Category: სლაიდერი

  • დავით სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა კალანდიამ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა

    ხორავას ქუჩის საქმეზე,  დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა მიხეილ კალანდიამ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართა.  ინფორმაციას ადასტურებს კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა. მისი განცხადებით, მიხეილ კალანდიას მიმართ ქართულმა სასამართლოებმა პოლიტიკური ძალების ზეგავლენის შედეგად გამოიტანეს გამამტყუნებელი განაჩენი, შესაბამისად, პრეზიდენტმა ის უნდა შეიწყალოს.

    • „კალანდიას მიაჩნია, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არის ის ინსტიტუტი, რომელსაც შეუძლია სამართლიანობის აღდგენის ნაწილში უდიდესი როლი შეასრულოს, რადგან თვლის, რომ მის მიმართ შერაცხული ბრალი დღემდე დაუსაბუთებელია და განაჩენი პოლიტიკურად ანგაჟირებული ძალების შედეგად საქართველოს სასამართლოზე განხორციელებული ზეწოლითაა დამდგარი. ვიდრე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს, კალანდია ელოდება, რომ ქალბატონი პრეზიდენტი თავის დისკრეციას გამოიყენებს და სამართლიანობას ნაწილობრივ მაინც აღადგენს მიხელ კალანდიას ნაწილში. პრეზიდენტმა ეს დეტალურად უნდა შეისწავლოს განაჩენთან ერთად და შემდეგ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.კალანდია შერაცხულ ბრალს არ აღიარებს, მიაჩნია, რომ პოლიტიკურმა ძალებმა სასამართლოზე, სამართალდამცავ ორგანოებზე ზეწოლა განახორციელეს და საპყრობილეში ამიტომ მოხვდა. ის პრეზიდენტს ამ მტკიცებულებებით მიმართავს, რომ საქმეს თავად გადახედოს და თავისი დისკრეცია გამოიყენოს სამართლიანობის აღდგენის ნაწილში. პრეზიდენტმა მიხეილ კალანდია უნდა შეიწყალოს, რადგან განაჩენი ერთადერთ ჩვენებას ემყარება, რომელიც გიორგი ჯანაშიამ მხოლოდ მას შემდეგ მისცა, რაც მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს და საპყრობილიდან გაათავისუფლეს“, – განუცხადა თოდუამ “ინტერპრესნიუსს”.

    შეგახსენებთ, 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარ შემთხვევას დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამართალდამცავებმა დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის გიორგი ჯანაშია, მიხეილ კალანდია და გიორგი მენაბდე დააკავეს.

  • “ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზა მოეწყობა” – ასლან ბჟანია

    “ჩვენი დღესასწაულის დღეს ჩვენს პორტში პატარა სარაკეტო ხომალდი შემოვიდა. ძალიან თანამედროვე გემი – სერიოზული საბრძოლო შესაძლებლობებით. ჩვენ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება”.

    ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ გამოცემა Известия – სთან ინტერვიუსას განაცხადა.

  • პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა ე.წ კარვების კანონპროექტს II მოსმენითაც დაუჭირა მხარი

    პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა ე.წ კარვების კანონპროექტს II მოსმენითაც დაუჭირა მხარი

    პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა “შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში” შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

    კანონპროექტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს კანონპროექტით ეკრძალებათ, მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, “თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას ან შეკრების  და  მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება”.

    კანონპროექტის გასაპროტესტებლად პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან 14:00 საათზე აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორები მოძრაობა ტალღის, ჯიუტის, სტუდენტები ევროპული მომავლისთვის წევრები არიან. ორგანიზატორების თქმით, “რუსულ მთავრობას არ გაატანინებენ მორიგი რუსული კანონის” დამტკიცებას.

    კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის მტკიცებით, კანონპროექტი შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლებას არ ზღუდავს.

    “ეს არ არის თვითონ შეკრებებისა და მანიფესტაციების შემზღუდავი კანონპროექტი. აქ ორიენტირი  კეთდება იმ დამხმარე საშუალებებზე, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციების დროს შესაძლოა გამოიყენონ  შეკრებისა და მანიფესტაციის წარმომადგენლებმა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

  • ძალიან ბევრი მეგობარი გვყავს ევროპაში – პუტინი

    “იცით, ჩვენი ევროპაში ბევრი მეგობარი გვყავს, იმიტომ რომ ის ადამიანები, ვინც თვლიან, რომ ტრადიციული ოჯახური ფასეულობები გაქრა ძალიან აგრესიულად იქცევიან, განსაკუთრებით ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში. ამავდროულად ევროპულ ქვეყნებში იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ჩვენს შეხედულებებს იზიარებენ ძალიან მაღალია. ისინი უბრალოდ ჩუმად არიან და საკუთარ პოზიციას სხვებს თავზე არ ახვევენ”

    განაცხადა ამის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.

  • სტუდენტები უყურებენ ამ ყველაფერს, თავის მოჭრაა – კობახიძე პრეზიდენტის წარმომადგენლებზე

    “სრული ნონსენსია, მართლა, მე ახლა ვფიქრობდი, რომ სტუდენტები უყურებენ ამ ყველაფერს, უბრალოდ თავის მოჭრაა, როდესაც სტუდენტები ხედავენ, რომ ასეთი ზრდასრული ადამიანები, იურისტები, ასეთ რაღაცებს ლაპარაკობენ ასეთ მარტივ თემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს არის შემაშფოთებელი და გამაოგნებელი. სუსტი არგუმენტები კი არ არის, გაუგონარია, გაუგონარ რაღაცებს ლაპარაკობენ”,

    აცხადებს, ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლებზე.

  • “კონსტიტუციის დარღვევაა პრემიერმა ჩინეთში სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას რომ მოაწერა ხელი” – ჩუგოშვილი

    პირველ რიგში, სტატუსიდან გამომდინარე, პრეზიდენტის მიერ სხვადასხვა ნაბიჯი, თუ კონტაქტი, რომელიც შეიძლება დაამყაროს, საკმაოდ შეზღუდულია, რადგან ის ვერ აიღებს ვერანაირ ახალ ვალდებულებას, ვერ შევა მოლაპარაკებებში, მას შეუძლია მხოლოდ ესაუბროს სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, რათა მოიპოვოს მათი მხარდაჭერა იმ პოლიტიკისთვის, რაც დეკლარირებული აქვს პარლამენტსა და მთავრობას.

    მაგალითად, რა იქნებოდა დარღვევის ყველაზე მკაფიო და უკიდურესი ზომა? ნებისმიერი კონტაქტი ისეთ ქვეყნებთან, რომლებსაც მაგალითად აღიარებული აქვთ ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიები და არ ცნობს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას.

    მაგალითად, ის, რაც პრემიერმა გააკეთა და რაც კონსტიტუციის დარღვევას წარმოადგენს – ჩინეთში სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერა ხელი. ეს მთავრობის მხრიდანაც დარღვევაა და ეს რომ პრეზიდენტსაც განეხორციელებინა, 52-ე მუხლის დარღვევა იქნებოდა.

    საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი კონსტიტუციით განსაზღვრა, რომ საქართველოს მიზანია იყოს ევროკავშირისა და ნატოს წევრი – ეს მთავარი ხაზი უკვე განსაზღვრულია. პრეზიდენტი ვერცერთ შემთხვევაში ვერ იმოქმედებს პარლამენტის მიერ დადგენილი და მთავრობის მიერ განხორციელებული საგარეო პოლიტიკის ფარგლებს გარეთ, ეს იქნება მისგან არაკონსტიტუციური ქმედება.

    პრეზიდენტის ნებისმიერი ქმედება, რომელიც საგარეო ურთიერთობების კუთხით მოიცავს კონტაქტს, მაგრამ არ მივყავართ ხელშეკრულების დადებამდე, პოლიტიკური ვალდებულების წარმოშობამდე, თუ სხვა ტიპის შედეგამდე, წარმოდგენილი საგარეო პოლიტიკის ცვლილებამდე პრეზიდენტის მხრიდან არის კანონიერი და კონსტიტუციური ქმედება

    ამის შესახებ საკონსსტიტუციო სასამართლოში, იმპიჩმენტის საკითხის განხილვაზე, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა ისაუბრა.

  • კანონში ლეიბებთან დაკავშირებით არავითარი შეზღუდვები არ არის დაგეგმილი – თალაკვაძე ჩარკვიანს

    “მინდა თამარ ჩარკვიანი დავამშვიდო. ქალბატონო თამარ, თქვენ რაც დააანონსეთ, ეს იყო ლეიბების რევოლუცია და მინდა დაგამშვიდოთ, რომ ამ კანონში ლეიბებთან დაკავშირებით არავითარი შეზღუდვები არ არის დაგეგმილი”.

    ასე უპასუხა, ქართული ოცნების დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თამარ ჩარკვიანს.

  • თბილისი საკმაოდ მისაღებად იქცევა, ერევანზე უკეთ – მარგარიტა სიმონიანი

    თბილისი საკმაოდ მისაღებად იქცევა, არ დავიღლები ამის გამეორებით. სამწუხაროდ, იმაზე უფრო მისაღებად, ვიდრე ერევანი იქცევა.

    ამის შესახებ, კრემლის პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა  საკუთარ საავტორო გადაცემაში განაცხადა.

  • რატომ ამთხვევთ ყველა პრორუსულ ქმედებას, როცა წყდება საქართველოს EU-ში გაწევრიანების საკითხი? – გოცირიძე “ოცნებას”

    “რაც შეეხება ამ კანონს, რომელიც ეხლა გამოგაქვთ, რატომ გამოგაქვთ დღეს? არ შეიძლებოდა, რომ ეს კანონპროექტი წარმოგედგინათ 15 დეკემბერს? ხომ იცით, რომ ყველაფერი წყდება დეკემბრის შუა რიცხვებამდე. თუ არ ვცდები, ევროკომისიის სხდომა დანიშნულია 12-ში.

    ხომ იცით, რომ ოქტომბერში ხდება საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულების შეფასება? რატომ წამოიწყეთ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი დღეს, ოქტომბერს? რატომ დაამთხვიეთ ის ამ დღეებს, როდესაც უკვე ოფიციალური დოკუმენტი იქნება განსახილველად წარდგენილი?..

    რატომ ამთხვევთ ყველა მავნებლობას ყველა პრორუსულ ქმედებას და პრორუსული კანონების ინიცირებას მაინცდამაინც მაშინ, როდესაც წყდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი?”

    ასე მიმართა, პარლამენტის წევრმა, რომან გოცირიძემ ქართულ ოცნებას.

  • 2 წელში, შსს-დან 4 929 პოლიციელი წავიდა – ხომ არ დაფიქრდებოდით, რატომ? – ანა ნაცვლიშვილი

    ძალიან ვდარდობ იმ ადამიანებზე, რომლებისთვისაც ახლა ეს მორიგი შეტევაა სინამდვილეში პოლიციაზე, რომ კიდევ უფრო მძიმე უფსკრული გააჩინოთ პოლიციასა და საზოგადოებას შორის, მაშინ როცა სინამდვილეში პოლიცია ის სახელმწიფო ინსტიტუციაა, რომლის მიმართაც ყველას პატივისცემა, ნდობა და თანადგომა გვჭირდება სახელმწიფოს ასაშენებლად.

    ერთი კონკრეტული წერილი მინდა გაგაცნოთ, რომელიც ვიცი არ დაგაფიქრებთ თქვენ, იმიტომ რომ ფიქრი არ მოგეთხოვებათ – ეს არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ჩემი კითხვის პასუხად მიღებული წერილი, სადაც მინისტრის მოადგილე მიდასტურებს, 2023 წელს არის მიღებული ეს წერილი, მიდასტურებს, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, პირადი განცხადების საფუძველზე, წავიდა 4 929 ადამიანი. ხომ არ ფიქრობთ, ხომ არ დასვამდით კითხვას, ამდენი პოლიციელი რატომ წავიდა ბოლო 2 წლის განმავლობაში? შემდეგ ამ სტატისტიკის განახლება ვითხოვე და ჯერჯერობით პასუხი არ არის, როგორც ჩანს, ციფრი ძალიან გაზრდილია და არ უნდა მოადგილეს, რომ ახალი სტატისტიკა მომაწოდოს.

    რატომ ტოვებენ პოლიციელები სამსახურებს, რატომ გარბიან, ზოგი ცდილობს, ქვეყნის შიგნით ნახოს სამსახური, ზოგით მექსიკით მიდის. არაერთს ჩემთვის პირად საუბარში დაუდასტურებია, რომ უბრალოდ აღარ უნდა ამ უსამართლობას ემსახუროს, აღარ უნდათ ადამიანებს, იმიტომ რომ კარგად ხვდებიან, რომ ეს ფარსი არც სახელმწიფოს უსაფრთხოებას ემსახურება. […] რატომ არის ამხელა გადინება? რატომ გარბიან ამ ქვეყნიდან?

    აცხადებს, ლელოს წევრი ანა ნაცვლიშვილი.