Category: სლაიდერი

  • კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ გოგა გულორდავა აირჩიეს

    კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ გოგა გულორდავა აირჩიეს

    კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ, 3 წლის ვადით „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, გოგა გულორდავა აირჩიეს
     კომუნიკაციების კომისიამდე, გულორდავა 2 წლის განმავლობაში პროპაგანდისტულ „ტელეიმედში“ ფინანსური მონიტორისა და აუდიტის პოზიციას იკავებდა. 2016-2020 წლებში კი, „ოცნების“ პარლამენტის წევრი იყო

    “კომუნიკაციების კომისიის წევრებმა 2026 წლის 29 იანვარს ჩატარებულ არჩევნებზე გოგა გულორდავა სამი წლის ვადით კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს. კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნები ფარული კენჭისყრით ჩატარდა, სადაც კომისიის წევრების სრულმა შემადგენლობამ გოგა გულორდავას კანდიდატურას დაუჭირა მხარი.

    გოგა გულორდავას 26 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. პროფესიით ის იურისტია. სხვადასხვა დროს მას კვალიფიკაცია ამაღლებული აქვს ამერიკის შეერტებულ შტატებსა და გერმანიაში.” – ნათქამია განცხადებაში.

  • ოჯახის წევრის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებული დააკავეს

    ოჯახის წევრის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებული დააკავეს

    თბილისში ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის, გაუპატიურების, არაადამიანური მოპყრობის, მუქარისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით – 2007 წელს დაბადებული ს.ჟ. დააკავეს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სისტემატურად ფიზიკურად და სექსუალურად ძალადობდა, ასევე სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა – 2005 წელს დაბადებულ ქ.შ.-ს. ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული ქმედებების შედეგად, ქ.შ.-მ თვითმკვლელობა სცადა.

    სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ს.ჟ. ბრალდებულის სახით დააკავეს” – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე, 11 პრიმა 151-ე, 11 პრიმა 187-ე, 144-ე ტერცია და 126-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

  • ილია ღუდუშაურს ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის საპატიმრო გირაო შეეფარდა

    ილია ღუდუშაურს ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის საპატიმრო გირაო შეეფარდა

    ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ილია ღუდუშაურს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა.

    გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განისაზღვრა. თანხის სრულად გადახდამდე ის პატიმრობაში დარჩება.

    პროკურატურამ ილია ღუდუშაურს სახელმწიფო – პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება დღეს, 28 იანვარს წარუდგინა.

    პროკურატურის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 27 სექტემბერს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 70 ერთეულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.

    გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა პრეტენდენტმა და გამარჯვებულად გამოვლინდა ყველაზე დაბალი ფასის წარმდგენი კომპანია. თუმცა, ბრალდებულმა რომელიც მოქმედებდა ტენდერში მონაწილე შედარებით მაღალი ფასის წარდმგენი კომპანიის სასარგებლოდ, ხელოვნურად შექმნილი საფუძვლით, უკანონოდ შეწყვიტა სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერი.

    2023 წლის 10 მაისს, მისივე მითითებით გამოცხადდა ახალი ტენდერი, შეცვლილი პირობებით, რომელიც მორგებული იყო ერთ კონკრეტულ პრეტენდენტზე და რომლის ხელმძღვანელობასთანაც ბრალდებულს პირადი ნაცნობობა აკავშირებდა.

    შედეგად, ტენდერი ჩატარდა სხვა კომპანიების მონაწილეობისა და ყოველგვარი კონკურენციის გარეშე. გამარჯვებულად გამოცხადდა წინასწარ შერჩეული კომპანია, რომელსაც წარდგენილი შედარებით მაღალი ფასის გამო, სამინისტრომ მინიმუმ 2 138 000 ლარით მეტი გადაუხადა.

    უწყების განმარტებით, ბრალდებულის ამ ქმედებით არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები. დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ) წარედგინა.

  • როგორც ირანს ერთხელ უკვე ვუთხარი: გააფორმეთ შეთანხმება! შემდეგი თავდასხმა გაცილებით ძლიერი იქნება. არ დაუშვათ, რომ ეს ისევ მოხდეს  – ტრამპი

    როგორც ირანს ერთხელ უკვე ვუთხარი: გააფორმეთ შეთანხმება! შემდეგი თავდასხმა გაცილებით ძლიერი იქნება. არ დაუშვათ, რომ ეს ისევ მოხდეს – ტრამპი

    „იმედია, ირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან სწრაფად დაჯდება და სამართლიან შეთანხმებას გააფორმებს, ბირთვული იარაღის გარეშე – დრო იწურება! ირანისკენ უზარმაზარი არმადა მიემართება. ის სწრაფად გადაადგილდება დიდი ძლიერებითა და ენთუზიაზმით. ეს ფლოტი, რომლის სათავეშიც ავიამზიდი „აბრაამ ლინკოლნი“ დგას, ვენესუელაში გაგზავნილ ფლოტზე უფრო დიდია. ვენესუელის მსგავსად, ის მზადაა, რომ თავისი მისია საჭიროების შემთხვევაში სრული სისწრაფით შეასრულოს.[…] როგორც ირანს ერთხელ უკვე ვუთხარი: გააფორმეთ შეთანხმება! მათ ეს არ გააკეთეს და შემდეგ იყო „ოპერაცია შუაღამის ჩაქუჩი“, რასაც ირანის მასშტაბური განადგურება მოჰყვა. შემდეგი თავდასხმა გაცილებით ძლიერი იქნება. არ დაუშვათ, რომ ეს ისევ მოხდეს“,

    ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს.

  • უკრაინელებმა, რუსეთის ნავთობბაზასა და დრონების მართვის ცენტრს დაარტყეს

    უკრაინელებმა, რუსეთის ნავთობბაზასა და დრონების მართვის ცენტრს დაარტყეს

    უკრაინელებმა, უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არაერთ სამიზნეს დაარტყეს.

    ოკუპირებულ დონეცკის ოლქში დარტყმა განხორციელდა მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალასა და უპილოტო საფრენი აპარატების მართვის ცენტრზე, ასევე, უკრაინელებმა დონეცკის ოლქის შახმატნესა და გრიგორიევკას რაიონებში მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის თავმოყრის ადგილებს დაარტყეს.ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

    უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა რუსეთის ვორონეჟის ოლქში ნავთობბაზა „ხოხოლსკაიას“ დაარტყეს, დაფიქსირდა ხანძარი და სქელი კვამლი.

    უკრაინელებმა ლუგანსკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსების საბრძოლო მასალის საწყობს დაარტყეს, ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ნაწილში – პირადი შემადგენლობის თავმოყრის ადგილს, დნეპროპეტროვსკის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში კი – ბატალიონის სამეთაურო პუნქტს.

    ამასთან, დაზუსტდა რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარეში მდებარე „ტამანეფტეგაზის“ ნავთობტერმინალზე ბოლო დროს განხორციელებული შეტევის შედეგები: დადასტურდა ხანძარი დაახლოებით 6 200 კვადრატული მეტრის ფართობზე და სამი რეზერვუარის დაზიანება.

  • სააპელაციომ გელა უძილაურისთვის მისჯილი უვადო პატიმრობა ძალაში დატოვა – POG

    სააპელაციომ გელა უძილაურისთვის მისჯილი უვადო პატიმრობა ძალაში დატოვა – POG

    სააპელაციო სასამართლომ ბინზესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გელა უძილაურისთვის პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი განაჩენი, უვადო პატიმრობა ძალაში დატოვა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

    “სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს და მისი ნდობით აღჭურვილ პირებს ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებს ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული სახის უთანხმოება და დაპირისპირება გააჩნდათ ლევან ჯანგველაძესთან და ამ უკანასკნელთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით, დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის ორგანიზება. ამ მიზნით ბრალდებულ ოთარ რომანოვ ფარცხალაძესთან შეთანხმების შესაბამისად ბრალდებული მიქაძეები, თავის მხრივ დაუკავშირდნენ მათ მეგობარს და ნდობით აღჭურვილ გიორგი ჯოხაძეს, რომელსაც გაანდეს მკვლელობის ჩადენის შესახებ გეგმა, რაზეც მისგან მიიღეს თანხმობა და სამივე მათგანმა დაიწყო დანაშაულის შემსრულებლის მოძიება. ამ მიზნით ბრალდებულებმა შეარჩიეს და კომუნიკაცია დაამყარეს გიორგი ჯოხაძის ნდობით აღჭურვილ და დაახლოებულ პირთან გელა უძილაურთან, რომელსაც მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მიღებული ჰქონდათ ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის შეკვეთა და გარკვეული მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ შესთავაზეს ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობა, რასაც მსჯავრდებული უძილაური დათანხმდა.

    ბრალდებულები გიორგი ჯოხაძე, დავით და გიორგი მიქაძეები გელა უძილაურს სისტემატურად აწვდიდნენ დანაშაულის ჩადენისათვის საჭირო ინფორმაციას. ბრალდებულებმა გიორგი ჯოხაძემ და გიორგი კაჭკაჭიშვილმა ასევე ბრალდებულ სანდრო წივწივაძისგან მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები, რომელთაგან ერთ-ერთი ,,GLOCK 19″ მოდელის პისტოლეტი ბრალდებულმა ჯოხაძემ მსჯავრდებულ უძილაურს გადასცა.
    მიმდინარე წლის 15 თებერვალს გიორგი ჯოხაძე გელა უძილაურს თბილისში სასტუმრო ,,თბილისი თაუერი“-ს შენობასთან შეხვდა. სასტუმროში ასევე მივიდნენ დავით და გიორგი მიქაძეები. გიორგი ჯოხაძემ და გელა უძილაურმა დანაშაულის ჩასადენად აუცილებელი დეტალები განიხილეს, მათ შორის გელა უძილაურს მიაწოდა დავით და გიორგი მიქაძეებისგან მიღებული ინფორმაცია ლევან ჯანგველაძის საქართველოში ჩამოსვლის და დაბინავების შესახებ. შესაბამისად გელა უძილაურს დაავალა ლევან ჯანგველაძის თვალთვალი, მკვლელობისთვის შესაფერისი დროის და ადგილის შერჩევის მიზნით.

    ლევან ჯანგველაძე საქართველოში 2025 წლის 16 თებერვალს ჩამოვიდა და სასტუმრო „ამბასადორში“ მივიდა. გელა უძილაურმა იცოდა რა ლევან ჯანგველაძის ადგილსამყოფლის შესახებ ისიც სასტუმრო „ამბასადორთან“ მივიდა, თუმცა ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობა ვერ განახორციელა მისთვის ხელსაყრელი პირობების არ არსებობის გამო. 2025 წლის 23 თებერვალს ლევან ჯანგველაძემ საქართველოს ტერიტორია დატოვა.
    2025 წლის მარტის თვეში ბრალდებულმა ძმებმა მიქაძეებმა გიორგი ჯოხაძის საშუალებით გელა უძილაურს ინფორმაცია მიაწოდეს ლევან ჯანგველაძის 14 მარტს საქართველოში ჩამოსვლის და გადაადგილების შესახებ, შესაბამისად ამ უკანასკნელმა დაიწყო აქტიური მზადება ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის სისრულეში მოყვანის მიზნით.

    14 მარტს ლევან ჯანგველაძე გამოემგზავრა საქართველოში. აღნიშნული ინფორმაცია გიორგი ჯოხაძემ და ძმებმა მიქაძეებმა გელა უძილაურს მიაწოდეს. გელა უძილაური ცეცხლსასროლი იარაღით თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მივიდა და ლევან ჯანგველაძის მისვლას დაელოდა, რომელიც მის მეგობართან ერთად პანაშვიდზე იმყოფებოდა. იმ დროს, როდესაც ლევან ჯანგველაძე მეგობართან ერთად ფეხით გადაადგილდებოდა ჭავჭავაძის გამზირზე, გელა უძილაურმა მისი მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი გასროლა განახორციელა. მიღებული დაზიანებების შედეგად ლევან ჯანგველაძე ადგილზე გარდაიცვალა. განზრახვის სისრულეში მოყვანის შემდგომ, მსჯავრდებულმა გელა უძილაურმა ლევან ჯანგველაძის თანმხლები პირის მიმართულებით მისი მოკვლის მიზნით რამდენიმე გასროლა განახორციელა. სროლის შედეგად დაზარალებულმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.

    სამართალდამცველებმა ბრალდებული 17 მარტს დააკავეს. მისი პირადი და ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა 17 327 ლარი და 2200 აშშ დოლარი.
    გელა უძილაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ანგარებით და შეკვეთით), 19, 109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა.

    თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით გელა უძილაურს სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად ძალაში დატოვა”. – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

  • ოპონენტებად ვაღიარებთ მათ, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს – პაპუაშვილი

    ოპონენტებად ვაღიარებთ მათ, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს – პაპუაშვილი

    [დებატების] მიზანი ის ხომ არ არის, კორიდა გაიმართოს და ყვირილი, ჩხუბი იყოს?! უნდა იყოს საგნობრივი დისკუსია, განხილვა სიძულვილის, წივილ-კივილის და შეძახილების გარეშე. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ფორმატი უზრუნველყოფდეს მსგავს გარემოს.

    ოპონენტებად ვაღიარებთ მათ, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს. ვინც კონსტიტუციურ წესრიგს არ აღიარებს, არ აღიარებს საქართველოს კონსტიტუციას და რა თქმა უნდა, რთულია წარმოვიდგინოთ, რომ ასეთი დებატების მონაწილე ვიყოთ.

    ეს ეხება რადიკალური ოპოზიციის კუთვნილ მედიას, რომელიც დღემდე არ აღიარებს კონსტიტუციას, დემოკრატიას, ხალხის მიერ გაკეთებულ არჩევანს. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, რადიკალური ოპოზიციის ეს ნაწილი და მისი ტელოევიზიები უნდა დაუბრუნდნენ კონსტიტუციურ წესრიგს და მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, რომ განვიხილოთ ამგვარ პარტიულ მედიაში მონაწილეობა დებატებში.

    ამბობს ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებთან.

  • დანაშაული აღიარა – პროკურატურა ღუდუშაურისთვის აღკვეთის ღონისძიებად საპატიმრო გირაოს ითხოვს

    დანაშაული აღიარა – პროკურატურა ღუდუშაურისთვის აღკვეთის ღონისძიებად საპატიმრო გირაოს ითხოვს

    სასამართლოზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ილია ღუდუშაურის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს შეფარდებას მოითხოვენ. მიზეზად ღუდუშაურის მიერ, ჩადენილი დანაშაულის აღიარება სახელდება.

    ილია ღუდუშაურს ბრალდება დღეს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ) წარუდგინეს. მუხლი 3-დან 5 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

    ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ილია ღუდუშაური სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავეს.

    უწყების ცნობით, ღუდუშაურმა, რომელიც მინისტრის მოადგილესთან ერთად სამინისტროს შესყიდვების სატენდერო კომისიის თავმჯდომარეც იყო, სასწრაფოს მანქანების შესყიდვაზე ტენდერი უკანონოდ გააუქმა, ახალი ტენდერის პირობები კი კონკრეტულ კომპანიას მოარგო.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 27 სექტემბერს საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე. ტენდერის საბოლოო ბენეფიციარი იყო სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ, ხოლო გამარჯვებულად გამოვლინდა ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი — 8 525 876 ლარი  შესთავაზა.

    აღნიშნული ტენდერი შეწყდა მინისტრის მოადგილის ი. ღუდუშაურის უკანონო დავალებით. მან ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება სხვა კომპანიისთვის უპირატესობის მინიჭების მიზნით. 2023 წლის 10 მაისს, მისი მითითებით, გამოცხადდა ახალი ტენდერი, რომლის პირობები მორგებული იყო ერთ კონკრეტულ პრეტენდენტზე, რის შედეგადაც სხვა კომპანიებმა მონაწილეობა ვერ მიიღეს.

    წინასწარ შერჩეულ კომპანიას სამინისტრომ უსაფუძვლოდ გადაუხადა 2 138 196 ლარი, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები”. – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

  • თუ ირანი თავს დაესხმება ისრაელს, ისეთი ძალით, ვუპასუხებთ როგორიც მას არასდროს უნახავს – ნეთანიაჰუ

    თუ ირანი თავს დაესხმება ისრაელს, ისეთი ძალით, ვუპასუხებთ როგორიც მას არასდროს უნახავს – ნეთანიაჰუ

    „ახლა ეს რეალობაა – ირანის ღერძი ცდილობს აღდგეს – მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეს მოხდეს. თუ ირანი დაუშვებს სერიოზულ შეცდომას და თავს დაესხმება ისრაელს, ჩვენ ვუპასუხებთ ისეთი ძალით, როგორიც ირანს აქამდე არასდროს უნახავს.[…] აშშ ჩვენთან მუდმივ კონტაქტშია. არ მინდა პრეზიდენტ ტრამპისთვის განვსაზღვრო, რას აკეთებს და რას არ აკეთებს. ილაპარაკებს თუ არა. ეს მისი გადაწყვეტილებაა. ჩვენ სრულად ვართ ინფორმირებულები“,

    ისრაელის პრემიერმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაიმეორა გასულ კვირას თეირანის მიმართ გაჟღერებული გაფრთხილება.

  • სანდუს ცოტა მაინც ამოესუნთქა, თავისი ქვეყანა გააუქმა – ვოლსკი

    სანდუს ცოტა მაინც ამოესუნთქა, თავისი ქვეყანა გააუქმა – ვოლსკი

    ომის შიში ციდან ჩამოტანილი თემა არ არის. სანდუც და ყველა მისნაირი მხარს უჭერდა, რომ საქართველოში პროცესები განვითარებულიყო და სისხლი ისე დაღვრილიყო, როგორც უკრაინაში. იქნებ, სანდუს ცოტა მაინც ამოესუნთქა. თავისი ქვეყანა გააუქმა. აღნიშნა, რომ ეს ქვეყანა არ არსებობს. საკუთარი ქვეყნის მიმართ მისი დამოკიდებულება როცა ასეთია, რასაკვირველია, არ უნდა ველოდოთ, რომ რაიმე პოზიტიურს იტყვის, მით უმეტეს, ანალიზზე დაყრდნობით იტყვის რამეს. კანდიდატ ქვეყნებს შორის მოლდოვა ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყანაა და რა დახმარება უშველის, არ ვიცი. სანდუს საკუთარ ქვეყანაში არც მხარდაჭერა აქვს, უმძიმეს მდგომარეობაში არიან პოლიტიკურად. კორუფცია ჭამს ქვეყანას, რომელიც წარმოუდგენელი მასშტაბებითაა. სიღატაკის ის დონე, რომელიც მოლდოვაშია, არანაირ შთაბეჭდილებას არ ტოვებს, რომ ოდესმე, მისი რაიმე პოზიცია და ეკონომიკური მდგომარეობა იქნება გამოსწორებული. აქედან გამომდინარე, იცლის და ჩვენთან დაკავშირებით უტიფარ განცხადებას აკეთებს.რუსეთის ფედერაცია ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას ახდენს და საკმაოდ საფრთხის შემცველია რეალურად გინდ სამხედრო, გინდ ეკონომიკური თვალსაზრისით. მან ეს ძალიან კარგად იცის. არ ვფიქრობ, რომ რაიმე ფასი აქვს მის განცხადებას. სულ რომ პოზიტიური განცხადებაც გააკეთოს, იმასაც ფასი არ აქვს, რადგან საკუთარი ქვეყანა არ წარმოუდგენია როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა. არ შეიძლება, მისი არც დადებითი და არც უარყოფითი განცხადება სერიოზულად იყოს აღქმული.

    განაცხადა “ოცნების” პარლამენტის წევრმა, გია ვოლსკიმ მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებასთან დაკავშირებით.