღმდეგ.

    წლის დასაწყისში კევინ მაკკარტიმ კონგრესის ისტორია დაწერა, როდესაც აირჩიეს წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარედ ოთხ დღეში და მეთხუთმეტე კენჭისყრით.  ცხრა თვის შემდეგ მან კვლავ დაწერა ისტორია და გახდა პირველი სპიკერი, რომელიც გადააყენეს.

    ექსპერტების თქმით, დღევანდელმა კენჭისყრამ აჩვენა მაკკარტის პოლიტიკური სისუსტე – ისევე როგორც განხეთქილება რესპუბლიკელებს შორის.  სპიკერის პირველად გადაყენებით, წარმომადგენელთა პალატა პროცედურულ–იურიდიულად სრულად ახალ და დღემდე უპრეცედენტო რეალობაში აღმოჩნდა.

    ჯერჯერობით ნათელი მხოლოდ ის არის, რომ ახალი დროებითი სპიკერი რესპუბლიკელი პატრიკ მაკჰენრი გახდა.

    გაურკვეველია, აქვს თუ არა დროებით სპიკერს მუდმივი სპიკერის ყველა უფლებამოსილება, თუ მას მხოლოდ მხოლოდ ადმინისტრაციული უფლებამოსილება და მომავალი სპიკერის არჩევნების დანიშვნის უფლება აქვს.  ამასთან, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის წესდებაში არ არის ნათქვამი, რამდენ ხანს შეისძლება დროებითი სპიკერი იკავებდეს თანამდებობას  და როდის უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები მუდმივმოქმედი სპიკერის ასარჩევად.

    ვარაუდობენ, რომ შესაძლოა პალატა ქაოსში აღმოჩნდეს,  სანამ  შემდეგ სპიკერს არ აირჩევს. რესპუბლიკელთა ბანაკში განხეთქილების გათვალისწინებით, ეს პროცესი შესაძლოა ისეთივე პრობლემური აღმოჩნდეს, როგორც მაკკარტის არჩევისთვის ბრძოლა.

    რამდენიმე რესპუბლიკელმა განაცხადა, რომ აპირებენ მაკკარტის მემკვიდრეზე 10 ოქტომბერს იმსჯელონ და 11 ოქტომბერს ახალი სპიკერი აირჩიონ.

    კენჭისყრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მოუწოდა კონგრესს, რაც შეიძლება მალე აირჩიონ ახალი სპიკერი.

    „პრეზიდენტი ბაიდენი ყოველთვის ავლენდა ერთგულებას კონგრესში ორივე მხარესთან მუშაობისადმი […] ჩვენი ხალხის წინაშე მდგარი გადაუდებელი საკითხები ვერ მოიცდიან და ის იმედოვნებს, რომ წარმომადგენელთა პალატა სწრაფად აირჩევს ახალ სპიკერს“, – ნათქვამია თეთრი სახლის პრესმდივნის, კარინ ჟან-პიერის განცხადებაში.